ედუარდ შევარდნაძის ოჯახის დაცვასა და ზვიად გამსახურდიას მომხრეებს შორის ინციდენტი მოხდა (+6 ფოტო)

ედუარდ შევარდნაძის ოჯახის დაცვასა და ზვიად გამსახურდიას მომხრეებს შორის ინციდენტი მოხდა (+6 ფოტო)

კრწანისის რეზიდენციასთან ედუარდ შევარდნაძის ოჯახის დაცვასა და ზვიად გამსახურდიას მომხრეებს შორის ინციდენტი მოხდა.

ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციაზე მანანა შევარდნაძე გამოვიდა და აქციის მონაწილეებს სიჩუმისკენ მოუწოდა და სთხოვა, აქცია შეეწყვიტათ. მანანა შევარდნაძე აქციის ერთ-ერთ მონაწილესაც გაესაუბრა. თუმცა, ზვიად გამსახურდიას მომხრემ მას განუცხადა, რომ ისინი არიან ქრისტიანები, აქ მოსულები არიან შიშველი ხელებით და გამოხატავენ საკუთარ აზრს. მანანა შევარდნაძის რეზიდენციაში შესვლის შემდეგ, აქციის მონაწლეებსა და ედუარდ შევარდნაძის ოჯახის დაცვას შორის მცირე ინციდენტი მოხდა, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა.

ზვიად გამსახურდიას მომხრეები ამბობენ, რომ დაცვამ ისინი დაარბია და მათ ამისთვის პასუხი უნდა აგონ.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია