პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამა პეტრეს ტკივილიანი დანაკარგი - სიმინდის ყანასა და საწოლქვეშ გადამალული ბავშვობა
მამა პეტრეს ტკივილიანი დანაკარგი - სიმინდის ყანასა და საწოლქვეშ გადამალული ბავშვობა

ამ ადა­მი­ა­ნის პო­ე­ზი­ას რომ გა­ეც­ნო­ბი, უმალ წინ მისი პორ­ტრე­ტი გე­ხა­ტე­ბა. ხოლო მას, ვი­საც მამა პეტ­რეს ლექ­სე­ბი ჯერ არ წა­უ­კი­თხავს, შე­უძ­ლია მისი პორ­ტრე­ტუ­ლი შტრი­ხე­ბი მას­თან ჩა­წე­რი­ლი ჩემი ინ­ტერ­ვი­უ­დან მო­ხა­ზოს. ამ პი­როვ­ნე­ბის მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი თვი­სე­ბაა, თუნ­დაც მწა­რე სი­მარ­თლე და­ფარ­ვი­სა და შე­ლა­მა­ზე­ბის გა­რე­შე თქვას.

სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის მღვდელმსა­ხუ­რი, დე­კა­ნო­ზი პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია, იგი­ვე პეტ­რე კოლ­ხი დღეს თა­ვი­სი ან­გე­ლო­ზის დღეს აღ­ნიშ­ნავს.

- ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შვო­ბით და ოჯა­ხით იწყე­ბა. სად და რო­გორ ჩა­ი­ა­რა თქვენ­მა ბავ­შვო­ბის პე­რი­ოდ­მა და ამ გა­და­სა­ხე­დი­დან რო­გორ ჩანს ის?

- ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შვო­ბი­დან იწყე­ბა, მით უფრო მა­შინ, როცა მას გარ­თმე­ვენ... ამე­რი­კა­ში აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაა - "ბიტ"-თა­ო­ბის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი, ქარ­თუ­ლად და­ახ­ლო­ე­ბით, "დამ­სხვრე­უ­ლი თა­ო­ბა" - ასე ითარ­გმნე­ბა... დიახ, "დამ­სხვრე­უ­ლი თა­ო­ბის" მემ­კვიდ­რე ვარ... რო­გორც ერთი პო­ე­ტი იტყო­და, - "ჩემი პა­ტა­რა წა­ლენ­ჯი­ხა, ჩემი ქა­ლა­ქი"... დიახ, იქ ჩემს კუ­თხე­ში უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დი მახ­სოვს: - გა­დამ­წვა­რი სახ­ლე­ბი, აფეთ­ქე­ბუ­ლი სტა­დი­ო­ნი, დან­გრე­უ­ლი სკო­ლა-ინ­ტერ­ნა­ტი, ბრმა ტყვი­ით გან­გმი­რუ­ლი მე­ზობ­ლე­ბი, სი­მინ­დის ყა­ნა­ში გა­და­მა­ლუ­ლი პა­ტა­რა­ო­ბა, ტან­კე­ბი, სის­ხლი, კარ­ჩა­კე­ტი­ლო­ბა, სიკ­ვდი­ლის ში­შით სა­წოლ­ქვეშ ძილი... ეს არის მთე­ლი ჩემი ბავ­შვო­ბა... მე "დიდი და­ნა­კარ­გის" მე­სა­კუთ­რე ვარ... ძნე­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ი­ვი­წყო... ყვე­ლა­ზე მე­ტად მცი­რე ასაკ­ში გან­ცდი­ლი გვა­მახ­სოვ­რდე­ბა... ამ ტრა­გე­დი­ამ ღრმა კვა­ლი და­ტო­ვა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში და ძა­ლი­ა­ნაც რომ მო­ვინ­დო­მო, ვერ და­ვი­ვი­წყებ...

- ბავ­შვო­ბა­ში ეკ­ლე­სი­ა­ში თუ და­დი­ო­დით? მშობ­ლებს თუ დაჰ­ყავ­დით იქ?

- წა­ლენ­ჯი­ხა­ში ჩემ­თვის ეკ­ლე­სია ერ­თა­დერ­თი თავ­შე­სა­ფა­რი იყო. ვა­მა­ყობ იმით, რომ ჩემს კუ­თხეს გვირ­გვი­ნი­ვით ად­გას მა­ცხოვ­რის ფე­რის­ცვა­ლე­ბის ტა­ძა­რი... იმ­ხა­ნად აწ გან­სვე­ნე­ბუ­ლი მამა რო­მა­ნო­ზი მსა­ხუ­რებ­და. თბი­ლი, კაც­თმოყ­ვა­რე, მზრუნ­ვე­ლი, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მო­ძღვა­რი, რო­მე­ლიც "მხედ­რი­ო­ნე­ლე­ბის" დროს არა­ერ­თგზის იგ­ვე­მა.. წირ­ვა არას­დროს შე­უ­წყვე­ტია და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დათ­მე­ნა არა სი­ტყვით, არა­მედ საქ­მით დაგ­ვა­ნა­ხა. სი­ხა­რუ­ლის­გან ვერ ვი­ძი­ნებ­დი, დი­ლით ტაძ­რის აღ­მართს შემ­დგა­რი სულ­მო­უთ­ქმე­ლად ავირ­ბენ­დი და მღვდლის და­ნახ­ვა ყვე­ლა ტკი­ვილს მა­ვი­წყებ­და. არ მქონ­და მშობ­ლე­ბის­გან მა­გა­ლი­თი ტა­ძარ­ში სი­ა­რუ­ლი­სა, მაგ­რამ ეს ჩემი ში­ნა­გა­ნი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა იყო და ამი­ტო­მაც არას­დროს მე­ზა­რე­ბო­და ფე­ხით კი­ლო­მეტ­რის გავ­ლა. ვი­ცო­დი, რომ მამა რო­მა­ნოზ­საც გა­ვა­ხა­რებ­დი. ხან სა­ცე­ცხლურს მი­ვაწ­ვდი­დი, ხან სან­თლით მი­ვუ­ძღო­დი წინ, სა­ხა­რე­ბის გა­მობ­რძა­ნე­ბის დროს. მე ასე მახ­სოვს იქა­უ­რო­ბა და მჯე­რა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მამა რო­მა­ნო­ზი გა­მი­ძღვე­ბა წინ, უფ­ლის­კენ... ის ჩემ­თვის მო­წა­მეა. აუ­ცი­ლებ­ლად დავ­წერ ჩემი კუ­თხის შე­სა­ხებ და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ღვაწლს ჯე­როვ­ნად და­ვა­ფა­სებ... ჩემი მამა რო­მა­ნო­ზი ჩემ­თვის მღვდე­ლი თევ­დო­რეა...

- ვიცი, რომ გარ­და სა­სუ­ლი­ე­რიო გა­ნათ­ლე­ბი­სა, სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ე­რო გა­ნათ­ლე­ბაც გაქვთ მი­ღე­ბუ­ლი... უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რო­მელ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­დით?

- სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბამ­დე, უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე - ჯერ დიპ­ლო­მა­ტი­ის ის­ტო­რი­ას ვსწავ­ლობ­დი, მერე სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის გან­ხრით ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის კურ­სი და­ვას­რუ­ლე, მა­გის­ტრა­ტუ­რა - "თე­ო­ლო­გი­ის" მი­მარ­თუ­ლე­ბით, დოქ­ტო­რან­ტუ­რა კი არ­ქე­ო­ლო­გი­ის დარ­გში. დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, დი­სერ­ტა­ცია გრა­ნელ­ზე და­ვიც­ვა... მაქვს სხვა გეგ­მე­ბიც სწავ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვნა­ხოთ, ინე­ბოს უფალ­მა...

- მღვდლო­ბა რო­დის გა­და­წყვი­ტეთ და რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნათ?

- ღვთი­სად­მი კრძალ­ვა ყო­ველ­თვის მქონ­და. რო­გორც უკვე ვახ­სე­ნე, ჩემი პირ­ვე­ლი მო­ძღვა­რი მამა რო­მა­ნო­ზი, სწო­რედ მან და­მა­ფიქ­რა. ჩემი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რო­ბა ურ­ბნი­სი­სა და რუ­ი­სის ეპარ­ქი­ას უკავ­შირ­დე­ბა... მად­ლო­ბა მე­უ­ფე იობს. მისი დამ­სა­ხუ­რე­ბით და ხელ­დას­ხმით 2006 წელს რუ­ი­სის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში 19 აგ­ვის­ტოს ვე­კურ­თხე მღვდლად. ფე­რის­ცვა­ლე­ბას. ესეც სიმ­ბო­ლუ­რია, ჩემი კუ­თხის ტა­ძა­რი ხომ ფე­რის­ცვა­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბი­საა. თით­ქოს მან შე­არ­ჩია ის დღე...

- სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­დან რომ ლექ­სებს ბევ­რი წერს ეს სი­ახ­ლე არ არის. არა­ერ­თის პო­ე­ზი­ას გავ­ცნო­ბი­ვარ. თქვენ­ში რო­დის და რო­გორ და­ი­წყო პო­ე­ზია?

- ბავ­შვო­ბა­ში ორი რამ მა­ნუ­გე­შებ­და - წა­ლენ­ჯი­ხის ეკ­ლე­სია და ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი, ანუ ეს ჩემ­თვის ერთი და იგი­ვე გახ­ლდათ. ყვე­ლამ იცის, რომ გრა­ნე­ლი წა­ლენ­ჯი­ხი­დან არის... მთე­ლი მისი შე­მოქ­მე­დე­ბა ზე­პი­რად ვიცი. მისი სახლ-მუ­ზე­უ­მი ტაძ­რის გზა­ზეა. ჯერ იქ შევ­ჩერ­დე­ბო­დი და მერე შე­ვუდ­გე­ბო­დი აღ­მართს... გზად ლოც­ვა­ზე მე­ტად, ტე­რენ­ტის ლექ­სებს ვამ­ბობ­დი. გან­სა­კუთ­რე­ბით "წა­ლენ­ჯი­ხა" მიყ­ვარ­და... "აღარ ეტყო­ბა სო­ფელს ცვლი­ლე­ბა/ და წა­ლენ­ჯი­ხა ისევ, ისეა"... პირ­ვე­ლი ლექ­სიც გრა­ნელ­ზე დავ­წე­რე... ხში­რად ვსტუმ­რობ დი­დუ­ბის პან­თე­ონს და უაღ­რე­სად ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ შე­მიძ­ლია პა­ნაშ­ვი­დი გა­და­ვუ­ხა­დო... ჩვენ ყვე­ლა­ზე მე­ტად გვეს­მის ერ­თმა­ნე­თის...

- სათ­ქმელს არას­დროს ზღუ­დავთ, თუნ­დაც ეს იყოს მძი­მედ მო­სას­მე­ნი - ეს თქვე­ნი გა­მოკ­ვე­თი­ლი თვი­სე­ბაა...

- თუ სათ­ქმე­ლი გაქვს, ხმა­მაღ­ლა უნდა თქვა, ყვე­ლას გა­სა­გო­ნად. შენს ნათ­ქვამ­ში იქ­ნებ სხვა­მაც და­ი­ნა­ხოს სა­კუ­თა­რი თავი და გა­უ­ად­ვილ­დეს ტკი­ვი­ლის თუ სი­ხა­რუ­ლის ტა­რე­ბა... ტკი­ვილ­ზე მძი­მე სა­ტა­რე­ბე­ლი სი­ხა­რუ­ლია... ეს კი შე­მოქ­მე­დე­ბას შე­უძ­ლია მხო­ლოდ. დიახ, შე­მოქ­მე­დე­ბა მა­რა­დი­უ­ლი ხეა, რო­მელ­საც ყვე­ლა თავს ვა­ფა­რებთ და ვიკ­ვე­ბე­ბით.

- სა­ო­ცა­რი ლექ­სე­ბი გაქვთ... აი, ეს სტრი­ქო­ნე­ბი "მთე­ლი მარ­ხვა შენ­ზე ფიქ­რს ვუკ­რძა­ლავ­დი სა­კუ­თარ თავს, მაგ­რამ არ გა­მო­მი­ვი­და..." ვის ეძღვნე­ბა?

- ყვე­ლას და არა­ვის. ალ­ბათ, ვი­ღაც სულ უნდა არ­სე­ბობ­დეს, სული აგი­ფო­რი­ა­ქოს და წერა შე­გაძ­ლე­ბი­ნოს... სიყ­ვა­რუ­ლი ხომ პო­ე­ზი­ის პირ­ველ­მი­ზე­ზია...

- სხვა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის­გან პეტ­რე კოლ­ხი - ამ ფსევ­დო­ნი­მით გა­მო­ირ­ჩე­ვით. მგო­ნი, მო­ძღვრებს ფსევ­დო­ნი­მი არ აქვთ, არა?

- არ ვფიქ­რობ, რომ ფსევ­დო­ნი­მია. უბ­რა­ლოდ ასე დავ­რე­გის­ტრირ­დი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და შე­მორ­ჩა... რაც შე­ე­ხე­ბა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ფსევ­დო­ნიმს - ეს უცხო არ არის მა­მა­თა ცხოვ­რე­ბი­დან... ყვე­ლამ ჯან­სა­ღად მინ­და გა­ი­გოს, არა­ვის ვე­ტო­ლე­ბი, მაგ­რამ "გა­რე­ჯე­ლი", "სამ­თავ­ნე­ლი" თუ სხვა, ვფიქ­რობ, ფსევ­დო­ნი­მე­ბია... აქვე მინ­და, ვთქვა: ბოლო დროს არ­სე­ბულ­მა სი­ტუ­ა­ცი­ამ და­მარ­წმუ­ნა, რომ მარ­ტო სი­მარ­თლის თქმა არ ყო­ფი­ლა მთა­ვა­რი, არა­მედ სი­მარ­თლის სწო­რად გა­გე­ბაა... აზ­რე­ბის გა­მო­ტა­ნა­ში, რო­გორც ჩანს, ცო­ტას მო­ვი­კოჭ­ლებთ...

- ალ­ბათ თქვენ­თვის თქვენს წარ­მო­მავ­ლო­ბას უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და გარ­კვე­უ­ლად სი­ა­მა­ყე­საც გძენთ... ჰოდა, კოლ­ხიც სწო­რედ თქვენს წარ­მო­მავ­ლო­ბას უს­ვამს ხაზს...

- ჩემ­ში თუ რამე კარ­გია, ჩემი გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი კუ­თხის დამ­სა­ხუ­რე­ბაა... "ქრი­ან ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბა­ნი და მი­მაქვს ფიქ­რი წა­ლენ­ჯი­ხა­ზე..."

- არას­დროს ერი­დე­ბით სა­კუ­თა­რი აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბას. ამა­ზე საყ­ვე­დუ­რი უმაღ­ლე­სი სა­ეკ­ლე­სიო პი­რე­ბის­გან არ მი­გი­ღი­ათ?

