ჯეინ ფსაკი - მაჰმუდ აბასმა " ბოევიკების" ისრაელზე სარაკეტო შეტევები უნდა შეაჩეროს

ჯეინ ფსაკი - მაჰმუდ აბასმა " ბოევიკების" ისრაელზე სარაკეტო შეტევები უნდა შეაჩეროს

პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ყველა შესაძლებელი ნაბიჯი უნდა გადადგას, რათა შეაჩეროს "ჰამასის" "ბოევიკების" მიერ ისრაელის ტერიტორიის სარაკეტო შეტევები. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯეინ ფსაკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ მკაცრად გმობს ისრაელზე სარაკეტო შეტევების გაგრძელებას და ტერორისტული ორგანიზაციების მიერ მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმას ღაზას სექტორში.

"არც ერთი ქვეყანა არ მისცემს თავს უფლებას მშვიდობიან მოქალაქეებზე სარაკეტო შეტევა განხორციელდეს და, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი ამ შეტევებისგან", - განაცხადა ჯეინ ფსაკიმ.

ამასთან, ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარეკეტო შეტევები დაგმო გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა, რომელმაც კონფლიქტის ორივე მხარეს მოუწოდა, შეაჩერონ აგრესია.

"გენერალური მდივანი ყველა მხარეს მოუწოდებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ და თავიდან აიცილონ სამოქალაქო მსხვერპლი და საერთო დესტაბილიზაცია", - ნათქვამია გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერის გავრცელებულ განცხადებაში.

"ჰამასის" ბოევიკებმა გუშინ ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს და დაახლოებით 120 რაკეტა გაუშვეს. ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო ავიაშეტევას სულ მცირე 27 პალესტინელი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა.

მომზადებულია Newsweek-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა