''მის ბიკინი" 'ბიჭებთან დისტანციას იკავებს

''მის ბიკინი" 'ბიჭებთან დისტანციას იკავებს

თბილისში ''მის ბიკინის''კონკურსი გაიმართა. გამარჯვებული მარიამ დონაძე გახდა. რამდენიმე წლის წინ ამ კონკურსის ჩატარების ლიცენზია მაია ზაალიშვილს ჰქონდა, ამჯერად კი ორგანიზატორი ამერიკიდან დაბრუნებული ირაკლი კახნიაშვილი გახლდათ.

''მის ბიკინის''გამარჯვებული აგვისტოში ჩინეთში გაემგზავრება და მსოფლიოს ''მის ბიკინებს''შორის საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს. ჩვენ მარიამ დონაძესა და ირაკლი კახნიაშვილს ვესაუბრეთ.

- ირაკლი, ''მის ბიკინი''საქართველოში რამდენჯერმე ჩატარდა. როგორც მახსოვს, ორგანიზატორი სხვა იყო.

- თხუთმეტი წელი საქართველოში არ ვცხოვრობდი. ამერიკაში გახლდით, სადაც ჰობის დონეზე დიზაინერობით ვიყავი დაკავებული. ლიცენზია ავიღე და ვატარებ ''მის ბიკინის". მანამდე ვინ ატარებდა, სიმართლე გითხრათ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვატარებთ ''მის ბიკინი მოდელ ბესთ ინტერნეიშენელს". მე რასაც ვატარებ, ეს კონკურსი საქართველოში არ გამართულა.

- მაია ზაალიშვილს არანაირი პროტესტი არ გამოუთქვამს?

- რატომ ვართ დაინტერესებული, ვინ ატარებდა და რას? ის ჩვენ არანაირად არ გვეწინააღმდეგება.

- მარიამ, გვიამბე შენ შესახებ.

- კონკურსებში მონაწილეობა ძალიან მიყვარს. არ ვიცოდი, ''მის ბიკინი''საქართველოში რომ ტარდებოდა. ირაკლიმ დამირეკა და მთხოვა ამ კონკურსზე გამოსვლა. რა თქმა უნდა, უარს ვერ ვეტყოდი. წელს სკოლას ვამთავრებდი და მთლიანად სწავლაზე ვიყავი გადართული. ჩემთვის კონკურსზე გამოსვლა წამახალისებელი იყო. გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი. მოდელობა თორმეტი წლიდან დავიწყე, ვთანამშრომლობდი და ვთანამშომლობ სხვადასხვა სააგენტოსთან.

- რადგან 12 წლიდან მოდელი ხარ, ბიკინით პოდიუმზე გამოსვლა ალბათ უხერხულობას არ შეგიქმნიდა.

- საცურაო კოსტიუმით პოდიუმზე გამოსვლის კომპლექსი არასდროს მქონია. როდესაც მოდელობა და პოპულარობა გაქვს გადაწყვეტილი, საცურაო კოსტიუმით გამოსვლისას დისკომფორტი არ უნდა შეგექმნას.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება