ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა "ბინა 18"-ის ერთ-ერთმა ეპიზოდმა ქართველი უფლებადამცველების აღშფოთება გამოიწვია. ვიდეოზე ასახულია, როგორ უკრავს გადაცემის სტუმარი "აჭარულის" მელოდიას გოგონების უკანალზე. გადაცემის წამყვანები ლევან გოგორელიანი და კოტიკო თოლორაია, გადაცემის სტუმრები და დარბაზი აღფრთოვანებას ვერ მალავს და სიცილითა და ტაშით "ამხნევებს" უჩვეულო მედოლეს.
ვიდეო სოციალურ ქსელებში აქტიურად გავრცელდა და ქართველი უფლებადამცველების აღშფოთებაც გამოიწვია. ისინი აპირებენ გადაცემას ქალთა უფლებების დარღვევისთვის უჩივლონ.
"ეს იქნება ამ ტელევიზიის დასასრული!! ფულით ვერ აანაზღაურებენ იმ ზიანს, რაც, პირველ რიგში საკუთარ თავს მიაყენეს", - ასეთ კომენტარს აკეთებს ვიდეოზე უფლებადამცველი თამარ გურჩიანი.
ერთ-ერთი გოგონა, რომლის საჯდომზე "აჭარული" შესრულდა, რეპერი შავი პრინცის ყოფილი მეუღლე, ბაბეა.
ასევე დაგაინერესებთ | რეპერული ოჯახის დანგრევის მიზეზი - რატომ დატოვა შავმა პრინცმა ფეხმძიმე ბაბე
"ეს რითია "ცოცხებით წამებაზე" უკეთესი?" - "დუდნულებზე" შესრულებულ აჭარულს "ფეისბუქში" მწვავე გამოხმაურება მოჰყვა