მსახიობი ლელა მებურიშვილი დედა გახდა. ეს მისთვის პირველი შვილია.
ლელა მებურიშვილი ორსულობის ბოლო თვეებს აშშ-ში მეუღლესთან ერთად ატარებდა.
ცნობილია ახალშობილის სახელიც, მას ალექსანდრე დაარქვეს, სოციალურ ქსელში კი ეს ამაღელვებელი ფოტო გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ ლელა მებურიშვილმა და ბაჩო საგანელიძემ შარშან იქორწინეს. ლელამ და ბაჩომ საკმაოდ მოულოდნელად, ვიწრო წრეში დაიწერეს
ჯვარი და თაფლობის თვის გასატარებლად საფრანგეთში გაფრინდნენ.
ერთმანეთი 2013 წლის აპრილში გაიცნეს, ბაჩოს სურვილითა და დაგეგმილი "შემთხვევითი" შეხვედრისას. გაცნობისთვის მადლობას ეკო ფანგანს უხდიან. ბაჩოს ქალაქში დიდი სამეგობრო წრე ჰყავს, მათ შორის შოუბიზნესის წარმომადგენლებიც არიან. ბაჩო პარლამენტარ დავით საგანელიძის ძმის შვილია და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის დირექტორიც გახლდათ.