პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბავშვო ბაღის გარეთ დარჩენილი ბავშვები და გამწარებული მშობლები - მოუგვარებელი პრობლემის მიზეზები და შედეგები
საბავშვო ბაღის გარეთ დარჩენილი ბავშვები და გამწარებული მშობლები - მოუგვარებელი პრობლემის მიზეზები და შედეგები

აღ­საზ­რდე­ლის სა­ბავ­შვო ბაღ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბა - პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ მოგ­ვარ­და. მშობ­ლე­ბი ამ დღის­თვის წი­ნას­წარ ემ­ზა­დე­ბი­ან, რად­გან კარ­გად იცი­ან, რომ სა­სურ­ველ ბაღ­ში მოხ­ვედ­რა დას­წრე­ბა­ზეა. თუმ­ცა რო­გორც წესი, ყვე­ლა­ზე ოპე­რა­ტი­უ­ლებ­საც კი არ უმარ­თლებთ, რად­გან სა­ი­ტი ითი­შე­ბა, სის­ტე­მა "ჭე­დავს" და "პრობ­ლე­მის აღ­მო­ფხვრის " შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ კონ­კრე­ტულ სა­ბავ­შვო ბაღ­ში ყვე­ლა თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლი უკვე შევ­სე­ბუ­ლია.

სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი­სა და უკვე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბის ბაღ­ში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ, სხვა ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი პა­ტა­რი­სათ­ვის ონ­ლა­ინ რე­გის­ტრა­ცია დი­ლის 9:00 სა­ათ­ზე იწყე­ბა. კონ­კუ­რენ­ცია ყვე­ლა მშო­ბელს ავალ­დე­ბუ­ლებს, რომ ამ დროს კომ­პი­უ­ტერ­თან და ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მა ჰქონ­დეს (გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, აქვს თუ არა კომ­პი­უ­ტე­რის ქო­ნის სურ­ვი­ლი ან შე­საძ­ლებ­ლო­ბა).

სკო­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ბავ­შვო ბა­ღის შერ­ჩე­ვი­სას მშობ­ლე­ბი პრეს­ტი­ჟუ­ლო­ბას ნაკ­ლებ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ და პრი­ო­რი­ტე­ტი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას - სახ­ლთან ან სამ­სა­ხურ­თან სი­ახ­ლო­ვეს ენი­ჭე­ბა, თუმ­ცა იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ გუ­ში­ნაც, 10 ივ­ლისს, ონ­ლა­ინ-რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის და­რაზ­მულ­მა მშობ­ლებ­მა წინ­და­ხე­დუ­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეს და 9:00 სა­ათს მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი, გა­მარ­თუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რით, ქსე­ლი­თა და სა­ჭი­რო სა­ან­კე­ტო მო­ნა­ცე­მე­ბით შეხ­ვდე­ნენ, აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­იტ­მა ჯერ "გა­ჭე­და", მა­ლე­ვე კი სა­ერ­თოდ გა­ი­თი­შა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მისი ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ მშობ­ლებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლე­ბი უკვე აღარ იყო. მათ გაკ­ვირ­ვე­ბას იწ­ვევს ის გა­რე­მო­ე­ბაც, თუ რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ად­გი­ლე­ბი შევ­სე­ბუ­ლი გა­თი­შუ­ლი სა­ი­ტის პი­რო­ბებ­ში. მშობ­ლე­ბის ნა­წი­ლი ეჭ­ვობს, რომ ბავ­შვე­ბი ნაც­ნო­ბო­ბი­თა და "ჩა­წყო­ბით" და­რე­გის­ტრირ­დნენ.

რას უკავ­შირ­დე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი პრობ­ლე­მა - გა­რეთ დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბი და უკ­მა­ყო­ფი­ლო, ხში­რად გამ­წა­რე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბი. პირ­ვე­ლი მი­ზე­ზი ალ­ბათ, ბა­ღე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბაა. გარ­და იმ სი­კე­თე­ე­ბი­სა, რო­მე­ლიც ბაღს მო­აქვს (ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, სწავ­ლე­ბა), არის კი­დევ ერთი გა­რე­მო­ე­ბა, რის გა­მოც მშობ­ლე­ბის­თვის შვი­ლის ბაღ­ში ტა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ხში­რად დედა და მამა მუ­შა­ობს, ბავ­შვის დამ­ტო­ვე­ბე­ლი არ ჰყავთ, სა­მუ­შაო სა­ა­თებ­ში კი პა­ტა­რას სა­აღ­მზრდე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­ტო­ვე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა.

ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის ბოლო წლებ­ში სა­ჯა­რო სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი ფა­სი­ა­ნი გახ­და, გა­და­სა­ხა­დი უბ­ნე­ბის მი­ხედ­ვით დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი იყო. გა­და­სა­ხა­დის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო, ბავ­შვი ბა­ზი­დან ავ­ტო­მა­ტუ­რად ვარ­დე­ბო­და, ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და, რის გა­მოც ბაღი კვლავ უფა­სო გახ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ მშობ­ლე­ბის კმა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. მათი ნა­წი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ გა­და­სა­ხა­დის გა­უქ­მე­ბას მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა არ გა­მო­უწ­ვე­ვია. თუმ­ცა კონ­ტი­გენტს ის პა­ტა­რე­ბიც მი­ე­მატ­ნენ, რო­მელ­თა მშობ­ლებ­საც შვი­ლის ბაღ­ში ტა­რე­ბის გარ­და­უ­ვა­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ აქვთ. ანუ თუკი აქამ­დე ვინ­მე გა­და­სა­ხა­დის არ­სე­ბო­ბის გამო შვი­ლის ბაღ­ში ტა­რე­ბის­გან თავს იკავ­დებ­და, ახლა ისი­ნი და­რე­გის­ტრი­რე­ბას არ იზა­რე­ბენ.

მოკ­ლედ, შე­დე­გი სა­ხე­ზეა, მო­თხოვ­ნა მო­წო­დე­ბას ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა. ახლა უკ­მა­ყო­ფი­ლო მშობ­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან, კერ­ძო ბა­ღებს მი­მარ­თონ. კერ­ძო ბა­ღებ­ში გა­და­სა­ხა­დი სა­შუ­ა­ლოდ თვე­ში 150-300 ლა­რია, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ზოგ­ჯერ ბაღ­ში ორი დედ­მა­მიშ­ვი­ლი და­დის, ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია სა­დამ­დე აღ­წევს კერ­ძო ბაღ­ში გა­სა­ღე­ბი ხარ­ჯე­ბი.

გუ­შინ­დე­ლი დღის შემ­დეგ, ამ ხარ­ჯე­ბის იძუ­ლე­ბით გა­ღე­ბა კი­დევ ბევრ იმედ­გაც­რუ­ე­ბულ მშო­ბელს მო­უ­წევს, რომ­ლებ­მაც კერ­ძო ბა­ღე­ბის ძი­ე­ბა გუ­შინ­ვე და­ი­წყეს.

ნა­ტა­ლია და­დი­ა­ნი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

საბავშვო ბაღის გარეთ დარჩენილი ბავშვები და გამწარებული მშობლები - მოუგვარებელი პრობლემის მიზეზები და შედეგები

საბავშვო ბაღის გარეთ დარჩენილი ბავშვები და გამწარებული მშობლები - მოუგვარებელი პრობლემის მიზეზები და შედეგები

აღსაზრდელის საბავშვო ბაღში დარეგისტრირება - პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში ვერ მოგვარდა. მშობლები ამ დღისთვის წინასწარ ემზადებიან, რადგან კარგად იციან, რომ სასურველ ბაღში მოხვედრა დასწრებაზეა. თუმცა როგორც წესი, ყველაზე ოპერატიულებსაც კი არ უმართლებთ, რადგან საიტი ითიშება, სისტემა "ჭედავს" და "პრობლემის აღმოფხვრის " შემდეგ აღმოჩნდება, რომ კონკრეტულ საბავშვო ბაღში ყველა თავისუფალი ადგილი უკვე შევსებულია.

სოციალურად დაუცველებისა და უკვე დარეგისტრირებული ბავშვების დედმამიშვილების ბაღში მოხვედრის შემდეგ, სხვა ყველა დანარჩენი პატარისათვის ონლაინ რეგისტრაცია დილის 9:00 საათზე იწყება. კონკურენცია ყველა მშობელს ავალდებულებს, რომ ამ დროს კომპიუტერთან და ინტერნეტთან წვდომა ჰქონდეს (განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა კომპიუტერის ქონის სურვილი ან შესაძლებლობა).

სკოლებისგან განსხვავებით, საბავშვო ბაღის შერჩევისას მშობლები პრესტიჟულობას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და პრიორიტეტი ადგილმდებარეობას - სახლთან ან სამსახურთან სიახლოვეს ენიჭება, თუმცა იმის მიუხედავად, რომ გუშინაც, 10 ივლისს, ონლაინ-რეგისტრაციისთვის დარაზმულმა მშობლებმა წინდახედულობა გამოიჩინეს და 9:00 საათს მომზადებულები, გამართული კომპიუტერით, ქსელითა და საჭირო საანკეტო მონაცემებით შეხვდენენ, აღმოჩნდა, რომ საიტმა ჯერ "გაჭედა", მალევე კი საერთოდ გაითიშა. მოგვიანებით, მისი ამოქმედების შემდეგ მშობლებმა აღმოაჩინეს, რომ თავისუფალი ადგილები უკვე აღარ იყო. მათ გაკვირვებას იწვევს ის გარემოებაც, თუ როგორ აღმოჩნდა ადგილები შევსებული გათიშული საიტის პირობებში. მშობლების ნაწილი ეჭვობს, რომ ბავშვები ნაცნობობითა და "ჩაწყობით" დარეგისტრირდნენ.

რას უკავშირდება წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა - გარეთ დარჩენილი ბავშვები და უკმაყოფილო, ხშირად გამწარებული მშობლები. პირველი მიზეზი ალბათ, ბაღების ნაკლებობაა. გარდა იმ სიკეთეებისა, რომელიც ბაღს მოაქვს (ბავშვის განვითარება, ურთიერთობები, სწავლება), არის კიდევ ერთი გარემოება, რის გამოც მშობლებისთვის შვილის ბაღში ტარება მნიშვნელოვანია. ხშირად დედა და მამა მუშაობს, ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავთ, სამუშაო საათებში კი პატარას სააღმზრდელო დაწესებულებაში დატოვება ესაჭიროება.

ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის ბოლო წლებში საჯარო საბავშვო ბაღები ფასიანი გახდა, გადასახადი უბნების მიხედვით დიფერენცირებული იყო. გადასახადის გადაუხდელობის გამო, ბავშვი ბაზიდან ავტომატურად ვარდებოდა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საკანონმდებლო ინიციატივები განხორციელდა, რის გამოც ბაღი კვლავ უფასო გახდა. ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებამ მშობლების კმაყოფილება გამოიწვია. მათი ნაწილი აღნიშნავს, რომ გადასახადის გაუქმებას მომსახურების გაუარესება არ გამოუწვევია. თუმცა კონტიგენტს ის პატარებიც მიემატნენ, რომელთა მშობლებსაც შვილის ბაღში ტარების გარდაუვალი აუცილებლობა არ აქვთ. ანუ თუკი აქამდე ვინმე გადასახადის არსებობის გამო შვილის ბაღში ტარებისგან თავს იკავდებდა, ახლა ისინი დარეგისტრირებას არ იზარებენ.

მოკლედ, შედეგი სახეზეა, მოთხოვნა მოწოდებას ბევრად აღემატება. ახლა უკმაყოფილო მშობლები იძულებულები არიან, კერძო ბაღებს მიმართონ. კერძო ბაღებში გადასახადი საშუალოდ თვეში 150-300 ლარია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგჯერ ბაღში ორი დედმამიშვილი დადის, ადვილი წარმოსადგენია სადამდე აღწევს კერძო ბაღში გასაღები ხარჯები.

გუშინდელი დღის შემდეგ, ამ ხარჯების იძულებით გაღება კიდევ ბევრ იმედგაცრუებულ მშობელს მოუწევს, რომლებმაც კერძო ბაღების ძიება გუშინვე დაიწყეს.

ნატალია დადიანი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია