ცნობილი ქართველი მსახიობი ლიანა ასათიანი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
"მე-20 საუკუნის ულამაზესმა მსახიობმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაში. ლიანა ასათიანს ნათამაშები აქვს ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა: "გიორგი სააკაძე", "ჭრიჭინა", "ჭირვეული მეზობლები", "მაცი ხვიტია", "სინათლე ჩვენს ფანჯრებში", "დიდოსტატის მარჯვენა", "ერთი ცის ქვეშ" და სხვა. გარეგნობითა და სამსახიობო არტისტული შესრულებით ლიანა ასათიანი მსოფლიო ვარსკვლავი გახლდათ", - აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
უწყება მსახიობის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია თანაგრძნობას უცხადებს ლიანა ასათიანის ოჯახსა და ახლობლებს.