პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინას შოუ იწყება! - GDS ადასტურებს, რომ ივანიშვილი საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუს ავტორი და თანაწამყვანი იქნება
ბიძინას შოუ იწყება! - GDS ადასტურებს, რომ ივანიშვილი საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუს ავტორი და თანაწამყვანი იქნება

ტე­ლე­კომ­პა­ნია GDS ადას­ტუ­რებს, რომ ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არხზე ერთ-ერთი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-შე­მეც­ნე­ბი­თი თოქ-შოუს ავ­ტო­რი და თა­ნა­წამ­ყვა­ნი იქ­ნე­ბა. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია GDS-ის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც Ambebi.ge უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"გვინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ახა­ლი სე­ზო­ნი­დან გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მა­უ­წყებ­ლო­ბი­სა და სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბა­დის ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ. ვა­დას­ტუ­რებთ, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-შე­მეც­ნე­ბი­თი თოქ-შოუს ავ­ტო­რი და თა­ნა­წამ­ყვა­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია. აღ­ნიშ­ნუ­ლი თოქ-შოუ, სა­ე­თე­როდ "GDS Production"-ს უნდა და­ემ­ზა­დე­ბი­ნა. გა­ნი­ხი­ლე­ბო­და მისი სა­ზო­გა­დორბრი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში გან­თავ­სე­ბა, თუმ­ცა ამას, შე­საძ­ლოა, გარ­კვე­უ­ლი კი­თხვე­ბი გა­მო­ეწ­ვია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ამი­ტომ გა­და­ცე­მის იდე­ის ავ­ტორ­თან შე­თან­ხმე­ბით, გა­და­წყდა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ვერ­სი­ებ­ზე მუ­შა­ო­ბა. ამ ვერ­სი­ე­ბი­დან, ყვე­ლა­ზე სწრა­ფად და მარ­ტი­ვად (ზედ­მე­ტი კი­თხვე­ბის გა­რე­შე) პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა, ტე­ლე­კომ­პა­ნია GDS-ს შე­ეძ­ლო, ამი­ტომ არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დრო­ე­ბით, მა­უ­წყებ­ლო­ბის ფორ­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. არ გა­მო­ი­რი­ცხე­ბა ის ვერ­სი­აც, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, პრო­ექ­ტი გა­და­ე­ცეს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს ან სხვა რო­მე­ლი­მე კერ­ძო ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას, ხოლო GDS TV და­უბ­რუნ­დეს მა­უ­წყებ­ლო­ბის პირ­ვან­დელ ფორ­მატს. ვა­დას­ტუ­რებთ, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს იდე­ის და ზო­გა­დად, პრო­ექ­ტის და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცე­სი, თუმ­ცა არ ვა­დას­ტუ­რებთ არც ერთ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­ექ­ტის ში­ნა­არ­სობ­რივ მხა­რე­სა და სხვა მო­ნა­წი­ლე ადა­მი­ა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ნე­ბის­მი­ე­რი სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­სა­ჯა­როვ­დე­ბა და ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა ყვე­ლას­თვის, მა­ნამ­დე კი ტე­ლე­კომ­პა­ნია GDS სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თავს თხოვ­ნით, თავი შე­ი­კა­ვოს და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, მას­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ პრო­ექ­ტის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-შე­მეც­ნე­ბი­თი თოქ-შოუ ტე­ლე­კომ­პა­ნია GDS-ის მა­უ­წყებ­ლო­ბის ბა­დე­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ოქ­ტომ­ბრი­დან ჩაჯ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ბიძინას შოუ იწყება! - GDS ადასტურებს, რომ ივანიშვილი საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუს ავტორი და თანაწამყვანი იქნება

ბიძინას შოუ იწყება! - GDS ადასტურებს, რომ ივანიშვილი საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუს ავტორი და თანაწამყვანი იქნება

ტელეკომპანია GDS ადასტურებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არხზე ერთ-ერთი საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუს ავტორი და თანაწამყვანი იქნება. ამის შესახებ ნათქვამია GDS-ის განცხადებაში, რომელსაც Ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ.

"გვინდა გამოვეხმაუროთ საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას, ახალი სეზონიდან განახლებული მაუწყებლობისა და სატელევიზიო ბადის ცვლილების შესახებ. ვადასტურებთ, რომ საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუს ავტორი და თანაწამყვანი ბიძინა ივანიშვილია. აღნიშნული თოქ-შოუ, საეთეროდ "GDS Production"-ს უნდა დაემზადებინა. განიხილებოდა მისი საზოგადორბრივი მაუწყებლის ეთერში განთავსება, თუმცა ამას, შესაძლოა, გარკვეული კითხვები გამოეწვია საზოგადოებაში, ამიტომ გადაცემის იდეის ავტორთან შეთანხმებით, გადაწყდა ალტერნატიულ ვერსიებზე მუშაობა. ამ ვერსიებიდან, ყველაზე სწრაფად და მარტივად (ზედმეტი კითხვების გარეშე) პროექტზე მუშაობის დაწყება, ტელეკომპანია GDS-ს შეეძლო, ამიტომ არხის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება დროებით, მაუწყებლობის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. არ გამოირიცხება ის ვერსიაც, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, პროექტი გადაეცეს საზოგადოებრივ მაუწყებელს ან სხვა რომელიმე კერძო ტელეკომპანიას, ხოლო GDS TV დაუბრუნდეს მაუწყებლობის პირვანდელ ფორმატს. ვადასტურებთ, რომ მიმდინარეობს იდეის და ზოგადად, პროექტის დამუშავების პროცესი, თუმცა არ ვადასტურებთ არც ერთ გავრცელებულ ინფორმაციას პროექტის შინაარსობრივ მხარესა და სხვა მონაწილე ადამიანებთან დაკავშირებით. ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით გასაჯაროვდება და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მანამდე კი ტელეკომპანია GDS საზოგადოებას მიმართავს თხოვნით, თავი შეიკავოს დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, მასში აღნიშნულია, რომ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუ ტელეკომპანია GDS-ის მაუწყებლობის ბადეში, სავარაუდოდ, ოქტომბრიდან ჩაჯდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია