საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურა ყიფშიძე მასტერმა კლიპში გადაიღო - რეპერს ტელეშოუებმა "გაუტეხეს"
ზურა ყიფშიძე მასტერმა კლიპში გადაიღო - რეპერს ტელეშოუებმა "გაუტეხეს"

რე­პე­რი მას­ტე­რი, იგი­ვე გი­ორ­გი პავ­ლი­აშ­ვი­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ობს და თა­ვის რე­პ­კომ­პო­ზი­ცი­ებს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე თვი­თონ ქმნის. წე­ლი­წად­ში რამ­დე­ნი­მე ვი­დე­ოს ამ­ზა­დებს. ბო­ლოს "ნუში" შექ­მნა, მას­ში მსა­ხი­ო­ბი ზურა ყიფ­ში­ძე მო­ნა­წი­ლე­ობს და ის ლე­გენ­და­რუ­ლი ფილ­მის "როცა აყ­ვავ­და ნუ­შის" მი­ხედ­ვით გა­ა­კე­თა, გრან­დი­ო­ზუ­ლი პრე­ზენ­ტა­ცი­აც მო­ა­წყო, მაგ­რამ გულ­ნატ­კე­ნია, რომ მისი ნა­მუ­შევ­რით არც ერთი ტე­ლე­შოუ არ და­ინ­ტე­რეს­და.

მას­ტე­რი:

- ჩემი ახა­ლი კლი­პი არც ერ­თმა ტე­ლე­შო­უმ თუ გა­და­ცე­მამ არ გა­უშ­ვა... ყვე­ლამ უა­რით გა­მო­მის­ტუმ­რა, ზოგ­მა არც კი უყუ­რა, ზოგ­მა მო­მი­ბო­დი­შა, რომ ვერ ჩას­ვამ­და თა­ვის ფორ­მატ­ში (არ ვიცი, რა­ტომ)... პრე­მი­ე­რას მხო­ლოდ ერთი შოუ დაგ­ვთან­ხმდა იმ პი­რო­ბით, რომ კლიპ­ზე მხო­ლოდ 1 წუთი უნდა მე­სა­უბ­რა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ შევ­თან­ხმდით... ბო­ლოს კი ვი­დეო მე­გო­ბარ­თან - თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძეს­თან "პირ­ვე­ლი არ­ხის" დი­ლის გა­და­ცე­მა­ში მი­ვი­ტა­ნეთ... დიდი მად­ლო­ბა ამის­თვის!

- რა­ტომ აირ­ჩიე კლი­პის­თვის ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძის ფილ­მი "როცა აყ­ვავ­და ნუში?"

- ეს სიმ­ღე­რა ფილ­მის კი არა, მუ­სი­კის მი­ხედ­ვით ავირ­ჩიე, სულ მინ­დო­და, ამ მუ­სი­კა­ლურ თე­მა­ზე მე­მუ­შა­ვა, მაგ­რამ მას­თან "მი­ახ­ლო­ვე­ბას" ვერ ვბე­დავ­დი, დიდი ხნის ფიქ­რის შემ­დეგ, გა­დავ­წყვი­ტე, რეპ­ში გა­მე­კე­თე­ბი­ნა, გა­ვა­კე­თე არან­ჟი­რე­ბა (ამას "სემპლინ­გი" ჰქვია, რად­გან გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ორი­გი­ნა­ლი კომ­პო­ზი­ცი­ის აუ­დიო ნა­წი­ლე­ბი) შემ­დეგ სიმ­ღე­რა მომ­ზად­და დუ­ე­ტად - აბი ხა­ნუ­ქაშ­ვილ­თან ერ­თად... ეს ვერ­სია გა­ვუგ­ზავ­ნე ბა­ტონ გია ყან­ჩელს, უდი­დეს ადა­მი­ანს, სკეპ­ტი­კუ­რად ვი­ყა­ვი გან­წყო­ბი­ლი, მე­გო­ნა, არ მო­ე­წო­ნე­ბო­და, მაგ­რამ და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მო­ვი­და, რა­მაც ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა!

- ვი­დე­ო­ში ქარ­თუ­ლი კი­ნო­სა და თე­ატ­რის ვარ­სკვლა­ვი მო­ნა­წი­ლე­ობს, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნულ ფილმში წლე­ბის წინ ითა­მა­შა...

- ზურა ყიფ­ში­ძე იმი­ტომ მო­ვიწ­ვიე, რომ ის იმ ფილმში თა­მა­შობს მთა­ვარ როლს, რომ­ლის სა­უნ­დტრე­კიც ეს მუ­სი­კა­ლუ­რი თე­მაა... აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დიდი სურ­ვი­ლი მქონ­და, ამ კლიპ­ში მას მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო... იგი მარ­ტი­ვად დაგ­ვთან­ხმდა. უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ გე­ნი­ა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბაა, ძა­ლი­ან თავ­მდა­ბა­ლი და უნი­კა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი! დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, იყო რე­ჟი­სო­რი კლი­პი­სა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და ისე­თი დიდი არ­ტის­ტი, რო­გო­რიც არის ბა­ტო­ნი ზურა!

- კად­რე­ბის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, კლი­პი გა­რე­ჯშია გა­და­ღე­ბუ­ლი, ასეა?

- გა­და­ღე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ბო­და "ლი­სის ტბის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, დიდი ხანი ვე­ძებ­დი ლო­კა­ცი­ას... თა­ვი­დან "ლი­სის ტბა­ზე" რომ ავე­დი, ტბას მან­ქა­ნით შე­მო­ვუ­ა­რე და მივ­ხვდი, რომ ეს ის ად­გი­ლი იყო, რო­მე­ლიც მინ­დო­და...

- კლიპ­ში გა­ის­მის ფრა­ზა სი­ნა­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რას ნა­ნობ?

- რას ვნა­ნობ? ალ­ბათ იმას, რომ უფრო აქ­ტი­უ­რი არ ვი­ყა­ვი მა­შინ, როცა ეს სა­ჭი­რო იყო, კა­რი­ე­რა­ში უფრო მე­ტის­თვის შე­მეძ­ლო, მი­მეღ­წია!

- სკო­ლის პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის თე­მა­საც ეხ­მი­ა­ნე­ბი.

- კლიპ­ში სკო­ლის სიყ­ვა­რუ­ლი არ მყო­ლია, უბ­რა­ლოდ მანდ ჩემი ტექ­სტი მთლი­ა­ნად ფილ­მს შე­ვუ­სა­ბა­მე და ვყვე­ბი იმ ტექსტს, რა­საც ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან მოჰ­ყვე­ბო­და პერ­სო­ნა­ჟი "ზურა", რო­მელ­საც კლა­სე­ლი გოგო უყ­ვარ­და.

- რე­პ­კომ­პო­ზი­ცი­ა­ში ყურს ხვდე­ბა ფრა­ზა -'"ბედ­მა სა­ერ­თო სა­ბა­ნი ვერ შეგ­ვი­კე­რა"...

- ამ ფრა­ზა - "ბედ­მა სა­ერ­თო სა­ბა­ნი ვერ შეგ­ვი­კე­რა" ვე­უბ­ნე­ბი გო­გოს, რო­მე­ლიც ჩემ­თან ერ­თად აღარ არის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­საც სურ­და ჩემ­თან ყოფ­ნა და მეც მას­თან მინ­დო­და, მაგ­რამ ასე მოხ­და.

- ზურა ყიფ­ში­ძეს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ - რა იყო შენ­თვის მასთნ მუ­შა­ო­ბა?

- ზუ­რას­თან მუ­შა­ო­ბა, რო­გორც უკვე ვთქვი, პირ­ველ რიგ­ში ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა, უფრო მეტ სტი­მულს მაძ­ლევს, რომ დიდ პრო­ექ­ტებს შე­ვე­ჭი­დო, მო­მე­მა­ტა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა და რო­გორც ადა­მი­ა­ნის­გან, მის­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე! თა­ვის­თა­ვად მოხ­და ყვე­ლა სიმ­ღე­რის გა­რე­მე­ი­ქე­ბა ან "სემპლად" გა­მო­ყე­ნე­ბა. ეს დრო­სა და გე­მოვ­ნე­ბას მო­აქვს. არას­დროს მქო­ნია და­სა­ხუ­ლი, რომ ავ­დგე­ბი და ძველ სიმ­ღე­რებს გა­ვა­რი­მე­ი­ქებ-მეთ­ქი... თუმ­ცა ეს ერ­თგვა­რად პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწევს ძველ­საც... ხში­რად ბევ­რი მე­კი­თხე­ბა ხოლ­მე, რო­მე­ლი სიმ­ღე­რა გაქვს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი? ვე­უბ­ნე­ბი კონ­კრე­ტულ ძველ სიმ­ღე­რას და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­მო­დის, რომ "ჩე­რეზ" ჩე­მით ხში­რად ძველ სიმ­ღე­რას­თან მი­დი­ან... მა­გა­ლი­თად, თბი­ლი­სი "სითი 2"-ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ნანი ბრეგ­ვა­ძის სიმ­ღე­რა - "ძმაო, გა­შა­ლე მარ­ჯვე­ნა", რო­მე­ლიც თით­ქმის არა­ვინ იცო­და... ახლა მე­კი­თხე­ბი­ან, "სითი 2"-ში რო­მე­ლი სიმ­ღე­რაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლიო, ვე­უბ­ნე­ბი და უს­მე­ნენ "ორე­რას" ძველ ნამ­ღერს!

- კლიპ­ში რამ­დე­ნი­მე სიმ­ბო­ლუ­რი მი­ნიშ­ნე­ბაც არის:

- პერ­სო­ნა­ჟი "ზურა" ცი­ხი­დან გა­მო­დის და სრუ­ლი­ად მარ­ტოა. და­დის დიდ სივ­რცე­ში (ველ­ზე), სა­დაც ახ­სენ­დე­ბა თა­ვის მე­გობ­რე­ბი, სიყ­ვა­რუ­ლი... მხო­ლოდ ძაღ­ლი­ღა დარ­ჩა (რო­მე­ლიც ერ­თგუ­ლე­ბის სიმ­ბო­ლოა), სა­დაც არ უნდა წა­ვი­დეს, უკან მიჰ­ყვე­ბა. სიმ­ბო­ლუ­რია ასე­ვე შავი ფე­რის "გაზ-21" (ფილმში მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თეთ­რია), კლიპ­ში შავი ვოლ­გა სიმ­ბო­ლოა ცოდ­ვი­სა და ცუდი მო­გო­ნე­ბე­ბის, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს თან დაჰ­ყვე­ბა... კი­დევ ბევ­რი სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვაა, ყვე­ლა­ფერ­ზე აღარ მინ­და სა­უ­ბა­რი.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ზურა ყიფშიძე მასტერმა კლიპში გადაიღო - რეპერს ტელეშოუებმა "გაუტეხეს"

ზურა ყიფშიძე მასტერმა კლიპში გადაიღო - რეპერს ტელეშოუებმა "გაუტეხეს"

რეპერი მასტერი, იგივე გიორგი პავლიაშვილი აბსოლუტურად დამოუკიდებლად მუშაობს და თავის რეპკომპოზიციებს თავიდან ბოლომდე თვითონ ქმნის. წელიწადში რამდენიმე ვიდეოს ამზადებს. ბოლოს "ნუში" შექმნა, მასში მსახიობი ზურა ყიფშიძე მონაწილეობს და ის ლეგენდარული ფილმის "როცა აყვავდა ნუშის" მიხედვით გააკეთა, გრანდიოზული პრეზენტაციაც მოაწყო, მაგრამ გულნატკენია, რომ მისი ნამუშევრით არც ერთი ტელეშოუ არ დაინტერესდა.

მასტერი:

- ჩემი ახალი კლიპი არც ერთმა ტელეშოუმ თუ გადაცემამ არ გაუშვა... ყველამ უარით გამომისტუმრა, ზოგმა არც კი უყურა, ზოგმა მომიბოდიშა, რომ ვერ ჩასვამდა თავის ფორმატში (არ ვიცი, რატომ)... პრემიერას მხოლოდ ერთი შოუ დაგვთანხმდა იმ პირობით, რომ კლიპზე მხოლოდ 1 წუთი უნდა მესაუბრა და აქედან გამომდინარე, ვერ შევთანხმდით... ბოლოს კი ვიდეო მეგობართან - თამუნა მუსერიძესთან "პირველი არხის" დილის გადაცემაში მივიტანეთ... დიდი მადლობა ამისთვის!

- რატომ აირჩიე კლიპისთვის ლანა ღოღობერიძის ფილმი "როცა აყვავდა ნუში?"

- ეს სიმღერა ფილმის კი არა, მუსიკის მიხედვით ავირჩიე, სულ მინდოდა, ამ მუსიკალურ თემაზე მემუშავა, მაგრამ მასთან "მიახლოვებას" ვერ ვბედავდი, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, რეპში გამეკეთებინა, გავაკეთე არანჟირება (ამას "სემპლინგი" ჰქვია, რადგან გამოყენებულია ორიგინალი კომპოზიციის აუდიო ნაწილები) შემდეგ სიმღერა მომზადდა დუეტად - აბი ხანუქაშვილთან ერთად... ეს ვერსია გავუგზავნე ბატონ გია ყანჩელს, უდიდეს ადამიანს, სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მეგონა, არ მოეწონებოდა, მაგრამ დადებითი პასუხი მოვიდა, რამაც ძალიან გამახარა!

- ვიდეოში ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავი მონაწილეობს, ადამიანი, რომელმაც აღნიშნულ ფილმში წლების წინ ითამაშა...

- ზურა ყიფშიძე იმიტომ მოვიწვიე, რომ ის იმ ფილმში თამაშობს მთავარ როლს, რომლის საუნდტრეკიც ეს მუსიკალური თემაა... აქედან გამომდინარე, დიდი სურვილი მქონდა, ამ კლიპში მას მონაწილეობა მიეღო... იგი მარტივად დაგვთანხმდა. უნდა აღვნიშნო, რომ გენიალური პიროვნებაა, ძალიან თავმდაბალი და უნიკალური ადამიანი! დიდი სიამოვნებაა, იყო რეჟისორი კლიპისა, რომელშიც მონაწილეობდა ისეთი დიდი არტისტი, როგორიც არის ბატონი ზურა!

- კადრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კლიპი გარეჯშია გადაღებული, ასეა?

- გადაღებები მიმდინარებოდა "ლისის ტბის" მიმდებარე ტერიტორიაზე, დიდი ხანი ვეძებდი ლოკაციას... თავიდან "ლისის ტბაზე" რომ ავედი, ტბას მანქანით შემოვუარე და მივხვდი, რომ ეს ის ადგილი იყო, რომელიც მინდოდა...

- კლიპში გაისმის ფრაზა სინანულთან დაკავშირებით. რას ნანობ?

- რას ვნანობ? ალბათ იმას, რომ უფრო აქტიური არ ვიყავი მაშინ, როცა ეს საჭირო იყო, კარიერაში უფრო მეტისთვის შემეძლო, მიმეღწია!

- სკოლის პირველი სიყვარულის თემასაც ეხმიანები.

- კლიპში სკოლის სიყვარული არ მყოლია, უბრალოდ მანდ ჩემი ტექსტი მთლიანად ფილმს შევუსაბამე და ვყვები იმ ტექსტს, რასაც ჩემი გადმოსახედიდან მოჰყვებოდა პერსონაჟი "ზურა", რომელსაც კლასელი გოგო უყვარდა.

- რეპკომპოზიციაში ყურს ხვდება ფრაზა -'"ბედმა საერთო საბანი ვერ შეგვიკერა"...

- ამ ფრაზა - "ბედმა საერთო საბანი ვერ შეგვიკერა" ვეუბნები გოგოს, რომელიც ჩემთან ერთად აღარ არის, მიუხედავად იმისა, რომ მასაც სურდა ჩემთან ყოფნა და მეც მასთან მინდოდა, მაგრამ ასე მოხდა.

- ზურა ყიფშიძეს რომ დავუბრუნდეთ - რა იყო შენთვის მასთნ მუშაობა?

- ზურასთან მუშაობა, როგორც უკვე ვთქვი, პირველ რიგში ძალიან მეამაყება, უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, რომ დიდ პროექტებს შევეჭიდო, მომემატა თავდაჯერებულობა და როგორც ადამიანისგან, მისგან ბევრი რამ ვისწავლე! თავისთავად მოხდა ყველა სიმღერის გარემეიქება ან "სემპლად" გამოყენება. ეს დროსა და გემოვნებას მოაქვს. არასდროს მქონია დასახული, რომ ავდგები და ძველ სიმღერებს გავარიმეიქებ-მეთქი... თუმცა ეს ერთგვარად პოპულარიზაციას უწევს ძველსაც... ხშირად ბევრი მეკითხება ხოლმე, რომელი სიმღერა გაქვს გამოყენებული? ვეუბნები კონკრეტულ ძველ სიმღერას და აქედან გამომდინარე გამოდის, რომ "ჩერეზ" ჩემით ხშირად ძველ სიმღერასთან მიდიან... მაგალითად, თბილისი "სითი 2"-ში გამოყენებულია ნანი ბრეგვაძის სიმღერა - "ძმაო, გაშალე მარჯვენა", რომელიც თითქმის არავინ იცოდა... ახლა მეკითხებიან, "სითი 2"-ში რომელი სიმღერაა გამოყენებულიო, ვეუბნები და უსმენენ "ორერას" ძველ ნამღერს!

- კლიპში რამდენიმე სიმბოლური მინიშნებაც არის:

- პერსონაჟი "ზურა" ციხიდან გამოდის და სრულიად მარტოა. დადის დიდ სივრცეში (ველზე), სადაც ახსენდება თავის მეგობრები, სიყვარული... მხოლოდ ძაღლიღა დარჩა (რომელიც ერთგულების სიმბოლოა), სადაც არ უნდა წავიდეს, უკან მიჰყვება. სიმბოლურია ასევე შავი ფერის "გაზ-21" (ფილმში მოგეხსენებათ, თეთრია), კლიპში შავი ვოლგა სიმბოლოა ცოდვისა და ცუდი მოგონებების, რომელიც ადამიანს თან დაჰყვება... კიდევ ბევრი სიმბოლური დატვირთვაა, ყველაფერზე აღარ მინდა საუბარი.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება