სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აღიარე რომ "სტარიჩოკა" შენ მოკალიო. არ აღიარა, წამალი ჩაუდეს და მაინც დაიჭირეს"
"აღიარე რომ "სტარიჩოკა" შენ მოკალიო. არ აღიარა, წამალი ჩაუდეს და მაინც დაიჭირეს"

თე­ლავ­ში მცხოვ­რე­ბი 30 წლის ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი 8 ივ­ლისს, ღა­მით, სა­კუ­თარ სახ­ლთან და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცია მას ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. და­კა­ვე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­მა კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს უთხრეს, რომ და­კა­ვე­ბამ­დე პო­ლი­ცია ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლის­გან 35 წლის არ­ჩილ მა­ი­სუ­რა­ძის, მეტ­სა­ხე­ლად "სტა­რი­ჩო­კას" მკვლე­ლო­ბის აღი­ა­რე­ბას ითხოვ­და. "სტა­რი­ჩო­კა" მიმ­დი­ნა­რე წლის 14 ივ­ნისს, ღა­მით, თე­ლა­ვის ცენ­ტრში ჩა­ცხრი­ლეს. პო­ლი­ცი­ას საქ­მე ამ დრომ­დე გა­უხ­სნე­ლი აქვს.

ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი ნა­სა­მარ­თლე­ვია. სას­ჯელს ის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით იხ­დი­და, თუმ­ცა წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ, ამ­ნის­ტია შე­ე­ხო და გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ანა ქი­ზი­ყე­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ჯერ ლე­ვა­ნი და­ა­კა­ვეს, შემ­დეგ კი ბინა გა­ჩხრი­კეს.

"ღა­მის ორ სა­ათ­ზე და­ა­კა­ვეს ჩემი მე­უღ­ლე სა­დარ­ბა­ზოს­თან. 3 სა­ათ­ზე სახ­ლში ჩხრე­კა­ზე მო­ვიდ­ნენ. მკი­თხეს, რო­მე­ლია თქვე­ნი სა­ძი­ნე­ბე­ლიო. სა­კუ­თა­რი თვა­ლით და­ვი­ნა­ხე გა­ზეთ­ში გახ­ვე­უ­ლი რო­გორ და­დეს ლე­ი­ბის ქვეშ. გა­მოვ­ვარ­დი და და­ვი­წყე ყვი­რი­ლი. რას აკე­თებთ, ეს რა და­მი­დეთ, ანა­ბეჭ­დე­ბი აი­ღეთ მეთ­ქი. ანა­ბეჭ­დე­ბის აღე­ბა გა­ზეთ­ზე არ ხდე­ბაო. მა­შინ გახ­სე­ნით და წა­მალს აუ­ღეთ მეთ­ქი. ეხლა მოდი, ხელი მოგ­ვი­წე­რე რომ ნამ­დვი­ლად შენს ოთახ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, შენი მე­უღ­ლის სა­წოლ­შიო. იდო აფუმ­ფუ­ლე­ბუ­ლი, ლე­იბს ხომ უნდა და­ეტ­კეპ­ნა გა­ზე­თი იქ რომ ყო­ფი­ლი­ყო. 7 აბი და კი­დევ ნა­წი­ლი იყო გა­ზეთ­ში გახ­ვე­უ­ლი. დათო ნე­კე­რა­უ­ლი იყო, რო­მელ­მაც და­მი­დო. ჩემი მაზ­ლის კლა­სე­ლია და იქი­დან ვიც­ნობ", - უთხრა კა­ხე­თის სინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ ანა ქი­ზი­ყე­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ნე­კე­რა­უ­ლი მას მე­უღ­ლის მოკ­ვლით და­ე­მუქ­რა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ხელს არ მო­ა­წერ­და დო­კუ­მენტს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სუ­ბო­ტექ­სი ნამ­დვი­ლად მის სა­წოლ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს: "მოდი, ხელი მო­ა­წე­რე სა­ბუთს, რომ შენ ლო­გინ­ში ვი­პო­ვეთ სუ­ბო­ტექ­სიო. არ მო­გი­წერთ, ჩემი და ჩემი ოჯა­ხის არ არის მეთ­ქი. მო­ა­წე­რე ხელი, თო­რემ ლე­ვა­ნი უკვე ჩვენ­თან არის, და­კა­ვე­ბუ­ლი­აო და მო­გიკ­ლავ­თო. ბორ­კი­ლე­ბი ადევს და ცი­ხემ­დე არ მი­ვაღ­წე­ვი­ნებ­თო. მე­ზო­ბე­ლიც გვყავ­და მოწ­მედ ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი რომ არა­ფე­რი დაგ­ვი­დონ მეთ­ქი და ვუ­თხა­რი, მო­ა­წე­რე ხელი ლე­ვა­ნი არ მო­მიკ­ლან მეთ­ქი".

ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, მათ ად­ვო­კა­ტის­გან აქვთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­კა­ვე­ბულს პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს შე­ნო­ბა­ში წყალ­ში გახ­სნი­ლი ნარ­კო­ტი­კი და­ა­ლე­ვი­ნეს და შემ­დეგ ჯი­ბე­ში 18 აბი სუ­ბო­ტექ­სი ჩა­უ­დეს.

"ჩემ­მა ძმამ ად­ვო­კატს მო­უყ­ვა, რომ "სნოს" ბოთ­ლით მი­უ­წო­დე­ბი­ათ წყა­ლი, და­ლი­ეო. და­ა­ლე­ვი­ნეს ეს და­ყე­ნე­ბუ­ლი წყა­ლი და მერე უთხრეს, აი რა ამო­გი­ღე­თო", - ამ­ბობს და­კა­ვე­ბუ­ლის და, მაია და­ვი­თაშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"აღიარე რომ "სტარიჩოკა" შენ მოკალიო. არ აღიარა, წამალი ჩაუდეს და მაინც დაიჭირეს"

"აღიარე რომ "სტარიჩოკა" შენ მოკალიო. არ აღიარა, წამალი ჩაუდეს და მაინც დაიჭირეს"

თელავში მცხოვრები 30 წლის ლევან დავითაშვილი 8 ივლისს, ღამით, საკუთარ სახლთან დააკავეს. პოლიცია მას ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში ადანაშაულებს. დაკავებულის ოჯახის წევრებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრეს, რომ დაკავებამდე პოლიცია ლევან დავითაშვილისგან 35 წლის არჩილ მაისურაძის, მეტსახელად "სტარიჩოკას" მკვლელობის აღიარებას ითხოვდა. "სტარიჩოკა" მიმდინარე წლის 14 ივნისს, ღამით, თელავის ცენტრში ჩაცხრილეს. პოლიციას საქმე ამ დრომდე გაუხსნელი აქვს.

ლევან დავითაშვილი ნასამართლევია. სასჯელს ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იხდიდა, თუმცა წელიწადნახევრის წინ, ამნისტია შეეხო და გათავისუფლდა.

ლევან დავითაშვილის მეუღლე ანა ქიზიყელაშვილი ამბობს, რომ ჯერ ლევანი დააკავეს, შემდეგ კი ბინა გაჩხრიკეს.

"ღამის ორ საათზე დააკავეს ჩემი მეუღლე სადარბაზოსთან. 3 საათზე სახლში ჩხრეკაზე მოვიდნენ. მკითხეს, რომელია თქვენი საძინებელიო. საკუთარი თვალით დავინახე გაზეთში გახვეული როგორ დადეს ლეიბის ქვეშ. გამოვვარდი და დავიწყე ყვირილი. რას აკეთებთ, ეს რა დამიდეთ, ანაბეჭდები აიღეთ მეთქი. ანაბეჭდების აღება გაზეთზე არ ხდებაო. მაშინ გახსენით და წამალს აუღეთ მეთქი. ეხლა მოდი, ხელი მოგვიწერე რომ ნამდვილად შენს ოთახში აღმოვაჩინეთ, შენი მეუღლის საწოლშიო. იდო აფუმფულებული, ლეიბს ხომ უნდა დაეტკეპნა გაზეთი იქ რომ ყოფილიყო. 7 აბი და კიდევ ნაწილი იყო გაზეთში გახვეული. დათო ნეკერაული იყო, რომელმაც დამიდო. ჩემი მაზლის კლასელია და იქიდან ვიცნობ", - უთხრა კახეთის სინფორმაციო ცენტრს ლევან დავითაშვილის მეუღლემ ანა ქიზიყელაშვილმა.

მისივე თქმით, ნეკერაული მას მეუღლის მოკვლით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ხელს არ მოაწერდა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც სუბოტექსი ნამდვილად მის საწოლში აღმოაჩინეს: "მოდი, ხელი მოაწერე საბუთს, რომ შენ ლოგინში ვიპოვეთ სუბოტექსიო. არ მოგიწერთ, ჩემი და ჩემი ოჯახის არ არის მეთქი. მოაწერე ხელი, თორემ ლევანი უკვე ჩვენთან არის, დაკავებულიაო და მოგიკლავთო. ბორკილები ადევს და ციხემდე არ მივაღწევინებთო. მეზობელიც გვყავდა მოწმედ ჩამოყვანილი რომ არაფერი დაგვიდონ მეთქი და ვუთხარი, მოაწერე ხელი ლევანი არ მომიკლან მეთქი".

ოჯახის წევრების თქმით, მათ ადვოკატისგან აქვთ ინფორმაცია, რომ დაკავებულს პოლიციის სამმართველოს შენობაში წყალში გახსნილი ნარკოტიკი დაალევინეს და შემდეგ ჯიბეში 18 აბი სუბოტექსი ჩაუდეს.

"ჩემმა ძმამ ადვოკატს მოუყვა, რომ "სნოს" ბოთლით მიუწოდებიათ წყალი, დალიეო. დაალევინეს ეს დაყენებული წყალი და მერე უთხრეს, აი რა ამოგიღეთო", - ამბობს დაკავებულის და, მაია დავითაშვილი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