მსახიობ გიორგი ყიფშიძის პირად ცხოვრებაზე ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ. ამბობენ, გიორგი მეუღლეს - ანი ჩიკვილაძეს დაშორდა, მოცეკვავე ჯულიანა ბარ-გნარზეა შეყვარებული და მის ცოლად მოყვანას შემოდგომაზე აპირებსო. გიორგისა და ანის ერთი შვილი ჰყავთ - ალექსანდრე, რომელიც წყვილს რამდენიმეწლიანი ცოლქმრობის შემდეგ ეყოლა.
რა თქმა უნდა, ჟურნალისტები დავინტერესდით, დაშორების ამბავი უბრალოდ ჭორი იყო თუ ვინმემ რამე არასწორად გაიგო...
სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება ჯულიანასა და გიორგის ერთად გადაღებული ფოტოები, თუმცა ჟურნალისტებთან საუბარში არც ერთი მხარე არ ადასტურებს, რომ გიორგი და ანი ერთმანეთს დაშორდნენ.