Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჩუქნიან მსოფლიო ლიდერები ერთმანეთს - ყველაზე უცნაური საჩუქრები
რას ჩუქნიან მსოფლიო ლიდერები ერთმანეთს -  ყველაზე უცნაური საჩუქრები

არ­სე­ბობს ტრა­დი­ცია, რომ დიპ­ლო­მა­ტე­ბი ერ­თმა­ნეთს სა­ჩუქ­რებს ჩუქ­ნი­ან. ჩვენ წარ­მო­გიდ­გენთ დიპ­ლო­მა­ტი­ის უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი სა­ჩუქ­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს.

1990 წელს ჯორჯ ბუშს ინ­დო­ნე­ზი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ხვლი­კის ერთ-ერთი სა­ხე­ო­ბა, ვა­რა­ნი (Varanus komodoensis) აჩუ­ქა. ეს იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ვა­რა­ნი მთელს და­სავ­ლეთ ნა­ხე­ვარსფე­რო­ში. მი­უ­ხე­და­ვად ცხო­ვე­ლის ის­ტო­რი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­სა, ბუშ­მა ის ზო­ო­პარკს გა­დას­ცა. ინ­დო­ნე­ზი­ა­ში ეს ცხო­ვე­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლურ სა­გან­ძუ­რად ით­ვლე­ბა.

2009 წელს ჯორჯ ბუშ-უმ­ცროს­მა სა­ჩუქ­რად ბატ­კნის ხორ­ცი მი­ი­ღო. ყვე­ლამ იცის, რომ ბუში, რო­გორც ჭეშ­მა­რი­ტი ტე­ხა­სე­ლი, ხორ­ცზე გიჟ­დე­ბა, ამი­ტომ არ­გენ­ტი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა მას 130 კგ. ბატ­კნის ხორ­ცი აჩუ­ქა. ნაკ­ლებ სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ხორ­ცი ბუ­შის თეფ­შზე მოხ­ვდე­ბო­და. დიდი ალ­ბა­თო­ბით, უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი ამას არ და­უშ­ვებ­დნენ.

2009 წელს აშშ-ის ახალ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაკ ობა­მამ სა­ჩუქ­რად არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი, ზე­ი­თუ­ნის ზეთი მი­ი­ღო, ზეთი ობა­მას პა­ლეს­ტი­ნის ავ­ტო­ნო­მი­ის პრე­ზი­დენ­ტმა აჩუ­ქა. სა­ჩუქ­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 75 დო­ლა­რი იყო და ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ია­ფ­ფა­სი­ა­ნი სა­ჩუ­ქა­რია აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტე­ბის სა­ჩუქ­რებს შო­რის. უც­ნო­ბია გა­მო­ი­ყე­ნეს თუ არა ობა­მებ­მა ზეთი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში. თუმ­ცა, უეჭ­ვე­ლად, ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი სა­ჩუ­ქა­რია, რაც, ალ­ბათ, ობა­მას მი­უ­ღია.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი და შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი სა­ჩუ­ქა­რი დო­ნალდ რამსფელდს აჩუ­ქეს. 2011 წელს გა­მო­ცე­მულ მე­მუ­ა­რებ­ში რამსფელ­დი წერ­და, რომ ერა­ყის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, სა­დამ ჰუ­სე­ინ­მა 1983 წელს შეხ­ვედ­რა­ზე მას სამ­წუ­თი­ა­ნი ვი­დეო მი­უ­ტა­ნა. ვი­დე­ო­ზე ასა­ხუ­ლი იყო სი­რი­ე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი და პა­ტა­რა ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც გველს თავს აჭამ­დნენ, ფონ­ზე კი სი­რი­ის მომ­ღი­მა­რი დიქ­ტა­ტო­რი ხა­ზეფ ალ-ასა­დი ჩან­და.

აშშ-რუ­სეთს შო­რის მრა­ვალ­წლი­ა­ნი და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ფონ­ზე, ერთ-ერთი დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ჰი­ლა­რი კლინ­ტონ­მა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს, სერ­გეი ლავ­როვს reset (გა­დატ­ვირ­თვა) ღი­ლა­კი აჩუ­ქა. ამ ფაქ­ტმა რე­პორ­ტი­ო­რე­ბი კარ­გად გა­ამ­ხი­ა­რუ­ლა.

2011 წელს ავ­სტრა­ლი­ა­ში ვი­ზი­ტის დროს ბა­რაკ ობა­მას ავ­სტრა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა პოლ ჰენ­დერ­სონ­მა 50 000 დო­ლა­რის სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვა აჩუ­ქა. ერ­თის მხრივ, უჩ­ვე­უ­ლო ჩან­და, მაგ­რამ თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ ქვეყ­ნის ამ ნა­წილ­ში ყვე­ლა­ზე დიდი ნი­ან­გე­ბი ბი­ნად­რო­ბენ, ჰენ­დერ­სონს მფლან­გვე­ლო­ბა­ში ვერ და­ვა­და­ნა­შა­უ­ლებთ. ობა­მამ სა­ჩუ­ქა­რი სი­ხა­რუ­ლით მი­ი­ღო და ხუმ­რო­ბით აღ­ნიშ­ნა, რომ აშშ-ში ჯან­დაც­ვის რე­ფორ­მა­ზე მუ­შა­ო­ბის დროს მხედ­ვე­ლო­ბი­დან გა­მორ­ჩა და­ზღვე­ვის პა­კეტ­ში ნი­ან­გე­ბის­გან თავ­დას­ხმაც გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა.

ჩი­ნე­ლე­ბი უკვე ათას წელ­ზე მე­ტია პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებს პან­დებს ჩუქ­ნი­ან. მხო­ლოდ 1958-1982 წლებ­ში მათ 23 პან­და გა­ა­ჩუ­ქეს. 1972 წელს ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტმა რი­ჩარდ ნიქ­სონ­მა ორი შე­სა­ნიშ­ნა­ვი პან­და მი­ი­ღო სა­ჩუქ­რად ლინგ-ლინ­გი და ჰინგ-ჰინ­გი. სა­პა­სუ­ხოდ, ნიქ­სონ­მა ჩი­ნეთს ამე­რი­კუ­ლი ბი­ზო­ნე­ბი აჩუ­ქა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რას ჩუქნიან მსოფლიო ლიდერები ერთმანეთს - ყველაზე უცნაური საჩუქრები

რას ჩუქნიან მსოფლიო ლიდერები ერთმანეთს -  ყველაზე უცნაური საჩუქრები

არსებობს ტრადიცია, რომ დიპლომატები ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან. ჩვენ წარმოგიდგენთ დიპლომატიის უახლეს ისტორიაში ყველაზე უცნაური საჩუქრების ჩამონათვალს.

1990 წელს ჯორჯ ბუშს ინდონეზიის ხელისუფლებამ ხვლიკის ერთ-ერთი სახეობა, ვარანი (Varanus komodoensis) აჩუქა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარანი მთელს დასავლეთ ნახევარსფეროში. მიუხედავად ცხოველის ისტორიული ღირებულებისა, ბუშმა ის ზოოპარკს გადასცა. ინდონეზიაში ეს ცხოველი ნაციონალურ საგანძურად ითვლება.

2009 წელს ჯორჯ ბუშ-უმცროსმა საჩუქრად ბატკნის ხორცი მიიღო. ყველამ იცის, რომ ბუში, როგორც ჭეშმარიტი ტეხასელი, ხორცზე გიჟდება, ამიტომ არგენტინის პრეზიდენტმა მას 130 კგ. ბატკნის ხორცი აჩუქა. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ხორცი ბუშის თეფშზე მოხვდებოდა. დიდი ალბათობით, უსაფრთხოების სამსახურები  ამას არ დაუშვებდნენ.

2009 წელს აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საჩუქრად არც მეტი არც ნაკლები, ზეითუნის ზეთი მიიღო, ზეთი ობამას პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა აჩუქა. საჩუქრის ღირებულება 75 დოლარი იყო და ის ერთ-ერთი ყველაზე იაფფასიანი საჩუქარია აშშ-ის პრეზიდენტების საჩუქრებს შორის. უცნობია გამოიყენეს თუ არა ობამებმა ზეთი სამზარეულოში. თუმცა, უეჭველად, ეს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური საჩუქარია, რაც, ალბათ, ობამას მიუღია.

ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და შემაშფოთებელი საჩუქარი დონალდ რამსფელდს აჩუქეს. 2011 წელს გამოცემულ მემუარებში რამსფელდი წერდა, რომ ერაყის ყოფილმა პრეზიდენტმა, სადამ ჰუსეინმა 1983 წელს შეხვედრაზე მას სამწუთიანი ვიდეო მიუტანა. ვიდეოზე ასახული იყო სირიელი სამხედროები და პატარა ბიჭები, რომლებიც გველს თავს აჭამდნენ, ფონზე კი სირიის მომღიმარი დიქტატორი ხაზეფ ალ-ასადი ჩანდა.

აშშ-რუსეთს შორის მრავალწლიანი დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ერთ-ერთი დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს reset (გადატვირთვა) ღილაკი აჩუქა. ამ ფაქტმა რეპორტიორები კარგად გაამხიარულა.

2011 წელს ავსტრალიაში ვიზიტის დროს ბარაკ ობამას ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა პოლ ჰენდერსონმა 50 000 დოლარის სამედიცინო დაზღვევა აჩუქა. ერთის მხრივ, უჩვეულო ჩანდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყნის ამ ნაწილში ყველაზე დიდი ნიანგები ბინადრობენ, ჰენდერსონს მფლანგველობაში ვერ დავადანაშაულებთ. ობამამ საჩუქარი სიხარულით მიიღო და ხუმრობით აღნიშნა, რომ აშშ-ში ჯანდაცვის რეფორმაზე მუშაობის დროს მხედველობიდან გამორჩა დაზღვევის პაკეტში ნიანგებისგან თავდასხმაც გაეთვალისწინებინა.

ჩინელები უკვე ათას წელზე მეტია პოლიტიკურ ლიდერებს პანდებს ჩუქნიან. მხოლოდ 1958-1982 წლებში მათ 23 პანდა გააჩუქეს. 1972 წელს ამერიკის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა ორი შესანიშნავი პანდა მიიღო საჩუქრად ლინგ-ლინგი და ჰინგ-ჰინგი. საპასუხოდ, ნიქსონმა ჩინეთს ამერიკული ბიზონები აჩუქა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს