პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნანული შევარდნაძეზე იმდენი რამ ამოტივტივდება, მაია წყნეთელის დონეზე ავა" - ექს-პრეზიდენტის Love Story
"ნანული შევარდნაძეზე იმდენი რამ ამოტივტივდება, მაია წყნეთელის დონეზე ავა" - ექს-პრეზიდენტის Love Story

"ნა­ნუ­ლი შე­ვარ­დნა­ძე ყო­ველ­მხრივ გვერ­დით ედგა მე­უღ­ლეს, რო­გორც ნამ­დვი­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­უღ­ლის მი­მართ ნა­ნუ­ლის უსა­ზღვრო სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა ჰქონ­და, შეც­დო­მას არა­ვის აპა­ტი­ებ­და, თვით დიდ ედუ­არ­დსაც" - ასე იხ­სე­ნებს პარ­ტია - "ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რი" ავ­თან­დილ მარ­გი­ა­ნი, რო­მელ­საც ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და...

- ედუ­არ­დი და ნა­ნუ­ლი იშ­ვი­ა­თი წყვი­ლი იყო, სრუ­ლი­ად უნი­კა­ლუ­რი. ბავ­შვო­ბი­დან უსა­ზღვროდ იყ­ვნენ ერ­თმა­ნეთ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­ში ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯი ნა­ნუ­ლი შე­ვარ­დნა­ძეს­თან ერ­თად არის აღ­ქმუ­ლი. უნი­ჭი­ე­რე­სი ქალ­ბა­ტო­ნი იყო, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ბოლო წლე­ბი ქველ­მოქ­მე­დე­ბას შე­ა­ლია. ნა­ნუ­ლი შე­ვარ­დნა­ძე და მე­დი­კო მეზვრიშ­ვი­ლი ფაქ­ტი­უ­რად დე­ბი­ვით იყ­ვნენ. მე­დი­კოს მსგავ­სი პატ­რი­ო­ტი ქალ­ბა­ტო­ნი მე­ო­რე არ მე­გუ­ლე­ბა ბოლო სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. ეს ორი ქალ­ბა­ტო­ნი დიდ საქ­მე­ებს აკე­თებ­და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე თა­ვის ოჯა­ხი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ისე­ვე დარ­ჩე­ბა, რო­გო­რიც იყო თა­მარ მე­ფის ოჯა­ხი, ერეკ­ლე მე­ო­რის ოჯა­ხი და ჩვე­ნი სხვა დი­დე­ბუ­ლი წი­ნაპ­რე­ბი.

- ანუ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის წარ­მა­ტე­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ნა­პი­რო­ბა მისი მე­უღ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბამ?

- ზუს­ტა­დაც... სას­წა­უ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი იყო და ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლი დედა! ასე­თე­ბი იშ­ვი­ა­თად იბა­დე­ბი­ან. ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს ერთი პე­რი­ო­დი მეც ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დი, მაგ­რამ იგი რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, ამ საქ­მეს მე ჩა­ვუ­დე­ქი სა­თა­ვე­ში. 1800 ხელ­მო­წე­რა შე­ვაგ­რო­ვე. პირ­ვე­ლი ხელ­მო­წე­რა ეკუთ­ვნო­და ევ­გე­ნი ხა­რა­ძეს. ისე­თი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, რო­გო­რიც ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ ჩა­ა­ტა­რა. ნა­ნუ­ლი ყო­ველ­მხრივ გვერ­დით ედგა მე­უღ­ლეს, რო­გორც ნამ­დვი­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­უღ­ლის მი­მართ ნა­ნუ­ლის უსა­ზღვრო სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა ჰქონ­და, იგი შეც­დო­მას არა­ვის აპა­ტი­ებ­და, თვით დიდ ედუ­არ­დსაც კი. მე არა­ერთ ფაქტს შევ­სწრე­ბი­ვარ, რო­დე­საც ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნუ­ლი ძა­ლი­ან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად, მაგ­რამ კა­ცუ­რად ესა­უბ­რე­ბო­და და ეუბ­ნე­ბო­და, რომ სწო­რი არ იყო...

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

"ნანული შევარდნაძეზე იმდენი რამ ამოტივტივდება, მაია წყნეთელის დონეზე ავა" - ექს-პრეზიდენტის Love Story

"ნანული შევარდნაძეზე იმდენი რამ ამოტივტივდება, მაია წყნეთელის დონეზე ავა" - ექს-პრეზიდენტის Love Story

"ნანული შევარდნაძე ყოველმხრივ გვერდით ედგა მეუღლეს, როგორც ნამდვილი მამულიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლის მიმართ ნანულის უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა ჰქონდა, შეცდომას არავის აპატიებდა, თვით დიდ ედუარდსაც" - ასე იხსენებს პარტია - "ერთიანი საქართველოს ლიდერი" ავთანდილ მარგიანი, რომელსაც ედუარდ შევარდნაძესთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებდა...

- ედუარდი და ნანული იშვიათი წყვილი იყო, სრულიად უნიკალური. ბავშვობიდან უსაზღვროდ იყვნენ ერთმანეთზე შეყვარებული. მსოფლიო პოლიტიკაში ედუარდ შევარდნაძის ყველა წარმატებული ნაბიჯი ნანული შევარდნაძესთან ერთად არის აღქმული. უნიჭიერესი ქალბატონი იყო, რომელმაც თავისი ცხოვრების ბოლო წლები ქველმოქმედებას შეალია. ნანული შევარდნაძე და მედიკო მეზვრიშვილი ფაქტიურად დებივით იყვნენ. მედიკოს მსგავსი პატრიოტი ქალბატონი მეორე არ მეგულება ბოლო საუკუნეების საქართველოს ისტორიაში. ეს ორი ქალბატონი დიდ საქმეებს აკეთებდა საქართველოსთვის. ედუარდ შევარდნაძე თავის ოჯახიანად საქართველოს ისტორიაში ისევე დარჩება, როგორიც იყო თამარ მეფის ოჯახი, ერეკლე მეორის ოჯახი და ჩვენი სხვა დიდებული წინაპრები.

- ანუ ედუარდ შევარდნაძის წარმატებები მნიშვნელოვნად განაპირობა მისი მეუღლის საქმიანობამ?

- ზუსტადაც... სასწაული ქალბატონი იყო და ნამდვილი ქართველი დედა! ასეთები იშვიათად იბადებიან. ედუარდ შევარდნაძეს ერთი პერიოდი მეც ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ იგი რომ საქართველოში დაბრუნებულიყო, ამ საქმეს მე ჩავუდექი სათავეში. 1800 ხელმოწერა შევაგროვე. პირველი ხელმოწერა ეკუთვნოდა ევგენი ხარაძეს. ისეთი დემოკრატიული არჩევნები ჯერ საქართველოში არ ჩატარებულა, როგორიც ედუარდ შევარდნაძემ ჩაატარა. ნანული ყოველმხრივ გვერდით ედგა მეუღლეს, როგორც ნამდვილი მამულიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლის მიმართ ნანულის უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა ჰქონდა, იგი შეცდომას არავის აპატიებდა, თვით დიდ ედუარდსაც კი. მე არაერთ ფაქტს შევსწრებივარ, როდესაც ქალბატონი ნანული ძალიან დიპლომატიურად, მაგრამ კაცურად ესაუბრებოდა და ეუბნებოდა, რომ სწორი არ იყო...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია