ჩვენს ქვეყანაში ბევრს არ ულხინს, მაგრამ ბავშვთა მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშოა. საერთაშორისო ორგანიზაცია unicef-ი ჩვენს ქვეყანაშიც მუდმივად იკვლევს ბავშვთა პრობლემებს და ხელისუფლებას მათი მოგვარების გზებს სთავაზობს.
ამ ორგანიზაციის მონაცემებით, ჩვენს ერთი მუჭა ქვეყანაში, სადაც ოჯახი და ბავშვი ყველაზე ურყევი ფასეულობა გვგონია, 50 000 ბავშვი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს.
2013 წლის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის თანახმად, უღარიბეს ოჯახებში მცხოვრები სამი-ხუთი წლის ბავშვების 25% მნიშვნელოვნად ჩამორჩება ფიზიკური, ემოციური, სოციალური თუ შემეცნებითი განვითარების თვალსაზრისით.
საქართველოში ბავშვები უფრო მეტად დგანან უკიდურესი სიღარიბის რისკის წინაშე, ვიდრე სხვა ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლები. 16 წლამდე ბავშვების 27% სიღარიბეში ცხოვრობს, აქედან 50 000 ბავშვი უკიდურეს სიღატაკეს განიცდის და მოიხმარს დღეში 2 ლარზე ნაკლებს. ბავშვიანი ოჯახები უფრო ღარიბნი არიან, ვიდრე უბავშვო ოჯახები და რაც უფრო მეტი ბავშვია ოჯახში, მით მეტია სიღატაკის რისკი.
იხილეთ სრულად