- მი­მაჩ­ნია, რომ ყო­ველ­თვის იმას ვამ­ბობ, რა­საც ვფიქ­რობ. შე­იძ­ლე­ბა, ვცდე­ბო­დე, მაგ­რამ ყვე­ლა აზრს გა­აჩ­ნია არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა... ჩემ­თვის მთა­ვა­რი სი­მარ­თლეა და არა თავს მოხ­ვე­უ­ლი იძუ­ლე­ბა... ქრის­ტე სი­მარ­თლის, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ღმერ­თია... როცა რა­ღაც არ მომ­წონს, ვამ­ბობ, მაგ­რამ კო­რექ­ტუ­ლად და ყო­ველ­გვა­რი აგ­რე­სი­ის გა­რე­შე... თუ ამის გამო საყ­ვე­დუ­რი მი­ვი­ღე, გა­მი­ჭირ­დე­ბა ასე ცხოვ­რე­ბა... მთა­ვა­რია, რომ მიყ­ვარს ჩემი ქვე­ყა­ნა და ეკ­ლე­სია...

- ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ხომ არ გყავთ თქვე­ნი იდე­უ­რი წი­ნა­მორ­ბე­დი?

- წა­ლენ­ჯი­ხე­ლი რომ არ ვიყო, არ ვიცი, ასე მეყ­ვა­რე­ბო­და თუ არა გრა­ნე­ლი... მან "და­მა­ა­ვა­და" და ვი­სურ­ვებ, არას­დროს გან­ვი­კურ­ნო...

- მარ­თა­ლია, სა­სუ­ლი­ე­რო პირი ხართ, მაგ­რამ ბრძო­ლე­ბი ყვე­ლა ადა­მი­ან­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ზედ­მი­წევ­ნით გულ­წრფე­ლო­ბას არ გთხოვთ, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად რა არ მოგ­წონთ სა­კუ­თარ თავ­ში?

- ხში­რად უაზ­როდ ვფლან­გავ დროს. ზედ­მე­ტად ვი­ხარ­ჯე­ბი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვის­თვი­საც ქრის­ტე და ნიც­შე ერ­თია... შე­მიძ­ლია მეტი გა­ვა­კე­თო და ვზარ­მა­ცობ, სხვა­ზე არაფ­რის­მომ­ცე­მი მზრუნ­ვე­ლო­ბის ხარ­ჯზე, გულს ვტკენ ოჯა­ხის წევ­რებს, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვას­წო­რებ... სამ წიგნ­ზე ერ­თად ვმუ­შა­ობ და შე­სა­ბა­მი­სად, ხე­ტი­ა­ლის დრო არ მექ­ნე­ბა. ისე ამა­შიც არის რა­ღაც იდუ­მა­ლი... ახ­ლა­ხან და­ვამ­თავ­რე "ჰენ­დერ­სო­ნი, წვი­მის მეფე" და და­მა­ფიქ­რა...

რო­გორც მახ­სოვს, სა­უ­ბა­რი "დამ­სხვრე­უ­ლი თა­ო­ბით" და­ვი­წყე. რეს­ტავ­რი­რე­ბა არ მიყ­ვარს. მირ­ჩევ­ნია ბო­ლომ­დე და­ი­ლე­წოს, რომ "ნან­გრე­ვებ­ში" თა­ვი­დან გავჩნდე...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

მამა პეტრეს ტკივილიანი დანაკარგი - სიმინდის ყანასა და საწოლქვეშ გადამალული ბავშვობა

მამა პეტრეს ტკივილიანი დანაკარგი - სიმინდის ყანასა და საწოლქვეშ გადამალული ბავშვობა

ამ ადამიანის პოეზიას რომ გაეცნობი, უმალ წინ მისი პორტრეტი გეხატება. ხოლო მას, ვისაც მამა პეტრეს ლექსები ჯერ არ წაუკითხავს, შეუძლია მისი პორტრეტული შტრიხები მასთან ჩაწერილი ჩემი ინტერვიუდან მოხაზოს. ამ პიროვნების მკვეთრად გამოხატული თვისებაა, თუნდაც მწარე სიმართლე დაფარვისა და შელამაზების გარეშე თქვას.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია, იგივე პეტრე კოლხი დღეს თავისი ანგელოზის დღეს აღნიშნავს.

- ყველაფერი ბავშვობით და ოჯახით იწყება. სად და როგორ ჩაიარა თქვენმა ბავშვობის პერიოდმა და ამ გადასახედიდან როგორ ჩანს ის?

- ყველაფერი ბავშვობიდან იწყება, მით უფრო მაშინ, როცა მას გართმევენ... ამერიკაში აღმოცენებული მიმდინარეობაა - "ბიტ"-თაობის სახელითაა ცნობილი, ქართულად დაახლოებით, "დამსხვრეული თაობა" - ასე ითარგმნება... დიახ, "დამსხვრეული თაობის" მემკვიდრე ვარ... როგორც ერთი პოეტი იტყოდა, - "ჩემი პატარა წალენჯიხა, ჩემი ქალაქი"... დიახ, იქ ჩემს კუთხეში უმძიმესი პერიოდი მახსოვს: - გადამწვარი სახლები, აფეთქებული სტადიონი, დანგრეული სკოლა-ინტერნატი, ბრმა ტყვიით განგმირული მეზობლები, სიმინდის ყანაში გადამალული პატარაობა, ტანკები, სისხლი, კარჩაკეტილობა, სიკვდილის შიშით საწოლქვეშ ძილი... ეს არის მთელი ჩემი ბავშვობა... მე "დიდი დანაკარგის" მესაკუთრე ვარ... ძნელია ეს ყველაფერი დაივიწყო... ყველაზე მეტად მცირე ასაკში განცდილი გვამახსოვრდება... ამ ტრაგედიამ ღრმა კვალი დატოვა მეხსიერებაში და ძალიანაც რომ მოვინდომო, ვერ დავივიწყებ...

- ბავშვობაში ეკლესიაში თუ დადიოდით? მშობლებს თუ დაჰყავდით იქ?

- წალენჯიხაში ჩემთვის ეკლესია ერთადერთი თავშესაფარი იყო. ვამაყობ იმით, რომ ჩემს კუთხეს გვირგვინივით ადგას მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი... იმხანად აწ განსვენებული მამა რომანოზი მსახურებდა. თბილი, კაცთმოყვარე, მზრუნველი, ყურადღებიანი მოძღვარი, რომელიც "მხედრიონელების" დროს არაერთგზის იგვემა.. წირვა არასდროს შეუწყვეტია და ქრისტიანული დათმენა არა სიტყვით, არამედ საქმით დაგვანახა. სიხარულისგან ვერ ვიძინებდი, დილით ტაძრის აღმართს შემდგარი სულმოუთქმელად ავირბენდი და მღვდლის დანახვა ყველა ტკივილს მავიწყებდა. არ მქონდა მშობლებისგან მაგალითი ტაძარში სიარულისა, მაგრამ ეს ჩემი შინაგანი მოთხოვნილება იყო და ამიტომაც არასდროს მეზარებოდა ფეხით კილომეტრის გავლა. ვიცოდი, რომ მამა რომანოზსაც გავახარებდი. ხან საცეცხლურს მივაწვდიდი, ხან სანთლით მივუძღოდი წინ, სახარების გამობრძანების დროს. მე ასე მახსოვს იქაურობა და მჯერა, მთელი ცხოვრება მამა რომანოზი გამიძღვება წინ, უფლისკენ... ის ჩემთვის მოწამეა. აუცილებლად დავწერ ჩემი კუთხის შესახებ და სასულიერო პირის ღვაწლს ჯეროვნად დავაფასებ... ჩემი მამა რომანოზი ჩემთვის მღვდელი თევდორეა...

- ვიცი, რომ გარდა სასულიერიო განათლებისა, სერიოზული საერო განათლებაც გაქვთ მიღებული... უნივერსიტეტში რომელ ფაკულტეტზე სწავლობდით?

- სასულიერო სემინარიაში ჩაბარებამდე, უნივერსიტეტი დავამთავრე - ჯერ დიპლომატიის ისტორიას ვსწავლობდი, მერე საქართველოს ისტორიის განხრით ბაკალავრიატის კურსი დავასრულე, მაგისტრატურა - "თეოლოგიის" მიმართულებით, დოქტორანტურა კი არქეოლოგიის დარგში. დიდი სურვილი მაქვს, დისერტაცია გრანელზე დავიცვა... მაქვს სხვა გეგმებიც სწავლასთან დაკავშირებით. ვნახოთ, ინებოს უფალმა...

- მღვდლობა როდის გადაწყვიტეთ და რამ გადაგაწყვეტინათ?

- ღვთისადმი კრძალვა ყოველთვის მქონდა. როგორც უკვე ვახსენე, ჩემი პირველი მოძღვარი მამა რომანოზი, სწორედ მან დამაფიქრა. ჩემი სასულიერო პირობა ურბნისისა და რუისის ეპარქიას უკავშირდება... მადლობა მეუფე იობს. მისი დამსახურებით და ხელდასხმით 2006 წელს რუისის საკათედრო ტაძარში 19 აგვისტოს ვეკურთხე მღვდლად. ფერისცვალებას. ესეც სიმბოლურია, ჩემი კუთხის ტაძარი ხომ ფერისცვალების სახელობისაა. თითქოს მან შეარჩია ის დღე...

- სასულიერო პირებიდან რომ ლექსებს ბევრი წერს ეს სიახლე არ არის. არაერთის პოეზიას გავცნობივარ. თქვენში როდის და როგორ დაიწყო პოეზია?

- ბავშვობაში ორი რამ მანუგეშებდა - წალენჯიხის ეკლესია და ტერენტი გრანელი, ანუ ეს ჩემთვის ერთი და იგივე გახლდათ. ყველამ იცის, რომ გრანელი წალენჯიხიდან არის... მთელი მისი შემოქმედება ზეპირად ვიცი. მისი სახლ-მუზეუმი ტაძრის გზაზეა. ჯერ იქ შევჩერდებოდი და მერე შევუდგებოდი აღმართს... გზად ლოცვაზე მეტად, ტერენტის ლექსებს ვამბობდი. განსაკუთრებით "წალენჯიხა" მიყვარდა... "აღარ ეტყობა სოფელს ცვლილება/ და წალენჯიხა ისევ, ისეა"... პირველი ლექსიც გრანელზე დავწერე... ხშირად ვსტუმრობ დიდუბის პანთეონს და უაღრესად ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია პანაშვიდი გადავუხადო... ჩვენ ყველაზე მეტად გვესმის ერთმანეთის...

- სათქმელს არასდროს ზღუდავთ, თუნდაც ეს იყოს მძიმედ მოსასმენი - ეს თქვენი გამოკვეთილი თვისებაა...

- თუ სათქმელი გაქვს, ხმამაღლა უნდა თქვა, ყველას გასაგონად. შენს ნათქვამში იქნებ სხვამაც დაინახოს საკუთარი თავი და გაუადვილდეს ტკივილის თუ სიხარულის ტარება... ტკივილზე მძიმე სატარებელი სიხარულია... ეს კი შემოქმედებას შეუძლია მხოლოდ. დიახ, შემოქმედება მარადიული ხეა, რომელსაც ყველა თავს ვაფარებთ და ვიკვებებით.

- საოცარი ლექსები გაქვთ... აი, ეს სტრიქონები "მთელი მარხვა შენზე ფიქრს ვუკრძალავდი საკუთარ თავს, მაგრამ არ გამომივიდა..." ვის ეძღვნება?

- ყველას და არავის. ალბათ, ვიღაც სულ უნდა არსებობდეს, სული აგიფორიაქოს და წერა შეგაძლებინოს... სიყვარული ხომ პოეზიის პირველმიზეზია...

- სხვა სასულიერო პირებისგან პეტრე კოლხი - ამ ფსევდონიმით გამოირჩევით. მგონი, მოძღვრებს ფსევდონიმი არ აქვთ, არა?

- არ ვფიქრობ, რომ ფსევდონიმია. უბრალოდ ასე დავრეგისტრირდი სოციალურ ქსელში და შემორჩა... რაც შეეხება სასულიერო პირების ფსევდონიმს - ეს უცხო არ არის მამათა ცხოვრებიდან... ყველამ ჯანსაღად მინდა გაიგოს, არავის ვეტოლები, მაგრამ "გარეჯელი", "სამთავნელი" თუ სხვა, ვფიქრობ, ფსევდონიმებია... აქვე მინდა, ვთქვა: ბოლო დროს არსებულმა სიტუაციამ დამარწმუნა, რომ მარტო სიმართლის თქმა არ ყოფილა მთავარი, არამედ სიმართლის სწორად გაგებაა... აზრების გამოტანაში, როგორც ჩანს, ცოტას მოვიკოჭლებთ...

- ალბათ თქვენთვის თქვენს წარმომავლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და გარკვეულად სიამაყესაც გძენთ... ჰოდა, კოლხიც სწორედ თქვენს წარმომავლობას უსვამს ხაზს...

- ჩემში თუ რამე კარგია, ჩემი გაუბედურებული კუთხის დამსახურებაა... "ქრიან ბავშვობის მოგონებანი და მიმაქვს ფიქრი წალენჯიხაზე...''

- არასდროს ერიდებით საკუთარი აზრის დაფიქსირებას. ამაზე საყვედური უმაღლესი საეკლესიო პირებისგან არ მიგიღიათ?

- მიმაჩნია, რომ ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. შეიძლება, ვცდებოდე, მაგრამ ყველა აზრს გააჩნია არსებობის უფლება... ჩემთვის მთავარი სიმართლეა და არა თავს მოხვეული იძულება... ქრისტე სიმართლის, სამართლიანობის ღმერთია... როცა რაღაც არ მომწონს, ვამბობ, მაგრამ კორექტულად და ყოველგვარი აგრესიის გარეშე... თუ ამის გამო საყვედური მივიღე, გამიჭირდება ასე ცხოვრება... მთავარია, რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა და ეკლესია...

- ლიტერატურაში ხომ არ გყავთ თქვენი იდეური წინამორბედი?

- წალენჯიხელი რომ არ ვიყო, არ ვიცი, ასე მეყვარებოდა თუ არა გრანელი... მან "დამაავადა" და ვისურვებ, არასდროს განვიკურნო...

- მართალია, სასულიერო პირი ხართ, მაგრამ ბრძოლები ყველა ადამიანში მიმდინარეობს. ზედმიწევნით გულწრფელობას არ გთხოვთ, მაგრამ ყველაზე მეტად რა არ მოგწონთ საკუთარ თავში?

- ხშირად უაზროდ ვფლანგავ დროს. ზედმეტად ვიხარჯები იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ქრისტე და ნიცშე ერთია... შემიძლია მეტი გავაკეთო და ვზარმაცობ, სხვაზე არაფრისმომცემი მზრუნველობის ხარჯზე, გულს ვტკენ ოჯახის წევრებს, მაგრამ აუცილებლად გამოვასწორებ... სამ წიგნზე ერთად ვმუშაობ და შესაბამისად, ხეტიალის დრო არ მექნება. ისე ამაშიც არის რაღაც იდუმალი... ახლახან დავამთავრე "ჰენდერსონი, წვიმის მეფე" და დამაფიქრა...

როგორც მახსოვს, საუბარი "დამსხვრეული თაობით" დავიწყე. რესტავრირება არ მიყვარს. მირჩევნია ბოლომდე დაილეწოს, რომ "ნანგრევებში" თავიდან გავჩნდე...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის