პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სასჯელი ელის ლელა კილაძეს - სახელმწიფო აუდიტმა გამოძიებას სკანდალური დასკვნა გადაუგზავნა
რა სასჯელი ელის ლელა კილაძეს - სახელმწიფო აუდიტმა გამოძიებას სკანდალური დასკვნა გადაუგზავნა

"ვერ­სია" გა­ნაგ­რძობს იმ მა­სა­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მა მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­დას­ცა. ამ­ჯე­რად გა­მო­ცე­მა თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ, სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­უ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ქა­ლაქ­გა­ფორ­მე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის, 2006-2010 წლებ­ში, თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი სახ­სრე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბის ან­გა­რიშს სთა­ვა­ზობს მკი­თხველს სტა­ტი­ა­ში "რა პოს­ტი ეკა­ვა თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში და სას­ჯე­ლი ელის ლელა კი­ლა­ძეს". Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ის არას­რულ ვერ­სი­ას.

***

თბი­ლი­სის კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტე­ბის მო­წყო­ბა, სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში ქა­ლა­ქის გა­ნა­თე­ბა და ყვე­ლა სა­ა­ხალ­წლო აქ­სე­სუ­ა­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა გიგი უგუ­ლა­ვას მე­უღ­ლის, ლელა კი­ლა­ძის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში შე­დი­ო­და - 2009 წლი­დან ლელა კი­ლა­ძე თბი­ლი­სის მე­რი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სწო­რედ კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს კუ­რი­რებ­და; მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა და კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის სა­კი­თხებ­ში, სა­ა­კაშ­ვი­ლის მრჩევ­ლის პოს­ტი და­ი­კა­ვა, 2006-2010 წლე­ბი კი ის პე­რი­ო­დია, როცა თბი­ლის­ში (ბა­თუმ­შიც) არც ისე მა­ღა­ლი დო­ნის სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტე­ბი იმარ­თე­ბო­და. ბევ­რს სა­უბ­რობ­დნენ და ახლა უკვე სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სკან­და­ლუ­რი დას­კვნი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ, სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის ტენ­დერე­ბი ფორ­მა­ლუ­რად ცხად­დე­ბო­და. აუ­დი­ტის დას­კვნა­ში არა­ერ­თი შეს­ყიდ­ვის ფაქ­ტია გან­ხი­ლუ­ლი, რო­დე­საც ტენ­დერ­ში მხო­ლოდ ერთი კომ­პა­ნია მო­ნა­წი­ლე­ობს. ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ამა თუ იმ ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე ორ კომ­პა­ნი­ას ერთი და იგი­ვე დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ჰყავს. ამ ფონ­ზე, სა­ინ­ტე­რე­სოა, დად­გე­ბა თუ არა გიგი უგუ­ლა­ვას მე­უღ­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი და გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში, მო­უ­წევს თუ არა ლელა კი­ლა­ძეს და­კი­თხვებ­ზე სი­ა­რუ­ლი.

"ვერ­სია" დე­ტა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლავს დას­კვნას, რო­მე­ლიც ნა­თელს მოჰ­ფენს, რო­გორ და რა პრინ­ცი­პით იგეგ­მე­ბო­და სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რა­ტომ ყი­დუ­ლობ­დნენ კომ­პა­ნი­ე­ბი უხა­რის­ხო გირ­ლან­დებს, რა­ტომ იხ­დი­და თბი­ლი­სის მე­რია სხვა­დას­ხვა ფასს დე­კო­რა­ტი­ულ ნაძ­ვის­ხე­ებ­ში და რა მი­ზე­ზით იმარ­თე­ბო­და თბი­ლის­ში მდა­რე ხა­რის­ხის კონ­ცერ­ტე­ბი.

დარ­ღვე­ვე­ბი სა­ა­ხალ­წლო ილუ­მი­ნა­ცი­ე­ბის შეს­ყიდ­ვა­ში

აუ­დი­ტით დად­გინ­და, რომ 2006-2010 წლე­ბის ქა­ლაქ­გა­ფორ­მე­ბის წლი­უ­რი ბი­უ­ჯე­ტის მიზ­ნობ­რივ პროგ­რა­მებ­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მვი­სას პრობ­ლე­მე­ბია. პა­რა­ლე­ლუ­რად, დამ­ტკი­ცე­ბულ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ში ხში­რად შეჰ­ქონ­დათ ცვლი­ლე­ბე­ბი და სა­ბი­უ­ჯე­ტო ასიგ­ნე­ბე­ბის ხში­რი ში­დაკ­ვარ­ტა­ლუ­რი გა­და­ნა­წი­ლე­ბა ხდე­ბო­და. 2006-2010 წლებ­ში, სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ილუ­მი­ნა­ცი­ე­ბი­სა და სხვა აქ­სე­სუ­ა­რე­ბის შეს­ყიდ­ვებ­ში, ძი­რი­თა­დად, შუ­ა­მა­ვა­ლი ფირ­მე­ბი (მომ­წო­დებ­ლე­ბი) მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში, გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერებ­ში, ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი და ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ამის გამო, არა­კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის, მი­წო­დე­ბუ­ლი სა­ქონ­ლი­სა და სა­მუ­შა­ო­ე­ბის ფა­სე­ბის მა­ღალ დო­ნე­ზე ხე­ლოვ­ნუ­რად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და ფირ­მებს შო­რის წი­ნას­წა­რი გა­რი­გე­ბე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის­თვის მო­მე­ტე­ბუ­ლი რის­კი შე­იქ­მნა.

2006-2010 წლებ­ში, სა­ა­ხალ­წლო ილუ­მი­ნა­ცი­ე­ბის შეს­ყიდ­ვებ­ზე გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერებ­ში სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცია, ჩვე­უ­ლებ­რივ, 2-3 პრე­ტენ­დენტს შეჰ­ქონ­და, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, ტენ­დერ­ში მხო­ლოდ ერთი პრე­ტენ­დენ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ამის გამო, ტენ­დე­რით შე­სა­ძე­ნი სა­ქონ­ლი­სა და სა­მუ­შა­ოს სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც შემ­სყიდ­ვე­ლის მიერ, წი­ნას­წარ იყო გან­სა­ზღვრუ­ლი, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ მცირ­დე­ბო­და. 2007 წლის შობა-ახა­ლი წლის­თვის, დე­და­ქა­ლა­ქის ქუ­ჩე­ბი­სა და მო­ედ­ნე­ბის მო­სარ­თა­ვად, ილუ­მი­ნა­ცი­ე­ბის შეს­ყიდ­ვა­ზე, 2006 წლის დე­კემ­ბერ­ში ჩა­ტა­რე­ბულ ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა "არტ ლაინ თრე­ველ­მა" მი­ი­ღო და გა­ი­მარ­ჯვა კი­დეც. ამ კომ­პა­ნი­ას­თან 560 200 ლა­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორმ­და. პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბით, ერთ პირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად, დამ­დეგ 2007 წელს, შპს "არტ ლაინ თრე­ველს" და­მა­ტე­ბით 230 800 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­სა­ბე­რი სა­ა­ხალ­წლო სა­თა­მა­შო­ე­ბი­სა და მო­სარ­თა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შეს­ყიდ­ვაც და­ე­ვა­ლა. 2006 წლის 12 დე­კემ­ბრის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით, 227 900 ლა­რად, ამა­ვე კომ­პა­ნი­ის­გან 25-მეტ­რი­ა­ნი ნაძ­ვის­ხე, თან­მდე­ვი მომ­სა­ხუ­რე­ბით შე­ის­ყი­დეს. ამ შეს­ყიდ­ვე­ბის მი­ხედ­ვით, შპს "არტ ლაინ თრე­ვე­ლის" მიერ იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ქონ­ლის მი­წო­დე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბულ­მა მო­გე­ბის მარ­ჟამ 15%-ს გა­და­ა­ჭარ­ბა.

2008 წლის შობა-ახა­ლი წლის­თვის, სა­ა­ხალ­წლო ილუ­მი­ნა­ცი­ე­ბის შეს­ყიდ­ვა­ზე, 2007 წლის 15 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტა­რე­ბულ ტენ­დერ­ში, ორი პრე­ტენ­დენ­ტი – შპს "არტ ლაინ თრე­ვე­ლი" და შპს "ოქ­სი­ნო" მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. სა­ტენ­დერო კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად შპს "ოქ­სი­ნო" გა­მო­ცხად­და. 2007 წლის 1 ნო­ემ­ბერს, ამ კომ­პა­ნი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორმ­და. შეს­ყიდ­ვის მი­ხედ­ვით, იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ქონ­ლის მი­წო­დე­ბის შე­დე­გად, შპს "ოქ­სი­ნოს" მო­გე­ბის მარ­ჟამ 18.3% შე­ად­გი­ნა. 2009 წლის შობა-ახა­ლი წლის­თვის, სა­ა­ხალ­წლო ილუ­მი­ნა­ცი­ე­ბის შეს­ყიდ­ვის მიზ­ნით, 2008 წელს გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერ­ში, სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცია სამ­მა პრე­ტენ­დენ­ტმა - შპს "ჩი­ბიმ", შპს "ოქ­სი­ნომ" და შპს "არტ ლაინ თრე­ველ­მა" წა­რად­გი­ნეს, სა­ტენ­დერო წი­ნა­და­დე­ბა კი მხო­ლოდ შპს "ჩი­ბიმ" შე­ი­ტა­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, 2008 წლის 11 ნო­ემ­ბერს, ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად შპს "ჩიბი" გა­მო­ცხად­და. "ჩი­ბიმ" ტენ­დე­რის სა­ვა­რა­უ­დო ფას­თან შე­და­რე­ბით, 112 400 ლა­რით ნაკ­ლე­ბი და­ა­ფიქ­სი­რა და იმა­ვე წლის 27 ნო­ემ­ბერს, ამ კომ­პა­ნი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორმ­და. შპს "ჩი­ბიმ" 1 214 100 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ა­ხალ­წლო ილუ­მი­ნა­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამა­ვე ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე ერთ-ერთი პრე­ტენ­დენ­ტის­გან, შპს "არტ ლაინ თრე­ვე­ლის­გან" შე­ი­ძი­ნა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, შპს "ჩი­ბიმ" სა­ა­ხალ­წლო ილუ­მი­ნა­ცი­ე­ბი "არტ ლაინ თრე­ვე­ლის­გან" 1 126 500 ლა­რად იყი­და, მაგ­რამ თბი­ლი­სის მე­რი­ას 1 241 100 ლა­რად მი­ა­წო­და. აუ­დი­ტით დად­გინ­და, რომ "ჩი­ბის" მიერ, მე­რი­ის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი 385 700 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის, 9 და­სა­ხე­ლე­ბის, სხვა­დას­ხვა სა­ა­ხალ­წლო კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი თბი­ლის­ში, ად­გი­ლობ­რივ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა - შპს "პრო­ცე­სორ­მა", შპს "მერ­წყუ­ლი 7"-მა და "3 MG"-იმ და­ამ­ზა­დეს. ამ კომ­პა­ნი­ებს "ჩი­ბიმ" 105 700 ლარი გა­და­უ­ხა­და! ამ შეს­ყიდ­ვე­ბის შე­დე­გად "ჩი­ბის" მო­გე­ბის მარ­ჟა 16.6% იყო.

2010 წლის შობა-ახა­ლი წლის­თვის, სა­ა­ხალ­წლო ილუ­მი­ნა­ცი­ე­ბის შეს­ყიდ­ვის მიზ­ნით, 2009 წლის 28 იავ­ლისს გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერ­ში, სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცია ორმა კომ­პა­ნი­ამ - შპს "რე­დომ" და შპს "ნე­ბიმ" წა­რად­გი­ნა, სა­ტენ­დერო წი­ნა­და­დე­ბა კი შპს "კრე­დომ". 2009 წლის 19 აგ­ვის­ტოს, სა­ტენ­დერო კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად შპს "კრე­დო" გა­მოვ­ლინ­და, რო­მელ­მაც სა­ვა­რა­უ­დო ფას­თან შე­და­რე­ბით, 800 ლა­რით ნაკ­ლე­ბი ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ა­ფიქ­სი­რა. ამ შეს­ყიდ­ვის შე­დე­გად, შპს "კრე­დოს" მო­გე­ბის მარ­ჟა 26% იყო.

