სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აღმოჩნდა ქეთა თოფურია საჭირო დროს საჭირო ადგილზე - კარიერული წინსვლა, რაზეც მომღერალი არ ფიქრობდა
როგორ აღმოჩნდა ქეთა თოფურია საჭირო დროს საჭირო ადგილზე - კარიერული წინსვლა, რაზეც მომღერალი არ ფიქრობდა

არ­სე­ბობს გა­მოთ­ქმა - "სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გილ­ზე აღ­მოჩ­ნდაო" და ამის დას­ტუ­რად, ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­შიც ხში­რად იქ­მნე­ბა ისე­თი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც შემ­დგომ რა­დი­კა­ლუ­რად ცვლი­ან და წყვე­ტენ მათ ბედ­სა თუ ცხოვ­რე­ბას.

ეს ალ­ბათ იღ­ბა­ლიც არის, როცა არა­ფერ­ზე ფიქ­რობ, ვერც კი წარ­მო­იდ­გენ და მო­უ­ლოდ­ნე­ლად ისეთ ად­გილ­ზე აღ­მოჩ­ნდე­ბი, ისე შე­გე­წყო­ბა ხელი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა თუ გა­რე­მო­ე­ბე­ბის წყლო­ბით, რომ თა­ვად­ვე გა­ო­ცე­ბუ­ლი რჩე­ბი...

პრო­დი­უ­სერ ნატო დუმ­ბა­ძეს მი­აჩ­ნია, რომ მომ­ღე­რა­ლი ქეთა თო­ფუ­რია, რო­მე­ლიც დღეს ჯგუ­ფის "ა სტუ­დიო" სო­ლის­ტია, სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გილ­ზე აღ­მოჩ­ნდა, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა კი­დეც მისი შემ­დგო­მი კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა (ნა­ტოს ხომ ლო­მის წილი მი­უ­ძღვის ქე­თას კა­რი­ე­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში):

- ეს ალ­ბათ, იღ­ბა­ლიც არის, რად­გა­ნაც მაგ დროს სხვა მომ­ღერ­ლე­ბის პრო­დი­უ­სე­რიც ვი­ყა­ვი, მაგ­რამ როცა აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და "ა სტუ­დი­ოს­თვის" სო­ლის­ტი, ჯგუ­ფის წევ­რებს სწო­რედ ქე­თას კან­დი­და­ტუ­რა შევ­თა­ვა­ზე.

- რო­გორ მოხ­და ეგ ყვე­ლა­ფე­რი, იქ­ნებ ის პე­რი­ო­დი გა­ვიხ­სე­ნო?

- ქეთა ბოლო პე­რი­ოდ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად ამო­ვარ­დნი­ლი იყო ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბი­დან (ეს არის 2003-2004 წლე­ბი), სულ სხვა­ნა­ირ სიმ­ღე­რებს მღე­რო­და, კლი­პე­ბიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და. ცუ­დის თქმა კი არ მინ­და, ქარ­თველ შემ­სრუ­ლებ­ლებ­ზე, მაგ­რამ რო­გორც პრო­დი­უ­სერ­მა, წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც კარ­გად ის ჩაჯ­დე­ბო­და მაგ ჯგუფ­ში. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩემი ხედ­ვით ასე იყო.

მოკ­ლედ, ჯგუ­ფი "ა სტუ­დიო" რომ და­ი­შა­ლა, მის­მა წევ­რებ­მა გა­მო­მიგ­ზავ­ნეს მა­სა­ლა და მი­თხრეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მუ­სი­კა­ლურ არ­ხებ­ზე იქ­ნებ ჩვე­ნი კლი­პე­ბი და­ატ­რი­ა­ლონ და თქვენ ქვე­ყა­ნა­შიც გა­ი­გონ, რომ ქალი სო­ლის­ტი აღარ გვყავს და ახლა უკვე ჯგუ­ფი მხო­ლოდ მა­მა­კა­ცე­ბის­გან შედ­გე­ბაო. მა­სა­ლა რომ ვნა­ხე, მა­შინ­ვე მათ დი­რექ­ტორს ვუ­თხა­რი, რომ სო­ლის­ტის გა­რე­შე "ა სტუ­დიო" ვერ იარ­სე­ბებს და მის ძებ­ნას თუ და­ი­წყებთ, კარ­გი იქ­ნე­ბა-მეთ­ქი. კი ჩვენც ასე ვფქი­რობთ, ქას­თინ­გი გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი გვაქვს და მომ­ღე­რალს უკვე ვე­ძებთ, მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოდ, ის ჩვე­ნი გათ­ვლით, ბიჭი უნდა იყო­სო. ასეთ აზ­რზე იყ­ვნენ...

- რა­ტომ ფიქ­რობ­დნენ ასე?

- ამ­ბობ­დნენ, რომ ქა­ლის გა­თხო­ვე­ბის თავი აღარ გვაქ­ვსო... მერე მკი­თხეს, სო­ლის­ტთან და­კავ­ში­რე­ბით რა­ტომ გვკი­თხეო? ვუ­პა­სუ­ხე, რომ ჩვენს ერთ-ერთ მომ­ღე­რალ­ზე მაქვს ეჭვი (ქე­თას ვგუ­ლის­ხმობ­დი), სო­ლის­ტად გა­მო­გად­გე­ბათ-მეთ­ქი. გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნე მისი ნამ­ღე­რი და მო­ვის­მენ­თო... ნამ­ღერს რომ მო­უს­მი­ნეს, მი­თხრეს, ხმის რე­ჟი­სორს მშვე­ნივ­რად უმუ­შა­ვია, ხმა ალ­ბათ რე­ა­ლუ­რად ასე­თი არ აქვს, მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს ნა­მუ­შე­ვა­რი სტუ­დი­ა­შია კარ­გად გას­წო­რე­ბუ­ლიო. მა­შინ გავ­ბრაზ­დი და ვუ­თხა­რი, გაჩ­ვე­ნებთ და მო­გას­მე­ნი­ნებთ რო­გო­რია ქეთა-მეთ­ქი. ჯგუ­ფის წევ­რებ­მა მას სტუ­დი­ა­ში რომ მო­უს­მი­ნეს, ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ და უკვე უს­წრა­ფე­სად მოხ­და ქე­თას "ა სტუ­დი­ო­ში" აიყ­ვა­ნა...

- სად მო­უს­მი­ნეს?

- ეს მოს­მე­ნა თბი­ლის­ში, გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძის სტუ­დი­ა­ში მოხ­და. 2005 წელს კი ქეთა უკვე სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ვი­და. მოკ­ლედ, სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნის შე­თა­ვა­ზე­ბა მოხ­და იმათ­თვის, ვინც მას ეძებ­და და ჯგუ­ფის­თვის ეს სა­ჭი­რო გო­გო­ნა ქეთა თო­ფუ­რია აღ­მოჩ­ნდა...

ლალი ფა­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

როგორ აღმოჩნდა ქეთა თოფურია საჭირო დროს საჭირო ადგილზე - კარიერული წინსვლა, რაზეც მომღერალი არ ფიქრობდა

როგორ აღმოჩნდა ქეთა თოფურია საჭირო დროს საჭირო ადგილზე - კარიერული წინსვლა, რაზეც მომღერალი არ ფიქრობდა

არსებობს გამოთქმა - "საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდაო" და ამის დასტურად, ადამიანების ცხოვრებაშიც ხშირად იქმნება ისეთი სიტუაციები, რომლებიც შემდგომ რადიკალურად ცვლიან და წყვეტენ მათ ბედსა თუ ცხოვრებას.

ეს ალბათ იღბალიც არის, როცა არაფერზე ფიქრობ, ვერც კი წარმოიდგენ და მოულოდნელად ისეთ ადგილზე აღმოჩნდები, ისე შეგეწყობა ხელი ადამიანებისა თუ გარემოებების წყლობით, რომ თავადვე გაოცებული რჩები...

პროდიუსერ ნატო დუმბაძეს მიაჩნია, რომ მომღერალი ქეთა თოფურია, რომელიც დღეს ჯგუფის "ა სტუდიო" სოლისტია, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა, რამაც განაპირობა კიდეც მისი შემდგომი კარიერული წინსვლა (ნატოს ხომ ლომის წილი მიუძღვის ქეთას კარიერის განვითარებაში):

- ეს ალბათ, იღბალიც არის, რადგანაც მაგ დროს სხვა მომღერლების პროდიუსერიც ვიყავი, მაგრამ როცა აუცილებელი გახდა "ა სტუდიოსთვის" სოლისტი, ჯგუფის წევრებს სწორედ ქეთას კანდიდატურა შევთავაზე.

- როგორ მოხდა ეგ ყველაფერი, იქნებ ის პერიოდი გავიხსენო?

- ქეთა ბოლო პერიოდში აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო ქართული რეალობიდან (ეს არის 2003-2004 წლები), სულ სხვანაირ სიმღერებს მღეროდა, კლიპებიც განსხვავებული ჰქონდა. ცუდის თქმა კი არ მინდა, ქართველ შემსრულებლებზე, მაგრამ როგორც პროდიუსერმა, წარმოვიდგინე, რომ მაინცდამაინც კარგად ის ჩაჯდებოდა მაგ ჯგუფში. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ხედვით ასე იყო.

მოკლედ, ჯგუფი "ა სტუდიო" რომ დაიშალა, მისმა წევრებმა გამომიგზავნეს მასალა და მითხრეს, რომ საქართველოს მუსიკალურ არხებზე იქნებ ჩვენი კლიპები დაატრიალონ და თქვენ ქვეყანაშიც გაიგონ, რომ ქალი სოლისტი აღარ გვყავს და ახლა უკვე ჯგუფი მხოლოდ მამაკაცებისგან შედგებაო. მასალა რომ ვნახე, მაშინვე მათ დირექტორს ვუთხარი, რომ სოლისტის გარეშე "ა სტუდიო" ვერ იარსებებს და მის ძებნას თუ დაიწყებთ, კარგი იქნება-მეთქი. კი ჩვენც ასე ვფქირობთ, ქასთინგი გამოცხადებული გვაქვს და მომღერალს უკვე ვეძებთ, მაგრამ სავარაუდოდ, ის ჩვენი გათვლით, ბიჭი უნდა იყოსო. ასეთ აზრზე იყვნენ...

- რატომ ფიქრობდნენ ასე?

- ამბობდნენ, რომ ქალის გათხოვების თავი აღარ გვაქვსო... მერე მკითხეს, სოლისტთან დაკავშირებით რატომ გვკითხეო? ვუპასუხე, რომ ჩვენს ერთ-ერთ მომღერალზე მაქვს ეჭვი (ქეთას ვგულისხმობდი), სოლისტად გამოგადგებათ-მეთქი. გამოგვიგზავნე მისი ნამღერი და მოვისმენთო... ნამღერს რომ მოუსმინეს, მითხრეს, ხმის რეჟისორს მშვენივრად უმუშავია, ხმა ალბათ რეალურად ასეთი არ აქვს, მიგვაჩნია, რომ ეს ნამუშევარი სტუდიაშია კარგად გასწორებულიო. მაშინ გავბრაზდი და ვუთხარი, გაჩვენებთ და მოგასმენინებთ როგორია ქეთა-მეთქი. ჯგუფის წევრებმა მას სტუდიაში რომ მოუსმინეს, ძალიან მოეწონათ და უკვე უსწრაფესად მოხდა ქეთას "ა სტუდიოში" აიყვანა...

- სად მოუსმინეს?

- ეს მოსმენა თბილისში, გიგა კუხიანიძის სტუდიაში მოხდა. 2005 წელს კი ქეთა უკვე საქართველოდან წავიდა. მოკლედ, საჭირო დროს საჭირო ადამიანის შეთავაზება მოხდა იმათთვის, ვინც მას ეძებდა და ჯგუფისთვის ეს საჭირო გოგონა ქეთა თოფურია აღმოჩნდა...

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება