ფოტოსესია, კასტინგიდან კასტინგზე სიარული, დიზაინერებთან და ფოტოგრაფებთან თანამშრომლობა, პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოებთან დადებული კონტრაქტი, ვარსკვლავების გარემოცვა, პოპულარობა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ღირსებებისა, რომელიც მოდელის კარიერას განსაზღვრავს.
ქართველი ლამაზმანი, 15 წლის თაკო ნაცვლიშვილი Louis Vuitton-ის, Dolce & Gabbana-ს, Christian Dior-ისა და Calvin Klein-ის მოდელია. თაკოს სხეულის იდეალური პროპორციები, ლამაზი სახის ნაკვთები, ეშხი და ფოტოგენურობა აქვს, შესაბამისად, მისი პორტფოლიო კარიერის დასაწყისშივე შთამბეჭდავი კონტრაქტითა, თუ ფოტოსესიებით შეივსო. თაკო ცნობილი მოდელის და სამოდელო სააგენტო Model Look-ის დამფუძნებლის, ნინო ცქიტიშვილის ქალიშვილია.