პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნარმანიამ და მელიამ არჩევანი უკვე გააკეთეს - კანდიდატების პირველი კომენტარები ხმის მიცემის შემდეგ
ნარმანიამ და მელიამ არჩევანი უკვე გააკეთეს - კანდიდატების პირველი კომენტარები ხმის მიცემის შემდეგ

დღეს უნდა ავირ­ჩი­ოთ დე­და­ქა­ლა­ქის მერი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში და არ იქ­ნე­ბა ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი მხო­ლოდ ერთ ადა­მი­ან­თან, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მე­რო­ბის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ­მა ნიკა მე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მან სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი დღეს ჩი­ტა­ძის ქუ­ჩა­ზე, #6 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე და­ა­ფიქ­სი­რა.

"დღეს არის მარ­თლაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი, სა­დაც უნდა გა­ნი­სა­ზღვროს მომ­დევ­ნო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სის ბედი. მე იმე­დი მაქვს, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი თბი­ლი­სე­ლი გა­მო­ცხად­დე­ბა დღეს სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ში, მათ შო­რის ისი­ნი, ვინც პირ­ველ ტურ­ში არ გა­მო­ცხად­ნენ და გა­ა­კე­თე­ბენ იმ არ­ჩევ­ნებს, რაც მათ ოჯახ­ში შე­ი­ტანს კე­თილ­დღე­ო­ბას. დღეს უნდა ავირ­ჩი­ოთ დე­და­ქა­ლა­ქის მერი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში და იქ­ნე­ბა ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი თბი­ლი­სე­ლებ­თან, ვინც დღეს არ­ჩე­ვანს აკე­თებს და არა ცალ­კე­ულ პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას­თან ან კი­დევ უფრო უა­რე­სი – ერთ ადა­მი­ან­თან. დე­და­ქა­ლა­ქის მერი უნდა იყოს ყვე­ლას მერი, მი­უ­ხე­და­ვად პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა, იმი­ტომ რომ ამ ქა­ლაქ­ში ყო­ველ­თვის იცხოვ­რე­ბენ სხვა­დას­ხვა შე­ხე­დუ­ლე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი, არ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ნი ვი­ყოთ ერთ ჭკუ­ა­ზე, თუმ­ცა დე­და­ქა­ლა­ქის მერს არა აქვს იმის უფ­ლე­ბა, რომ იგი ასო­ცირ­დე­ბო­დეს მხო­ლოდ ერთ ცალ­კე აღე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას­თან", - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მე­რო­ბის კან­დი­დატს, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი #1 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე და­ა­ფიქ­სი­რა.

რო­გორც ნარ­მა­ნია ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, ის, რა თქმა უნდა, გა­ი­მარ­ჯვებს.

"ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა, არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა, რად­გან დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფორ­მით ტარ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ივ­ლის ისე, რო­გორც ჩვენ დე­და­ქა­ლაქს, ხალ­ხს და ქვე­ყა­ნას ეკად­რე­ბა და არ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა ისე­თი ღირ­სე­უ­ლი კან­დი­და­ტი, რო­მე­ლიც იზ­რუ­ნებს დე­და­ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ არ­ჩე­ვა­ნი გა­კეთ­დე­ბა იმ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლა­ზე, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა შე­მო­აბ­რუ­ნა და და­ა­ყე­ნა გან­ვი­თა­რე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის გზა­ზე", - გა­ნა­ცხა­და ნარ­მა­ნი­ამ.

მე­რო­ბის კან­დი­და­ტი ვა­რა­უ­დობს, რომ ამომ­რჩევ­ლის მა­ღა­ლი აქ­ტი­ვო­ბა იქ­ნე­ბა.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ და ვფიქ­რობ, რომ აქ­ტი­უ­რო­ბა საკ­მა­რი­სი და ზო­მი­ე­რი იქ­ნე­ბა. დე­და­ქა­ლა­ქი დაც­ლი­ლი არ არის. არ­ჩევ­ნე­ბის მი­მართ ხალ­ხის ინ­ტე­რე­სი გა­ი­ზარ­და და თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი კარ­გად ხე­დავს, რომ თი­თო­ე­უ­ლი ხმა იგებს", გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნია.

ნარმანიამ და მელიამ არჩევანი უკვე გააკეთეს - კანდიდატების პირველი კომენტარები ხმის მიცემის შემდეგ

ნარმანიამ და მელიამ არჩევანი უკვე გააკეთეს - კანდიდატების პირველი კომენტარები ხმის მიცემის შემდეგ

დღეს უნდა ავირჩიოთ დედაქალაქის მერი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და არ იქნება ანგარიშვალდებული მხოლოდ ერთ ადამიანთან, - ამის შესახებ თბილისის მერობის "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მან საკუთარი არჩევანი დღეს ჩიტაძის ქუჩაზე, #6 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

"დღეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, სადაც უნდა განისაზღვროს მომდევნო სამი წლის განმავლობაში თბილისის ბედი. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი თბილისელი გამოცხადდება დღეს საარჩევნო უბნებში, მათ შორის ისინი, ვინც პირველ ტურში არ გამოცხადნენ და გააკეთებენ იმ არჩევნებს, რაც მათ ოჯახში შეიტანს კეთილდღეობას. დღეს უნდა ავირჩიოთ დედაქალაქის მერი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და იქნება ანგარიშვალდებული თბილისელებთან, ვინც დღეს არჩევანს აკეთებს და არა ცალკეულ პოლიტიკურ გაერთიანებასთან ან კიდევ უფრო უარესი – ერთ ადამიანთან. დედაქალაქის მერი უნდა იყოს ყველას მერი, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, იმიტომ რომ ამ ქალაქში ყოველთვის იცხოვრებენ სხვადასხვა შეხედულების ადამიანები, არ შეიძლება ყველანი ვიყოთ ერთ ჭკუაზე, თუმცა დედაქალაქის მერს არა აქვს იმის უფლება, რომ იგი ასოცირდებოდეს მხოლოდ ერთ ცალკე აღებულ პოლიტიკურ ძალასთან", - განაცხადა ნიკა მელიამ.

რაც შეეხება კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს, დავით ნარმანიამ საკუთარი არჩევანი #1 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

როგორც ნარმანია ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, ის, რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს.

"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, არჩევნების მეორე ტურია. მნიშვნელოვანი დღეა, რადგან დემოკრატიული ფორმით ტარდება არჩევნების მეორე ტური. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ჩაივლის ისე, როგორც ჩვენ დედაქალაქს, ხალხს და ქვეყანას ეკადრება და არჩეული იქნება ისეთი ღირსეული კანდიდატი, რომელიც იზრუნებს დედაქალაქის განვითარებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევანი გაკეთდება იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელმაც ქვეყანა შემოაბრუნა და დააყენა განვითარებისა და დემოკრატიის გზაზე", - განაცხადა ნარმანიამ.

მერობის კანდიდატი ვარაუდობს, რომ ამომრჩევლის მაღალი აქტივობა იქნება.

"დარწმუნებული ვარ და ვფიქრობ, რომ აქტიურობა საკმარისი და ზომიერი იქნება. დედაქალაქი დაცლილი არ არის. არჩევნების მიმართ ხალხის ინტერესი გაიზარდა და თითოეული ადამიანი კარგად ხედავს, რომ თითოეული ხმა იგებს", განაცხადა დავით ნარმანია.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა