მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში გამდიდრებული ქართველი მილიარდერის "ბრილიანტის ოცნება"
რუსეთში გამდიდრებული ქართველი მილიარდერის "ბრილიანტის ოცნება"

ამ კი­თხვით მას ხში­რად მი­მარ­თა­ვენ, რად­გან დიდი ფული, მით უფრო რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ნა­შოვ­ნი, ხში­რად ბევრ კი­თხვას ბა­დებს. ის კი ამ­ბობს, რომ ეს მისი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია. ერ­თა­დერ­თხელ, ისიც მცი­რე სკან­და­ლი მის გარ­შე­მო მა­შინ აგორ­და, როცა ცო­ლი­ა­ნი კაცი და ხუთი შვი­ლის მამა, კან­ში რუს ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობ­თან, ნა­ტა­ლია სი­მა­კო­ვას­თან ერ­თად ნა­ხეს. ბევ­რიც არა­ფე­რი ყო­ფი­ლა - ქა­რიშ­ხა­ლი ჭი­ქა­ში. პრე­სა წერ­და, რომ ქარ­თვე­ლი ნავ­თობ­მაგ­ნა­ტი და ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი გვრი­ტე­ბი­ვით ჭუ­კ­ჭუ­კებ­დნენ. ლა­მა­ზი ქა­ლე­ბის გარ­და 1,8 მი­ლი­არ­დი­ან მე­პატ­რო­ნეს კი­დევ ჩოგ­ბურ­თი უყ­ვარს და პრე­ფე­რან­სი. მისი ჰობი მთა­ში თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლია და ძვე­ლე­ბუ­რი ხან­ჯლე­ბის უნი­კა­ლუ­რი კო­ლექ­ცია აქვს.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ნავ­თობ­სა­ბურ­ღი კომ­პა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ალექ­სან­დრე ჯა­ფა­რი­ძე 1955 წელს და­ღეს­ტან­ში, ქა­ლაქ მა­ხა­ჩკა­ლა­ში და­ი­ბა­და. მოს­კოვ­ში ნავ­თობ­ქი­მი­ი­სა და გა­ზის წარ­მო­ე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი და­ამ­თავ­რა და ინ­ჟი­ნერ-გე­ო­ფი­ზი­კო­სის პრო­ფე­სი­ას და­ე­უფ­ლა. თუმ­ცა ის, თუ რო­გორ აირ­ჩია მა­ხა­ჩკა­ლელ­მა ბიჭ­მა სა­მო­მავ­ლო პრო­ფე­სია, ეს მისი ბი­ოგ­რა­ფი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლია. სკო­ლის პე­რი­ოდ­ში, ალექ­სან­დრე ჯა­ფა­რი­ძე სე­რი­ო­ზუ­ლად იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი ფი­ზი­კით და მა­თე­მა­ტი­კით. ხში­რად იმარ­ჯვებ­და თურ­მე სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­დებ­ში, ამი­ტომ, მოს­კოვ­ში რომ ჩა­ვი­და, მტკი­ცედ ჰქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა. სამ­წუ­ხა­როდ ან შე­იძ­ლე­ბა სა­ბედ­ნი­ე­რო­დაც, ყმაწ­ვი­კაც­მა ეს ოც­ნე­ბა ვერ აიხ­დი­ნა, ვერ შეძ­ლო სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მოც­დე­ბის წარ­ჩი­ნე­ბით ჩა­ბა­რე­ბა. მოხ­და ისე, რომ ერთ დღეს, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტი, მოს­კო­ვის ქუ­ჩა­ში სე­ირ­ნო­ბი­სას ნავ­თობ­ქი­მი­ი­სა და გა­ზის წარ­მო­ე­ბის ინ­სტი­ტუტს გა­და­ა­წყდა. სას­წავ­ლებ­ლის წინ, გან­ცხა­დე­ბე­ბის და­ფა­ზე, ფა­კულ­ტე­ტე­ბის გა­მოც­დე­ბის ცხრი­ლი იყო გა­მოკ­რუ­ლი. ცოტა ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბი­სა და ცო­ტაც უსაქ­მუ­რო­ბის გამო, ალექ­სან­დრე ჯა­ფა­რი­ძემ გა­და­წყვი­ტა ცხრი­ლი ჩა­ე­კი­თხა. საკ­მა­ოდ ვრცელ დავ­თარ­ში გე­ო­ფი­ზი­კის ფა­კულ­ტე­ტი ამო­ი­კი­თხა. თით­ქოს გო­ნე­ბა გა­უ­ნათ­დაო, ერთი სა­ინ­ტე­რე­სო და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სა­ბე­დის­წე­რო შემ­თხვე­ვა გა­ახ­სენ­და. როცა მა­ხა­ჩკა­ლი­დან მოს­კოვ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბო­და, ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად, მის გა­სა­ცი­ლებ­ლად, მე­გო­ბა­რი გო­გო­ნაც მი­ვი­და. ალექ­სან­დრეს მა­შინ­ვე თვალ­ში მოხ­ვდა მის ძვირ­ფა­სი ოქ­როს სა­ყუ­რე ბრი­ლი­ან­ტის თვლე­ბით და ცოტა ეჭ­ვი­ა­ნო­ბით და ცო­ტაც ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბით, ამ ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა იკი­თხა. აღ­მოჩ­ნდა, რომ გო­გო­ნას ძვირ­ფა­სი სა­ყუ­რე მა­მის სა­ჩუ­ქა­რი იყო, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ალექ­სან­დრეს მა­ნამ­დე არას­დროს უკი­თხავს, სად მუ­შა­ობ­და მე­გო­ბა­რი გო­გო­ნას მამა, ახლა კი მა­მა­მი­სის პრო­ფე­სი­ამ გან­სა­კუთ­რე­ბით და­ა­ინ­ტე­რე­სა. აღ­მოჩ­ნდა რომ, ის ვი­საც შვი­ლის­თვის ასე­თი ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რის მი­ძღვნა შე­ეძ­ლო, ნავ­თობ­მომ­პო­ვე­ბე­ლი იყო. სწო­რედ ეს შემ­თხვე­ვა გა­ახ­სენ­და ჯა­ფა­რი­ძეს სა­გა­მოც­დო ცხრი­ლის კი­თხვი­სას, შემ­დეგ გო­ნე­ბა­ში საყ­ვა­რე­ლი ფი­ზი­კა და მა­თე­მა­ტი­კა ნავ­თო­ბწარ­მო­ე­ბას­თან და­ა­კავ­ში­რა, და გა­და­წყვი­ტა, რომ აირ­ჩევს ისეთ პრო­ფე­სი­ას, რო­მე­ლიც შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს, სწო­რედ ასე­თი ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბი გა­უ­კე­თოს. ფაქ­ტია, რომ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ში არ შემ­ცდა­რა.

ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში, მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და ქარ­თუ­ლი მა­რი­ფა­თის მქო­ნე ალექ­სან­დრე ჯა­ფა­რი­ძე, გე­ო­ფი­ზი­კოს­თა ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ი­ნიშ­ნა. შემ­დეგ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, საბ­ჭო­თა-ია­პო­ნურ წარ­მო­ე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით დროს აუ­წყო ფეხი და თა­ვად შექ­მნა კომ­პა­ნია "პეტ­რო­ა­ლი­ან­სი", რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ კომ­პა­ნი­აბს სრულ მომ­სა­ხუ­რე­ბას უწევ­და ნავ­თობ­მო­პო­ვე­ბის სფე­რო­ში. არც ამა­ზე გა­ჩე­რე­ბუ­ლა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა სა­ბურ­ღი კომ­პა­ნია და ახლა მხო­ლოდ მისი კომ­პა­ნი­ის წი­ლად რუ­სეთ­ში ნავ­თობ­მო­პო­ვე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბის თით­ქმის 20% მო­დის, ხოლო მის დამ­კვე­თებს შო­რის არი­ან ისე­თი ცნო­ბი­ლი ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა "ლუ­კო­ი­ლი", "როს­ნეფ­ტი", "გა­ზპ­რომ­ნეფ­ტი" და ა.შ.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რუსეთში გამდიდრებული ქართველი მილიარდერის "ბრილიანტის ოცნება"

რუსეთში გამდიდრებული ქართველი მილიარდერის "ბრილიანტის ოცნება"

ამ კითხვით მას ხშირად მიმართავენ, რადგან დიდი ფული, მით უფრო რუსეთის ფედერაციაში ნაშოვნი, ხშირად ბევრ კითხვას ბადებს. ის კი ამბობს, რომ ეს მისი ცხოვრების მთავარი მიზანია. ერთადერთხელ, ისიც მცირე სკანდალი მის გარშემო მაშინ აგორდა, როცა ცოლიანი კაცი და ხუთი შვილის მამა, კანში რუს ახალგაზრდა მსახიობთან, ნატალია სიმაკოვასთან ერთად ნახეს. ბევრიც არაფერი ყოფილა - ქარიშხალი ჭიქაში. პრესა წერდა, რომ ქართველი ნავთობმაგნატი და ახალგაზრდა მსახიობი გვრიტებივით ჭუკჭუკებდნენ. ლამაზი ქალების გარდა 1,8 მილიარდიან მეპატრონეს კიდევ ჩოგბურთი უყვარს და პრეფერანსი. მისი ჰობი მთაში თხილამურებით სრიალია და ძველებური ხანჯლების უნიკალური კოლექცია აქვს.

რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავთობსაბურღი კომპანიის პრეზიდენტი, ალექსანდრე ჯაფარიძე 1955 წელს დაღესტანში, ქალაქ მახაჩკალაში დაიბადა. მოსკოვში ნავთობქიმიისა და გაზის წარმოების ინსტიტუტი დაამთავრა და ინჟინერ-გეოფიზიკოსის პროფესიას დაეუფლა. თუმცა ის, თუ როგორ აირჩია მახაჩკალელმა ბიჭმა სამომავლო პროფესია, ეს მისი ბიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დეტალია. სკოლის პერიოდში, ალექსანდრე ჯაფარიძე სერიოზულად იყო გატაცებული ფიზიკით და მათემატიკით. ხშირად იმარჯვებდა თურმე სასკოლო ოლიმპიადებში, ამიტომ, მოსკოვში რომ ჩავიდა, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაებარებინა. სამწუხაროდ ან შეიძლება საბედნიეროდაც, ყმაწვიკაცმა ეს ოცნება ვერ აიხდინა, ვერ შეძლო სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების წარჩინებით ჩაბარება. მოხდა ისე, რომ ერთ დღეს, იმედგაცრუებული აბიტურიენტი, მოსკოვის ქუჩაში სეირნობისას ნავთობქიმიისა და გაზის წარმოების ინსტიტუტს გადააწყდა. სასწავლებლის წინ, განცხადებების დაფაზე, ფაკულტეტების გამოცდების ცხრილი იყო გამოკრული. ცოტა ცნობისმოყვარეობისა და ცოტაც უსაქმურობის გამო, ალექსანდრე ჯაფარიძემ გადაწყვიტა ცხრილი ჩაეკითხა. საკმაოდ ვრცელ დავთარში გეოფიზიკის ფაკულტეტი ამოიკითხა. თითქოს გონება გაუნათდაო, ერთი საინტერესო და შეიძლება ითქვას, საბედისწერო შემთხვევა გაახსენდა. როცა მახაჩკალიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა, ახლობლებთან ერთად, მის გასაცილებლად, მეგობარი გოგონაც მივიდა. ალექსანდრეს მაშინვე თვალში მოხვდა მის ძვირფასი ოქროს საყურე ბრილიანტის თვლებით და ცოტა ეჭვიანობით და ცოტაც ცნობისმოყვარეობით, ამ ძვირფასეულობის წარმომავლობა იკითხა. აღმოჩნდა, რომ გოგონას ძვირფასი საყურე მამის საჩუქარი იყო, სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით. ალექსანდრეს მანამდე არასდროს უკითხავს, სად მუშაობდა მეგობარი გოგონას მამა, ახლა კი მამამისის პროფესიამ განსაკუთრებით დააინტერესა. აღმოჩნდა რომ, ის ვისაც შვილისთვის ასეთი ძვირფასი საჩუქრის მიძღვნა შეეძლო, ნავთობმომპოვებელი იყო. სწორედ ეს შემთხვევა გაახსენდა ჯაფარიძეს საგამოცდო ცხრილის კითხვისას, შემდეგ გონებაში საყვარელი ფიზიკა და მათემატიკა ნავთობწარმოებასთან დააკავშირა, და გადაწყვიტა, რომ აირჩევს ისეთ პროფესიას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, საყვარელ ადამიანს, სწორედ ასეთი ძვირფასი საჩუქრები გაუკეთოს. ფაქტია, რომ პროფესიის არჩევაში არ შემცდარა.

ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, მიზანდასახული და ქართული მარიფათის მქონე ალექსანდრე ჯაფარიძე, გეოფიზიკოსთა ექსპედიციის ხელმძღვანელად დაინიშნა. შემდეგ, ამ მიმართულებით, საბჭოთა-იაპონურ წარმოებას ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით დროს აუწყო ფეხი და თავად შექმნა კომპანია "პეტროალიანსი", რომელიც დაინტერესებულ კომპანიაბს სრულ მომსახურებას უწევდა ნავთობმოპოვების სფეროში. არც ამაზე გაჩერებულა და მოგვიანებით თავად ჩამოაყალიბა საბურღი კომპანია და ახლა მხოლოდ მისი კომპანიის წილად რუსეთში ნავთობმოპოვების სამუშაოების თითქმის 20% მოდის, ხოლო მის დამკვეთებს შორის არიან ისეთი ცნობილი ნავთობკომპანიები, როგორიცაა "ლუკოილი", "როსნეფტი", "გაზპრომნეფტი" და ა.შ.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია