პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამდიდრება მიცვალებულების ხარჯზე - ლისის ტბის მიმდებარედ მცხოვრებნი ირაკლი შიხიაშვილს კორუფციულ გარიგებაში ამხელენ
გამდიდრება მიცვალებულების ხარჯზე - ლისის ტბის მიმდებარედ მცხოვრებნი ირაკლი შიხიაშვილს კორუფციულ გარიგებაში ამხელენ

შე­საძ­ლოა, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე მალე სა­სა­მარ­თლო­ში და­ი­ბა­რონ. ლი­სის ტბის მიმ­დე­ბა­რედ მცხოვ­რებ­ნი ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვილს კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

ყვე­ლა­ფე­რი შარ­შან, 29 დე­კემ­ბერს, საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე და­ი­წყო. ში­ხი­აშ­ვილ­მა ხელი მო­ა­წე­რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც კომ­პა­ნია "გრინ დე­ვე­ლოპ­მენტს" უფ­ლე­ბა მი­ე­ცა, სო­ფელ თხინ­ვა­ლა­ში, და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი­დან რამ­დე­ნი­მე მეტ­რის მო­შო­რე­ბით, სა­საფ­ლაო გა­ა­კე­თოს (ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტის მი­ხედ­ვით, ახა­ლი სა­საფ­ლა­ო­ე­ბის მო­წყო­ბა დაშ­ვე­ბუ­ლია და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი­დან 300 მეტრ რა­დი­უს­ში. - ავტ.). იქა­უ­რე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რემ სხდო­მა­ზე სა­კი­თხი ისე­თი სა­თა­უ­რით წა­რად­გი­ნა, რომ საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ ისიც ვერ გა­ი­გო, რას და­უ­ჭი­რა მხა­რი.

თეა რო­გა­ვა, თხინ­ვა­ლის მკვიდ­რი:

- ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კომ­პა­ნია "გრინ დე­ვე­ლოპ­მენ­ტის" სა­კუთ­რე­ბა­ში 11 ჰექ­ტა­რი მი­წის ფარ­თო­ბია. თა­ვის დრო­ზე ზე­მოხ­სე­ნე­ბულ კომ­პა­ნი­ას აქ პა­ტა­რა კო­ტე­ჯე­ბი უნდა აე­შე­ნე­ბი­ნა. და­ი­წყეს კი­დეც მშე­ნებ­ლო­ბა, მაგ­რამ მა­ლე­ვე შე­წყვი­ტეს. რო­გორც გა­ვი­გეთ, მე­რი­ას შარ­შან მი­მარ­თეს ამ ტე­რი­ტო­რი­ის ფუნ­ქცი­უ­რი ზო­ნის შეც­ვლის თხოვ­ნით, მაგ­რამ ორ­ჯერ უარი მი­ი­ღეს. მე­სა­მედ შე­ტა­ნი­ლი გა­ნა­ცხა­დი, გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბით, თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სამ­სა­ხუ­რის გვერ­დის ავ­ლით, პირ­და­პირ საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე გა­ი­ტა­ნეს და ში­ხი­აშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით და­ამ­ტკი­ცეს კი­დეც. სა­საფ­ლა­ოს­თვის ნე­ბარ­თვა გა­ი­ცა მხო­ლოდ 4 ჰექ­ტარ­ზე, არა­და, რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, თა­ვი­დან მთელ ფარ­თობ­ზე - 11 ჰექ­ტარ­ზე სურ­დათ სა­საფ­ლა­ოს გა­კე­თე­ბა.

- ში­ხი­აშ­ვილ­ზე რა ეჭვი გაქვთ?

- ში­ხი­აშ­ვილ­ზე ეჭვი ნამ­დვი­ლად გვაქვს. რო­გორც უკვე მო­გახ­სე­ნეთ, ამ კომ­პა­ნი­ას ფუნ­ქცი­უ­რი ზო­ნის ცვლი­ლე­ბა­ზე მე­რი­ამ ორ­ჯერ და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი უარი უთხრა. მე­სა­მედ გა­ნა­ცხა­დი ურ­ბა­ნუ­ლი და­გეგ­მა­რე­ბის სამ­სა­ხურს აა­რი­დეს და პირ­და­პირ საკ­რე­ბუ­ლო­ში მოხ­ვდა გან­სა­ხილ­ვე­ლად. პირ­და­პი­რი გან­ხილ­ვის წე­სით საკ­რე­ბუ­ლომ ამ ტე­რი­ტო­რი­ას ფუნ­ქცი­უ­რი ზონა შე­უც­ვა­ლა. თუ ეს სა­კი­თხი საკ­რე­ბუ­ლო­ში სხდო­მა­ზე გან­სა­ხილ­ვე­ლად ში­ხი­აშ­ვილს შე­ა­პა­რეს და მან ხელი შემ­თხვე­ვით მო­ა­წე­რა, ესე იგი, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბა და არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა გა­მო­უ­ჩე­ნია, მაგ­რამ არის ეჭვი, რომ მას ინ­ტე­რე­სი აქვს ამ ყვე­ლაფ­რის მი­მართ. მან ხელი მო­ა­წე­რა დო­კუ­მენტს, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ქა­ლა­ქის რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნის შუ­ა­გულ­ში ოთხ ჰექ­ტარ­ზე სა­საფ­ლაო უნდა გა­კეთ­დეს. ახალ სა­საფ­ლა­ო­ზე ერთი საფ­ლა­ვი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ორი ათას ლა­რად უნდა გა­ყი­დონ. ეს თან­ხა ოთხ ჰექ­ტარ­ზე რომ გა­დავ­თვა­ლოთ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დენ მი­ლი­ონ ლარს მი­ვი­ღებთ. ასე­თი სა­კი­თხე­ბი საკ­რე­ბუ­ლო­ში ასე მარ­ტი­ვად არ წყდე­ბა. საკ­რე­ბუ­ლო­სა და მე­რი­ის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჩი­ვა­რი შე­ვი­ტა­ნეთ - გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­უქ­მე­ბას მო­ვი­თხოვთ. ვე­ლო­დე­ბით, რო­დის და­ი­ნიშ­ნე­ბა სა­სა­მარ­თლო. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უცხო­ე­ლებ­საც აქვთ სახ­ლე­ბი შე­ძე­ნი­ლი და ისი­ნი ცალ­კე აპი­რე­ბენ ამა­ვე მო­თხოვ­ნით სა­ჩივ­რის შე­ტა­ნას.

ამ ხალ­ხმა ვერ გა­ი­გო, რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­საფ­ლა­ოს გა­კე­თე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. ჯერ ერთი, დარ­ღვე­უ­ლია ნორ­მა­ტი­უ­ლი აქტი, რომ­ლის მი­ხედ­ვით ახა­ლი სა­საფ­ლა­ოს მო­წყო­ბა დაშ­ვე­ბუ­ლია და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი­დან 300 მეტრ რა­დი­უს­ში. ახა­ლი მთავ­რო­ბის ზო­გი­ერ­თმა წევ­რმა ჩვენ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, აქ ბევ­რი ჩი­ნოვ­ნი­კის ინ­ტე­რე­სი ჩან­სო. მა­თი­ვე თქმით, შე­საძ­ლოა, ზო­გი­ერ­თი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის საქ­მი­ა­ნო­ბით გა­მო­ძი­ე­ბაც და­ინ­ტე­რეს­დეს.

გუ­რამ ჩო­ხე­ლი, სო­ფელ თხინ­ვა­ლის მკვიდ­რი:

- ამ სო­ფელ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. ძვე­ლად ეს ად­გი­ლი სა­მე­ურ­ნეო მი­წის ნაკ­ვე­თი იყო და სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რა მოჰ­ყავ­დათ. შემ­დეგ გა­ყი­დეს და ახლა ძა­ლი­ან ბევ­რი კერ­ძო სახ­ლი შენ­დე­ბა. შვი­ლო, ამ ად­გილ­ზე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­საფ­ლა­ოს გა­კე­თე­ბა?! მო­სახ­ლე­ო­ბა არ მის­ცემს უფ­ლე­ბას! აქ თუ სა­საფ­ლაო გა­კეთ­დე­ბა, მა­შინ ჩვენ სა­ცხოვ­რებ­ლად სხვა­გან უნდა გა­და­ვი­დეთ. არ ვა­პი­რებთ ამ ად­გი­ლის სა­საფ­ლა­ოდ გა­დაქ­ცე­ვას."

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ ეს ად­გი­ლი რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნად ით­ვლე­ბა და სამი მხრი­დან და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი, ხოლო ერთი მხრი­დან სათ­ბუ­რე­ბი ესა­ზღვრე­ბა. ეს­თე­ტი­კურ მხა­რეს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ,

ბი­ო­ლო­გე­ბი ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­საფ­ლა­ოს გა­შე­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი არი­ან, რა­საც რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზით ხსნი­ან: სხე­უ­ლის გახ­რწნის პრო­ცე­სის დროს გა­მო­ყო­ფი­ლი ტოქ­სი­ნე­ბი მი­წა­ში იჟო­ნე­ბა და რამ­დე­ნი­მე მეტრზე ვრცელ­დე­ბა.

ამ ტე­რი­ტო­რი­ას ერთი მხრი­დან ნუ­ცუ­ბი­ძის პლა­ტო ესა­ზღვრე­ბა, სა­დაც თერ­მუ­ლი წყლე­ბის ჭე­ბია. სწო­რედ ამ წყლით მა­რაგ­დე­ბა თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე უბა­ნი და სა­საფ­ლა­ოს გა­კე­თე­ბის შემ­თხვე­ვა­ში წყლის და­ბინ­ძუ­რე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სათ­ბუ­რებ­ში მოყ­ვა­ნილ ბოსტნე­ულ­ზე, რომ­ლი­თაც ბევ­რი მარ­კე­ტი, რეს­ტო­რა­ნი თუ ბაზ­რო­ბა მა­რაგ­დე­ბა. ბო­ლოს და ბო­ლოს, აქ, ლი­სის ტბა­ზე, უამ­რა­ვი დამ­სვე­ნე­ბე­ლი ამო­დის ზა­ფხულ­ში და რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ სა­საფ­ლა­ო­ზე ტრუ­სის ამა­რა მორ­ბე­ნა­ლი და მო­სე­ირ­ნე ხალ­ხი?!

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

გამდიდრება მიცვალებულების ხარჯზე - ლისის ტბის მიმდებარედ მცხოვრებნი ირაკლი შიხიაშვილს კორუფციულ გარიგებაში ამხელენ

გამდიდრება მიცვალებულების ხარჯზე - ლისის ტბის მიმდებარედ მცხოვრებნი ირაკლი შიხიაშვილს კორუფციულ გარიგებაში ამხელენ

შესაძლოა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მალე სასამართლოში დაიბარონ. ლისის ტბის მიმდებარედ მცხოვრებნი ირაკლი შიხიაშვილს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ.

ყველაფერი შარშან, 29 დეკემბერს, საკრებულოს სხდომაზე დაიწყო. შიხიაშვილმა ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც კომპანია "გრინ დეველოპმენტს" უფლება მიეცა, სოფელ თხინვალაში, დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, სასაფლაო გააკეთოს (ნორმატიული აქტის მიხედვით, ახალი სასაფლაოების მოწყობა დაშვებულია დასახლებული პუნქტიდან 300 მეტრ რადიუსში. - ავტ.). იქაურები ფიქრობენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომაზე საკითხი ისეთი სათაურით წარადგინა, რომ საკრებულოს წევრების უმრავლესობამ ისიც ვერ გაიგო, რას დაუჭირა მხარი.

თეა როგავა, თხინვალის მკვიდრი:

- ამ ტერიტორიაზე კომპანია "გრინ დეველოპმენტის" საკუთრებაში 11 ჰექტარი მიწის ფართობია. თავის დროზე ზემოხსენებულ კომპანიას აქ პატარა კოტეჯები უნდა აეშენებინა. დაიწყეს კიდეც მშენებლობა, მაგრამ მალევე შეწყვიტეს. როგორც გავიგეთ, მერიას შარშან მიმართეს ამ ტერიტორიის ფუნქციური ზონის შეცვლის თხოვნით, მაგრამ ორჯერ უარი მიიღეს. მესამედ შეტანილი განაცხადი, გაურკვეველი მიზეზებით, თბილისის მთავრობის არქიტექტურული სამსახურის გვერდის ავლით, პირდაპირ საკრებულოს სხდომაზე გაიტანეს და შიხიაშვილის წყალობით დაამტკიცეს კიდეც. სასაფლაოსთვის ნებართვა გაიცა მხოლოდ 4 ჰექტარზე, არადა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თავიდან მთელ ფართობზე - 11 ჰექტარზე სურდათ სასაფლაოს გაკეთება.

- შიხიაშვილზე რა ეჭვი გაქვთ?

- შიხიაშვილზე ეჭვი ნამდვილად გვაქვს. როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ კომპანიას ფუნქციური ზონის ცვლილებაზე მერიამ ორჯერ დასაბუთებული უარი უთხრა. მესამედ განაცხადი ურბანული დაგეგმარების სამსახურს აარიდეს და პირდაპირ საკრებულოში მოხვდა განსახილველად. პირდაპირი განხილვის წესით საკრებულომ ამ ტერიტორიას ფუნქციური ზონა შეუცვალა. თუ ეს საკითხი საკრებულოში სხდომაზე განსახილველად შიხიაშვილს შეაპარეს და მან ხელი შემთხვევით მოაწერა, ესე იგი, სამსახურებრივი გულგრილობა და არაკომპეტენტურობა გამოუჩენია, მაგრამ არის ეჭვი, რომ მას ინტერესი აქვს ამ ყველაფრის მიმართ. მან ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც ქალაქის რეკრეაციული ზონის შუაგულში ოთხ ჰექტარზე სასაფლაო უნდა გაკეთდეს. ახალ სასაფლაოზე ერთი საფლავი, სავარაუდოდ, ორი ათას ლარად უნდა გაყიდონ. ეს თანხა ოთხ ჰექტარზე რომ გადავთვალოთ, წარმოიდგინეთ, რამდენ მილიონ ლარს მივიღებთ. ასეთი საკითხები საკრებულოში ასე მარტივად არ წყდება. საკრებულოსა და მერიის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ საჩივარი შევიტანეთ - გადაწყვეტილების გაუქმებას მოვითხოვთ. ველოდებით, როდის დაინიშნება სასამართლო. ამ ტერიტორიაზე უცხოელებსაც აქვთ სახლები შეძენილი და ისინი ცალკე აპირებენ ამავე მოთხოვნით საჩივრის შეტანას.

ამ ხალხმა ვერ გაიგო, რომ ამ ტერიტორიაზე სასაფლაოს გაკეთება დაუშვებელია. ჯერ ერთი, დარღვეულია ნორმატიული აქტი, რომლის მიხედვით ახალი სასაფლაოს მოწყობა დაშვებულია დასახლებული პუნქტიდან 300 მეტრ რადიუსში. ახალი მთავრობის ზოგიერთმა წევრმა ჩვენთან შეხვედრისას განაცხადა, აქ ბევრი ჩინოვნიკის ინტერესი ჩანსო. მათივე თქმით, შესაძლოა, ზოგიერთი მაღალჩინოსნის საქმიანობით გამოძიებაც დაინტერესდეს.

გურამ ჩოხელი, სოფელ თხინვალის მკვიდრი:

- ამ სოფელში დავიბადე და გავიზარდე. ძველად ეს ადგილი სამეურნეო მიწის ნაკვეთი იყო და სხვადასხვა კულტურა მოჰყავდათ. შემდეგ გაყიდეს და ახლა ძალიან ბევრი კერძო სახლი შენდება. შვილო, ამ ადგილზე როგორ შეიძლება სასაფლაოს გაკეთება?! მოსახლეობა არ მისცემს უფლებას! აქ თუ სასაფლაო გაკეთდება, მაშინ ჩვენ საცხოვრებლად სხვაგან უნდა გადავიდეთ. არ ვაპირებთ ამ ადგილის სასაფლაოდ გადაქცევას."

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ადგილი რეკრეაციულ ზონად ითვლება და სამი მხრიდან დასახლებული პუნქტი, ხოლო ერთი მხრიდან სათბურები ესაზღვრება. ესთეტიკურ მხარეს რომ თავი დავანებოთ,

ბიოლოგები ამ ტერიტორიაზე სასაფლაოს გაშენების წინააღმდეგი არიან, რასაც რამდენიმე მიზეზით ხსნიან: სხეულის გახრწნის პროცესის დროს გამოყოფილი ტოქსინები მიწაში იჟონება და რამდენიმე მეტრზე ვრცელდება.

ამ ტერიტორიას ერთი მხრიდან ნუცუბიძის პლატო ესაზღვრება, სადაც თერმული წყლების ჭებია. სწორედ ამ წყლით მარაგდება თბილისის რამდენიმე უბანი და სასაფლაოს გაკეთების შემთხვევაში წყლის დაბინძურება გარდაუვალია, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ ტერიტორიაზე სათბურებში მოყვანილ ბოსტნეულზე, რომლითაც ბევრი მარკეტი, რესტორანი თუ ბაზრობა მარაგდება. ბოლოს და ბოლოს, აქ, ლისის ტბაზე, უამრავი დამსვენებელი ამოდის ზაფხულში და როგორ წარმოგიდგენიათ სასაფლაოზე ტრუსის ამარა მორბენალი და მოსეირნე ხალხი?!

იხილეთ სტატია სრულად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