2011 წლის შობა-ახა­ლი წლის­თვის, სა­ა­ხალ­წლო ილუ­მი­ნა­ცი­ე­ბის შეს­ყიდ­ვის მიზ­ნით, 2010 წლის 13 ივ­ლისს გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერ­ში, სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცია წა­რად­გი­ნეს შპს "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფი­ნან­სო კომ­პა­ნი­ამ", შპს "თ.ფ."-მ, შპს "ბა­სი­ან­მა" და შპს "სითი ლა­ით­მა". ამ კომ­პა­ნი­ე­ბი­დან სა­ტენ­დერო წი­ნა­და­დე­ბა შპს "სითი ლა­ით­მა" წა­რად­გი­ნა, რო­მე­ლიც 2010 წლის 10 აგ­ვის­ტოს, ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს. აუ­დი­ტის შე­დე­გად გა­ირ­კვა, რომ შპს "სითი ლა­ი­თი" 2010 წლის 23 ივ­ლისს, ანუ ტენ­დე­რის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან, 10 დღის შემ­დეგ და­ფუძნ­და, რაც ნიშ­ნავს, რომ 13 ივ­ლისს, სა­ტენ­დერო წი­ნა­და­დე­ბა წა­რად­გი­ნა კომ­პა­ნი­ამ, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა! შეს­ყიდ­ვის შე­დე­გად, შპს "სითი ლა­ი­თის" მო­გე­ბის მარ­ჟა 21.4% იყო.

მაია მი­შე­ლა­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

რა სასჯელი ელის ლელა კილაძეს - სახელმწიფო აუდიტმა გამოძიებას სკანდალური დასკვნა გადაუგზავნა

რა სასჯელი ელის ლელა კილაძეს - სახელმწიფო აუდიტმა გამოძიებას სკანდალური დასკვნა გადაუგზავნა

"ვერსია" განაგრძობს იმ მასალების გამოქვეყნებას, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მთავარ პროკურატურას გადასცა. ამჯერად გამოცემა თბილისის მერიის მიერ, საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებული ქალაქგაფორმების ღონისძიებებისთვის, 2006-2010 წლებში, თბილისის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების გამოყენების შესაბამისობის ანგარიშს სთავაზობს მკითხველს სტატიაში "რა პოსტი ეკავა თბილისის მერიაში და სასჯელი ელის ლელა კილაძეს". Ambebi.ge გთავაზობთ სტატიის არასრულ ვერსიას.

***

თბილისის კულტურული ღონისძიებების, განსაკუთრებით, საახალწლო კონცერტების მოწყობა, სადღესასწაულო დღეებში ქალაქის განათება და ყველა საახალწლო აქსესუარის უზრუნველყოფა გიგი უგულავას მეუღლის, ლელა კილაძის კომპეტენციაში შედიოდა - 2009 წლიდან ლელა კილაძე თბილისის მერიის ადმინისტრაციაში სწორედ კულტურულ ღონისძიებებს კურირებდა; მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაინაცვლა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში, სააკაშვილის მრჩევლის პოსტი დაიკავა, 2006-2010 წლები კი ის პერიოდია, როცა თბილისში (ბათუმშიც) არც ისე მაღალი დონის საახალწლო კონცერტები იმართებოდა. ბევრს საუბრობდნენ და ახლა უკვე სახელმწიფო აუდიტის სკანდალური დასკვნითაც დასტურდება, რომ თბილისის მერიის მიერ, საახალწლო ღონისძიებებისთვის ტენდერები ფორმალურად ცხადდებოდა. აუდიტის დასკვნაში არაერთი შესყიდვის ფაქტია განხილული, როდესაც ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობს. ხშირია შემთხვევები, როცა ამა თუ იმ ტენდერში მონაწილე ორ კომპანიას ერთი და იგივე დამფუძნებელი ჰყავს. ამ ფონზე, საინტერესოა, დადგება თუ არა გიგი უგულავას მეუღლის პასუხისმგებლობის საკითხი და გამოძიების პროცესში, მოუწევს თუ არა ლელა კილაძეს დაკითხვებზე სიარული.

"ვერსია" დეტალურად განიხილავს დასკვნას, რომელიც ნათელს მოჰფენს, როგორ და რა პრინციპით იგეგმებოდა საახალწლო ღონისძიებები, რატომ ყიდულობდნენ კომპანიები უხარისხო გირლანდებს, რატომ იხდიდა თბილისის მერია სხვადასხვა ფასს დეკორატიულ ნაძვისხეებში და რა მიზეზით იმართებოდა თბილისში მდარე ხარისხის კონცერტები.

დარღვევები საახალწლო ილუმინაციების შესყიდვაში

აუდიტით დადგინდა, რომ 2006-2010 წლების ქალაქგაფორმების წლიური ბიუჯეტის მიზნობრივ პროგრამებსა და ღონისძიებების დაგეგმვისას პრობლემებია. პარალელურად, დამტკიცებულ მაჩვენებლებში ხშირად შეჰქონდათ ცვლილებები და საბიუჯეტო ასიგნებების ხშირი შიდაკვარტალური გადანაწილება ხდებოდა. 2006-2010 წლებში, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებული ილუმინაციებისა და სხვა აქსესუარების შესყიდვებში, ძირითადად, შუამავალი ფირმები (მომწოდებლები) მონაწილეობდნენ. ცალკეულ შემთხვევებში, გამოცხადებულ ტენდერებში, ერთმანეთთან დაკავშირებული იურიდიული და ფიზიკური პირები მონაწილეობდნენ. ამის გამო, არაკონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების, მიწოდებული საქონლისა და სამუშაოების ფასების მაღალ დონეზე ხელოვნურად შენარჩუნებისა და ფირმებს შორის წინასწარი გარიგებების შესაძლებლობებისთვის მომეტებული რისკი შეიქმნა.

2006-2010 წლებში, საახალწლო ილუმინაციების შესყიდვებზე გამოცხადებულ ტენდერებში სატენდერო დოკუმენტაცია, ჩვეულებრივ, 2-3 პრეტენდენტს შეჰქონდა, მაგრამ რეალურად, ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა. ამის გამო, ტენდერით შესაძენი საქონლისა და სამუშაოს სავარაუდო ღირებულება, რომელიც შემსყიდველის მიერ, წინასწარ იყო განსაზღვრული, პრაქტიკულად, არ მცირდებოდა. 2007 წლის შობა-ახალი წლისთვის, დედაქალაქის ქუჩებისა და მოედნების მოსართავად, ილუმინაციების შესყიდვაზე, 2006 წლის დეკემბერში ჩატარებულ ტენდერში მონაწილეობა "არტ ლაინ თრეველმა" მიიღო და გაიმარჯვა კიდეც. ამ კომპანიასთან 560 200 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა. პარალელურად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ერთ პირთან მოლაპარაკების შედეგად, დამდეგ 2007 წელს, შპს "არტ ლაინ თრეველს" დამატებით 230 800 ლარის ღირებულების გასაბერი საახალწლო სათამაშოებისა და მოსართავი საშუალებების შესყიდვაც დაევალა. 2006 წლის 12 დეკემბრის ხელშეკრულებით, 227 900 ლარად, ამავე კომპანიისგან 25-მეტრიანი ნაძვისხე, თანმდევი მომსახურებით შეისყიდეს. ამ შესყიდვების მიხედვით, შპს "არტ ლაინ თრეველის" მიერ იმპორტირებული საქონლის მიწოდების შედეგად მიღებულმა მოგების მარჟამ 15%-ს გადააჭარბა.

2008 წლის შობა-ახალი წლისთვის, საახალწლო ილუმინაციების შესყიდვაზე, 2007 წლის 15 ოქტომბერს ჩატარებულ ტენდერში, ორი პრეტენდენტი – შპს "არტ ლაინ თრეველი" და შპს "ოქსინო" მონაწილეობდნენ. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად შპს "ოქსინო" გამოცხადდა. 2007 წლის 1 ნოემბერს, ამ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. შესყიდვის მიხედვით, იმპორტირებული საქონლის მიწოდების შედეგად, შპს "ოქსინოს" მოგების მარჟამ 18.3% შეადგინა. 2009 წლის შობა-ახალი წლისთვის, საახალწლო ილუმინაციების შესყიდვის მიზნით, 2008 წელს გამოცხადებულ ტენდერში, სატენდერო დოკუმენტაცია სამმა პრეტენდენტმა - შპს "ჩიბიმ", შპს "ოქსინომ" და შპს "არტ ლაინ თრეველმა" წარადგინეს, სატენდერო წინადადება კი მხოლოდ შპს "ჩიბიმ" შეიტანა. შესაბამისად, 2008 წლის 11 ნოემბერს, ტენდერში გამარჯვებულად შპს "ჩიბი" გამოცხადდა. "ჩიბიმ" ტენდერის სავარაუდო ფასთან შედარებით, 112 400 ლარით ნაკლები დააფიქსირა და იმავე წლის 27 ნოემბერს, ამ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. შპს "ჩიბიმ" 1 214 100 ლარის ღირებულების საახალწლო ილუმინაციები საქართველოში, ამავე ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი პრეტენდენტისგან, შპს "არტ ლაინ თრეველისგან" შეიძინა. სინამდვილეში, შპს "ჩიბიმ" საახალწლო ილუმინაციები "არტ ლაინ თრეველისგან" 1 126 500 ლარად იყიდა, მაგრამ თბილისის მერიას 1 241 100 ლარად მიაწოდა. აუდიტით დადგინდა, რომ "ჩიბის" მიერ, მერიისთვის მიწოდებული 385 700 ლარის ღირებულების, 9 დასახელების, სხვადასხვა საახალწლო კონსტრუქციები თბილისში, ადგილობრივმა კომპანიებმა - შპს "პროცესორმა", შპს "მერწყული 7"-მა და "3 MG"-იმ დაამზადეს. ამ კომპანიებს "ჩიბიმ" 105 700 ლარი გადაუხადა! ამ შესყიდვების შედეგად "ჩიბის" მოგების მარჟა 16.6% იყო.

2010 წლის შობა-ახალი წლისთვის, საახალწლო ილუმინაციების შესყიდვის მიზნით, 2009 წლის 28 იავლისს გამოცხადებულ ტენდერში, სატენდერო დოკუმენტაცია ორმა კომპანიამ - შპს "რედომ" და შპს "ნებიმ" წარადგინა, სატენდერო წინადადება კი შპს "კრედომ". 2009 წლის 19 აგვისტოს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, ტენდერში გამარჯვებულად შპს "კრედო" გამოვლინდა, რომელმაც სავარაუდო ფასთან შედარებით, 800 ლარით ნაკლები ღირებულება დააფიქსირა. ამ შესყიდვის შედეგად, შპს "კრედოს" მოგების მარჟა 26% იყო.

2011 წლის შობა-ახალი წლისთვის, საახალწლო ილუმინაციების შესყიდვის მიზნით, 2010 წლის 13 ივლისს გამოცხადებულ ტენდერში, სატენდერო დოკუმენტაცია წარადგინეს შპს "საქართველოს საფინანსო კომპანიამ", შპს "თ.ფ."-მ, შპს "ბასიანმა" და შპს "სითი ლაითმა". ამ კომპანიებიდან სატენდერო წინადადება შპს "სითი ლაითმა" წარადგინა, რომელიც 2010 წლის 10 აგვისტოს, ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადეს. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ შპს "სითი ლაითი" 2010 წლის 23 ივლისს, ანუ ტენდერის გამოცხადებიდან, 10 დღის შემდეგ დაფუძნდა, რაც ნიშნავს, რომ 13 ივლისს, სატენდერო წინადადება წარადგინა კომპანიამ, რომელიც ჯერ კიდევ დაფუძნებული არ ყოფილა! შესყიდვის შედეგად, შპს "სითი ლაითის" მოგების მარჟა 21.4% იყო.

მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?