Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''უფროსი მამაკაცები და ცოლიანები ნუღარ მომწერთ" - ნინი გოგიჩაიშვილი
''უფროსი მამაკაცები და ცოლიანები ნუღარ მომწერთ" -  ნინი გოგიჩაიშვილი

ნინი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის ოჯახ­ში ყვე­ლა პო­პუ­ლა­რუ­ლია. დედა - ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­თია ბან­ძე­ლა­ძე, მამა - მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, ბე­ბია-ბა­ბუ­აც მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან, უფ­როს დას კი ყვე­ლა იც­ნობს - ნა­ნუ­კა წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნია.

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი 20 წლი­საა. პრო­ფე­სი­ად სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აირ­ჩია და ახლა მე­სა­მე კურ­სზე გა­და­ვი­და. რამ­დე­ნი­მე თვის წინ "ჯი­დი­ეს­ზე"პრო­ექტ "ბინა 18"-ში გა­მოჩ­ნდა, მაგ­რამ გან­სხვა­ვე­ბულ ამ­პლუ­ა­ში.

- ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. ჩემი დის­გან მხო­ლოდ იმით გან­ვსხვავ­დე­ბო­დი, რომ ნა­ნუ­კა ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია, მე კი ვცდი­ლობ, ემო­ცი­ე­ბი ნაკ­ლე­ბად გა­მოვ­ხა­ტო. ეს შე­იძ­ლე­ბა, ჩემი მი­ნუ­სიც იყოს. ძა­ლი­ან მიყ­ვარს სპორ­ტი, ფეხ­ბურ­თი, რაგ­ბი, რალი. თა­ვა­დაც ვვარ­ჯი­შობ. ნა­ნუ­კა კი­კბოქ­სინგზე და­დის, მე ჯერ შე­ი­პინგზე ვი­ა­რე და ახლა ფიტ­ნე­სი ავირ­ჩიე. ჩემ­თვის მთა­ვა­რია ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სიმ­შვი­დე. ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სით ვცხოვ­რობ. ცურ­ვაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, დედა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცუ­რა­ვეა.

- ბოლო დროს მო­და­ში შე­მო­ვი­და ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ნა­ვარ­ჯი­შე­ვი სხე­უ­ლით, ე.წ. კუ­ბი­კე­ბით...

- ამა­ზე მე ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს და არ მომ­წონს. არა­და, მწვრთნე­ლე­ბი ამას ძა­ლი­ან აფა­სე­ბენ და გა­უკ­ვირ­დათ, რო­დე­საც ამ ტი­პის ვარ­ჯიშ­ზე უარი ვთქვი. ბავ­შვო­ბა­ში ტან­ვარ­ჯიშ­ზე დავ­დი­ო­დი და დიდ მო­მა­ვალ­საც მი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ, მაგ­რამ ჩემი თა­ო­ბის პრობ­ლე­მებ­მა არ შე­მი­წყო ხელი, რომ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა.

- ნინი, სა­მო­დე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ვი.

- დიახ, ნინო ცქი­ტიშ­ვი­ლის სა­მო­დე­ლო სტუ­დი­ა­ში ვარ. ნა­ნუ­კა 15 წლი­დან წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლია. მას­თან ერ­თად რომ მხე­დავ­დნენ, ხში­რად მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, მაგ­რამ ისე აე­წყო, რომ ამის­თვის ვერ მო­ვი­ცა­ლე. გერ­მა­ნულ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი და მუდ­მი­ვად ბევ­რი გა­მოც­და მქონ­და. ბო­ლოს ნი­ნოს­გან მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა და ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ მისი. მქონ­და შან­სი, რომ უცხო­ეთ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ სწავ­ლი­სა და სამ­სა­ხუ­რის გამო უარი ვთქვი. მინ­და, მო­მა­ვალ წელს სამი თვით მა­ინც წა­ვი­დე.

- ყვე­ლას გვახ­სოვ­ხარ, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზი­ით შენს პო­პუ­ლა­რულ ოჯახს აჩ­ვე­ნებ­დნენ, შენ არა­სო­დეს აქ­ტი­უ­რობ­დი და უცებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მე­ბით, იმი­ჯით წარ­დე­ქი.

- დიახ, პა­ტა­რა გოგო ვი­ყა­ვი (იცი­ნის). უც­ბად გა­ვი­ზარ­დე სი­მაღ­ლე­ში. სახ­ლშიც გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ბე­ბი­აც ამ­ბობს, ვა­ი­მე, ეს ბავ­შვი ყო­ველ­დღე იზ­რდე­ბაო. ჩემს მო­უ­ლოდ­ნელ ცვლი­ლე­ბას ვარ­ჯი­შით, სწო-რი ცხოვ­რე­ბის წე­სით მეც შე­ვუ­წყვე ხელი, რად­გან ჩემს ოჯახ­ში იდე­ა­ლის­ტე­ბი არი­ან. მე და ნა­ნუ­კას არა­სო­დეს გვა­ქე­ბენ და გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ უკე­თე­სიც შე­იძ­ლე­ბო­და.

- მკაც­რი მშობ­ლე­ბი გყავს?

- არა, და ეს ძა­ლი­ან დიდი მიღ­წე­ვაა, რომ მე და ნა­ნუ­კას ყო­ველ­თვის გვენ­დო­ბი­ან. იცი­ან, ვის­თან ერ­თად ვარ და პრობ­ლე­მებს არ შე­ვუქ­მნი. ერ­თა­დერ­თი, ისეთ დე­ტა­ლებ­ზე ბრაზ­დე­ბი­ან, მა­გა­ლი­თად, რუჯი თუ ზედ­მე­ტი მო­მი­ვა ან წო­ნა­ში მო­ვი­მა­ტებ. 16 წლის ასაკ­ში გერ­მა­ნი­ა­ში წა­ვე­დი სას­წავ­ლებ­ლად და იქ გავ­სუქ­დი. მა­ინც ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი მყავ­და და ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. რო­დე­საც ჩა­მო­ვე­დი, მა­მამ აღარ გა­დამ­კოც­ნა. რა არის, კი არ ჩა­მოხ­ვე­დი, ჩა­მო­გორ­დიო. მარ­ტი­ვად ჩავ­დე­ქი ფორ­მა­ში, სი­ტყვა დი­ე­ტა არ შე­მიძ­ლია. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ვინ­გრე­ვი ამ დროს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

''უფროსი მამაკაცები და ცოლიანები ნუღარ მომწერთ" - ნინი გოგიჩაიშვილი

''უფროსი მამაკაცები და ცოლიანები ნუღარ მომწერთ" -  ნინი გოგიჩაიშვილი

ნინი გოგიჩაიშვილის ოჯახში ყველა პოპულარულია. დედა - ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე, მამა - მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი, ბებია-ბაბუაც მსახიობები არიან, უფროს დას კი ყველა იცნობს - ნანუკა წარმატებული მოდელი და ტელეწამყვანია.

ჩვენი რესპონდენტი 20 წლისაა. პროფესიად საერთაშორისო ურთიერთობები აირჩია და ახლა მესამე კურსზე გადავიდა. რამდენიმე თვის წინ ''ჯიდიესზე''პროექტ ''ბინა 18"-ში გამოჩნდა, მაგრამ განსხვავებულ ამპლუაში.

- ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი. ჩემი დისგან მხოლოდ იმით განვსხვავდებოდი, რომ ნანუკა ძალიან ემოციურია, მე კი ვცდილობ, ემოციები ნაკლებად გამოვხატო. ეს შეიძლება, ჩემი მინუსიც იყოს. ძალიან მიყვარს სპორტი, ფეხბურთი, რაგბი, რალი. თავადაც ვვარჯიშობ. ნანუკა კიკბოქსინგზე დადის, მე ჯერ შეიპინგზე ვიარე და ახლა ფიტნესი ავირჩიე. ჩემთვის მთავარია ფსიქოლოგიური სიმშვიდე. ჯანმრთელი ცხოვრების წესით ვცხოვრობ. ცურვაც ძალიან მიყვარს, დედა პროფესიონალი მოცურავეა.

- ბოლო დროს მოდაში შემოვიდა ქალბატონები ნავარჯიშევი სხეულით, ე.წ. კუბიკებით...

- ამაზე მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს და არ მომწონს. არადა, მწვრთნელები ამას ძალიან აფასებენ და გაუკვირდათ, როდესაც ამ ტიპის ვარჯიშზე უარი ვთქვი. ბავშვობაში ტანვარჯიშზე დავდიოდი და დიდ მომავალსაც მიწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ჩემი თაობის პრობლემებმა არ შემიწყო ხელი, რომ გამეგრძელებინა.

- ნინი, სამოდელო საქმიანობასაც ეწევი.

- დიახ, ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სტუდიაში ვარ. ნანუკა 15 წლიდან წარმატებული მოდელია. მასთან ერთად რომ მხედავდნენ, ხშირად მქონდა შემოთავაზება, მაგრამ ისე აეწყო, რომ ამისთვის ვერ მოვიცალე. გერმანულ სკოლაში ვსწავლობდი და მუდმივად ბევრი გამოცდა მქონდა. ბოლოს ნინოსგან მივიღე შემოთავაზება და ძალიან მადლობელი ვარ მისი. მქონდა შანსი, რომ უცხოეთში წავსულიყავი, მაგრამ სწავლისა და სამსახურის გამო უარი ვთქვი. მინდა, მომავალ წელს სამი თვით მაინც წავიდე.

- ყველას გვახსოვხარ, როდესაც ტელევიზიით შენს პოპულარულ ოჯახს აჩვენებდნენ, შენ არასოდეს აქტიურობდი და უცებ საზოგადოების წინაშე განსხვავებული ფორმებით, იმიჯით წარდექი.

- დიახ, პატარა გოგო ვიყავი (იცინის). უცბად გავიზარდე სიმაღლეში. სახლშიც გაოცებულები არიან, ბებიაც ამბობს, ვაიმე, ეს ბავშვი ყოველდღე იზრდებაო. ჩემს მოულოდნელ ცვლილებას ვარჯიშით, სწო-რი ცხოვრების წესით მეც შევუწყვე ხელი, რადგან ჩემს ოჯახში იდეალისტები არიან. მე და ნანუკას არასოდეს გვაქებენ და გვეუბნებიან, რომ უკეთესიც შეიძლებოდა.

- მკაცრი მშობლები გყავს?

- არა, და ეს ძალიან დიდი მიღწევაა, რომ მე და ნანუკას ყოველთვის გვენდობიან. იციან, ვისთან ერთად ვარ და პრობლემებს არ შევუქმნი. ერთადერთი, ისეთ დეტალებზე ბრაზდებიან, მაგალითად, რუჯი თუ ზედმეტი მომივა ან წონაში მოვიმატებ. 16 წლის ასაკში გერმანიაში წავედი სასწავლებლად და იქ გავსუქდი. მაინც ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა და ბედნიერი ვიყავი. როდესაც ჩამოვედი, მამამ აღარ გადამკოცნა. რა არის, კი არ ჩამოხვედი, ჩამოგორდიო. მარტივად ჩავდექი ფორმაში, სიტყვა დიეტა არ შემიძლია. ფსიქოლოგიურად ვინგრევი ამ დროს.

იხილეთ გაგრძელება

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება