პოლიტიკა
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის 27 წლის ქართველი, რომელიც ჯიჰადის ლიდერი გახდა - მამა შვილის არჩევანში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს
ვინ არის 27 წლის ქართველი, რომელიც ჯიჰადის ლიდერი გახდა - მამა შვილის არჩევანში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს

ყო­ფი­ლი სერ­ჟან­ტის, ახლა კი რა­დი­კა­ლი ის­ლა­მის­ტე­ბის მე­თა­უ­რის ომარ აშ ში­შა­ნის (თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლი) მამა თე­მურ ბა­თი­რაშ­ვი­ლი მისი შვი­ლის არ­ჩე­ვან­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ადა­ნა­შა­უ­ლებს.

თე­მურ ბა­თი­რაშ­ვილს BBC-ს რუ­სე­თის ბი­უ­როს ჟურ­ნა­ლის­ტი ესა­უბ­რა და გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, სა­თა­უ­რით "რო­გორ გახ­და ქარ­თვე­ლი სერ­ჟან­ტი ჯი­ჰა­დის ლი­დე­რი?". სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ უკვე რამ­დე­ნი­მეა თვეა, 28 წლის ომარ აშ ში­შა­ნის სა­ხე­ლი ყო­ველ­თვის ჟღერს სამ­ხედ­რო ან­გა­რი­შებ­ში სი­რი­ი­დან.

"მწი­თუ­რი გე­ნერ­ლის" ფსევ­დო­ნი­მით ცნო­ბი­ლი ში­შა­ნი დიდი ხანი არაა, რაც "ერა­ყი­სა და ლე­ვან­ტის ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ჩრდი­ლო­ეთ სექ­ტო­რის, ერაყ­სა და სი­რი­ა­ში მებ­რძო­ლი რა­დი­კა­ლი ის­ლა­მის­ტე­ბის მე­თა­უ­რია. სხვა­თა შო­რის, პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში - ის­ლა­მის­ტე­ბის მე­თა­უ­რის სამ­შობ­ლო­ში - მას სხვა სა­ხე­ლით - თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლი - იც­ნო­ბენ. სი­რი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე ბა­თი­რაშ­ვი­ლი სო­ფელ ბირ­კი­ან­ში ცხოვ­რობ­და და სა­ქარ­თვე­ლოს ჯარ­ში მსა­ხუ­რობ­და", - წერს BBC.

ჟურ­ნა­ლის­ტი ესა­უბ­რა ომარ აშ ში­შა­ნის მა­მას თე­მურ ბა­თი­რაშ­ვილს, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ მისი შვი­ლი, რო­მე­ლიც 2008 წელს რუ­სეთ­თან ომის მო­ნა­წი­ლეა, რა­დი­კა­ლუ­რი ის­ლა­მის­გან შორს იყო. იგი რე­ლი­გი­ით მას შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­და, რაც ჯა­რი­დან ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის დი­აგ­ნო­ზის გამო გა­მო­უშ­ვეს, სა­ხელ­მწი­ფომ კი ოპე­რა­ცი­ის­თვი­საც არ გა­მო­უ­ყო თან­ხა. თე­მურ ბა­თი­რაშ­ვი­ლის თქმით, მის შვილს თა­ვი­სი სახ­სრე­ბით მო­უ­წია ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა, შემ­დეგ კი მას თე­ლავ­ში სამ­სა­ხურს დაჰ­პირ­დნენ, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვილს სახ­ლში ია­რა­ღით სავ­სე ყუთი ჩა­უ­დეს და და­ა­პა­ტიმ­რეს.

"თარ­ხა­ნი ცი­ხი­დან შეც­ვლი­ლი გა­მო­ვი­და. მას თა­ვი­სი ნივ­თე­ბიც კი არ და­უბ­რუ­ნეს - მხო­ლოდ პის­ტო­ლე­ტი. არ მახ­სოვს, რო­მე­ლი წელი იყო, ერთ სა­ღა­მოს ჩემ­თან მო­ვი­და და მი­თხრა: "მამა, რო­გორც ჩანს, ამ ქვე­ყა­ნა­ში მე არა­ვის ვჭირ­დე­ბი". იმ დღის შემ­დეგ თარ­ხა­ნი აქ არა­ვის უნა­ხავს", - გა­ნა­ცხა­და თე­მურ ბა­თი­რაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­მი­ვე მისი ვაჟი მუ­სულ­მა­ნი გახ­და.

"ჩემი სა­მი­ვე შვი­ლი მუ­სულ­მა­ნი გახ­და. მე თვი­თონ ქრის­ტი­ა­ნი ვარ. არც ერთი ჩვე­ნი წი­ნა­პა­რი მუ­სულ­მა­ნი არ ყო­ფი­ლა. ესე­ნი კი უცებ ვა­ჰა­ბის­ტე­ბი გახ­დნენ. გა­მო­დის, ჩემს შვილს სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ­დი, არ მეს­მო­და მისი. ამ ჩა­ნა­ფიქ­რი­დან კარ­გი არა­ფე­რი გა­მო­ვა. ყო­ველ­დღე სა­ში­ნე­ლი ახა­ლი ამ­ბის მო­ლო­დინ­ში ვარ. ერთი ინ­ფარ­ქტი უკვე გა­და­ვი­ტა­ნე და ზუს­ტად ვიცი, თუ რამე ცუდს გა­ვი­გებ მის შე­სა­ხებ, ვერ გა­და­ვი­ტან, უბ­რა­ლოდ მოვ­კვდე­ბი. არ მჭირ­დე­ბა მე მისი ასე­თი ცნო­ბა­დო­ბა. უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, სახ­ლში მჯდა­რი­ყო. შიმ­ში­ლით ჩვენ­თან არა­ვინ მომ­კვდა­რა. შე­იძ­ლე­ბა, იმის­თვის და­ი­ბა­და, რომ იბ­რძო­ლოს. ის ჭკვი­ა­ნი და კარ­გი ბიჭი იყო, არ ვიცი ეს ყვე­ლა­ფე­რი რო­გორ მოხ­და. ამ ყვე­ლა­ფერ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" არი­ან დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი. მი­ე­ცათ მის­თვის სამ­სა­ხუ­რი, არ­სად წა­ვი­დო­და. განა სა­ქარ­თვე­ლოს არ სჭირ­დე­ბა ისე­თი მე­ო­მა­რი, რო­გო­რიც ისაა? განა ჩვენს ჯარ­ში არ გა­მო­ად­გე­ბო­დათ?", - აცხა­დებს ომარ აშ ში­შა­ნად წო­დე­ბუ­ლი თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლის მამა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc-ის მი­ხედ­ვით.

ვინ არის 27 წლის ქართველი, რომელიც ჯიჰადის ლიდერი გახდა - მამა შვილის არჩევანში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს

ვინ არის 27 წლის ქართველი, რომელიც ჯიჰადის ლიდერი გახდა - მამა შვილის არჩევანში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს

ყოფილი სერჟანტის, ახლა კი რადიკალი ისლამისტების მეთაურის ომარ აშ შიშანის (თარხან ბათირაშვილი) მამა თემურ ბათირაშვილი მისი შვილის არჩევანში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს.

თემურ ბათირაშვილს BBC-ს რუსეთის ბიუროს ჟურნალისტი ესაუბრა და გამოაქვეყნა სტატია, სათაურით "როგორ გახდა ქართველი სერჟანტი ჯიჰადის ლიდერი?". სტატიაში ნათქვამია, რომ უკვე რამდენიმეა თვეა, 28 წლის ომარ აშ შიშანის სახელი ყოველთვის ჟღერს სამხედრო ანგარიშებში სირიიდან.

"მწითური გენერლის" ფსევდონიმით ცნობილი შიშანი დიდი ხანი არაა, რაც "ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს" ჩრდილოეთ სექტორის, ერაყსა და სირიაში მებრძოლი რადიკალი ისლამისტების მეთაურია. სხვათა შორის, პანკისის ხეობაში - ისლამისტების მეთაურის სამშობლოში - მას სხვა სახელით - თარხან ბათირაშვილი - იცნობენ. სირიაში გამგზავრებამდე ბათირაშვილი სოფელ ბირკიანში ცხოვრობდა და საქართველოს ჯარში მსახურობდა", - წერს BBC.

ჟურნალისტი ესაუბრა ომარ აშ შიშანის მამას თემურ ბათირაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ მისი შვილი, რომელიც 2008 წელს რუსეთთან ომის მონაწილეა, რადიკალური ისლამისგან შორს იყო. იგი რელიგიით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ჯარიდან ტუბერკულოზის დიაგნოზის გამო გამოუშვეს, სახელმწიფომ კი ოპერაციისთვისაც არ გამოუყო თანხა. თემურ ბათირაშვილის თქმით, მის შვილს თავისი სახსრებით მოუწია ოპერაციის გაკეთება, შემდეგ კი მას თელავში სამსახურს დაჰპირდნენ, თუმცა უშედეგოდ. მისივე ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილს სახლში იარაღით სავსე ყუთი ჩაუდეს და დააპატიმრეს.

"თარხანი ციხიდან შეცვლილი გამოვიდა. მას თავისი ნივთებიც კი არ დაუბრუნეს - მხოლოდ პისტოლეტი. არ მახსოვს, რომელი წელი იყო, ერთ საღამოს ჩემთან მოვიდა და მითხრა: "მამა, როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში მე არავის ვჭირდები". იმ დღის შემდეგ თარხანი აქ არავის უნახავს", - განაცხადა თემურ ბათირაშვილმა.

მისივე თქმით, სამივე მისი ვაჟი მუსულმანი გახდა.

"ჩემი სამივე შვილი მუსულმანი გახდა. მე თვითონ ქრისტიანი ვარ. არც ერთი ჩვენი წინაპარი მუსულმანი არ ყოფილა. ესენი კი უცებ ვაჰაბისტები გახდნენ. გამოდის, ჩემს შვილს საერთოდ არ ვიცნობდი, არ მესმოდა მისი. ამ ჩანაფიქრიდან კარგი არაფერი გამოვა. ყოველდღე საშინელი ახალი ამბის მოლოდინში ვარ. ერთი ინფარქტი უკვე გადავიტანე და ზუსტად ვიცი, თუ რამე ცუდს გავიგებ მის შესახებ, ვერ გადავიტან, უბრალოდ მოვკვდები. არ მჭირდება მე მისი ასეთი ცნობადობა. უკეთესი იქნებოდა, სახლში მჯდარიყო. შიმშილით ჩვენთან არავინ მომკვდარა. შეიძლება, იმისთვის დაიბადა, რომ იბრძოლოს. ის ჭკვიანი და კარგი ბიჭი იყო, არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ მოხდა. ამ ყველაფერში "ნაციონალები" არიან დამნაშავეები. მიეცათ მისთვის სამსახური, არსად წავიდოდა. განა საქართველოს არ სჭირდება ისეთი მეომარი, როგორიც ისაა? განა ჩვენს ჯარში არ გამოადგებოდათ?", - აცხადებს ომარ აშ შიშანად წოდებული თარხან ბათირაშვილის მამა.

მომზადებულია bbc-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე