პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერაბ მეტრეველმა მერობის კანდიდატებს ის დაპირებები შეახსენა, რომლებზეც "საზოგადოებას ეღიმება"
მერაბ მეტრეველმა მერობის კანდიდატებს ის დაპირებები შეახსენა, რომლებზეც "საზოგადოებას ეღიმება"

რამ­დე­ნად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ე­კი­დეთ თქვენს და­პი­რე­ბებს და სა­კუ­თარ ამომ­რჩე­ველს და რამ­დე­ნად სცემთ მას პა­ტივს? - ეს შე­კი­თხვა თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტებს: და­ვით ნარ­მა­ნი­ა­სა და ნიკა მე­ლი­ას "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" ჟურ­ნა­ლის­ტმა მე­რაბ ბეტ­რე­ველ­მა "შე­რა­ტონ მე­ტე­ხი პა­ლას­ში" გა­მარ­თულ დე­ბა­ტებ­ზე და­უს­ვა. ჟურ­ნა­ლის­ტმა ნარ­მა­ნი­ას - მი­ლი­ო­ნი ხის შე­სა­ხებ გა­ცე­მუ­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა შე­ახ­სე­ნა, ხოლო მე­ლი­ას საწ­ვა­ვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დის­გან.

კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტის, და­ვით ნარ­მა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, მისი სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა მეც­ნი­ე­რუ­ლად არის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი. რო­გორც ნარ­მა­ნი­ამ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო დე­ბა­ტებ­ზე გა­ნა­ცხა­და, მისი პროგ­რა­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად ობი­ექ­ტუ­რი და რე­ა­ლუ­რია.

"ჩემი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი უშუ­ა­ლოდ ჩემს მიერ და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პი­რე­ბის მიერ შე­მუ­შავ­და. ამ პროგ­რა­მამ გა­ი­ა­რა პრო­ცე­დუ­რე­ბი. ამ პრო­ცე­დუ­რე­ბის მი­ზა­ნი იყო ის, რომ არც ერთი შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი და­პი­რე­ბა არ გა­მე­ცა. ჩვენს ამომ­რჩევ­ლებს ახ­სოვთ ის, რომ ხალ­ხს არ ვპირ­დე­ბით ისეთ რა­მეს, რაც მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით თვით­მმარ­თვე­ლი ორ­გა­ნოს კომ­პე­ტენ­ცია არ არის, ჩვენ არ ვპირ­დე­ბო­დით იმას, რა­საც ფი­ნან­სუ­რად ვერ შევ­ძლებ­დით. ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ობი­ექ­ტუ­რი და რე­ა­ლუ­რი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა დავ­დეთ. ის შე­სა­ბა­მის გა­ან­გა­რი­შე­ბებს ეყ­რდნო­ბა და მეც­ნი­ე­რუ­ლად არის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა მი­ლი­ო­ნი ხის დარ­გვას, ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად რე­ა­ლუ­რი. პროგ­რა­მის ეს მუხ­ლი გავ­ლი­ლია მეც­ნი­ე­რებ­თან. ეს ის ის მო­ცუ­ლო­ბა, რო­მელ­მაც ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ქა­ლა­ქი უნდა მოგ­ვცეს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჯან­სა­ღი თა­ო­ბის გაზ­რდა­ზე ვიზ­რუ­ნოთ. თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ის და­ახ­ლო­ე­ბით 300 ჰექ­ტა­რია ამის­თვის სა­ჭი­რო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მი­ლი­ო­ნი ხის პროგ­რა­მას აუ­ცი­ლებ­ლად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ", - აღ­ნიშ­ნა ნარ­მა­ნი­ამ.

მე­ლი­ას თქმით, კი თუ საწ­ვავ­თან და­კავ­ში­რე­ბით აქ­ცი­ზი­სის გა­და­სა­ხა­დი გა­უქ­მდა, ეს 25 თეთ­რით გა­ა­ი­ა­ფებს საწ­ვავს. "რო­დე­საც მე­რო­ბის კან­დი­დატს ირჩვდნენ, მის პროგ­რა­მას უნდა უჭერ­დეს მხარს სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ჩემი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კარ­გი გა­გე­ბით ზე­წო­ლას მთავ­რო­ბა­ზე ჩემს ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბად ვაქ­ცევ, რად­გან პარ­ლა­მენ­ტში აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დის გა­უქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინი­ცი­ა­ტი­ვა შე­ვი­დეს. ეს ცვლი­ლე­ბა 25 თეთ­რით გა­ა­ი­ა­ფებს საწ­ვავ­ზე ფასს. ლა­რით გვპირ­დე­ბოდ­ნენ საწ­ვა­ვის ფა­სის გა­ი­ა­ფე­ბას, თუმ­ცა ტენ­დენ­ცია არის, რომ პი­რი­ქით გა­ი­ზარ­დოს ლა­რით. ამ ცვლი­ლე­ბით 400 მი­ლი­ო­ნი ლარი შე­მო­ვა ბი­უ­ჯეტ­ში და­მა­ტე­ბით", - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

მერაბ მეტრეველმა მერობის კანდიდატებს ის დაპირებები შეახსენა, რომლებზეც "საზოგადოებას ეღიმება"

მერაბ მეტრეველმა მერობის კანდიდატებს ის დაპირებები შეახსენა, რომლებზეც "საზოგადოებას ეღიმება"

რამდენად პასუხისმგებლობით მოეკიდეთ თქვენს დაპირებებს და საკუთარ ამომრჩეველს და რამდენად სცემთ მას პატივს? - ეს შეკითხვა თბილისის მერობის კანდიდატებს: დავით ნარმანიასა და ნიკა მელიას "პალიტრა მედიის" ჟურნალისტმა მერაბ ბეტრეველმა "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ დებატებზე დაუსვა. ჟურნალისტმა ნარმანიას - მილიონი ხის შესახებ გაცემული წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა, ხოლო მელიას საწვავის გათავისუფლება აქციზის გადასახადისგან.

კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, დავით ნარმანიას განცხადებით, მისი საარჩევნო პროგრამა მეცნიერულად არის დასაბუთებული. როგორც ნარმანიამ  წინასაარჩევნო დებატებზე განაცხადა, მისი პროგრამა მაქსიმალურად ობიექტური და რეალურია.

"ჩემი წინასაარჩევნო ძირითადი მიმართულებები უშუალოდ ჩემს მიერ და კვალიფიციური პირების მიერ შემუშავდა. ამ პროგრამამ გაიარა პროცედურები. ამ პროცედურების მიზანი იყო ის, რომ არც ერთი შეუსრულებელი დაპირება არ გამეცა. ჩვენს ამომრჩევლებს ახსოვთ ის, რომ ხალხს არ ვპირდებით ისეთ რამეს, რაც მოქმედი კანონმდებლობით თვითმმართველი ორგანოს კომპეტენცია არ არის, ჩვენ არ ვპირდებოდით იმას, რასაც ფინანსურად ვერ შევძლებდით. ჩვენ მაქსიმალურად ობიექტური და რეალური წინასაარჩევნო პროგრამა დავდეთ. ის შესაბამის გაანგარიშებებს ეყრდნობა და მეცნიერულად არის დასაბუთებული. რაც შეეხება მილიონი ხის დარგვას, ეს არის აბსოლუტურად რეალური. პროგრამის ეს მუხლი გავლილია მეცნიერებთან. ეს ის ის მოცულობა, რომელმაც ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი უნდა მოგვცეს. აუცილებელია ჯანსაღი თაობის გაზრდაზე ვიზრუნოთ. თბილისის ტერიტორიის დაახლოებით 300 ჰექტარია ამისთვის საჭირო. დარწმუნებული ვარ, რომ მილიონი ხის პროგრამას აუცილებლად განვახორციელებთ", - აღნიშნა ნარმანიამ.

მელიას თქმით, კი თუ საწვავთან დაკავშირებით აქციზისის გადასახადი გაუქმდა, ეს 25 თეთრით გააიაფებს საწვავს. "როდესაც მერობის კანდიდატს ირჩვდნენ, მის პროგრამას უნდა უჭერდეს მხარს საზოგადოება. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, კარგი გაგებით ზეწოლას მთავრობაზე ჩემს ყოველდღიურ საქმიანობად ვაქცევ, რადგან პარლამენტში აქციზის გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით ინიციატივა შევიდეს. ეს ცვლილება 25 თეთრით გააიაფებს საწვავზე ფასს. ლარით გვპირდებოდნენ საწვავის ფასის გაიაფებას, თუმცა ტენდენცია არის, რომ პირიქით გაიზარდოს ლარით. ამ ცვლილებით 400 მილიონი ლარი შემოვა ბიუჯეტში დამატებით", - განაცხადა მელიამ.

ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა