სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით დარახველიძე - სოხუმის დიდების პარკიდან ამოღებული ნეშტები ოჯახებს გადაეცემა
დავით დარახველიძე - სოხუმის დიდების პარკიდან ამოღებული ნეშტები ოჯახებს გადაეცემა

სო­ხუმ­ში დი­დე­ბის პარ­კის სა­მარ­ხი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ნეშ­ტე­ბის ანა­ლი­ზის ნი­მუ­შე­ბის შე­და­რე­ბა მოხ­დე­ბა ქარ­თუ­ლი მხა­რის დე-ენ-ემის მო­ნა­ცე­მებ­თან, რის სა­ფუძ­ველ­ზეც მოხ­დე­ბა პი­როვ­ნე­ბე­ბის ამოც­ნო­ბა და ნეშ­ტე­ბი ოჯა­ხებს გა­და­ე­ცე­მა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა, გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა მი­ნის­ტრმა და­ვით და­რახვე­ლი­ძემ ბა­თუმ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მი­ნის­ტრმა გან­მარ­ტა, ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­ბა­რია 25 ნეშტზე. გარ­და ამი­სა, კო­დო­რის ხე­ო­ბა­სა და ვა­ზი­ან­ში და­გეგ­მი­ლია სა­მარ­ხე­ბის გახ­სნა.

"მე­ხუ­თე ქარ­თულ-აფხა­ზურ შეხ­ვედ­რას ორ­გა­ნი­ზე­ბას უკე­თებ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო წი­თე­ლი ჯვა­რი, სა­დაც გა­ნი­ხი­ლე­ბო­და სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს და­ღუ­პულ­თა და უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ­თა მო­ძი­ე­ბის სა­კი­თხე­ბი. ამ შეხ­ვედ­რა­ზე აფხა­ზურ მხა­რეს ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ჰყავ­და. ეს არის ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა მი­ნის­ტრი ზუ­რაბ მარ­შა­ნი. გა­და­წყდა, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­იხ­სნე­ბა ე. წ. ტა­ი­პის ჯგუ­ფის სა­მარ­ხი სო­ხუმ­ში, ასე­ვე კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში და თბი­ლის­თან ახ­ლოს ვა­ზი­ა­ნის სა­მარ­ხე­ბი, სა­ი­და­ნაც მოხ­დე­ბა ნეშ­ტე­ბის ამო­ღე­ბა, ანა­ლი­ზი და ამოც­ნო­ბა. მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ შემ­დე­გი პრი­ო­რი­ტე­ტი იქ­ნე­ბა აჩა­და­რის სა­მარ­ხის გახ­სნა, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ 44 ქარ­თვე­ლი მე­ომ­რის ნეშ­ტია გან­სვე­ნე­ბუ­ლი. ეს მე­ომ­რე­ბი 1993 წლის 27 სექ­ტემ­ბერს ბო­ლომ­დე იცავ­დნენ სო­ხუმ­ში მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს შე­ნო­ბას", - აღ­ნიშ­ნა და­ვით და­რახვე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მო­მა­ვა­ლი შეხ­ვედ­რა აფხა­ზურ მხა­რეს­თან ექ­სპერ­ტე­ბის დო­ნე­ზე სექ­ტემ­ბერ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დავით დარახველიძე - სოხუმის დიდების პარკიდან ამოღებული ნეშტები ოჯახებს გადაეცემა

დავით დარახველიძე - სოხუმის დიდების პარკიდან ამოღებული ნეშტები ოჯახებს გადაეცემა

სოხუმში დიდების პარკის სამარხიდან ამოღებული ნეშტების ანალიზის ნიმუშების შედარება მოხდება ქართული მხარის დე-ენ-ემის მონაცემებთან, რის საფუძველზეც მოხდება პიროვნებების ამოცნობა და ნეშტები ოჯახებს გადაეცემა, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, ამ შემთხვევაში საუბარია 25 ნეშტზე. გარდა ამისა, კოდორის ხეობასა და ვაზიანში დაგეგმილია სამარხების გახსნა.

"მეხუთე ქართულ-აფხაზურ შეხვედრას ორგანიზებას უკეთებდა საერთაშორისო წითელი ჯვარი, სადაც განიხილებოდა საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხები. ამ შეხვედრაზე აფხაზურ მხარეს ახალი ხელმძღვანელი ჰყავდა. ეს არის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი ზურაბ მარშანი. გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნება ე. წ. ტაიპის ჯგუფის სამარხი სოხუმში, ასევე კოდორის ხეობაში და თბილისთან ახლოს ვაზიანის სამარხები, საიდანაც მოხდება ნეშტების ამოღება, ანალიზი და ამოცნობა. მიღებულია გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ შემდეგი პრიორიტეტი იქნება აჩადარის სამარხის გახსნა, სადაც სავარაუდოდ 44 ქართველი მეომრის ნეშტია განსვენებული. ეს მეომრები 1993 წლის 27 სექტემბერს ბოლომდე იცავდნენ სოხუმში მინისტრთა საბჭოს შენობას", - აღნიშნა დავით დარახველიძემ.

მისივე თქმით, მომავალი შეხვედრა აფხაზურ მხარესთან ექსპერტების დონეზე სექტემბერში გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"