პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ჯეიმს ბეიკერი ჩამოდის - აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვას დაესწრება
თბილისში ჯეიმს ბეიკერი ჩამოდის - აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვას დაესწრება

თბი­ლის­ში დღეს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ჯე­იმს ბე­ი­კე­რი ჩა­მო­დის.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, ჯე­იმს ბე­ი­კე­რი ექ­სპრე­ზი­დენტ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რო­მე­ლიც 13 ივ­ლისს სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

აშშ-ის ყო­ფილ­მა სა­ხელ­მწი­ფო მდივნმა ჯე­იმს ბე­ი­კერ­მა ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე­ზე გა­მო­ცე­მა "ვა­შინგტონ პოს­ტში" სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­თა­უ­რით _ "ჩემი მე­გო­ბა­რი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე". სტა­ტი­ა­ში ავ­ტო­რი წერს, რომ ის­ტო­რია სწო­რად შე­ფა­სებს შე­ვარ­დნა­ძეს. მი­სი­ვე თქმით, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის გა­რე­შე ცივი ომი მშვი­დო­ბი­ა­ნად ვერ დას­რულ­დე­ბო­და.

"კარ­გად მახ­სოვს, დრო და ად­გი­ლი, რო­დე­საც უკვე ვი­ცო­დი, რომ ცივი ომი დას­რულ­და. ეს იყო 1990 წლის 3 აგ­ვის­ტოს, მოს­კო­ვის გა­რეთ, ვნუ­კო­ვოს აე­რო­პორ­ტში. ის­ტო­რია რომ იქ­მნე­ბო­და, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გვერ­დით ვი­დე­ქი, რო­დე­საც ჩვენ ერ­თად გა­მო­ვა­ცხა­დეთ, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ ერა­ყის შეჭ­რას ქუ­ვე­ით­ში და მო­ვუ­წდეთ ერა­ყის­თვის ია­რა­ღის ემ­ბარ­გოს­კენ, რო­მე­ლიც იმ ხა­ნად საბ­ჭო­თა კავ­ში­რის­გან იძენ­და ია­რაღს. ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე ჩემი კო­ლე­გა იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე იყო, სან­დო, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პარტნი­ო­რიც იყო. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ის ჩემი ახლო მე­გო­ბა­რი გახ­და. მე მომ­წონ­და და ვაღ­მერ­თებ­დი ამ ადა­მი­ანს", - წერ­და სტა­ტი­ა­ში ჯე­იმს ბე­ი­კე­რი.

ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს ჩა­მო­ვა ეს­ტო­ნე­თის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი არ­ნოლდ რუ­ტე­ლი და შვე­ი­ცა­რი­ის კონ­ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი ფე­დე­რა­ლუ­რი კან­ცლე­რი სა­მუ­ელ შმი­დი.

13 ივ­ლისს კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­ვე ჩა­მოვ­ლენ სხვა დე­ლე­გა­ცი­ე­ბი და დიპ­ლო­მა­ტე­ბი. კერ­ძოდ, გერ­მა­ნი­ის ყო­ფი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ჰანს დიტ­რიხ გენ­შე­რი; აგ­რეთ­ვე - აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ოკტაი ასა­დო­ვი; თურ­ქე­თის შრო­მი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრი ფა­რუქ ჩე­ლი­ქი; სომ­ხე­თის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე გა­ლუსტ სა­ჰა­ნი­ა­ნი. ასა­ე­ვე, ავ­სტრი­ის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი ვოლ­ფგანგ ბრან­დშტე­ტე­რი; ია­პო­ნი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იჩი­რო აი­ზა­ვა და მარ­გა­რიტ ტეტ­ჩე­რის ყო­ფი­ლი მრჩე­ვე­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში დიდი ბრი­ტა­ნე­თის ლორ­დი პა­უ­ე­ლი.

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში დღეს, 16:00 სა­ა­თი­დან და­ი­წყე­ბა. 13 ივ­ლისს, სამ­გლო­ვი­ა­რო ცე­რე­მო­ნი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნა­წი­ლი სა­მე­ბის ტა­ძარ­ში 13:00 სა­ა­თი­დან და­ი­წყე­ბა. ექ­სპრე­ზი­დენტს სა­მე­ბის ტაძ­რი­დან 14:45 სა­ათ­ზე გა­მო­ას­ვე­ნე­ბენ. სამ­გლო­ვი­ა­რო პრო­ცე­სია კრწა­ნი­სის რე­ზი­დენ­ცი­ის­კენ და­იძ­ვრე­ბა. დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თე­ბა 16:00 სა­ათ­ზე. ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს კრწა­ნი­სის რე­ზი­დენ­ცი­ის ეზო­ში მე­უღ­ლის გვერ­დით დაკ­რძა­ლა­ვენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თბილისში ჯეიმს ბეიკერი ჩამოდის - აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვას დაესწრება

თბილისში ჯეიმს ბეიკერი ჩამოდის - აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვას დაესწრება

თბილისში დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი ჩამოდის.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ჯეიმს ბეიკერი ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 13 ივლისს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივნმა ჯეიმს ბეიკერმა ედუარდ შევარდნაძეზე გამოცემა "ვაშინგტონ პოსტში" სტატია გამოაქვეყნა, სათაურით _ "ჩემი მეგობარი ედუარდ შევარდნაძე". სტატიაში ავტორი წერს, რომ ისტორია სწორად შეფასებს შევარდნაძეს. მისივე თქმით, ედუარდ შევარდნაძის გარეშე ცივი ომი მშვიდობიანად ვერ დასრულდებოდა.

"კარგად მახსოვს, დრო და ადგილი, როდესაც უკვე ვიცოდი, რომ ცივი ომი დასრულდა. ეს იყო 1990 წლის 3 აგვისტოს, მოსკოვის გარეთ, ვნუკოვოს აეროპორტში. ისტორია რომ იქმნებოდა, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის გვერდით ვიდექი, როდესაც ჩვენ ერთად გამოვაცხადეთ, რომ ჩვენი ქვეყნები ეწინააღმდეგებოდნენ ერაყის შეჭრას ქუვეითში და მოვუწდეთ ერაყისთვის იარაღის ემბარგოსკენ, რომელიც იმ ხანად საბჭოთა კავშირისგან იძენდა იარაღს. ედუარდ შევარდნაძე ჩემი კოლეგა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ის მოწინააღმდეგე იყო, სანდო, დიპლომატიური პარტნიორიც იყო. დროთა განმავლობაში ის ჩემი ახლო მეგობარი გახდა. მე მომწონდა და ვაღმერთებდი ამ ადამიანს", - წერდა სტატიაში ჯეიმს ბეიკერი.

ამასთან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში დღეს ჩამოვა ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი არნოლდ რუტელი და შვეიცარიის კონფედერაციის ყოფილი ფედერალური კანცლერი სამუელ შმიდი.

13 ივლისს კი საქართველოში ასევე ჩამოვლენ სხვა დელეგაციები და დიპლომატები. კერძოდ, გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს დიტრიხ გენშერი; აგრეთვე - აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე ოკტაი ასადოვი; თურქეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი ფარუქ ჩელიქი; სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე გალუსტ საჰანიანი. ასაევე, ავსტრიის იუსტიციის მინისტრი ვოლფგანგ ბრანდშტეტერი; იაპონიის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი იჩირო აიზავა და მარგარიტ ტეტჩერის ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის ლორდი პაუელი.

ედუარდ შევარდნაძის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 16:00 საათიდან დაიწყება. 13 ივლისს, სამგლოვიარო ცერემონიის ოფიციალური ნაწილი სამების ტაძარში 13:00 საათიდან დაიწყება. ექსპრეზიდენტს სამების ტაძრიდან 14:45 საათზე გამოასვენებენ. სამგლოვიარო პროცესია კრწანისის რეზიდენციისკენ დაიძვრება. დაკრძალვის ცერემონია გაიმართება 16:00 საათზე. ედუარდ შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციის ეზოში მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა