მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
14 წლის გოგონას პირადი ტრაგედია: "ვიცოდი, მაინც არ მაცოცხლებდით"...
14 წლის გოგონას პირადი ტრაგედია: "ვიცოდი, მაინც არ მაცოცხლებდით"...

ეს ამ­ბა­ვი ჩემს სა­ახ­ლობ­ლო­ში რომ არ მომ­ხდა­რი­ყო, ვერც გა­ვი­გებ­დი ერთი პა­ტა­რა, თო­თხმე­ტი წლის გო­გო­ნას ამ­ბავს, რო­მელ­მაც სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა და გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და­ტო­ვა ყვე­ლა, ვინც კი მას იც­ნობ­და: პა­ტა­რას, არაფ­რით გა­მორ­ჩე­ულს... სწავ­ლი­თაც კი ვერ სწავ­ლობ­და კარ­გად და გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და, ცხრა კლასს და­ას­რუ­ლებ­და თუ არა, პრო­ფე­სი­ულ კო­ლე­ჯში რა­ი­მე ხე­ლო­ბას და­უფ­ლე­ბო­და...

...წნე­ვის დამ­წე­ვი პრე­პა­რა­ტე­ბის დიდი დოზა მი­ი­ღო და დი­ლით, როცა სა­წოლ­ში იპო­ვეს, უკვე გვი­ა­ნი იყო...

სი­მარ­თლე ჩე­მამ­დე ვერც მო­აღ­წევ­და, რომ არა გო­გო­ნას მა­მი­და, რო­მელ­მაც ძმის­შვი­ლის მიერ და­ტო­ვე­ბუ­ლი წე­რი­ლის ასლი მიჩ­ვე­ნა, სა­დაც ის მშობ­ლებს პა­ტი­ე­ბას კი არ სთხოვ­და, მო­მეჩ­ვე­ნა, რომ საყ­ვე­დუ­რობ­და: "ვი­ცო­დი, მა­ინც არ მა­ცო­ცხლებ­დით და ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე სი­ცო­ცხლეს­თან სა­კუ­თა­რი ნე­ბით გა­მო­თხო­ვე­ბა. თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რის იმე­დი რომ მქო­ნო­და, სხვაგ­ვა­რად მო­ვიქ­ცე­ო­დი და ამ ბავ­შვსაც გა­ვა­ჩენ­დი, რო­მე­ლიც ჩემ­თან ერ­თად მოკ­ვდე­ბა და რომ­ლის მა­მაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­ე­შინ­და და უარი თქვა ჩვენს დაც­ვა­ზე"...

არ გა­უმ­ხე­ლია, ვინ იყო მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ფაქ­ტი ერ­თია, სი­მარ­თლის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბით შე­ში­ნე­ბუ­ლი გო­გო­ნა აჩ­ქარ­და: სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზამ და­ას­კვნა, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში, ის ფეხ­მძი­მედ არც ყო­ფი­ლა...

სწო­რედ ესაა ალ­ბათ ქარ­თუ­ლი ტრა­გე­დია, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სიღ­რმი­დან იღებს სა­თა­ვეს და ისე­ვე, რო­გორც ჩვენს ბე­ბი­ებს აში­ნებ­დნენ, - ბი­ჭის­თვის კოც­ნის უფ­ლე­ბაც რომ მი­ე­ცათ, ამ შემ­თხვე­ვა­შიც კი გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და და­ორ­სუ­ლე­ბა, ასე­ვე ჰგო­ნი­ათ XXI სა­უ­კუ­ნის მო­ზარ­დებს მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ არა­ვინ ზრუ­ნავს მათ სექ­სუ­ა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე და არა­ვინ აღ­მოჩ­ნდა ამ გო­გო­ნას გვერ­დით ისე­თი, ვინც მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვებ­ზე გას­ცემ­და პა­სუხს და სა­ვა­რა­უ­დოდ, სიკ­ვდი­ლის­გან იხ­სნი­და...

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად იცის, რით დას­რულ­და სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სას­წავ­ლო საგ­ნად შე­ტა­ნის რამ­დე­ნი­მე მცდე­ლო­ბა; ამი­ტომ ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კით თავს არ შე­გა­წყენთ და არც რა­ი­მეს მტკი­ცე­ბას მოვ­ყვე­ბი. უბ­რა­ლოდ, დავ­სვამ შე­კი­თხვას: თუ არა სკო­ლა­ში და ოჯახ­ში, სად უნდა მი­ი­ღოს მო­ზარ­დმა პა­სუ­ხი იმ კი­თხვებ­ზე, რომ­ლის ცოდ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, არც შემ­თხვე­ვი­თი და­ორ­სუ­ლე­ბა და­ე­მუქ­რე­ბა და არც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მივა შე­ში­ნე­ბუ­ლი, - რად­გან "შევ­ცდი" და ორ­სუ­ლად ვარ, მშობ­ლე­ბი მომ­კლა­ვე­ნო...

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას მა­მი­და:

- გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ ძმა­სა და რძალ­ზე. იმის ში­შით, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მათ ოჯახ­ზე არ ეჭო­რა­ვა და სი­მარ­თლეს არ გა­ე­ჟო­ნა, არც პო­ლი­ცი­ას უთხრეს სი­მარ­თლე და არც თა­ვად ცდი­ლო­ბენ რა­ი­მეს გარ­კვე­ვას. სამ­ძი­მარ­ზე მი­სულ ხალ­ხს იმას უმ­ტკი­ცებ­დნენ და უყ­ვე­ბოდ­ნენ, თუ რო­გორ მოს­ჭრა მათ თავი შვილ­მა, რო­მელ­საც არა­ფერს აკ­ლებ­დნენ და არც თვით­მკვლე­ლო­ბის სა­ბა­ბი ჰქონ­და ყვე­ლაფ­რით უზ­რუნ­ველ­ყო­ფილს. ტი­რი­ლი­თაც კი ვერ იტი­რეს შვი­ლი იმა­ზე ფიქ­რით და­ტან­ჯუ­ლებ­მა, რომ სი­მარ­თლე არა­ვის არ უნდა გა­ე­გო. ბავ­შვის და­ტო­ვე­ბუ­ლი წე­რი­ლიც შემ­თხვე­ვით ვნა­ხე, თო­რემ არც მე მიჩ­ვე­ნებ­დნენ და ვე­რა­სო­დეს გა­ვი­გებ­დი, რომ მა­მის შიშ­მა ათ­ქმე­ვი­ნა სი­ცო­ცხლე­ზე უარი საბ­რა­ლოს. ჩემი ძმაა, მაგ­რამ სი­მარ­თლე ერ­თია, - უბ­რა­ლოდ მკაც­რი კი არა, ნამ­დვი­ლი დეს­პო­ტია და მარ­თლა ორ­სუ­ლად რომ ყო­ფი­ლი­ყო მისი თო­თხმე­ტი წლის შვი­ლი, მეც ვფიქ­რობ, რომ მოკ­ლავ­და და არ მის­ცემ­და იმ ბავ­შვის გა­ჩე­ნის უფ­ლე­ბას. მე თექ­ვსმე­ტი წლის გავ­თხოვ­დი; უსიყ­ვა­რუ­ლოდ გავ­ყე­ვი კაცს მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ სას­ტი­კი ძმის­გან და­მეღ­წია თავი. ორი წლი­თაა ჩემ­ზე უფ­რო­სი და ცე­მა­საც კი არ ერი­დე­ბო­და, თუ მო­ეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ "წე­სი­ე­რად" არ ვიქ­ცე­ო­დი... ვიცი, შვი­ლებ­საც სცემ­და. კი­დევ ორი გო­გო­ნა რომ ეზ­რდე­ბა, იმა­თაც გა­უმ­წა­რებს სი­ცო­ცხლეს, მით უმე­ტეს, რომ ქე­თის თვით­მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი შე­ი­ტყო...

- რა­საც თქვე­ნი ძმა აკე­თებს, ამას ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბა ჰქვია და ბავ­შვის და­ღუპ­ვის შემ­დე­გაც არ გინ­დათ, რომ პო­ლი­ცი­ა­ში გა­ნა­ცხა­დოთ მისი დეს­პო­ტიზ­მის შე­სა­ხებ?

- ამას ვერ გა­ვა­კე­თებ ბევ­რი მი­ზე­ზის გამო და ვიცი, დამ­ნა­შა­ვის ხე­ლის შემ­წყო­ბი რომ ვარ ჩემი უმოქ­მე­დო­ბით, მაგ­რამ მე ახლა სხვა რა­მის გამო მო­ვინ­დო­მე შენ­თვის სი­მარ­თლის გამ­ხე­ლა. მარ­თა­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ნა­წი­ლი სას­ტი­კი წი­ნა­აღ­მდე­გია სკო­ლებ­ში ისე­თი საგ­ნის შე­ტა­ნის, რო­მე­ლიც მო­ზარ­დებს ბევრ რა­მეს ას­წავ­ლი­და და ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, უბე­დუ­რე­ბა­საც აა­ცი­ლებ­და ჩემს ოჯახს, მაგ­რამ მე­ო­რე ნა­წი­ლიც ხომ არის, ვინც მი­იჩ­ნევს, რომ მო­ზარ­დის მიერ დას­მულ შე­კი­თხვებს პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს? ჰოდა, ისე­თი სა­ლექ­ციო კურ­სე­ბი მა­ინც შე­მო­ი­ღონ, რო­მელ­ზე დას­წრე­ბაც თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა და ვი­საც უნდა, ის ისა­უბ­რებს ფსი­ქო­ლოგ­თა­ნაც, ექიმ­თა­ნაც და თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თა­ნაც... ექთა­ნი ვარ და გი­ნე­კო­ლო­გის დამ­ხმა­რედ ვმუ­შა­ობ ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში. ვერც წარ­მო­იდ­გენთ, ისე ხში­რია არას­რულ­წლო­ვან­თა ფეხ­მძი­მო­ბის შემ­თხვე­ვა, რაც თა­ვის­თა­ვად, აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, მაგ­რამ უფრო დიდ ტრა­გე­დი­ად ის მი­მაჩ­ნია, რომ მშობ­ლე­ბი მათ­ზე ძა­ლა­დო­ბენ და აბორ­ტის გა­სა­კე­თებ­ლად მოჰ­ყავთ იმის ში­შით, რომ მათ ოჯახ­ზე აუგი არა­ვინ თქვას... ხში­რად დე­დებს ისე მოჰ­ყავთ გო­გო­ნე­ბი, მა­მებს და ძმებს არც კი აგე­ბი­ნე­ბენ ამ სა­მარ­ცხვი­ნო ამ­ბავს, რად­გან ფიქ­რო­ბენ, რომ სი­მარ­თლის გამ­ჟღავ­ნე­ბის შემ­დეგ მხო­ლოდ "დამ­ნა­შა­ვე" მო­ზარ­დი კი არა, თვი­თო­ნაც და­ის­ჯე­ბი­ან, ვი­თომ მხო­ლოდ დე­დის მო­ვა­ლე­ო­ბა იყოს შვი­ლე­ბის აღ­ზრდა და შეც­დო­მე­ბის­გან მათი დაც­ვა. ვინ­მემ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ილა­პა­რა­კოს ამა­ზე! სხვა მო­ზარ­დე­ბი მა­ინც ვიხ­სნათ სა­სო­წარ­კვე­თი­სა და მით უმე­ტეს, თვით­მკვლე­ლო­ბის­გან...

ვიდ­რე ამ ამ­ბავს დავ­წერ­დი, პა­ტა­რა ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ვა­ტა­რე და ჩემს მე­გო­ბარს, რო­მე­ლიც სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გია და მე­ა­თეკ­ლა­სე­ლე­ბის დამ­რი­გე­ბე­ლი გახ­ლავთ, ვთხო­ვე, ბავ­შვე­ბის­თვის ეთ­ქვა, რომ მათ­თან ფსი­ქო­ლო­გი მი­ვი­დო­და, რო­მე­ლიც მათ ნე­ბის­მი­ერ შე­კი­თხვას შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად უპა­სუ­ხებ­და. ისიც ვათ­ქმე­ვი­ნე, რომ დას­წრე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ იყო.

გა­ინ­ტე­რე­სებთ ალ­ბათ, რა მოხ­და?

ამ შეხ­ვედ­რა­ზე კი­დევ ერთ მე­გო­ბარ­თან, პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლოგ ეკა ქარ­და­ვას­თან ერ­თად მი­სულს მხო­ლოდ მე­ა­თე კლა­სის კი არა, სხვა კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბიც დაგ­ვხვდნენ და სამი სა­ა­თი აღარ გა­მოგ­ვიშ­ვეს; ამის შემ­დეგ კი ბევ­რმა მო­ზარ­დმა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­სა­უბ­რე­ბის სურ­ვი­ლიც გა­მოთ­ქვა...

ეკა ქარ­და­ვა, ფსი­ქო­ლო­გი:

- ახა­ლი არა­ფე­რი აღ­მო­მი­ჩე­ნია ამ ბავ­შვებ­თან შეხ­ვედ­რით, რომ­ლებ­საც დი­დე­ბის ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ელე­მენ­ტა­რუ­ლი ცოდ­ნაც არ გა­აჩ­ნი­ათ და აქვთ უამ­რა­ვი შე­კი­თხვა, რომ­ლებ­ზეც პა­სუხს ვე­რა­ვის­გან იღე­ბენ. ისი­ნი მშობ­ლებს არ ენ­დო­ბი­ან და მას­წავ­ლებ­ლებ­საც არ "სცა­ლი­ათ" მათ­თვის. რომც ეცა­ლოთ, სა­თა­ნა­დო კომ­პე­ტენ­ცი­აც არ გა­აჩ­ნი­ათ ალ­ბათ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, - "პური მე­პუ­რემ უნდა გა­მო­ა­ცხოს" და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­მო­ი­ღოს სას­წავ­ლო საგ­ნად ფსი­ქო­ლო­გია. არ მინ­და, ვინ­მე შე­ვა­ში­ნო, მაგ­რამ მო­ზარ­დე­ბის პრობ­ლე­მე­ბი ბევ­რად უფრო მას­შტა­ბუ­რია, ვიდ­რე წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია. მთელ მსოფ­ლი­ო­ში გახ­ში­რე­ბუ­ლია მო­ზარ­დთა თვით­მკვლე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა და ამ მხრივ არც სა­ქარ­თვე­ლოა გა­მო­ნაკ­ლი­სი, სამ­წუ­ხა­როდ...

...და­სას­რულ, ერთ რა­მეს თუ და­ვა­მა­ტებ ზე­მოთ თქმულს: სირ­ცხვი­ლი არაა ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი. შეც­დო­მა და ტრა­გე­დია უფ­რო­სე­ბის მიერ გა­მო­ჩე­ნი­ლი გულ­გრი­ლო­ბა და არას­წო­რი მიდ­გო­მაა პა­ტა­რე­ბის­თვის მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი­სად­მი და რაც უფრო მალე გა­ვი­თა­ვი­სებთ ამას, უფრო მეტ უბე­დუ­რე­ბას ავი­ცი­ლებთ თა­ვი­დან.

ინგა ჯა­ყე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

14 წლის გოგონას პირადი ტრაგედია: "ვიცოდი, მაინც არ მაცოცხლებდით"...

14 წლის გოგონას პირადი ტრაგედია: "ვიცოდი, მაინც არ მაცოცხლებდით"...

ეს ამბავი ჩემს საახლობლოში რომ არ მომხდარიყო, ვერც გავიგებდი ერთი პატარა, თოთხმეტი წლის გოგონას ამბავს, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და გაოგნებული დატოვა ყველა, ვინც კი მას იცნობდა: პატარას, არაფრით გამორჩეულს... სწავლითაც კი ვერ სწავლობდა კარგად და გადაწყვეტილი ჰქონდა, ცხრა კლასს დაასრულებდა თუ არა, პროფესიულ კოლეჯში რაიმე ხელობას დაუფლებოდა...

...წნევის დამწევი პრეპარატების დიდი დოზა მიიღო და დილით, როცა საწოლში იპოვეს, უკვე გვიანი იყო...

სიმართლე ჩემამდე ვერც მოაღწევდა, რომ არა გოგონას მამიდა, რომელმაც ძმისშვილის მიერ დატოვებული წერილის ასლი მიჩვენა, სადაც ის მშობლებს პატიებას კი არ სთხოვდა, მომეჩვენა, რომ საყვედურობდა: "ვიცოდი, მაინც არ მაცოცხლებდით და ამიტომ გადავწყვიტე სიცოცხლესთან საკუთარი ნებით გამოთხოვება. თქვენი მხარდაჭერის იმედი რომ მქონოდა, სხვაგვარად მოვიქცეოდი და ამ ბავშვსაც გავაჩენდი, რომელიც ჩემთან ერთად მოკვდება და რომლის მამაც ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ შეეშინდა და უარი თქვა ჩვენს დაცვაზე"...

არ გაუმხელია, ვინ იყო მისი შეყვარებული. ფაქტი ერთია, სიმართლის გამოაშკარავებით შეშინებული გოგონა აჩქარდა: სამედიცინო ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ სინამდვილეში, ის ფეხმძიმედ არც ყოფილა...

სწორედ ესაა ალბათ ქართული ტრაგედია, რომელიც საუკუნეების სიღრმიდან იღებს სათავეს და ისევე, როგორც ჩვენს ბებიებს აშინებდნენ, - ბიჭისთვის კოცნის უფლებაც რომ მიეცათ, ამ შემთხვევაშიც კი გარდაუვალი იქნებოდა დაორსულება, ასევე ჰგონიათ XXI საუკუნის მოზარდებს მხო­ლოდ იმიტომ, რომ არავინ ზრუნავს მათ სექსუალურ განათლებაზე და არავინ აღმოჩნდა ამ გოგონას გვერდით ისეთი, ვინც მისთვის საინტერესო კითხვებზე გასცემდა პასუხს და სავარაუდოდ, სიკვდილისგან იხსნიდა...

საზოგადოებამ კარგად იცის, რით დასრულდა საჯარო სკოლებში ოჯახური ცხოვრებისა და ურთიერთობების სასწავლო საგნად შეტანის რამდენიმე მცდელობა; ამიტომ ამ თემაზე ლაპარაკით თავს არ შეგაწყენთ და არც რაიმეს მტკიცებას მოვყვები. უბრალოდ, დავსვამ შეკითხვას: თუ არა სკოლაში და ოჯახში, სად უნდა მიიღოს მოზარდმა პასუხი იმ კითხვებზე, რომლის ცოდნის შემთხვევაში, არც შემთხვევითი დაორსულება დაემუქრება და არც თვითმკვლელობამდე მივა შეშინებული, - რადგან "შევცდი" და ორსულად ვარ, მშობლები მომკლავენო...

გარდაცვლილი გოგონას მამიდა:

- გაბრაზებული ვარ ძმასა და რძალზე. იმის შიშით, რომ საზოგადოებას მათ ოჯახზე არ ეჭორავა და სიმართლეს არ გაეჟონა, არც პოლიციას უთხრეს სიმართლე და არც თავად ცდილობენ რაიმეს გარკვევას. სამძიმარზე მისულ ხალხს იმას უმტკიცებდნენ და უყვებოდნენ, თუ როგორ მოსჭრა მათ თავი შვილმა, რომელსაც არაფერს აკლებდნენ და არც თვითმკვლელობის საბაბი ჰქონდა ყველაფრით უზრუნველყოფილს. ტირილითაც კი ვერ იტირეს შვილი იმაზე ფიქრით დატანჯულებმა, რომ სიმართლე არავის არ უნდა გაეგო. ბავშვის დატოვებული წერილიც შემთხვევით ვნახე, თორემ არც მე მიჩვენებდნენ და ვერასოდეს გავიგებდი, რომ მამის შიშმა ათქმევინა სიცოცხლეზე უარი საბრალოს. ჩემი ძმაა, მაგრამ სიმართლე ერთია, - უბრალოდ მკაცრი კი არა, ნამდვილი დესპოტია და მართლა ორსულად რომ ყოფილიყო მისი თოთხმეტი წლის შვილი, მეც ვფიქრობ, რომ მოკლავდა და არ მისცემდა იმ ბავშვის გაჩენის უფლებას. მე თექვსმეტი წლის გავთხოვდი; უსიყვარულოდ გავყევი კაცს მხოლოდ იმიტომ, რომ სასტიკი ძმისგან დამეღწია თავი. ორი წლითაა ჩემზე უფროსი და ცემასაც კი არ ერიდებოდა, თუ მოეჩვენებოდა, რომ "წესიერად" არ ვიქცეოდი... ვიცი, შვილებსაც სცემდა. კიდევ ორი გოგონა რომ ეზრდება, იმათაც გაუმწარებს სიცოცხლეს, მით უმეტეს, რომ ქეთის თვითმკვლელობის მიზეზი შეიტყო...

- რასაც თქვენი ძმა აკეთებს, ამას ოჯახური ძალადობა ჰქვია და ბავშვის დაღუპვის შემდეგაც არ გინდათ, რომ პოლიციაში განაცხადოთ მისი დესპოტიზმის შესახებ?

- ამას ვერ გავაკეთებ ბევრი მიზეზის გამო და ვიცი, დამნაშავის ხელის შემწყობი რომ ვარ ჩემი უმოქმედობით, მაგრამ მე ახლა სხვა რამის გამო მოვინდომე შენთვის სიმართლის გამხელა. მართალია, საზოგადოების ერთი ნაწილი სასტიკი წინააღმდეგია სკოლებში ისეთი საგნის შეტანის, რომელიც მოზარდებს ბევრ რამეს ასწავლიდა და ეჭვიც არ მეპარება, უბედურებასაც ააცილებდა ჩემს ოჯახს, მაგრამ მეორე ნაწილიც ხომ არის, ვინც მიიჩნევს, რომ მოზარდის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხი უნდა გაეცეს? ჰოდა, ისეთი სალექციო კურსები მაინც შემოიღონ, რომელზე დასწრებაც თავისუფალი იქნება და ვისაც უნდა, ის ისაუბრებს ფსიქოლოგთანაც, ექიმთანაც და თუ საჭირო გახდება, სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებთანაც... ექთანი ვარ და გინეკოლოგის დამხმარედ ვმუშაობ ერთ-ერთ კლინიკაში. ვერც წარმოიდგენთ, ისე ხშირია არასრულწლოვანთა ფეხმძიმობის შემთხვევა, რაც თავისთავად, აღმაშფოთებელია, მაგრამ უფრო დიდ ტრაგედიად ის მიმაჩნია, რომ მშობლები მათზე ძალადობენ და აბორტის გასაკეთებლად მოჰყავთ იმის შიშით, რომ მათ ოჯახზე აუგი არავინ თქვას... ხშირად დედებს ისე მოჰყავთ გოგონები, მამებს და ძმებს არც კი აგებინებენ ამ სამარცხვინო ამბავს, რადგან ფიქრობენ, რომ სიმართლის გამჟღავნების შემდეგ მხოლოდ "დამნაშავე" მოზარდი კი არა, თვითონაც დაისჯებიან, ვითომ მხოლოდ დედის მოვალეობა იყოს შვილების აღზრდა და შეცდომებისგან მათი დაცვა. ვინმემ აუცილებლად უნდა ილაპარაკოს ამაზე! სხვა მოზარდები მაინც ვიხსნათ სასოწარკვეთისა და მით უმეტეს, თვითმკვლელობისგან...

ვიდრე ამ ამბავს დავწერდი, პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე და ჩემს მეგობარს, რომელიც საჯარო სკოლის პედაგოგია და მეათეკლასელების დამრიგებელი გახლავთ, ვთხოვე, ბავშვებისთვის ეთქვა, რომ მათთან ფსიქოლოგი მივიდოდა, რომელიც მათ ნებისმიერ შეკითხვას შეძლებისდაგვარად უპასუხებდა. ისიც ვათქმევინე, რომ დასწრება სავალდებულო არ იყო.

გაინტერესებთ ალბათ, რა მოხდა?

ამ შეხვედრაზე კიდევ ერთ მეგობართან, პროფესიით ფსიქოლოგ ეკა ქარდავასთან ერთად მისულს მხოლოდ მეათე კლასის კი არა, სხვა კლასების მოსწავლეებიც დაგვხვდნენ და სამი საათი აღარ გამოგვიშვეს; ამის შემდეგ კი ბევრმა მოზარდმა ინდივიდუალური გასაუბრების სურვილიც გამოთქვა...

ეკა ქარდავა, ფსიქოლოგი:

- ახალი არაფერი აღმომიჩენია ამ ბავშვებთან შეხვედრით, რომლებსაც დიდების ცხოვრებასთან დაკავშირებული ელემენტარული ცოდნაც არ გააჩნიათ და აქვთ უამრავი შეკითხვა, რომლებზეც პასუხს ვერავისგან იღებენ. ისინი მშობლებს არ ენდობიან და მასწავლებლებსაც არ "სცალიათ" მათთვის. რომც ეცალოთ, სათანადო კომპეტენციაც არ გააჩნიათ ალბათ. როგორც ამბობენ, - "პური მეპურემ უნდა გამოაცხოს" და განათლების სამინისტრომ აუცილებლად უნდა შემოიღოს სასწავლო საგნად ფსიქოლოგია. არ მინდა, ვინმე შევაშინო, მაგრამ მოზარდების პრობლემები ბევრად უფრო მასშტაბურია, ვიდრე წარმოგვიდგენია. მთელ მსოფლიოში გახშირებულია მოზარდთა თვითმკვლელობის შემთხვევა და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი, სამწუხაროდ...

...დასასრულ, ერთ რამეს თუ დავამატებ ზემოთ თქმულს: სირცხვილი არაა ჩვენი შვილების მიერ დაშვებული შეცდომები. შეცდომა და ტრაგედია უფროსების მიერ გამოჩენილი გულგრილობა და არასწორი მიდგომაა პატარებისთვის მტკივნეული საკითხებისადმი და რაც უფრო მალე გავითავისებთ ამას, უფრო მეტ უბედურებას ავიცილებთ თავიდან.

ინგა ჯაყელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია