პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის მიუძღვის ნუცა ბუზალაძის წარმატებაში დიდი წვლილი
ვის მიუძღვის ნუცა ბუზალაძის წარმატებაში დიდი წვლილი

"იურ­მა­ლა 2014" 22 ივ­ლისს, ლატ­ვი­ის სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ იურ­მა­ლა­ში გა­ი­მარ­თე­ბა. კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლოს 17 წლის ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე წა­რად­გენს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ "იურ­მა­ლას" წი­ნა­სა­კონ­კურ­სო შე­სარ­ჩევ ტუ­რებ­ში, რუს­მა და ქარ­თველ­მა ჟი­უ­რის წევ­რებ­მა 15-მდე ცნო­ბილ ქარ­თველ მომ­ღე­რალს შო­რის ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე და ნინი ცნო­ბი­ლა­ძე გა­მო­არ­ჩი­ეს, სა­ბო­ლო­ოდ კი, რო­გორც ნუცა ამ­ბობს, იგორ კრუ­ტო­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, უპი­რა­ტე­სო­ბა მას ერგო.

- რო­გორც დედა მე­უბ­ნე­ბა, წლი­ნა­ხევ­რის ვი­ყა­ვი, სიმ­ღე­რა რომ და­ვი­წყე. დე­დას დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ახ­ლა სცე­ნა­ზე რომ ვდგა­ვარ და რო­გორც მომ­ღე­რალს, გარ­კვე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბიც მაქვს.

- ახლა რამ­დე­ნი წლის ხარ?

- 17-ის. ჩემი ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­მაჩ­ნია, რომ იღ­ბლი­ა­ნი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი ვარ. დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ მსმე­ნე­ლის, ოჯა­ხის წევ­რე­ბის, სა­კუ­თა­რი თა­ვის წი­ნა­შე და ეს მიღ­ვი­ვებს ბრძო­ლის სურ­ვილს. მინ­და, გა­მუდ­მე­ბით რა­ღაც სი­ახ­ლე და მიღ­წე­ვა მქონ­დეს იმ საქ­მე­ში, რო­მელ­საც ვა­კე­თებ. მი­მაჩ­ნია, რომ ჩემი პირ­ვე­ლი მიღ­წე­ვა პრო­ექტ "ნი­ჭი­ერ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იყო, სა­დაც 13 წლის გო­გო­ნამ ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლამ­დე მი­ვაღ­წიე. ამის შემ­დეგ, ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა ბე­რას სტუ­დი­ა­ში სწავ­ლამ გა­ნა­პი­რო­ბა. ერთ წელ­ზე მეტ­ხანს დავ­დი­ო­დი ამ სტუ­დი­ა­ში და რო­გორც მომ­ღე­რა­ლი, იქ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი. სხვა­თა შო­რის, ბე­რას სტუ­დი­ა­ში კას­ტინ­გის გავ­ლით მოვ­ხვდი. დიდი კონ­კუ­რენ­ცია იყო, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე რჩე­ულს შო­რის მოვ­ხვდი... ბე­რას ყვე­ლაფ­რის­თვის დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი.

- წარ­მა­ტე­ბა და პო­პუ­ლა­რო­ბა მო­გი­ტა­ნა პრო­ექ­ტმა - "ერთი ერ­თში".

- ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რომ შე­მომ­თა­ვა­ზეს, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და და მათ წი­ნა­და­დე­ბას და­უ­ფიქ­რებ­ლად, იმ­წამ­სვე დავ­თან­ხმდი.

- ბერა ივა­ნიშ­ვილს პი­რა­დად იც­ნობ?

- დიახ, პი­რა­დად ვიც­ნობ. ის სა­ო­ცა­რი პი­როვ­ნე­ბაა. შე­მიძ­ლია, ყო­ველ­გვა­რი გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე ვთქვა, რომ ნამ­დვი­ლი ადა­მი­ა­ნია. მი­ხა­რია, რომ გა­ვი­ცა­ნი. უსაყ­ვარ­ლე­სი, უთ­ბი­ლე­სი პი­როვ­ნე­ბაა და რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან სა­მარ­თლი­ა­ნი, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მუ­სი­კო­სია. ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე ხა­რის­ხი­ან მუ­სი­კას ბერა "აკე­თებს" და ამი­ტო­მაც ჰყავს ფა­ნე­ბის დიდი არ­მია. რო­გორც ვიცი, ის ახლა ამე­რი­კა­შია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იქ თა­ვი­სი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბი­სა და ნი­ჭის (რაც ღმერ­თმა უბო­ძა) წყა­ლო­ბით დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევს. მთე­ლი მსოფ­ლიო გა­ი­გებს მის სა­ხელს. მთე­ლი გუ­ლით, წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ! მე ის ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- თა­ვად თუ გგულ­შე­მატ­კივ­რობს ბერა? იცის, "იურ­მა­ლა­ზე" რომ მი­დი­ხარ?

- არ ვიცი, ეს ამ­ბა­ვი იცის თუ არა, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩემი წარ­მა­ტე­ბა გა­უ­ხარ­დე­ბა.

- ნუცა, რო­გორ მოხ­და შენი შერ­ჩე­ვა "იურ­მა­ლის" კონ­კურ­სის­თვის?

- ამ კონ­კურ­სზე გა­სამ­გზავ­რებ­ლად, შიდა შე­სარ­ჩე­ვი ტური თბი­ლის­ში ჩა­ტარ­და. კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი ბევრ ქარ­თველ მომ­ღე­რალს ჰქონ­და. კას­ტინ­გი ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" ჩა­ტარ­და. იმ­დე­ნად ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი მყავ­და, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და, მაგ­რამ მერე მივ­ხვდი: თურ­მე ფარ-ხმა­ლი არას­დროს არ უნდა და­ყა­რო... სა­ბო­ლო­ოდ, ჩემი ბედი კრუ­ტო­იმ გა­და­წყვი­ტა მას შემ­დეგ, რაც თბი­ლი­სის კას­ტინ­გის ჩა­ნა­წე­რე­ბი ნახა. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. მი­ხა­რია, რომ "იურ­მა­ლა­ზე" სა­ქარ­თვე­ლო უნდა წარ­ვად­გი­ნო.

- ვინ არის შენი პრო­დი­უ­სე­რი?

- პრო­დი­უ­სინგს ლელა წურ­წუ­მია და მა­მუ­ლი­ჩა მი­წე­ვენ. ისი­ნი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და კარ­გად იცი­ან თა­ვი­ან­თი საქ­მე. მთლი­ა­ნად მათ­ზე ვარ მინ­დო­ბი­ლი.

- ვო­კალ­ში ვის­თან ემ­ზა­დე­ბი?

- ჩემი პე­და­გო­გი ნუცა ჯა­ნე­ლი­ძეა. ის ძი­რი­თა­დად, გა­მებს მამ­ღე­რებს... სიმ­ღე­რის მომ­ზა­დე­ბა­ში კი მაია ყი­ფი­ა­ნი და ლელა წურ­წუ­მია მეხ­მა­რე­ბი­ან.

- უკვე იცი, რა სიმ­ღე­რე­ბით წარ­დგე­ბი კონ­კურ­სზე?

- სიმ­ღე­რე­ბი უკვე შერ­ჩე­უ­ლია: ერთი უცხო­უ­რი ჰი­ტია (ჯესი ჯეის ნა­მუ­შე­ვარს ფო­ნოგ­რა­მა ბესო შპე­ტიშ­ვილ­მა გა­უ­კე­თა), მე­ო­რე - მაია კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი, რომ­ლის ფო­ნოგ­რა­მა­ზეც კოტე ნო­ნი­კოვ­მა და ბო­რი­კო შხი­ან­მა იმუ­შა­ვეს; რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულ სიმ­ღე­რას - "ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყა­ნა" შე­მირ­ჩი­ეს, რო­მელ­საც არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მომ­ღე­რალ­თან - სოფო ხალ­ვაშ­თან ერ­თად შე­ვას­რუ­ლებ.

- კონ­კურ­სზე სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ ვინ გაგ­ყვე­ბა?

- ჩემს მხარ­და­სა­ჭე­რად უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მო­დის, რაც ძა­ლი­ან მი­ხა­რია. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მა­ხა­რებს, რომ დედა მომ­ყვე­ბა. ის ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია. ასე­ვე, ჩემ­თან ერ­თად მო­დი­ან: ლელა წურ­წუ­მია, მა­მუ­ლი­ჩა და მაია ყი­ფი­ა­ნი...

- შენს სას­ცე­ნო იმიჯ­ზე ვინ იზ­რუ­ნებს?

- იქა­უ­რი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი. ისი­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან და იმე­დია, ყვე­ლა­ფერს ისე გა­ა­კე­თე­ბენ, რო­გორც სა­ჭი­როა.

- რო­გორ ფიქ­რობ, ამ კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი გაქვს?

- როცა საქ­მის კე­თე­ბას ვი­წყებ, ყო­ველ­თვის მაქვს იმის იმე­დი, რომ რა­საც ვა­კე­თებ, აუ­ცი­ლებ­ლად კარ­გად გა­მო­მი­ვა. ოპ­ტი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბა დიდ სტი­მულს მაძ­ლევს და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში მეხ­მა­რე­ბა. ვფიქ­რობ, გა­მარ­ჯვე­ბის დიდი შან­სი მაქვს.

- ანუ მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ?

- რა თქმა უნდა! თუ არ გაქვს სურ­ვი­ლი იმი­სა, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი გახ­დე, ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თებ. მთა­ვა­რია, მი­ზა­ნი გქონ­დეს და სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად შრო­მა არ და­გე­ზა­როს.

- ოჯახ­ში შენ გარ­და კი­დევ ვინ მღე­რის?

- ჩემს ოჯახ­ში თით­ქმის ყვე­ლა მღე­რის, ყვე­ლას ასპრო­ცენ­ტი­ა­ნი სმე­ნა აქვს.

- ვინ არის შენი ნამ­ღე­რის კრი­ტი­კუ­ლი შემ­ფა­სე­ბე­ლი?

- ჩემ მი­მართ ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლე­ბი დედა და დე­ი­და არი­ან. ეს არ მწყინს, პი­რი­ქით - ჯან­სა­ღი კრი­ტი­კა მაძ­ლევს სტი­მულს, რომ უფრო მეტი ვი­მუ­შაო სა­კუ­თარ თავ­ზე.

- ალ­ბათ გა­დატ­ვირ­თუ­ლი ხარ. რო­გორ ემ­ზა­დე­ბი "იურ­მა­ლა­ზე" გა­სამ­გზავ­რებ­ლად?

- ოოო... დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მი და მუ­შა­ო­ბა კი არ მღლის, არა­მედ მსი­ა­მოვ­ნებს. ყვე­ლა­ფერს დიდი მონ­დო­მე­ბით ვა­კე­თებ. სტუ­დი­ა­ში უკვე აღარ დავ­დი­ვარ, რად­გან ყვე­ლა სიმ­ღე­რა ჩა­წე­რი­ლია. მხო­ლოდ ვო­კა­ლის პე­და­გოგ­თან მი­წევს მე­ცა­დი­ნე­ო­ბა. ვცდი­ლობ, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი და­ვიც­ვა, ვვარ­ჯი­შობ, ყო­ველ­დღე აუზ­ზე დავ­დი­ვარ და ვცუ­რავ. მინ­და, კარგ ფორ­მა­ში ვიყო. დი­ე­ტა­ზეც ვარ. არ მინ­და, ეკ­რან­ზე მსუ­ქა­ნი გა­მოვ­ჩნდე. ჩემი დიდი სურ­ვი­ლია, "იურ­მა­ლა­ზე" უნაკ­ლოდ წარვდგე, რის­თვი­საც თავს არ ვზო­გავ. მინ­და, სა­ქარ­თვე­ლო და ყვე­ლა ჩემი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვა­სა­ხე­ლო. ვნა­ხოთ, რა გა­მო­მი­ვა.

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ვის მიუძღვის ნუცა ბუზალაძის წარმატებაში დიდი წვლილი

ვის მიუძღვის ნუცა ბუზალაძის წარმატებაში დიდი წვლილი

"იურმალა 2014" 22 ივლისს, ლატვიის საკურორტო ქალაქ იურმალაში გაიმართება. კონკურსზე საქართველოს 17 წლის ნუცა ბუზალაძე წარადგენს. შეგახსენებთ, რომ "იურმალას" წინასაკონკურსო შესარჩევ ტურებში, რუსმა და ქართველმა ჟიურის წევრებმა 15-მდე ცნობილ ქართველ მომღერალს შორის ნუცა ბუზალაძე და ნინი ცნობილაძე გამოარჩიეს, საბოლოოდ კი, როგორც ნუცა ამბობს, იგორ კრუტოის გადაწყვეტილებით, უპირატესობა მას ერგო.

- როგორც დედა მეუბნება, წლინახევრის ვიყავი, სიმღერა რომ დავიწყე. დედას დამსახურებაა, ახ­ლა სცენაზე რომ ვდგავარ და როგორც მომღერალს, გარკვეული წარმატებებიც მაქვს.

- ახლა რამდენი წლის ხარ?

- 17-ის. ჩემი ასაკიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ იღბლიანი და წარმატებული მომღერალი ვარ. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ მსმენელის, ოჯახის წევრების, საკუთარი თავის წინაშე და ეს მიღვივებს ბრძოლის სურვილს. მინდა, გამუდმებით რაღაც სიახლე და მიღწევა მქონდეს იმ საქმეში, რომელსაც ვაკეთებ. მიმაჩნია, რომ ჩემი პირველი მიღწევა პროექტ "ნიჭიერში" მონაწილეობა იყო, სადაც 13 წლის გოგონამ ნახევარფინალამდე მივაღწიე. ამის შემდეგ, ჩემი პროფესიული წარმატება ბერას სტუდიაში სწავლამ განაპირობა. ერთ წელზე მეტხანს დავდიოდი ამ სტუდიაში და როგორც მომღერალი, იქ ჩამოვყალიბდი. სხვათა შორის, ბერას სტუდიაში კასტინგის გავლით მოვხვდი. დიდი კონკურენცია იყო, მაგრამ რამდენიმე რჩეულს შორის მოვხვდი... ბერას ყველაფრისთვის დიდ მადლობას ვუხდი.

- წარმატება და პოპულარობა მოგიტანა პროექტმა - "ერთი ერთში".

- ამ პროექტში მონაწილეობა რომ შემომთავაზეს, ძალიან გამიხარდა და მათ წინადადებას დაუფიქრებლად, იმწამსვე დავთანხმდი.

- ბერა ივანიშვილს პირადად იცნობ?

- დიახ, პირადად ვიცნობ. ის საოცარი პიროვნებაა. შემიძლია, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვთქვა, რომ ნამდვილი ადამიანია. მიხარია, რომ გავიცანი. უსაყვარლესი, უთბილესი პიროვნებაა და რაც მთავარია, ძალიან სამართლიანი, გემოვნებიანი მუსიკოსია. ვფიქრობ, საქართველოში ყველაზე ხარისხიან მუსიკას ბერა "აკეთებს" და ამიტომაც ჰყავს ფანების დიდი არმია. როგორც ვიცი, ის ახლა ამერიკაშია და დარწმუნებული ვარ, იქ თავისი შრომისმოყვარეობისა და ნიჭის (რაც ღმერთმა უბოძა) წყალობით დიდ წარმატებას მიაღწევს. მთელი მსოფლიო გაიგებს მის სახელს. მთელი გულით, წარმატებებს ვუსურვებ! მე ის ძალიან მიყვარს.

- თავად თუ გგულშემატკივრობს ბერა? იცის, "იურმალაზე" რომ მიდიხარ?

- არ ვიცი, ეს ამბავი იცის თუ არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემი წარმატება გაუხარდება.

- ნუცა, როგორ მოხდა შენი შერჩევა "იურმალის" კონკურსისთვის?

- ამ კონკურსზე გასამგზავრებლად, შიდა შესარჩევი ტური თბილისში ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობის სურვილი ბევრ ქართველ მომღერალს ჰქონდა. კასტინგი ტელეკომპანია "იმედში" ჩატარდა. იმდენად ძლიერი კონკურენტები მყავდა, რომ თავდაპირველად ძალიან შემეშინდა, მაგრამ მერე მივხვდი: თურმე ფარ-ხმალი არასდროს არ უნდა დაყარო... საბოლოოდ, ჩემი ბედი კრუტოიმ გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც თბილისის კასტინგის ჩანაწერები ნახა. ძალიან ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ "იურმალაზე" საქართველო უნდა წარვადგინო.

- ვინ არის შენი პროდიუსერი?

- პროდიუსინგს ლელა წურწუმია და მამულიჩა მიწევენ. ისინი ძალიან ნიჭიერი ადამიანები არიან და კარგად იციან თავიანთი საქმე. მთლიანად მათზე ვარ მინდობილი.

- ვოკალში ვისთან ემზადები?

- ჩემი პედაგოგი ნუცა ჯანელიძეა. ის ძირითადად, გამებს მამღერებს... სიმღერის მომზადებაში კი მაია ყიფიანი და ლელა წურწუმია მეხმარებიან.

- უკვე იცი, რა სიმღერებით წარდგები კონკურსზე?

- სიმღერები უკვე შერჩეულია: ერთი უცხოური ჰიტია (ჯესი ჯეის ნამუშევარს ფონოგრამა ბესო შპეტიშვილმა გაუკეთა), მეორე - მაია კაჭკაჭიშვილის ინგლისურენოვანი ნამუშევარი, რომლის ფონოგრამაზეც კოტე ნონიკოვმა და ბორიკო შხიანმა იმუშავეს; რაც შეეხება ქართულ სიმღერას - "ყვავილების ქვეყანა" შემირჩიეს, რომელსაც არაჩვეულებრივ მომღერალთან - სოფო ხალვაშთან ერთად შევასრულებ.

- კონკურსზე საგულშემატკივროდ ვინ გაგყვება?

- ჩემს მხარდასაჭერად უამრავი ადამიანი მოდის, რაც ძალიან მიხარია. მაგრამ ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ დედა მომყვება. ის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ასევე, ჩემთან ერთად მოდიან: ლელა წურწუმია, მამულიჩა და მაია ყიფიანი...

- შენს სასცენო იმიჯზე ვინ იზრუნებს?

- იქაური დიზაინერები. ისინი პროფესიონალები არიან და იმედია, ყველაფერს ისე გააკეთებენ, როგორც საჭიროა.

- როგორ ფიქრობ, ამ კონკურსში გამარჯვების შანსი გაქვს?

- როცა საქმის კეთებას ვიწყებ, ყოველთვის მაქვს იმის იმედი, რომ რასაც ვაკეთებ, აუცილებლად კარ­გად გამომივა. ოპტიმისტური განწყობა დიდ სტიმულს მაძლევს და წარმატების მიღწევაში მეხმარება. ვფიქრობ, გამარჯვების დიდი შანსი მაქვს.

- ანუ მიზანდასახული ადამიანი ხარ?

- რა თქმა უნდა! თუ არ გაქვს სურვილი იმისა, რომ წარმატებული გახდე, ვერაფერს გააკეთებ. მთავარია, მიზანი გქონდეს და საკუთარი სურვილების ასასრულებლად შრომა არ დაგეზაროს.

- ოჯახში შენ გარდა კიდევ ვინ მღერის?

- ჩემს ოჯახში თითქმის ყველა მღერის, ყველას ასპროცენტიანი სმენა აქვს.

- ვინ არის შენი ნამღერის კრიტიკული შემფასებელი?

- ჩემ მიმართ ყველაზე კრიტიკულები დედა და დეიდა არიან. ეს არ მწყინს, პირიქით - ჯანსაღი კრიტიკა მაძლევს სტიმულს, რომ უფრო მეტი ვიმუშაო საკუთარ თავზე.

- ალბათ გადატვირთული ხარ. როგორ ემზადები "იურმალაზე" გასამგზავრებლად?

- ოოო... დატვირთული დღის რეჟიმი და მუშაობა კი არ მღლის, არამედ მსიამოვნებს. ყველაფერს დიდი მონდომებით ვაკეთებ. სტუდიაში უკვე აღარ დავდივარ, რადგან ყველა სიმღერა ჩაწერილია. მხოლოდ ვოკალის პედაგოგთან მიწევს მეცადინეობა. ვცდილობ, ჯანსაღი ცხოვრების წესი დავიცვა, ვვარჯიშობ, ყოველდღე აუზზე დავდივარ და ვცურავ. მინდა, კარგ ფორმაში ვიყო. დიეტაზეც ვარ. არ მინდა, ეკრანზე მსუქანი გამოვჩნდე. ჩემი დიდი სურვილია, "იურმალაზე" უნაკლოდ წარვდგე, რისთვისაც თავს არ ვზოგავ. მინდა, საქართველო და ყველა ჩემი გულშემატკივარი ვასახელო. ვნახოთ, რა გამომივა.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"