საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაცი, რომლის მესამე ცოლმა დაშორების შემდეგ პროტესტის ნიშნად თმა გადაიპარსა - გიორგი გურგულია ცოლებმა დაღალეს
კაცი, რომლის მესამე ცოლმა დაშორების შემდეგ პროტესტის ნიშნად თმა გადაიპარსა - გიორგი გურგულია ცოლებმა დაღალეს

გი­ორ­გი გურ­გუ­ლი­ას დო­ლი­ძე­ზე შევ­ხვდით. ჩემი წარ­სუ­ლის სახ­ლში მინ­და წა­ვი­დე­თო, გვი­თხრა მსა­ხი­ობ­მა და ერთ-ერთი კორ­პუ­სის მეჩ­ვიდ­მე­ტე სარ­თუ­ლის­კენ გაგ­ვი­ძღვა. კარლ­სო­ნე­ბი­ვით ვის­ხე­დით კორ­პუ­სის სა­ხუ­რავ­ზე და­შე­ნე­ბულ მან­სარ­და­ში. თბი­ლი­სის ულა­მა­ზე­სი ხედი იშ­ლე­ბო­და მსა­ხი­ო­ბის წარ­სუ­ლის სახ­ლი­დან.

- გი­ორ­გი, აქ რო­მელ წლებ­ში ცხოვ­რობ­დი?

- ამე­რი­კი­დან რომ დავ­ბრუნ­დი, მო­საშ­ვილ­ზე ორი სახ­ლი გავ­ყი­დე, თავ­შე­სა­ფა­რი არ მქონ­და. ეს მე­გობ­რის ბი­ნაა. გა­ვა­რე­მონ­ტეთ, ჩემი ხე­ლით და­ვა­გე ია­ტა­კი, შპა­ლე­რი გა­ვა­კა­რი. 7 თვე ვი­ცხოვ­რე აქ მე­სა­მე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად. ამ სა­ხუ­რა­ვის შე­მო­ღო­ბილ ეზო­ში აიდ­გა ფეხი ჩემ­მა უმ­ცროს­მა ბიჭ­მა ან­დრი­ამ. ჭო­ჭი­ნით დარ­ბო­და მა­შინ. მერე ისევ წა­ვე­დი ამე­რი­კა­ში დიდი ხნით და მე და ხა­თუ­ნას ურ­თი­ერ­თო­ბა აგ­ვე­რია. ზო­გა­დად, ცო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ყო­ველ­თვის ჩემი უცხო­ე­თის ვი­ზი­ტე­ბი მი­ფუ­ჭებ­და.

- დღეს რა ხდე­ბა შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში?

- დღე­საც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რამ ცო­ლის­თვის მზად არ ვარ. და­ვი­ღა­ლე. 27 წე­ლი­წა­დია, ცო­ლი­ა­ნი ვარ. 18 წლი­დან ცოლი მყავ­და. სულ იმის ფიქ­რში ხარ, რა სჭირ­დე­ბა ცოლს, ოჯახს, სახ­ლში დრო­ზე უნდა მიხ­ვი­დე. აღარ მინ­და, დას­ვე­ნე­ბა მჭირ­დე­ბა.

- მახ­სოვს, ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მი­თხა­რი, ოჯა­ხის პა­რა­ლე­ლუ­რად, მინ­დო­და, ჩემი სამ­ყა­რო მქო­ნო­და, ეს არ ეს­მო­და არც ერთ ცოლს და ამი­ტო­მაც ინ­გრე­ო­და ჩემი ოჯა­ხე­ბიო...

- მე­ო­რე ცოლს, თამ­რი­კოს ეს­მო­და. იმ პე­რი­ოდ­ში სა­ხე­ლოს­ნო­ში ვცხოვ­რობ­დი. ჩემ­თან თამ­რი­კო შა­ბათ-კვი­რას მო­დი­ო­და. ეს უფრო რო­მან­ტი­კუ­ლი იყო.

- შენს მე­ო­რე ნა­ხე­ვარს რომ თა­ვი­სი სამ­ყა­რო მო­ე­თხო­ვა, სხვა ად­გი­ლი, სა­დაც იცხოვ­რებ­და, ეს მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბო­და შენ­თვის?

- რა თქმა უნდა, იცხოვ­როს სხვა­გან, რა პრობ­ლე­მაა, როცა მო­მე­ნატ­რე­ბა მი­ვალ, მა­საც რომ მო­ვე­ნატ­რე­ბი, და­რე­კავს (იღი­მე­ბა).

- შენი ასე­თი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა ამე­რი­კა­ში ცხოვ­რე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა თუ ბუ­ნე­ბით ხარ ასე­თი?

- ბუ­ნე­ბით ვარ ასე­თი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი. ათი სკო­ლი­დან გა­რი­ცხუ­ლი, სწო­რედ იმი­ტომ, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვერ მი­ზღუ­დავ­დნენ. დღემ­დე ვე­რა­ვინ მი­ზღუ­დავს თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

- რე­ჟი­სო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას რო­გორ ახერ­ხებ?

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, თუ რამე არ მომ­წონს, ვიხ­დი ტან­საც­მელს და მოვ­დი­ვარ.

- ბევ­რი ფილ­მი­დან წა­მო­სულ­ხარ ასე?

- ერთი-ორი­დან, სა­ქარ­თვე­ლო­შიც და იქი­თაც.

- მა­ინც რო­მე­ლი ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი მი­ა­ტო­ვე გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე?

- ნანა ჯორ­ჯა­ძის ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბი მო­ე­და­ნი დავ­ტო­ვე. "პო­ვარ­ზე" რომ იღებ­დნენ რა­ღა­ცას, "ჩემი პო­ვა­რი ბა­ბუა" თუ რა­ღაც ერ­ქვა (იცი­ნის), პიერ რი­შა­რი თა­მა­შობს მთა­ვარ როლს.

- მაგ ფილ­მს "შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კუ­ლი­ნა­რის 1001 რე­ცეპ­ტი" ჰქვია...

- რაც ჰქვია, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მე ოფიც­რის როლი მქონ­და. თე­მურ ბაბ­ლუ­ა­ნი შე­მო­ვი­და და სულ ტყუ­ი­ლად აგი­ნა ლე­ვან ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს. ჩემი ინ­სტი­ტუ­ტე­ლი იყო ის ბიჭი, კან­ტუ­ზია ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. არც ვიცი, ცო­ცხა­ლია თუ არა.

- სხვას აგი­ნეს და შენ წა­მოხ­ვე­დი?

- ჰო, სხვას და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად აგი­ნეს. რა გან­სხვა­ვე­ბაა, ჩემ წინ აგი­ნეს, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი იყო. მეც ვი­გი­ნე, გა­ვი­ხა­დე და წა­მო­ვე­დი.

- ოჯახ­შიც ასე­თი მძი­მე იყა­ვი?

- ვის­თვის რო­გორ. თამ­რი­კო პი­რი­ქით ამ­ბობს, შენი მოს­ვლა ზე­ი­მი იყოო. ვი­ღა­ცის­თვის ზე­ი­მი იყო, ვი­ღა­ცის­თვის - და­ძა­ბუ­ლო­ბა. სიყ­ვა­რულ­ში არ უნდა და­ი­ძა­ბო. თუ იძა­ბე­ბი, იქ მთავ­რდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი.

- შენი მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბა რომ დას­რულ­და, შენ­მა მე­უღ­ლემ, ხა­თუ­ნამ თავი გა­და­ი­პარ­სა. რო­გორ გგო­ნია, ეს პრო­ტეს­ტი იყო?

- ჰო, რა ვიცი, სა­ერ­თოდ, ადა­მი­ანს რა­ი­მეს შეც­ვლა რომ უნდა, პრო­ტეს­ტის ასეთ ფორ­მას მი­მარ­თავს ხოლ­მე. ზოგი სახ­ლის და­ლა­გე­ბას ან ინ­ტე­რი­ე­რის შეც­ვლას იწყებს. ბევ­რიც იმიჯს იც­ვლის.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

კაცი, რომლის მესამე ცოლმა დაშორების შემდეგ პროტესტის ნიშნად თმა გადაიპარსა - გიორგი გურგულია ცოლებმა დაღალეს

კაცი, რომლის მესამე ცოლმა დაშორების შემდეგ პროტესტის ნიშნად თმა გადაიპარსა - გიორგი გურგულია ცოლებმა დაღალეს

გიორგი გურგულიას დოლიძეზე შევხვდით. ჩემი წარსულის სახლში მინდა წავიდეთო, გვითხრა მსახიობმა და ერთ-ერთი კორპუსის მეჩვიდმეტე სართულისკენ გაგვიძღვა. კარლსონებივით ვისხედით კორპუსის სახურავზე დაშენებულ მანსარდაში. თბილისის ულამაზესი ხედი იშლებოდა მსახიობის წარსულის სახლიდან.

- გიორგი, აქ რომელ წლებში ცხოვრობდი?

- ამერიკიდან რომ დავბრუნდი, მოსაშვილზე ორი სახლი გავყიდე, თავშესაფარი არ მქონდა. ეს მეგობრის ბინაა. გავარემონტეთ, ჩემი ხელით დავაგე იატაკი, შპალერი გავაკარი. 7 თვე ვიცხოვრე აქ მესამე მეუღლესთან ერთად. ამ სახურავის შემოღობილ ეზოში აიდგა ფეხი ჩემმა უმცროსმა ბიჭმა ანდრიამ. ჭოჭინით დარბოდა მაშინ. მერე ისევ წავედი ამერიკაში დიდი ხნით და მე და ხათუნას ურთიერთობა აგვერია. ზოგადად, ცოლებთან ურთიერთობას ყოველთვის ჩემი უცხოეთის ვიზიტები მიფუჭებდა.

- დღეს რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

- დღესაც შეყვარებული ვარ, მაგრამ ცოლისთვის მზად არ ვარ. დავიღალე. 27 წელიწადია, ცოლიანი ვარ. 18 წლიდან ცოლი მყავდა. სულ იმის ფიქრში ხარ, რა სჭირდება ცოლს, ოჯახს, სახლში დროზე უნდა მიხვიდე. აღარ მინდა, დასვენება მჭირდება.

- მახსოვს, ერთ-ერთ ინტერვიუში მითხარი, ოჯახის პარალელურად, მინდოდა, ჩემი სამყარო მქონოდა, ეს არ ესმოდა არც ერთ ცოლს და ამიტომაც ინგრეოდა ჩემი ოჯახებიო...

- მეორე ცოლს, თამრიკოს ესმოდა. იმ პერიოდში სახელოსნოში ვცხოვრობდი. ჩემთან თამრიკო შაბათ-კვირას მოდიოდა. ეს უფრო რომანტიკული იყო.

- შენს მეორე ნახევარს რომ თავისი სამყარო მოეთხოვა, სხვა ადგილი, სადაც იცხოვრებდა, ეს მისაღები იქნებოდა შენთვის?

- რა თქმა უნდა, იცხოვროს სხვაგან, რა პრობლემაა, როცა მომენატრება მივალ, მასაც რომ მოვენატრები, დარეკავს (იღიმება).

- შენი ასეთი მსოფლმხედველობა ამერიკაში ცხოვრებამ განაპირობა თუ ბუნებით ხარ ასეთი?

- ბუნებით ვარ ასეთი, თავისუფლების მოყვარული. ათი სკოლიდან გარიცხული, სწორედ იმიტომ, რომ თავისუფლებას ვერ მიზღუდავდნენ. დღემდე ვერავინ მიზღუდავს თავისუფლებას.

- რეჟისორებთან ურთიერთობას როგორ ახერხებ?

- ჩვეულებრივად, თუ რამე არ მომწონს, ვიხდი ტანსაცმელს და მოვდივარ.

- ბევრი ფილმიდან წამოსულხარ ასე?

- ერთი-ორიდან, საქართველოშიც და იქითაც.

- მაინც რომელი ქართველი რეჟისორი მიატოვე გადასაღებ მოედანზე?

- ნანა ჯორჯაძის ფილმის გადასაღები მოედანი დავტოვე. ''პოვარზე'' რომ იღებდნენ რაღაცას, ''ჩემი პოვარი ბაბუა'' თუ რაღაც ერქვა (იცინის), პიერ რიშარი თამაშობს მთავარ როლს.

- მაგ ფილმს ''შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი'' ჰქვია...

- რაც ჰქვია, რა მნიშვნელობა აქვს. მე ოფიცრის როლი მქონდა. თემურ ბაბლუანი შემოვიდა და სულ ტყუილად აგინა ლევან ლორთქიფანიძეს. ჩემი ინსტიტუტელი იყო ის ბიჭი, კანტუზია ჰქონდა მიღებული. არც ვიცი, ცოცხალია თუ არა.

- სხვას აგინეს და შენ წამოხვედი?

- ჰო, სხვას დაუმსახურებლად აგინეს. რა განსხვავებაა, ჩემ წინ აგინეს, შეურაცხმყოფელი იყო. მეც ვიგინე, გავიხადე და წამოვედი.

- ოჯახშიც ასეთი მძიმე იყავი?

- ვისთვის როგორ. თამრიკო პირიქით ამბობს, შენი მოსვლა ზეიმი იყოო. ვიღაცისთვის ზეიმი იყო, ვიღაცისთვის - დაძაბულობა. სიყვარულში არ უნდა დაიძაბო. თუ იძაბები, იქ მთავრდება ყველაფერი.

- შენი მესამე ქორწინება რომ დასრულდა, შენმა მეუღლემ, ხათუნამ თავი გადაიპარსა. როგორ გგონია, ეს პროტესტი იყო?

- ჰო, რა ვიცი, საერთოდ, ადამიანს რაიმეს შეცვლა რომ უნდა, პროტესტის ასეთ ფორმას მიმართავს ხოლმე. ზოგი სახლის დალაგებას ან ინტერიერის შეცვლას იწყებს. ბევრიც იმიჯს იცვლის.

იხილეთ სტატია სრულად

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება