მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ბენზინის ფასი არაადეკვატურად გაიზარდა?
საქართველოში ბენზინის ფასი არაადეკვატურად გაიზარდა?

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ცა­ლო ქსელ­ში ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის გაძ­ვი­რე­ბის ტენ­დენ­ცია გრძელ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­შირ­ში ამას მსოფ­ლიო ბაზ­რებ­ზე მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბით ხსნი­ან. რო­გორც აღ­ნიშ­ნულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ამ­ბო­ბენ, მა­ის­სა და ივ­ნის­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფა­სე­ბი ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტებ­ზე Platt'ს-ის მი­ხედ­ვით (რა­ზეც და­მო­კი­დე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვა­ვის ფასი) გა­ი­ზარ­და. კერ­ძოდ, ბენ­ზი­ნის ფასი გაზ­რდი­ლია 58 დო­ლა­რით - 1033 დო­ლა­რამ­დე 1 ტო­ნა­ზე; დი­ზე­ლის ფასი კი მო­მა­ტე­ბუ­ლია 27 დო­ლა­რით, ანუ 911.50 დო­ლა­რამ­დე 1 ტო­ნა­ზე.

"ნავ­თო­ბის ფა­სის ზრდა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო ძი­რი­თა­დად ერაყ­ში არ­სე­ბუ­ლი კრი­ზი­სით, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი მსხვი­ლი ნავ­თობ­მომ­პო­ვე­ბე­ლი და ექ­სპორ­ტი­ო­რი ქვე­ყა­ნა გახ­ლავთ. ნავ­თო­ბის ფა­სის ზრდას ნა­წი­ლობ­რივ ხელი შე­უ­წყო ასე­ვე რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის კრი­ზის­მაც.

აღ­ნიშ­ნულ­მა გა­ნა­პი­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვა­ვის ფა­სის ზრდა. კერ­ძოდ, დღე­ი­სათ­ვის სა­ცა­ლო ქსელ­ში საწ­ვა­ვის სა­შუ­ა­ლო ფასი შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­ი­ზარ­და: "სუ­პე­რის" ტი­პის ბენ­ზი­ნი 2-3 თეთ­რით/ლიტრზე, "პრე­მი­უ­მის" ტი­პის ბენ­ზი­ნი 2-5 თეთ­რით/ლიტრზე, "ევრო რე­გუ­ლა­რის" ტი­პის ბენ­ზი­ნი 2-5 თეთ­რით/ლიტრზე, "რე­გუ­ლა­რის" ტი­პის ბენ­ზი­ნი - 2-5 თეთ­რით/ლიტრზე, "ევრო დი­ზე­ლი" - 2-4 თეთ­რით/ლიტრზე, L-62 დი­ზე­ლი - 2-4 თეთ­რით/ლიტრზე. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფა­სის ადეკ­ვა­ტუ­რი ზრდის პი­რო­ბებ­ში, სა­ცა­ლო ქსელ­ში ბენ­ზი­ნის ფასი უნდა გაზ­რდი­ლი­ყო სა­შუ­ა­ლოდ 10 თეთ­რით/ლიტრზე, ხოლო დი­ზე­ლის საწ­ვა­ვი - 6-7 თეთ­რით ლიტრზე",-ამ­ბო­ბენ ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­შირ­ში.

ამა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, ივ­ლი­სის თვე­ში ნავ­თობ­ზე ფასი მცირ­დე­ბა და ფასი 11 ივ­ნი­სის შემ­დგომ ყვე­ლა­ზე და­ბალ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე დგას. "ფა­სის კლე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია შემ­დე­გით: ერაყ­ში არ­სე­ბუ­ლი კრი­ზი­სი გავ­ლე­ნას ვერ ახ­დენს რო­გორც ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბა­ზე, ასე­ვე მის ექ­სპორტზე; ლი­ბია აპი­რებს ნავ­თო­ბის ექ­სპორ­ტის გა­ნახ­ლე­ბას 2 ტერ­მი­ნა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით (აღ­ნიშ­ნუ­ლი ტერ­მი­ნა­ლე­ბი ერ­თწ­ლი­ან ბლო­კა­და­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რის შე­დე­გა­დაც ლი­ბი­ის ნავ­თო­ბის ექ­სპორ­ტი 75%-ით შემ­ცირ­და).

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

საქართველოში ბენზინის ფასი არაადეკვატურად გაიზარდა?

საქართველოში ბენზინის ფასი არაადეკვატურად გაიზარდა?

საქართველოს საცალო ქსელში ნავთობპროდუქტების გაძვირების ტენდენცია გრძელდება.

საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ამას მსოფლიო ბაზრებზე მიმდინარე მოვლენებით ხსნიან. როგორც აღნიშნულ ორგანიზაციაში ამბობენ, მაისსა და ივნისში, საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt'ს-ის მიხედვით (რაზეც დამოკიდებულია საქართველოში საწვავის ფასი) გაიზარდა. კერძოდ, ბენზინის ფასი გაზრდილია 58 დოლარით - 1033 დოლარამდე 1 ტონაზე; დიზელის ფასი კი მომატებულია 27 დოლარით, ანუ 911.50 დოლარამდე 1 ტონაზე.

”ნავთობის ფასის ზრდა განპირობებული იყო ძირითადად ერაყში არსებული კრიზისით, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი ნავთობმომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყანა გახლავთ. ნავთობის ფასის ზრდას ნაწილობრივ ხელი შეუწყო ასევე რუსეთ-უკრაინის კრიზისმაც.

აღნიშნულმა განაპირობა საქართველოში საწვავის ფასის ზრდა. კერძოდ, დღეისათვის საცალო ქსელში საწვავის საშუალო ფასი შემდეგნაირად გაიზარდა: ”სუპერის” ტიპის ბენზინი 2-3 თეთრით/ლიტრზე, ”პრემიუმის” ტიპის ბენზინი 2-5 თეთრით/ლიტრზე, ”ევრო რეგულარის” ტიპის ბენზინი 2-5 თეთრით/ლიტრზე, ”რეგულარის” ტიპის ბენზინი - 2-5 თეთრით/ლიტრზე, ”ევრო დიზელი” - 2-4 თეთრით/ლიტრზე, L-62 დიზელი - 2-4 თეთრით/ლიტრზე. უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ფასის ადეკვატური ზრდის პირობებში, საცალო ქსელში ბენზინის ფასი უნდა გაზრდილიყო საშუალოდ 10 თეთრით/ლიტრზე, ხოლო დიზელის საწვავი - 6-7 თეთრით ლიტრზე”,-ამბობენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

ამავე ორგანიზაციის განცხადებით, ივლისის თვეში ნავთობზე ფასი მცირდება და ფასი 11 ივნისის შემდგომ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დგას. ”ფასის კლება განპირობებულია შემდეგით: ერაყში არსებული კრიზისი გავლენას ვერ ახდენს როგორც ნავთობის მოპოვებაზე, ასევე მის ექსპორტზე; ლიბია აპირებს ნავთობის ექსპორტის განახლებას 2 ტერმინალის საშუალებით (აღნიშნული ტერმინალები ერთწლიან ბლოკადაში იმყოფებოდნენ, რის შედეგადაც ლიბიის ნავთობის ექსპორტი 75%-ით შემცირდა).

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია