პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთ-საქართველოს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა აღდგება
რუსეთ-საქართველოს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა აღდგება

რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის რე­გუ­ლა­რუ­ლი სა­ა­ვი­ა­ციო მი­მოს­ვლა აღ­დგე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნა­თია მი­ქე­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქით, რე­გუ­ლა­რუ­ლი სა­ა­ვი­ა­ციო რე­ი­სე­ბი 2006 წლი­დან რუ­სე­თის მხრი­დან ცალ­მხრი­ვად იყო შე­წყვე­ტი­ლი.

"რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან, შვე­ი­ცა­რი­ის კონ­ფე­დე­რა­ცი­ის სა­ელ­ჩოს მეშ­ვე­ო­ბით და ჩვე­ნი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მეშ­ვე­ო­ბით, მი­ვი­ღეთ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნოტა, რომ რუ­სე­თის შე­მო­თა­ვა­ზე­ბაა აღ­დგეს ორ ქვე­ყა­ნას შო­რის რე­გუ­ლა­რუ­ლი სა­ა­ვი­ა­ციო მი­მოს­ვლა. თქვენ იცით, რომ 2006 წლი­დან ცალ­მხრი­ვად რუ­სე­თის მხრი­დან შე­წყვე­ტი­ლი იქნა რე­გუ­ლა­რუ­ლი რე­ი­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და ძი­რი­თა­დად ნო­ტა­ში მო­ცე­მუ­ლია, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად რე­გუ­ლა­რუ­ლი რე­ი­სე­ბი აღ­დგე­ბა თბი­ლი­სი-მოს­კო­ვი და მოს­კო­ვი-თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­უ­ზღუ­და­ვად იქ­ნე­ბა სიხ­ში­რე­ე­ბი მო­ცე­მუ­ლი. პი­რო­ბა არის დათ­ქმუ­ლი, რომ 15 სექ­ტემ­ბრი­დან მოხ­დეს ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რად­გან წი­ნა­მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი ორი ქვეყ­ნის კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ. პირ­ველ სექ­ტემ­ბრამ­დე, რო­გორც ჩვენ უნდა მი­ვა­წო­დოთ რუ­სე­თის მხა­რეს, ასე­ვე რუ­სე­თის სა­ა­ვი­ა­ციო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მოგ­ვაწ­ვდის იმ კომ­პა­ნი­ე­ბის კონ­კრე­ტულ ჩა­მო­ნათ­ვალს, რომ­ლე­ბიც 15 სექ­ტემ­ბრი­დან რე­გუ­ლა­რულ რე­ი­სებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და მი­ქე­ლა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რუსეთ-საქართველოს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა აღდგება

რუსეთ-საქართველოს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა აღდგება

რუსეთსა და საქართველოს შორის რეგულარული საავიაციო მიმოსვლა აღდგება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძემ განუცხადა.

მისი თქით, რეგულარული საავიაციო რეისები 2006 წლიდან რუსეთის მხრიდან ცალმხრივად იყო შეწყვეტილი.

"რუსეთის ფედერაციის მხრიდან, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მეშვეობით და ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, მივიღეთ ოფიციალური ნოტა, რომ რუსეთის შემოთავაზებაა აღდგეს ორ ქვეყანას შორის რეგულარული საავიაციო მიმოსვლა. თქვენ იცით, რომ 2006 წლიდან ცალმხრივად რუსეთის მხრიდან შეწყვეტილი იქნა რეგულარული რეისების განხორციელება და ძირითადად ნოტაში მოცემულია, რომ თავდაპირველად რეგულარული რეისები აღდგება თბილისი-მოსკოვი და მოსკოვი-თბილისის მიმართულებით. შეუზღუდავად იქნება სიხშირეები მოცემული. პირობა არის დათქმული, რომ 15 სექტემბრიდან მოხდეს ამის განხორციელება, რადგან წინამოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი ორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ. პირველ სექტემბრამდე, როგორც ჩვენ უნდა მივაწოდოთ რუსეთის მხარეს, ასევე რუსეთის საავიაციო ხელისუფლება მოგვაწვდის იმ კომპანიების კონკრეტულ ჩამონათვალს, რომლებიც 15 სექტემბრიდან რეგულარულ რეისებს განახორციელებენ", - განაცხადა მიქელაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა