პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ გორბაჩოვი - მე და შევარდნაძე დიდი მეგობრები ვიყავით
მიხეილ გორბაჩოვი - მე და შევარდნაძე დიდი მეგობრები ვიყავით

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ყო­ფი­ლი ლი­დე­რი მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვი.

რო­გორც მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩოვ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "დოჟდ­თან" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს­თან მე­გობ­რო­ბა ბოლო პე­რი­ო­დამ­დე არ გა­უ­წყვე­ტია.

"ჩვენ დიდი მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით და ეს მე­გობ­რო­ბა ბოლო დღემ­დე გრძელ­დე­ბო­და. მის­თვის და ჩემ­თვის ამ რთულ წლებ­შიც კი კონ­ტაქტს ვი­ნარ­ჩუ­ნებ­დით და თა­ნად­გო­მას ვუ­ცხა­დებ­დით ერ­თმა­ნეთს. შე­ვარ­დნა­ძე მარ­თლაც ნი­ჭი­ე­რი და არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბა იყო, ნი­ჭი­ე­რი პო­ლი­ტი­კო­სი", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩოვ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ დიდი როლი ითა­მა­შა სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­მე­ებ­ში. რო­გორც მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩოვ­მა აღ­ნიშ­ნა, ბევ­რის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო შე­ვარ­დნა­ძის და­ნიშ­ვნა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრად.

"მან უდი­დე­სი როლი შე­ას­რუ­ლა გერ­მა­ნი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში, სა­ერ­თოდ ევ­რო­პულ საქ­მე­ებ­ში, ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ჩი­ნეთ­თან და აშშ-სთან დი­ა­ლოგ­ში", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩოვ­მა.

ამას­თან, ტე­ლე­კომ­პა­ნია "დოჟ­დის" შე­კი­თხვა­ზე, თუ რას უპა­სუ­ხებ­და იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის და­კარ­გვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩოვ­მა უპა­სუ­ხა, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა უბ­რა­ლოდ ის­ტო­რია უნდა იცოდ­ნენ.

ამას­თან, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო ღრმა მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქვა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა, რო­მელ­მაც თა­ნაგ­რძნო­ბა გა­მო­უ­ცხა­და ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ახ­ლობ­ლებ­სა და ნა­თე­სა­ვებს, ასე­ვე სრუ­ლი­ად ქარ­თველ ერს.

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე დღეს, 86 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მიხეილ გორბაჩოვი - მე და შევარდნაძე დიდი მეგობრები ვიყავით

მიხეილ გორბაჩოვი - მე და შევარდნაძე დიდი მეგობრები ვიყავით

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი.

როგორც მიხეილ გორბაჩოვმა ტელეკომპანია "დოჟდთან" საუბრისას განაცხადა, ედუარდ შევარდნაძესთან მეგობრობა ბოლო პერიოდამდე არ გაუწყვეტია.

"ჩვენ დიდი მეგობრები ვიყავით და ეს მეგობრობა ბოლო დღემდე გრძელდებოდა. მისთვის და ჩემთვის ამ რთულ წლებშიც კი კონტაქტს ვინარჩუნებდით და თანადგომას ვუცხადებდით ერთმანეთს. შევარდნაძე მართლაც ნიჭიერი და არაორდინალური პიროვნება იყო, ნიჭიერი პოლიტიკოსი", - განაცხადა მიხეილ გორბაჩოვმა.

მისივე თქმით, ედუარდ შევარდნაძემ დიდი როლი ითამაშა საერთაშორისო საქმეებში. როგორც მიხეილ გორბაჩოვმა აღნიშნა, ბევრისთვის მოულოდნელი იყო შევარდნაძის დანიშვნა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად.

"მან უდიდესი როლი შეასრულა გერმანიის გაერთიანებაში, საერთოდ ევროპულ საქმეებში, ჩვენს ურთიერთობაში ჩინეთთან და აშშ-სთან დიალოგში", - განაცხადა მიხეილ გორბაჩოვმა.

ამასთან, ტელეკომპანია "დოჟდის" შეკითხვაზე, თუ რას უპასუხებდა იმ ადამიანებს, ვინც ედუარდ შევარდნაძეს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაკარგვაში ადანაშაულებს, მიხეილ გორბაჩოვმა უპასუხა, რომ ამ ადამიანებმა უბრალოდ ისტორია უნდა იცოდნენ.

ამასთან, ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც თანაგრძნობა გამოუცხადა ედუარდ შევარდნაძის ახლობლებსა და ნათესავებს, ასევე სრულიად ქართველ ერს.

ედუარდ შევარდნაძე დღეს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა