საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა ისწავლეთ, ვის არ უნდა შეეტენოთ, რომ მობრუნდებით" - "ნაციონალებს" მეუფე იაკობისთვის პასუხის გაცემისკენ მოუწოდებენ
"ახლა ისწავლეთ, ვის არ უნდა შეეტენოთ, რომ მობრუნდებით" - "ნაციონალებს" მეუფე იაკობისთვის პასუხის გაცემისკენ მოუწოდებენ

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ლე­ვან სუ­თი­ძე მე­უ­ფე ია­კო­ბის გუ­შინ­დე­ლი ქა­და­გე­ბის შემ­დეგ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებს მი­მარ­თავს.

"ძვირ­ფა­სო ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წევ­რე­ბო და ლი­დე­რე­ბო.

ქო­რე­პის­კო­პო­სი ია­კო­ბი არ გახ­ლავთ ცალ­კე­უ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი - ის ეკ­ლე­სი­ის აზრს გა­მო­ხა­ტავს, ყო­ველ ჯერ­ზე, როცა პირს აღებს.

კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც თქვენ ძა­ლა­ში და­ტო­ვეთ, ეკ­ლე­სი­ამ თა­ვის დრო­ზე ნათ­ლად გა­ნა­ცხა­და, ვინ არის ცალ­კე­უ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი და ვინ ეკ­ლე­სი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი აზ­რის გა­მომ­ხატ­ვე­ლი:

(1 მუხ­ლი, პუნ­ქტი 4)

"ეკ­ლე­სი­ას სპე­ცი­ა­ლუ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­რე­შე წარ­მო­ად­გე­ნენ: სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, წმი­და სი­ნო­დი და სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო (ქო­რე­პის­კო­პო­სი­სა და მდივ­ნის სა­ხით), ხოლო სა­მარ­თლებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ანი­ჭებს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი".

შე­სა­ბა­მი­სად, იაშა ია­კო­ბაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ქო­რე­პის­კო­პო­სია, გახ­ლავთ პატ­რი­არ­ქის მო­ად­გი­ლე და სა­ეკ­ლე­სიო ინ­სტი­ტუ­ტის აზ­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­მომ­ხატ­ვე­ლი - სა­ნამ პატ­რი­არ­ქი არ უარ­ყოფს მის გან­ცხა­დე­ბას, იქამ­დე მისი ყო­ვე­ლი სი­ტყვა ეკ­ლე­სი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცი­აა. იქამ­დე მკვლე­ლე­ბად და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მომ­ხრე­ე­ბად, თქვენ მიერ ბრძნად და­სა­ხულ­მა პატ­რი­არ­ქმა მო­გიხ­სე­ნი­ათ. რო­გორც წინა ჯერ­ზე - ისე ახლა.

არა­ვი­თა­რი ჭრე­ლი სა­პატ­რი­არ­ქო არ არ­სე­ბობს. არ­სე­ბობს ეკ­ლე­სი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სპი­კე­რი. მეს­მის, რომ არ­ჩევ­ნე­ბის წინ ეკ­ლე­სი­ის გა­დამ­ტე­რე­ბა და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა არ გა­წყობთ. მაგ­რამ ცხრა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­მა ჩა­ი­ა­რა, ცხრა­ჯერ­ვე დუმ­დით, ცხრა­ჯერ­ვე კვე­ბავ­დით რუ­სე­თის მე­ხუ­თე კო­ლო­ნას სა­ქარ­თვე­ლო­ში და რო­გორც ასეთ დროს ხდე­ბა, ისი­ნი ცხრა­ჯერ­ვე გეს­ხმოდ­ნენ თავს. ქალ­ბა­ტო­ნი წუ­ლუ­კი­ა­ნი რა­საკ­ვირ­ვე­ლია ტყუ­ის, როცა სა­პატ­რი­არ­ქო­ში თქვენს მი­ვარ­დნებ­ზე სა­უბ­რობს - მაგ­რამ ცუდი აზრი არ გახ­ლავთ ეს, მო­მავ­ლის­თვის - როცა საქ­მე იქი­დან კა­გე­ბეს აგენ­ტე­ბის გა­მოთ­რე­ვას ეხე­ბა.

რო­დემ­დე აპი­რებთ სი­რაქ­ლე­მას პო­ზი­ცი­ა­ში დგო­მას?

ეკ­ლე­სია თქვენ მკვლე­ლებს გი­წო­დებთ. სა­დაც "ცალ­კე­უ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბით" მო­ი­ტყუ­ებთ თავს, იქვე შე­გახ­სე­ნებთ ამას...

ფულს და ტყე­ებს ხომ ჩუქ­ნი­დით, - ხოდა ძა­ლი­ან კარ­გი, ახლა ის­წავ­ლეთ ვის არ უნდა შე­ე­ტე­ნოთ, რომ მობ­რუნ­დე­ბით", - წერს სუ­თი­ძე.

საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას მე­უ­ფე ია­კობ­მა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წევ­რებ­ზე თქვა, რომ "საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო არ არის, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა, ცოტა სხვა­ნა­ი­რად მოვ­ქცე­ო­დით". ის პარ­ტი­ის წევ­რებს მი­მარ­თავს, რომ თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა უნ­დათ, "ბრენ­დი შე­იც­ვა­ლონ".

იხი­ლეთ ასე­ვე: მამა ია­კო­ბის ხმა­უ­რი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბა­ზე - მე­უ­ფის გზავ­ნი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლებს"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"ახლა ისწავლეთ, ვის არ უნდა შეეტენოთ, რომ მობრუნდებით" - "ნაციონალებს" მეუფე იაკობისთვის პასუხის გაცემისკენ მოუწოდებენ

"ახლა ისწავლეთ, ვის არ უნდა შეეტენოთ, რომ მობრუნდებით" - "ნაციონალებს" მეუფე იაკობისთვის პასუხის გაცემისკენ მოუწოდებენ

ტელეწამყვანი ლევან სუთიძე მეუფე იაკობის გუშინდელი ქადაგების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მიმართავს.

"ძვირფასო ნაციონალური მოძრაობის წევრებო და ლიდერებო.

ქორეპისკოპოსი იაკობი არ გახლავთ ცალკეული სასულიერო პირი - ის ეკლესიის აზრს გამოხატავს, ყოველ ჯერზე, როცა პირს აღებს.

კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით, რომელიც თქვენ ძალაში დატოვეთ, ეკლესიამ თავის დროზე ნათლად განაცხადა, ვინ არის ცალკეული სასულიერო პირი და ვინ ეკლესიის ოფიციალური აზრის გამომხატველი:

(1 მუხლი, პუნქტი 4)

"ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით), ხოლო სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამოსილებას ანიჭებს კათოლიკოს-პატრიარქი".

შესაბამისად, იაშა იაკობაშვილი, რომელიც ქორეპისკოპოსია, გახლავთ პატრიარქის მოადგილე და საეკლესიო ინსტიტუტის აზრის ოფიციალური გამომხატველი - სანამ პატრიარქი არ უარყოფს მის განცხადებას, იქამდე მისი ყოველი სიტყვა ეკლესიის ოფიციალური პოზიციაა. იქამდე მკვლელებად და გაუპატიურების მომხრეებად, თქვენ მიერ ბრძნად დასახულმა პატრიარქმა მოგიხსენიათ. როგორც წინა ჯერზე - ისე ახლა.

არავითარი ჭრელი საპატრიარქო არ არსებობს. არსებობს ეკლესიის ოფიციალური სპიკერი. მესმის, რომ არჩევნების წინ ეკლესიის გადამტერება და გაღიზიანება არ გაწყობთ. მაგრამ ცხრა წინასაარჩევნო პერიოდმა ჩაიარა, ცხრაჯერვე დუმდით, ცხრაჯერვე კვებავდით რუსეთის მეხუთე კოლონას საქართველოში და როგორც ასეთ დროს ხდება, ისინი ცხრაჯერვე გესხმოდნენ თავს. ქალბატონი წულუკიანი რასაკვირველია ტყუის, როცა საპატრიარქოში თქვენს მივარდნებზე საუბრობს - მაგრამ ცუდი აზრი არ გახლავთ ეს, მომავლისთვის - როცა საქმე იქიდან კაგებეს აგენტების გამოთრევას ეხება.

როდემდე აპირებთ სირაქლემას პოზიციაში დგომას?

ეკლესია თქვენ მკვლელებს გიწოდებთ. სადაც "ცალკეული სასულიერო პირებით" მოიტყუებთ თავს, იქვე შეგახსენებთ ამას...

ფულს და ტყეებს ხომ ჩუქნიდით, - ხოდა ძალიან კარგი, ახლა ისწავლეთ ვის არ უნდა შეეტენოთ, რომ მობრუნდებით", - წერს სუთიძე.

საკვირაო ქადაგებისას მეუფე იაკობმა ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თქვა, რომ "საბჭოთა კავშირის დრო არ არის, თორემ შეიძლება, ცოტა სხვანაირად მოვქცეოდით". ის პარტიის წევრებს მიმართავს, რომ თუ ხელისუფლებაში დაბრუნება უნდათ, "ბრენდი შეიცვალონ".

იხილეთ ასევე: მამა იაკობის ხმაურიანი პოლიტიკური განცხადებები საკვირაო ქადაგებაზე - მეუფის გზავნილი "ნაციონალებს"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს