პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმუშევარმა კაცმა გერმანია-ბრაზილიის მატჩში დადებული ფსონით 2 500 გირვანქა სტერლინგი მოიგო
უმუშევარმა კაცმა გერმანია-ბრაზილიის მატჩში დადებული ფსონით 2 500 გირვანქა სტერლინგი მოიგო

გერ­მა­ნი­ამ მუნ­დი­ა­ლის მას­პინ­ძელს და უმ­თავ­რეს ფა­ვო­რიტს 7 გოლი გა­უ­ტა­ნა - ეს მას­პინ­ძე­ლი ქვეყ­ნის­თვის და გულ­შე­მატ­კივ­რის­თვის ნამ­დვი­ლი ჯო­ჯო­ხე­თი იყო.

მატ­ჩი გერ­მა­ნი­ის სა­სარ­გებ­ლოდ 7-1 დამ­თავ­რდა. მსოფ­ლიო ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე გა­სა­ო­ცა­რი მატ­ჩის შემ­დეგ იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი დარ­ჩა ბრა­ზი­ლი­ის ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი თა­ვად ბრა­ზი­ლი­ე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც სას­ტი­კი და­მარ­ცხე­ბა სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში იხი­ლეს. Ambebi.ge-მ მკი­თხველს გუ­შინ სტა­ტია და ფო­ტო­გა­ლე­რეა - "თა­ვის მოკ­ვლა მინ­და!" - რო­გორ გა­ნიც­დი­ან ბრა­ზი­ლი­ე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი და­მარ­ცხე­ბას შეს­თა­ვა­ზა, სა­დაც კარ­გად ჩანს იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ფა­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა.

თუმ­ცა, ბრა­ზი­ლი­ის და­მარ­ცხე­ბას თან მხო­ლოდ იმედ­გაც­რუ­ე­ბის ცრემ­ლი არ ახ­ლდა, იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­ხა­რუ­ლის­გან ტი­როდ­ნენ. გერ­მა­ნი­ის გულ­შე­მატ­კივ­რებს შო­რის, რომ­ლე­ბიც გა­მარ­ჯვე­ბას მთე­ლი ღამე აღ­ნიშ­ნავ­დნენ, 28 წლის ჯონ მური იყო, რო­მელ­მაც ფსო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით 2 500 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი მო­ი­გო. ამას­თან, ჯონი უმუ­შე­ვა­რია, ახლა კი ამ თან­ხით სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბას აპი­რებს. ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი კი ისაა, რომ მან წი­ნას­წარ ივა­რა­უ­და, რომ გერ­მა­ნია 7-1 მო­ი­გებ­და. ჯონი ლონ­დონ­ში ცხოვ­რობს.

"ეს ნამ­დვი­ლი სი­გი­ჟეა, არ ვიცი რა და­ვარ­ქვა, წი­ნათ­გრძნო­ბა, თუ ნი­შა­ნი. იმ დღეს ყველ­გან 17-ს ვხე­დავ­დი. სა­ათს დავ­ხე­დე და 17:17 იყო. სახ­ლში დავ­ბრუნ­დი და კარ­ში წე­რი­ლი დამ­ხვდა, რო­მელ­ზეც 17 ეწე­რა. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, რომ მატ­ჩი 7-1 იქ­ნე­ბო­და. ამის შემ­დეგ ვთვლი, რომ ნამ­დვი­ლად იღ­ბლი­ა­ნი ვარ", - ამ­ბობს ის.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია mirror.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

უმუშევარმა კაცმა გერმანია-ბრაზილიის მატჩში დადებული ფსონით 2 500 გირვანქა სტერლინგი მოიგო

უმუშევარმა კაცმა გერმანია-ბრაზილიის მატჩში დადებული ფსონით 2 500 გირვანქა სტერლინგი მოიგო

გერმანიამ მუნდიალის მასპინძელს და უმთავრეს ფავორიტს 7 გოლი გაუტანა - ეს მასპინძელი ქვეყნისთვის და გულშემატკივრისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო.

მატჩი გერმანიის სასარგებლოდ 7-1 დამთავრდა. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე გასაოცარი მატჩის შემდეგ იმედგაცრუებული დარჩა ბრაზილიის ყველა გულშემატკივარი, განსაკუთრებით კი თავად ბრაზილიელები, რომლებმაც სასტიკი დამარცხება საკუთარ ქვეყანაში იხილეს. Ambebi.ge-მ მკითხველს გუშინ სტატია და ფოტოგალერეა - "თავის მოკვლა მინდა!" - როგორ განიცდიან ბრაზილიელი გულშემატკივრები დამარცხებას შესთავაზა, სადაც კარგად ჩანს იმედგაცრუებული ფანების მდგომარეობა.

თუმცა, ბრაზილიის დამარცხებას თან მხოლოდ იმედგაცრუების ცრემლი არ ახლდა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც სიხარულისგან ტიროდნენ. გერმანიის გულშემატკივრებს შორის, რომლებიც გამარჯვებას მთელი ღამე აღნიშნავდნენ, 28 წლის ჯონ მური იყო, რომელმაც ფსონის საშუალებით 2 500 გირვანქა სტერლინგი მოიგო. ამასთან, ჯონი უმუშევარია, ახლა კი ამ თანხით საკუთარი ბიზნესის დაწყებას აპირებს. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ მან წინასწარ ივარაუდა, რომ გერმანია 7-1 მოიგებდა. ჯონი ლონდონში ცხოვრობს.

"ეს ნამდვილი სიგიჟეა, არ ვიცი რა დავარქვა, წინათგრძნობა, თუ ნიშანი. იმ დღეს ყველგან 17-ს ვხედავდი. საათს დავხედე და 17:17 იყო. სახლში დავბრუნდი და კარში წერილი დამხვდა, რომელზეც 17 ეწერა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მატჩი 7-1 იქნებოდა. ამის შემდეგ ვთვლი, რომ ნამდვილად იღბლიანი ვარ", - ამბობს ის.

მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს