პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯეიმს ბეიკერი - "ჩემი მეგობარი ედუარდ შევარდნაძე"
ჯეიმს ბეიკერი - "ჩემი მეგობარი ედუარდ შევარდნაძე"

"ჩემი მე­გო­ბა­რი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს გა­მო­ცე­მა "ვა­შინგტონ პოს­ტი" აშშ-ის ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ჯე­იმს ბე­ი­კე­რის სტა­ტი­ას ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე­ზე.

"კარ­გად მახ­სოვს, დრო და ად­გი­ლი, რო­დე­საც უკვე ვი­ცო­დი, რომ ცივი ომი დას­რულ­და. ეს იყო 1990 წლის 3 აგ­ვის­ტოს, მოს­კო­ვის გა­რეთ, ვნუ­კო­ვოს აე­რო­პორ­ტში. ის­ტო­რია რომ იქ­მნე­ბო­და, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გვერ­დით ვი­დე­ქი, რო­დე­საც ჩვენ ერ­თად გა­მო­ვა­ცხა­დეთ, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ ერა­ყის შეჭ­რას ქუ­ვე­ით­ში და მო­ვუ­წდეთ ერა­ყის­თვის ია­რა­ღის ემ­ბარ­გოს­კენ, რო­მე­ლიც იმ ხა­ნად საბ­ჭო­თა კავ­ში­რის­გან იძენ­და ია­რაღს. ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე ჩემი კო­ლე­გა იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე იყო, სან­დო, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პარტნი­ო­რიც იყო. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ის ჩემი ახლო მე­გო­ბა­რი გახ­და. მე მომ­წონ­და და ვაღ­მერ­თებ­დი ამ ადა­მი­ანს", - წერს ჯე­იმს ბე­ი­კე­რი.

რო­გორც აშშ-ის ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნავს, სწამს, რომ ის­ტო­რია სწო­რად შე­ფა­სებს შე­ვარ­დნა­ძეს. მი­სი­ვე თქმით, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის გა­რე­შე ცივი ომი მშვი­დო­ბი­ა­ნად ვერ დას­რულ­დე­ბო­და.

"ედუ­ა­რად შე­ვარ­დნა­ძე, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ლი­დე­რის მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვის რე­ფორ­მე­ბის პო­ლი­ტი­კის ერ­თგუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რი იყო, მთე­ლი არ­სით იბ­რძო­და ძლი­ე­რი შიდა ძა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყ­ვნენ სამ­შობ­ლო­ში და­უნ­დო­ბე­ლი რეპ­რე­სი­ე­ბი­თა და მუდ­მი­ვი ცივი ომით სა­ზღვარ­გა­რეთ. ერთ მო­მენ­ტში, ის გა­დად­გა კი­დეც და გა­ნა­ცხა­და, რომ "დიქ­ტა­ტუ­რა მყარ­დე­ბო­და". შე­ვარ­დნა­ძე იყო მტკი­ცე, შე­უ­პო­ვა­რი და უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ის იყო მა­მა­ცი", - წერს ჯე­იმს ბე­ი­კე­რი.

ამას­თან, რო­გორც აშშ-ის ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი აღ­ნიშ­ნავს, ედუ­ა­რად შე­ვარ­დნა­ძის პო­ლი­ტი­კუ­რი სი­მა­მა­ცე მა­შინ წარ­მო­ჩინ­და მსოფ­ლი­ოს­თვის, რო­დე­საც მათ ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თეს ერა­ყის თა­ო­ბა­ზე. მი­სი­ვე თქმით, ვიდ­რე ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებ­დნენ, დაღ­ლილ­მა შე­ვარ­დნა­ძემ მას პი­რა­დად უთხრა, რომ ხის­ტი პო­ლი­ტი­კის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა მის ქვე­ყა­ნა­ში გა­აფრ­თხი­ლეს, რომ "ხე­ლე­ბი სის­ხლში ექ­ნე­ბო­და გას­ვრი­ლი", თუ ამ პო­ზი­ცი­ას მი­ი­ღებ­და. "მაგ­რამ შე­ვა­რად­ნა­ძე მზად იყო წინ აღ­დგო­მო­და მათ. "ეს აგ­რე­სია არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის პრინ­ცი­პებს", - გა­ნა­ცხა­და მან აე­რო­პორ­ტში", - წერს ჯე­იმს ბე­ი­კე­რი.

აშშ-ის ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თქმით, მსგავ­სი პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბით მას არც ერთ სხვა უცხო­ელ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თან არ უთა­ნამ­შრომ­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ამ გზით არ და­წყე­ბუ­ლა. მი­სი­ვე თქმით, თავ­და­პირ­ვე­ლად მათი შეხ­ვედ­რე­ბი ფორ­მა­ლუ­რი იყო. თუმ­ცა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ისი­ნი ერ­თმა­ნე­თი­სად­მი ნდო­ბით აღი­ჭურვნენ.

"ედუ­ა­რად შე­ვარ­დნა­ძე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი­სა და სი­ურპრი­ზე­ბის ადა­მი­ა­ნი იყო, რო­მე­ლიც და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და ავ­ტო­რი­ტა­რულ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში. ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე ერ­თგუ­ლი კო­მუ­ნის­ტი იყო. თუმ­ცა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პიკ­ში ის ხელს უწყობ­და რე­ფორ­მებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი მთავ­რო­ბა მთე­ლი მისი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მხარს უჭერ­და ათე­იზმს, 1991 წელს ის მო­ი­ნათ­ლა. 1989 წელს, უა­ი­ო­მინ­გში შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ზე კონ­ტრო­ლის მოლ­პა­რა­კე­ბე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად სა­ჩუქ­რე­ბის გაც­ვლი­სას, გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რჩი, რო­დე­საც შე­ვარ­დნა­ძემ ქრის­ტეს მი­ნან­ქრის სუ­რა­თი გად­მომ­ცა. "ხე­დავ, ჩვენ კო­მუ­ნის­ტე­ბიც კი, ვიც­ვლით მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბას", - მი­თხრა მან", - წერს ჯე­იმს ბე­ი­კე­რი და აღ­ნიშ­ნავს, რომ ედუ­ა­რად შე­ვა­რად­ნა­ძე ნამ­დვი­ლად იყო უდი­დე­სი სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

ჯეიმს ბეიკერი - "ჩემი მეგობარი ედუარდ შევარდნაძე"

ჯეიმს ბეიკერი - "ჩემი მეგობარი ედუარდ შევარდნაძე"

"ჩემი მეგობარი ედუარდ შევარდნაძე", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა "ვაშინგტონ პოსტი" აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის სტატიას ედუარდ შევარდნაძეზე.

"კარგად მახსოვს, დრო და ადგილი, როდესაც უკვე ვიცოდი, რომ ცივი ომი დასრულდა. ეს იყო 1990 წლის 3 აგვისტოს, მოსკოვის გარეთ, ვნუკოვოს აეროპორტში. ისტორია რომ იქმნებოდა, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის გვერდით ვიდექი, როდესაც ჩვენ ერთად გამოვაცხადეთ, რომ ჩვენი ქვეყნები ეწინააღმდეგებოდნენ ერაყის შეჭრას ქუვეითში და მოვუწდეთ ერაყისთვის იარაღის ემბარგოსკენ, რომელიც იმ ხანად საბჭოთა კავშირისგან იძენდა იარაღს. ედუარდ შევარდნაძე ჩემი კოლეგა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ის მოწინააღმდეგე იყო, სანდო, დიპლომატიური პარტნიორიც იყო. დროთა განმავლობაში ის ჩემი ახლო მეგობარი გახდა. მე მომწონდა და ვაღმერთებდი ამ ადამიანს", - წერს ჯეიმს ბეიკერი.

როგორც აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი სტატიაში აღნიშნავს, სწამს, რომ ისტორია სწორად შეფასებს შევარდნაძეს. მისივე თქმით, ედუარდ შევარდნაძის გარეშე ცივი ომი მშვიდობიანად ვერ დასრულდებოდა.

"ედუარად შევარდნაძე, რომელიც საბჭოთა კავშირის ლიდერის მიხეილ გორბაჩოვის რეფორმების პოლიტიკის ერთგული მხარდამჭერი იყო, მთელი არსით იბრძოდა ძლიერი შიდა ძალების წინააღმდეგ, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ სამშობლოში დაუნდობელი რეპრესიებითა და მუდმივი ცივი ომით საზღვარგარეთ. ერთ მომენტში, ის გადადგა კიდეც და განაცხადა, რომ "დიქტატურა მყარდებოდა". შევარდნაძე იყო მტკიცე, შეუპოვარი და უპირველეს ყოვლისა, ის იყო მამაცი", - წერს ჯეიმს ბეიკერი.

ამასთან, როგორც აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, ედუარად შევარდნაძის პოლიტიკური სიმამაცე მაშინ წარმოჩინდა მსოფლიოსთვის, როდესაც მათ ერთობლივი განცხადება გააკეთეს ერაყის თაობაზე. მისივე თქმით, ვიდრე ერთობლივ განცხადებას გააკეთებდნენ, დაღლილმა შევარდნაძემ მას პირადად უთხრა, რომ ხისტი პოლიტიკის მხარდამჭერებმა მის ქვეყანაში გააფრთხილეს, რომ "ხელები სისხლში ექნებოდა გასვრილი", თუ ამ პოზიციას მიიღებდა. "მაგრამ შევარადნაძე მზად იყო წინ აღდგომოდა მათ. "ეს აგრესია არ შეესაბამება ახალი პოლიტიკური აზროვნების პრინციპებს", - განაცხადა მან აეროპორტში", - წერს ჯეიმს ბეიკერი.

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის თქმით, მსგავსი პროდუქტიულობით მას არც ერთ სხვა უცხოელ მაღალჩინოსანთან არ უთანამშრომლია, მიუხედავად იმისა, რომ მათი თანამშრომლობა ამ გზით არ დაწყებულა. მისივე თქმით, თავდაპირველად მათი შეხვედრები ფორმალური იყო. თუმცა დროთა განმავლობაში, ისინი ერთმანეთისადმი ნდობით აღიჭურვნენ.

"ედუარად შევარდნაძე წინააღმდეგობებისა და სიურპრიზების ადამიანი იყო, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ავტორიტარულ საბჭოთა კავშირში. ედუარდ შევარდნაძე ერთგული კომუნისტი იყო. თუმცა, ხელისუფლებაში ყოფნის პიკში ის ხელს უწყობდა რეფორმებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი მთავრობა მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში მხარს უჭერდა ათეიზმს, 1991 წელს ის მოინათლა. 1989 წელს, უაიომინგში შეიარაღებაზე კონტროლის მოლპარაკებების აღსანიშნავად საჩუქრების გაცვლისას, გაოცებული დავრჩი, როდესაც შევარდნაძემ ქრისტეს მინანქრის სურათი გადმომცა. "ხედავ, ჩვენ კომუნისტებიც კი, ვიცვლით მსოფლმხედველობას", - მითხრა მან", - წერს ჯეიმს ბეიკერი და აღნიშნავს, რომ ედუარად შევარადნაძე ნამდვილად იყო უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა