"თქვენი უუნარობის მთავარი ნიშანი - უტიფრობა" - დეფის 13 ნიშანი, თუ როგორ შევა ისტორიაში "ქართული ოცნება"

"თქვენი უუნარობის მთავარი ნიშანი - უტიფრობა" - დეფის 13 ნიშანი, თუ როგორ შევა ისტორიაში "ქართული ოცნება"

პოეტი დავით-დეფი გოგიბედაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე 13 მთავარ ნიშანს აქვეყნებს, თუ როგორი სახელით შევა ისტორიაში "ქართული ოცნება".

"ქართული ოცნება - თუ როგორებად დარჩებით ისტორიაში

13 მთავარი ნიშანი

უამრავ სხვა სისულელეში თქვენი მთავარი სისულელე - ტყუილი.

უამრავ სხვა მარცხში თქვენი მთავარი მარცხი - დილეტანტობა.

უამრავ სხვა კომპლექსში თქვენი მთავარი კომპლექსი - შური.

უამრავ სხვა შეცდომაში თქვენი მთავარი შეცდომა - მონობა.

უამრავ სხვა დანაშაულში თქვენი მთავარი დანაშაული - უმადურობა.

უამრავ სხვა სიყალბეში თქვენი მთავარი სიყალბე - საკუთარი ღირსების

სიმცირე.

უამრავ სხვა უმწეობაში თქვენი მთავარი სიმხდალე - თავისუფალი პიროვნების სიძულვილი.

უამრავ სხვა ილუზიაში თქვენი მთავარი ილუზია - ნიჭიერებისადმი შიში.

უამრავ სხვა მწუხარებაში თქვენი მთავარი წუხილი - ოცნება.

უამრავ სხვა ნაკლოვანებაში თქვენი მთავარი ნაკლი - შეუგნებლობა.

უამრავ სხვა ნიშანში თქვენი უუნარობის მთავარი ნიშანი - უტიფრობა.

უამრავ სხვა ნიშანში თქვენი გაუნათლებლობის მთავარი ნიშანი - კერპთაყვანისმცემლობა.

უამრავ სხვა ნიშანში თქვენი განუვითარებლობის მთავარი ნიშანი - უსინდისობა.

და მეთოთხმეტე ნიშანი ჩემგან საჩუქრად - თქვენი პრიმიტიობის მთავარი ნიშანი - სხვისი წარმატება თქვენი პირადი შეურაცხყოფა", - წერს დეფი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს