Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ედუარდ შევარდნაძეს კრწანისში მეუღლის გვერდით დაკრძალავენ
ედუარდ შევარდნაძეს კრწანისში მეუღლის გვერდით დაკრძალავენ

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, მაია ფან­ჯი­კი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს 13 ივ­ლისს კრწა­ნი­სის ყო­ფი­ლი სამ­თავ­რო­ბო რე­ზი­დენ­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მე­უღ­ლის გვერ­დით დაკ­რძა­ლა­ვენ.

ფან­ჯი­კი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის დაკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ცალ­კე­ულ დე­ტა­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და.

"დაკ­რძალ­ვა იქ­ნე­ბა კვი­რას, 13 ივ­ლისს, 15.00 სა­ათ­ზე. გა­მოს­ვე­ნე­ბა მოხ­დე­ბა სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რი­დან. დაკ­რძა­ლა­ვენ სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით, უკვე დგას ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის სა­პა­ტიო ყა­რა­უ­ლი. გარ­და ამი­სა, გა­იხ­სნა სამ­ძიმ­რის წიგ­ნი, რო­მე­ლიც ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა მის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, ხოლო პა­რას­კევს და შა­ბათს, როცა მას სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში გა­და­ას­ვე­ნე­ბენ, სამ­გლო­ვი­ა­რო წიგ­ნი ტა­ძარ­ში იქ­ნე­ბა. სა­ელ­ჩო­ებ­მა მი­ი­ღეს ინ­სტრუქ­ცია, რომ გახ­სნან სამ­ძიმ­რის წიგ­ნი. კვი­რას და­ეშ­ვე­ბა სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა რო­გორც ყვე­ლა სა­ელ­ჩო­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მთელს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ვე­ლო­დე­ბით დე­ლე­გა­ცი­ებს უცხო­ე­თი­დან, დღეს გავ­გზავ­ნეთ მოწ­ვე­ვე­ბი, ჯერ­ჯე­რო­ბით არ შე­მიძ­ლია იმის თქმა, რო­მე­ლი ქვეყ­ნი­დან რა დო­ნის დე­ლე­გა­ცია ჩა­მო­ვა. დაკ­რძალ­ვა, სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნა­დაც მე ვიცი, ოჯა­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მოხ­დე­ბა კრწა­ნი­სის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, სა­დაც დაკ­რძა­ლუ­ლია მისი მე­უღ­ლე", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს მაია ფან­ჯი­კი­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ედუარდ შევარდნაძეს კრწანისში მეუღლის გვერდით დაკრძალავენ

ედუარდ შევარდნაძეს კრწანისში მეუღლის გვერდით დაკრძალავენ

საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, ედუარდ შევარდნაძეს 13 ივლისს კრწანისის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.

ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს ყოფილი პრეზიდენტის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ცალკეულ დეტალებზე ინფორმაცია მიაწოდა.

"დაკრძალვა იქნება კვირას, 13 ივლისს, 15.00 საათზე. გამოსვენება მოხდება სამების საკათედრო ტაძრიდან. დაკრძალავენ სამხედრო პატივით, უკვე დგას ქართველი ჯარისკაცების საპატიო ყარაული. გარდა ამისა, გაიხსნა სამძიმრის წიგნი, რომელიც ორი დღის განმავლობაში იქნება მის რეზიდენციაში, ხოლო პარასკევს და შაბათს, როცა მას სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სამგლოვიარო წიგნი ტაძარში იქნება. საელჩოებმა მიიღეს ინსტრუქცია, რომ გახსნან სამძიმრის წიგნი. კვირას დაეშვება სახელმწიფო დროშა როგორც ყველა საელჩოში, ასევე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ველოდებით დელეგაციებს უცხოეთიდან, დღეს გავგზავნეთ მოწვევები, ჯერჯერობით არ შემიძლია იმის თქმა, რომელი ქვეყნიდან რა დონის დელეგაცია ჩამოვა. დაკრძალვა, სავარაუდოდ, რამდენადაც მე ვიცი, ოჯახის გადაწყვეტილებით მოხდება კრწანისის რეზიდენციაში, სადაც დაკრძალულია მისი მეუღლე", - განუცხადა ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია