მსოფლიო
პოლიტიკა

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა, GDS-ზე პოლიტიკური თოქ-შოუ წაიყვანოს - ეკა ბერიძის და არხის მთავარი პროდიუსერის კომენტარები
ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა, GDS-ზე პოლიტიკური თოქ-შოუ წაიყვანოს - ეკა ბერიძის და არხის მთავარი პროდიუსერის კომენტარები

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა შე­საძ­ლოა, GDS-ზე პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ-შოუ წა­იყ­ვა­ნოს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია Facebook-ზე ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა გა­ავ­რცე­ლა.

Ambebi.ge შე­ე­ცა­და, გა­ერ­კვია, ტე­ლე­წამ­ყვან­მა იხუმ­რა, თუ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია რე­ა­ლუ­რი იყო. კო­მენ­ტა­რის­თვის ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს და­ვუ­კავ­შირ­დით.

- ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მი­თხრეს ამის შე­სა­ხებ. ის ადა­მი­ა­ნი, ვის­გა­ნაც ეს შე­ვი­ტყვე, წამ­ყვან პო­ზი­ცი­ა­ზეა "ჯი დი ეს"-ში. ვიცი, რომ პრო­დუ­სერს ეძე­ბენ, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს და­უ­რე­კეს კი­დეც. საქ­მი­ა­ნი დი­ა­ლო­გი მქონ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან და მი­თხრა, რომ 90 პრო­ცენ­ტით გა­და­წყვე­ტი­ლია ეს ამ­ბა­ვი. შე­ვი­ტყვე, რომ აკე­თე­ბენ სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს, სო­ცი­ა­ლურ და პო­ლი­ტი­კურ თოქ-შო­უ­ებს, რომ­ლის წამ­ყვა­ნიც ეკა ბე­რი­ძე და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბი­ან.

- რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი, რას ფიქ­რობთ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი თოქ-შოუ?

- ყო­ველ­გვა­რი ცი­ნიზ­მის გა­რე­შე, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტმა ვი­კი­თხე, რამ­დე­ნად სწო­რი იქ­ნე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ დას­მუ­ლი თუნ­დაც კრი­ტი­კუ­ლი შე­კი­თხვა-თქო. ჟურ­ნა­ლის­ტუ­რად და­ვე­თან­ხმე, რომ რე­ი­ტინ­გუ­ლი შოუ იქ­ნე­ბა, მთავ­რო­ბის სხდო­მა­სა­ვით იქ­ნე­ბა. მეც მინ­დო­და პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ-შოუს გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ მე რომ ახლა პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ-შოუ მქონ­დეს, გი­გის და­კა­ვე­ბა­ზე ხომ ვიქ­ნე­ბო­დი სუ­ბი­ექ­ტუ­რი? რა­ტომ უნდა მო­ვა­ცე­მი­ნო ვინ­მეს ობი­ექ­ტუ­რი შე­ნიშ­ვნა? ამი­ტომ ჯო­ბია ვა­კე­თო იმ ტი­პის შოუ, სა­დაც ამ შე­ნიშ­ვნას არ მი­ვი­ღებ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად Ambebi.ge ტე­ლე­კომ­პა­ნია GDS-ის მთა­ვარ პრო­დი­უ­სერს, თე­მურ გო­გო­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- ბა­ტო­ნო თე­მურ, ადას­ტუ­რებთ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მად ტე­ლე­კომ­პა­ნია GDS-ზე ეკა ბე­რი­ძე და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ-შოუს გა­კე­თე­ბას აპი­რე­ბენ?

- ამ ყვე­ლა­ფერს ვერ ვა­დას­ტუ­რებ. რაც შე­ე­ხე­ბა ეკა ბე­რი­ძეს, ვა­დას­ტუ­რებთ მას­თან მე­გობ­რო­ბას... ახა­ლი სე­ზო­ნი­დან სი­ახ­ლე­ებს ვგეგ­მავთ, მათ შო­რის ერთ-ერთი ვერ­სია "ნი­უ­სე­ბის წა­მო­წყე­ბაა", თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე ეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში ვფიქ­რობთ შო­უ­ზეც და სხვა­დას­ხვა ტი­პის გა­და­ცე­მებ­ზეც. ვფიქ­რობთ ყვე­ლა ადა­მი­ან­ზე, ვის შე­უძ­ლია, ვინ იქ­ნე­ბა კარ­გი და ასე შემ­დეგ, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ეს არის მხო­ლოდ ფიქ­რი­სა და გან­ხილ­ვის პრო­ცე­სი, - აცხა­დებს ტე­ლე­ვი­ზი­ის მთა­ვა­რი პრო­დი­უ­სე­რი თე­მურ გო­გო­ლა­ძე.

Ambebi.ge კო­მენ­ტა­რის­თვის ეკა ბე­რი­ძე­საც და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა ეკა ბე­რი­ძემ გვი­თხრა, რომ ამ თე­მა­ზე სა­უ­ბარს არ აპი­რებს და ყურ­მი­ლი გა­თი­შა...

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა, GDS-ზე პოლიტიკური თოქ-შოუ წაიყვანოს - ეკა ბერიძის და არხის მთავარი პროდიუსერის კომენტარები

ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა, GDS-ზე პოლიტიკური თოქ-შოუ წაიყვანოს - ეკა ბერიძის და არხის მთავარი პროდიუსერის კომენტარები

ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა, GDS-ზე პოლიტიკური თოქ-შოუ წაიყვანოს, - ამის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა.

Ambebi.ge შეეცადა, გაერკვია, ტელეწამყვანმა იხუმრა, თუ გავრცელებული ინფორმაცია რეალური იყო. კომენტარისთვის ნანუკა ჟორჟოლიანს დავუკავშირდით.

- ტელეკომპანიის თანამშრომლებმა მითხრეს ამის შესახებ. ის ადამიანი, ვისგანაც ეს შევიტყვე, წამყვან პოზიციაზეა "ჯი დი ეს"-ში. ვიცი, რომ პროდუსერს ეძებენ, რამდენიმე ადამიანს დაურეკეს კიდეც. საქმიანი დიალოგი მქონდა აღნიშნული ტელეკომპანიის წარმომადგენელთან და მითხრა, რომ 90 პროცენტით გადაწყვეტილია ეს ამბავი. შევიტყვე, რომ აკეთებენ საინფორმაციოს, სოციალურ და პოლიტიკურ თოქ-შოუებს, რომლის წამყვანიც ეკა ბერიძე და ბიძინა ივანიშვილი იქნებიან.

- როგორც ჟურნალისტი, რას ფიქრობთ, როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული თოქ-შოუ?

- ყოველგვარი ცინიზმის გარეშე, როგორც ჟურნალისტმა ვიკითხე, რამდენად სწორი იქნება ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული თუნდაც კრიტიკული შეკითხვა-თქო. ჟურნალისტურად დავეთანხმე, რომ რეიტინგული შოუ იქნება, მთავრობის სხდომასავით იქნება. მეც მინდოდა პოლიტიკური თოქ-შოუს გაკეთება, მაგრამ მე რომ ახლა პოლიტიკური თოქ-შოუ მქონდეს, გიგის დაკავებაზე ხომ ვიქნებოდი სუბიექტური? რატომ უნდა მოვაცემინო ვინმეს ობიექტური შენიშვნა? ამიტომ ჯობია ვაკეთო იმ ტიპის შოუ, სადაც ამ შენიშვნას არ მივიღებ.

ინფორმაციის გადასამოწმებლად Ambebi.ge ტელეკომპანია GDS-ის მთავარ პროდიუსერს, თემურ გოგოლაძეს დაუკავშირდა:

- ბატონო თემურ, ადასტურებთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად ტელეკომპანია GDS-ზე ეკა ბერიძე და ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური თოქ-შოუს გაკეთებას აპირებენ?

- ამ ყველაფერს ვერ ვადასტურებ. რაც შეეხება ეკა ბერიძეს, ვადასტურებთ მასთან მეგობრობას... ახალი სეზონიდან სიახლეებს ვგეგმავთ, მათ შორის ერთ-ერთი ვერსია "ნიუსების წამოწყებაა", თუმცა ამ ეტაპზე ეს დადასტურებული არ არის. ტელეკომპანიაში ვფიქრობთ შოუზეც და სხვადასხვა ტიპის გადაცემებზეც. ვფიქრობთ ყველა ადამიანზე, ვის შეუძლია, ვინ იქნება კარგი და ასე შემდეგ, თუმცა ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ ფიქრისა და განხილვის პროცესი, - აცხადებს ტელევიზიის მთავარი პროდიუსერი თემურ გოგოლაძე.

Ambebi.ge კომენტარისთვის ეკა ბერიძესაც დაუკავშირდა, თუმცა ეკა ბერიძემ გვითხრა, რომ ამ თემაზე საუბარს არ აპირებს და ყურმილი გათიშა...

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია