Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფეისბუკზე" მოსული წერილების გამო ატირებული მზია ორველაშვილი
"ფეისბუკზე" მოსული წერილების გამო ატირებული მზია ორველაშვილი

მო­ცეკ­ვა­ვე - მზია ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი­სა და ქო­რე­ოგ­რაფ საშა ოხ­რი­მენ­კოს რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი როლი ინ­ტერ­ნეტ­მაც ითა­მა­შა: ერ­თსა და იმა­ვე დარ­ბაზ­ში მყო­ფი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად, ერ­თმა­ნეთს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ეკონ­ტაქ­ტე­ბოდ­ნენ, უღი­მოდ­ნენ... 9 აგ­ვის­ტოს წყვი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბას "გა­ა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რებს": უკ­რა­ი­ნა­ში ხელს მო­ა­წე­რენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ჯვარს და­ი­წე­რენ.

- სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლი 2000 წლი­დან ვარ. თავ­და­პირ­ვე­ლად, "აი­სი­ქი­უ­ზე" დავ­რე­გის­ტრირ­დი და გერ­მა­ნი­ა­ში მყოფ ნა­თე­სა­ვებს ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. შემ­დეგ, ჩემი ძმა უცხო­ეთ­ში წა­ვი­და. მას­თან სა­კონ­ტაქ­ტოდ კი­დევ სხვა­გან დავ­რე­გის­ტრირ­დი.

- ე.ი. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ხარ, არა?

- ნამ­დვი­ლად. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ დე­დას უთ­ქვამს, - შვი­ლო, 5 წუ­თით მა­ინც და­მე­ლა­პა­რა­კე, თავი სულ კომ­პი­უ­ტერ­ში რომ გაქვს "ჩა­ყო­ფი­ლიო" (იცი­ნის). რო­გორც კი თა­ვი­სუ­ფალ დროს გა­მოვ­ნა­ხავ, მა­შინ­ვე ინ­ტერ­ნე­ტით ვსარ­გებ­ლობ და მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნი­ა­ში მყოფ მა­მი­დას რა­ღა­ცებს ვწერ...

- ძი­რი­თა­დად, რო­მე­ლი ქსე­ლით სარ­გებ­ლობ?

- თით­ქმის ყვე­ლა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­ყა­ვი და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ახლა მხო­ლოდ "ფე­ის­ბუ­კით", "კონ­ტაქ­ტი­თა" და "სკა­ი­პით" ვსარ­გებ­ლობ. ზოგ­ჯერ ჩემი სა­ხე­ლით და­რე­გის­ტრი­რე­ბულ სხვის გვერ­დებ­საც ვნა­ხუ­ლობ. ამას წი­ნათ, რა­ღაც "სას­წა­უ­ლი" სა­ხე­ლის მქო­ნე სა­იტ­ზე "სა­კუ­თა­რი თავი" აღ­მო­ვა­ჩი­ნე.

- ხომ შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მემ შენი სა­ხე­ლი ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნოს?

- შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ახ­ლობ­ლებ­მა ხომ იცი­ან, ჩემი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი რო­მე­ლია? ამი­ტომ არაფ­რის მე­ში­ნია. მე­გობ­რე­ბი მენ­დო­ბი­ან და იცი­ან, რომ ცუდს არა­ფერს დავ­წერ...

- მას შემ­დეგ, რაც "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" გა­მოჩ­ნდი, შენი და შენი მე­წყვი­ლე­ე­ბის სა­ხელ­ზე "ფე­ი­ჯებს" ხში­რად ქმნი­ან. ად­მი­ნის­ტრა­ტო­რებს იც­ნობ?

- მარ­თლაც ბევ­რი "ფე­ი­ჯია", გან­სა­კუთ­რე­ბით - ჩემი და ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. მხო­ლოდ 1 გვერ­დის ად­მი­ნის­ტრა­ტორს ვიც­ნობ: ის ჩემი მოს­წავ­ლე - ცოტ­ნე ძმა­ნაშ­ვი­ლი გახ­ლავთ. ოთა­რის ფა­ნია და ამი­ტო­მაც გვა­პი­ა­რებ­და.

- გვერ­დე­ბის "ლა­ი­ქე­ბის" რა­ო­დე­ნო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა შენს გან­წყო­ბი­ლე­ბა­ზე მოქ­მე­დებს?

- რა თქმა უნდა, მეც მი­ხა­რია, როცა ჩემს გვერდს ბევ­რი "ლა­ი­ქი" აქვს. და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბით ვივ­სე­ბი და ვხვდე­ბი, რომ ხალ­ხს ვუყ­ვარ­ვარ.

- ქსელ­ში შენ­თვის გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას, კო­მენ­ტა­რებს თუ აწყდე­ბი?

- უსი­ა­მოვ­ნო კო­მენ­ტა­რი ბევ­რჯერ წა­მი­კი­თხავს. თავ­და­პირ­ვე­ლად, როცა შო­უ­ში გა­მოვ­ჩნდი, ჩემ შე­სა­ხებ წერ­დნენ, - მსუ­ქა­ნი­აო. ზოგი ამას ახ­ლაც წერს, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბას აღარ ვაქ­ცევ, მი­ვეჩ­ვიე. ეტყო­ბა, ზო­გის ტე­ლე­ეკ­რა­ნი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას ძა­ლი­ან "ასუ­ქებს" (იცი­ნის). ერთი ადა­მი­ა­ნი კი ინ­ტერ­ნეტ­ში ყვე­ლა მო­ცეკ­ვა­ვე­ზე ცუდ რა­ღა­ცებს წერს და პარ­კეტ­ზე რომც "იფ­რი­ნო", მა­ინც არ მო­ე­წო­ნე­ბი... ვცდი­ლობ, უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი არ წა­ვი­კი­თხო. ერთხელ ალა პუ­გა­ჩო­ვამ თქვა: თუ ჩემ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, ე.ი. რე­ა­ლუ­რად ვარ­სე­ბობ, მა­გა­რი ვარო...

- ინ­ტერ­ნე­ტით რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა თუ გა­გი­ბამს?

- კი და ისიც მო­ცეკ­ვა­ვე იყო. ერ­თმა­ნეთს არ ვიც­ნობ­დით, ინ­ტერ­ნე­ტით "ჩავ­ჭუ­კ­ჭუკ­დით". მა­შინ 15-16 წლის ვი­ყა­ვი და პა­ტა­რა გო­გოს ტვი­ნი არ მქონ­და.

- მოვ­ლე­ნე­ბი რო­გორ გან­ვი­თარ­და?

- მხო­ლოდ მი­მო­წე­რით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბო­დით. ისე­თი ადა­მი­ა­ნი არ ვარ, რომ ვინ­მე ინ­ტერ­ნე­ტით გა­ვიც­ნო და მერე შევ­ხვდე. "დაჟე", ისიც არ მო­მე­წო­ნა, ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა გო­გომ ინ­ტერ­ნე­ტით ვი­ღაც ბიჭი რომ გა­იც­ნო და მერე, მას­თან შე­სახ­ვედ­რად წა­ვი­და... იცი, ბო­ლოს ის გო­გო­ნა ცუდ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა.

- რა­ტომ?

- ძა­ლი­ან შე­უყ­ვარ­და, ის ბიჭი კი მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბით მხო­ლოდ ერ­თო­ბო­და და ბო­ლოს, მი­ა­ტო­ვა კი­დეც. ჩემი აზ­რით, ადა­მი­ა­ნის უნა­ხა­ვად შეყ­ვა­რე­ბა სი­სუ­ლე­ლეა!

- პი­რა­დულ ამ­ბებს, ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებ?

- თუ ბედ­ნი­ე­რი დღე მქონ­და და ეს ფო­ტო­ზეა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვაქ­ვეყ­ნებ. მინ­და, ჩემი სი­ხა­რუ­ლი სხვა­საც გა­ვუ­ზი­ა­რო, მაგ­რამ ასე ხში­რად არ ვიქ­ცე­ვი: ვცდი­ლობ, პი­რა­დუ­ლი ამ­ბე­ბი ძა­ლი­ა­ნაც არ გა­ვახ­მა­უ­რო (იღი­მის).

- სელფ­შო­ტე­ბის გა­და­ღე­ბა გიყ­ვარს?

- ოოო, ეგ არ მიყ­ვარს... არც ჩემს ქმარს - სა­შას არ უყ­ვარს. ერთხელ ჩემ­მა სტი­ლის­ტმა - რი­ჩარ­დმა ვარ­ცხნი­ლო­ბა რომ გა­მი­კე­თა, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და სელფ­შო­ტე­ბის გა­და­ღე­ბა და­ვი­წყე. სა­შამ მი­თხრა: გეხ­ვე­წე­ბი, მათ არ და­ემ­სგავ­სო, ვინც ტუ­ჩებს "ბე­რავს" და სუ­რა­თებს ისე იღებ­სო. სა­კუ­თა­რი თავი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ სელფ­შო­ტე­ბი - არა (იცი­ნის).

- შენი და სა­შას ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი როლი ინ­ტერ­ნეტ­მაც ითა­მა­შა, არა?

- ასეა. როცა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­მიწ­ვი­ეს, ქო­რე­ოგ­რაფ­სა და პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლეს ყვე­ლას წი­ნა­შე რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ვერ გვექ­ნე­ბო­და; სხვა თუ არა­ფე­რი, ეს ლა­მა­ზი არ იქ­ნე­ბო­და. ჰოდა, ერ­თმა­ნეთს პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი­ვით ვეპ­რან­ჭე­ბო­დით: "კონ­ტაქ­ტზე" სა­შაც და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იყო და მე­გობ­რე­ბის სი­ა­ში რომ და­მა­მა­ტა, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. მერე ერ­თმა­ნეთს რა­ღა­ცებს ვწერ­დით. არა­და, ერ­თსა და იმა­ვე დარ­ბაზ­ში ვის­ხე­დით ხოლ­მე (იღი­მის). მერე, როცა შეხ­ვედ­რა და­ვი­წყეთ, ჩვე­ნი რო­მა­ნის შე­სა­ხებ მშობ­ლებ­მაც გა­ი­გეს. "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" კი ჩვე­ნი ამ­ბა­ვი მხო­ლოდ ია სუ­ხი­ტაშ­ვილ­მა და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა იცო­და... ახ­ლაც ინ­ტერ­ნე­ტით გვი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა. ხომ იცით, პრო­ექ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში ის ქო­რე­ოგ­რა­ფებ­თან - ალი­ო­ნას­თან და დი­მას­თან ცხოვ­რობს, რად­გან ღა­მი­თაც მუ­შა­ო­ბენ, მე კი მშობ­ლებ­თან ვარ...

- ინ­ტერ­ნეტ­ში ვინ­მეს­თან კონ­ფლიქ­ტი მოგ­სვლია?

- არა, კონ­ფლიქ­ტუ­რი არ ვარ. უფრო მე­ტიც: ვინ­მემ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა რომ გა­მო­მიგ­ზავ­ნოს, არ ვუ­პა­სუ­ხებ.

- უც­ნობ ადა­მი­ა­ნებს იმე­გობ­რებ?

- კი. "ფე­ის­ბუკ"-სა­მე­გობ­რო­ში ბევ­რს არ ვიც­ნობ.

- წე­რილს ბევ­რი გწერს?

- კი, მარ­თლა ბევ­რი წე­რი­ლი მომ­დის. ვცდი­ლობ, უც­ნო­ბებ­საც ვუ­პა­სუ­ხო, თუ რა თქმა უნდა, მცა­ლია.

- ძი­რი­თა­დად, რა ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი გე­კონ­ტაქ­ტე­ბი­ან?

- ყვე­ლა­ნა­ი­რი ასა­კის: ბავ­შვე­ბი, ჩემი თა­ნა­ტო­ლე­ბი, უფ­რო­სე­ბიც, მო­ხუ­ცე­ბიც... ცუდი შე­ტყო­ბი­ნე­ბა არა­სო­დეს მი­მი­ღია. შემ­თხვე­ვით ვი­სარ­გებ­ლებ და ჟურ­ნალ "გზის" სა­შუ­ა­ლე­ბით, ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს გა­და­ვუხ­დი მად­ლო­ბას, ვინც სა­სი­ა­მოვ­ნო რა­ღა­ცებს მწერს. ზო­გი­ერ­თი წე­რი­ლი ისე­თი თბი­ლია, რომ მათი კი­თხვი­სას მი­ტი­რია კი­დეც... თბი­ლი სი­ტყვე­ბი დიდ სტი­მულს მაძ­ლევს. მო­ცეკ­ვა­ვის­თვის, სპორ­ტსმე­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, როცა გწე­რენ, - სა­უ­კე­თე­სო ხარო... ზოგ­ჯერ ლექ­სებ­საც მი­ძღვნი­ან...

- საშა შენს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­ზე არ ეჭ­ვი­ა­ნობს?

- თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი სა­შა­საც სწე­რენ. ის ხომ უკ­რა­ი­ნა­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვენ­დო­ბით. ალ­ბათ სი­სუ­ლე­ლე იქ­ნე­ბა, რომ უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნის წე­რი­ლის გამო საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან იჩხუ­ბო.

- ერ­თმა­ნე­თის პა­რო­ლი იცით?

- სა­შას­თვის ჩემი პა­რო­ლი მით­ქვამს. თა­ვა­დაც მი­თხრა, მაგ­რამ არ და­მი­მახ­სოვ­რე­ბია, მარ­თლა ძა­ლი­ან ვენ­დო­ბი. სა­შას არ სჩ­ვე­ვია ჩემი მე­სი­ჯე­ბის წა­კი­თხვა და ასე მეც არ მო­ვიქ­ცე­ვი: იქ­ნებ დე­დამ რა­ღაც მის­წე­რა და ყვე­ლა­ფერ­ში რა­ტომ უნდა ჩავ­ყო ცხვი­რი?

- პი­რად გვერ­დზე რა სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებ ხოლ­მე?

- ახლა ძი­რი­თა­დად, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" რეკ­ლა­მებს "ვა­ზი­ა­რებ". ისე კი, ჩემი შვი­ლი­სა და ძმის შვი­ლის სუ­რა­თებს ვაქ­ვეყ­ნებ­დი.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შენი ბი­ჭუ­ნაც და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია?

- არა, რად­გან ჯერ 6 წლის არის. ისე, კომ­პი­უ­ტერს კარ­გად აუღო ალღო - ისეთ რა­ღა­ცებს ახერ­ხებს, რაც მე არ გა­მომ­დის. ძი­რი­თა­დად, "იუ­თუბ­ზე" მულ­ტფილ­მე­ბის ცქე­რით ერ­თო­ბა.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ფეისბუკზე" მოსული წერილების გამო ატირებული მზია ორველაშვილი

"ფეისბუკზე" მოსული წერილების გამო ატირებული მზია ორველაშვილი

მოცეკვავე - მზია ორველაშვილისა და ქორეოგრაფ საშა ოხრიმენკოს რომანტიკულ ურთიერთობაში გარკვეული როლი ინტერნეტმაც ითამაშა: ერთსა და იმავე დარბაზში მყოფი შეყვარებულები თავდაპირველად, ერთმანეთს სოციალური ქსელით ეკონტაქტებოდნენ, უღიმოდნენ... 9 აგვისტოს წყვილი ურთიერთობას "გააოფიციალურებს": უკრაინაში ხელს მოაწერენ, საქართველოში კი ჯვარს დაიწერენ.

- სოციალური ქსელების მომხმარებელი 2000 წლიდან ვარ. თავდაპირველად, "აისიქიუზე" დავრეგისტრირდი და გერმანიაში მყოფ ნათესავებს ველაპარაკებოდი. შემდეგ, ჩემი ძმა უცხოეთში წავიდა. მასთან საკონტაქტოდ კიდევ სხვაგან დავრეგისტრირდი.

- ე.ი. სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი ხარ, არა?

- ნამდვილად. ყოფილა შემთხვევა, რომ დედას უთქვამს, - შვილო, 5 წუთით მაინც დამელაპარაკე, თავი სულ კომპიუტერში რომ გაქვს "ჩაყოფილიო" (იცინის). როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავ, მაშინვე ინტერნეტით ვსარგებლობ და მაგალითად, გერმანიაში მყოფ მამიდას რაღაცებს ვწერ...

- ძირითადად, რომელი ქსელით სარგებლობ?

- თითქმის ყველა სოციალურ ქსელში ვიყავი დარეგისტრირებული, მაგრამ ახლა მხოლოდ "ფეისბუკით", "კონტაქტითა" და "სკაიპით" ვსარგებლობ. ზოგჯერ ჩემი სახელით დარეგისტრირებულ სხვის გვერდებსაც ვნახულობ. ამას წინათ, რაღაც "სასწაული" სახელის მქონე საიტზე "საკუთარი თავი" აღმოვაჩინე.

- ხომ შეიძლება, ვინმემ შენი სახელი ბოროტად გამოიყენოს?

- შეიძლება, მაგრამ ახლობლებმა ხომ იციან, ჩემი ოფიციალური გვერდი რომელია? ამიტომ არაფრის მეშინია. მეგობრები მენდობიან და იციან, რომ ცუდს არაფერს დავწერ...

- მას შემდეგ, რაც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდი, შენი და შენი მეწყვილეების სახელზე "ფეიჯებს" ხშირად ქმნიან. ადმინისტრატორებს იცნობ?

- მართლაც ბევრი "ფეიჯია", განსაკუთრებით - ჩემი და ოთარ ტატიშვილის სახელზე დარეგისტრირებული. მხოლოდ 1 გვერდის ადმინისტრატორს ვიცნობ: ის ჩემი მოსწავლე - ცოტნე ძმანაშვილი გახლავთ. ოთარის ფანია და ამიტომაც გვაპიარებდა.

- გვერდების "ლაიქების" რაოდენობა და აქტიურობა შენს განწყობილებაზე მოქმედებს?

- რა თქმა უნდა, მეც მიხარია, როცა ჩემს გვერდს ბევრი "ლაიქი" აქვს. დადებითი ემოციებით ვივსები და ვხვდები, რომ ხალხს ვუყვარვარ.

- ქსელში შენთვის გამაღიზიანებელ ინფორმაციას, კომენტარებს თუ აწყდები?

- უსიამოვნო კომენტარი ბევრჯერ წამიკითხავს. თავდაპირველად, როცა შოუში გამოვჩნდი, ჩემ შესახებ წერდნენ, - მსუქანიაო. ზოგი ამას ახლაც წერს, მაგრამ ყურადღებას აღარ ვაქცევ, მივეჩვიე. ეტყობა, ზოგის ტელეეკრანი გამოსახულებას ძალიან "ასუქებს" (იცინის). ერთი ადამიანი კი ინტერნეტში ყველა მოცეკვავეზე ცუდ რაღაცებს წერს და პარკეტზე რომც "იფრინო", მაინც არ მოეწონები... ვცდილობ, უარყოფითი კომენტარები არ წავიკითხო. ერთხელ ალა პუგაჩოვამ თქვა: თუ ჩემზე ლაპარაკობენ, ე.ი. რეალურად ვარსებობ, მაგარი ვარო...

- ინტერნეტით რომანტიკული ურთიერთობა თუ გაგიბამს?

- კი და ისიც მოცეკვავე იყო. ერთმანეთს არ ვიცნობდით, ინტერნეტით "ჩავჭუკჭუკდით". მაშინ 15-16 წლის ვიყავი და პატარა გოგოს ტვინი არ მქონდა.

- მოვლენები როგორ განვითარდა?

- მხოლოდ მიმოწერით შემოვიფარგლებოდით. ისეთი ადამიანი არ ვარ, რომ ვინმე ინტერნეტით გავიცნო და მერე შევხვდე. "დაჟე", ისიც არ მომეწონა, ჩემმა მეგობარმა გოგომ ინტერნეტით ვიღაც ბიჭი რომ გაიცნო და მერე, მასთან შესახვედრად წავიდა... იცი, ბოლოს ის გოგონა ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა.

- რატომ?

- ძალიან შეუყვარდა, ის ბიჭი კი მასთან ურთიერთობით მხოლოდ ერთობოდა და ბოლოს, მიატოვა კიდეც. ჩემი აზრით, ადამიანის უნახავად შეყვარება სისულელეა!

- პირადულ ამბებს, ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებ?

- თუ ბედნიერი დღე მქონდა და ეს ფოტოზეა დაფიქსირებული, დიდი სიამოვნებით ვაქვეყნებ. მინდა, ჩემი სიხარული სხვასაც გავუზიარო, მაგ­რამ ასე ხშირად არ ვიქცევი: ვცდილობ, პირადული ამბები ძალიანაც არ გავახმაურო (იღიმის).

- სელფშოტების გადაღება გიყვარს?

- ოოო, ეგ არ მიყვარს... არც ჩემს ქმარს - საშას არ უყვარს. ერთხელ ჩემმა სტილისტმა - რიჩარდმა ვარცხნილობა რომ გამიკეთა, ძალიან მომეწონა და სელფშოტების გადაღება დავიწყე. საშამ მითხრა: გეხვეწები, მათ არ დაემსგავსო, ვინც ტუჩებს "ბერავს" და სურათებს ისე იღებსო. საკუთარი თავი ძალიან მიყვარს, მაგრამ სელფშოტები - არა (იცინის).

- შენი და საშას ურთიერთობაში გარკვეული როლი ინტერნეტმაც ითამაშა, არა?

- ასეა. როცა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მომიწვიეს, ქორეოგრაფსა და პროექტის მონაწილეს ყველას წინაშე რომანტიკული ურთიერთობა ვერ გვექნებოდა; სხვა თუ არაფერი, ეს ლამაზი არ იქნებოდა. ჰოდა, ერთმანეთს პატარა ბავშვებივით ვეპრანჭებოდით: "კონტაქტზე" საშაც დარეგისტრირებული იყო და მეგობრების სიაში რომ დამამატა, ძალიან გამიხარდა. მერე ერთმანეთს რაღაცებს ვწერდით. არადა, ერთსა და იმავე დარბაზში ვისხედით ხოლმე (იღიმის). მერე, როცა შეხვედრა დავიწყეთ, ჩვენი რომანის შესახებ მშობლებმაც გაიგეს. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" კი ჩვენი ამბავი მხოლოდ ია სუხიტაშვილმა და რამდენიმე ადამიანმა იცოდა... ახლაც ინტერნეტით გვიწევს ურთიერთობა. ხომ იცით, პროექტის განმავლობაში ის ქორეოგრაფებთან - ალიონასთან და დიმასთან ცხოვრობს, რადგან ღამითაც მუშაობენ, მე კი მშობლებთან ვარ...

- ინტერნეტში ვინმესთან კონფლიქტი მოგსვლია?

- არა, კონფლიქტური არ ვარ. უფრო მეტიც: ვინმემ შეურაცხმყოფელი შეტყობინება რომ გამომიგზავნოს, არ ვუპასუხებ.

- უცნობ ადამიანებს იმეგობრებ?

- კი. "ფეისბუკ"-სამეგობროში ბევრს არ ვიცნობ.

- წერილს ბევრი გწერს?

- კი, მართლა ბევრი წერილი მომდის. ვცდილობ, უცნობებსაც ვუპასუხო, თუ რა თქმა უნდა, მცალია.

- ძირითადად, რა ასაკის ადამიანები გეკონტაქტებიან?

- ყველანაირი ასაკის: ბავშვები, ჩემი თანატოლები, უფროსებიც, მოხუცებიც... ცუდი შეტყობინება არასოდეს მიმიღია. შემთხვევით ვისარგებლებ და ჟურნალ "გზის" საშუალებით, ყველა იმ ადამიანს გადავუხდი მადლობას, ვინც სასიამოვნო რაღაცებს მწერს. ზოგიერთი წერილი ისეთი თბილია, რომ მათი კითხვისას მიტირია კიდეც... თბილი სიტყვები დიდ სტიმულს მაძლევს. მოცეკვავისთვის, სპორტსმენისთვის უმნიშვნელოვანესია, როცა გწერენ, - საუკეთესო ხარო... ზოგჯერ ლექსებსაც მიძღვნიან...

- საშა შენს თაყვანისმცემლებზე არ ეჭვიანობს?

- თაყვანისმცემლები საშასაც სწერენ. ის ხომ უკრაინაში ძალიან პოპულარულია. ჩვენ ერთმანეთს ვენდობით. ალბათ სისულელე იქნება, რომ უცნობი ადამიანის წერილის გამო საყვარელ ადამიანთან იჩხუბო.

- ერთმანეთის პაროლი იცით?

- საშასთვის ჩემი პაროლი მითქვამს. თავადაც მითხრა, მაგრამ არ დამიმახსოვრებია, მართლა ძალიან ვენდობი. საშას არ სჩვევია ჩემი მესიჯების წაკითხვა და ასე მეც არ მოვიქცევი: იქნებ დედამ რაღაც მისწერა და ყველაფერში რატომ უნდა ჩავყო ცხვირი?

- პირად გვერდზე რა სახის ინფორმაციას აქვეყნებ ხოლმე?

- ახლა ძირითადად, "ცეკვავენ ვარსკვლავების" რეკლამებს "ვაზიარებ". ისე კი, ჩემი შვილისა და ძმის შვილის სურათებს ვაქვეყნებდი.

- სოციალურ ქსელში შენი ბიჭუნაც დარეგისტრირებულია?

- არა, რადგან ჯერ 6 წლის არის. ისე, კომპიუტერს კარგად აუღო ალღო - ისეთ რაღაცებს ახერხებს, რაც მე არ გამომდის. ძირითადად, "იუთუბზე" მულტფილმების ცქერით ერთობა.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება