მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
Faceამბები
სპორტი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანახავად რომ მივდიოდი, პურმარილს გამიშლიდა ხოლმე" - როგორ ატარებდა ედუარდ შევარდნაძე ცხოვრების ბოლო წუთებს ჯანსუღ ჩარკვიანთან ერთად
"სანახავად რომ მივდიოდი, პურმარილს გამიშლიდა ხოლმე" - როგორ ატარებდა ედუარდ შევარდნაძე ცხოვრების ბოლო წუთებს ჯანსუღ ჩარკვიანთან ერთად

დღეს 87 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე. ჩვენ მის მე­გო­ბარს, პოეტ ჯან­სუღ ჩარ­კვი­ანს და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მელ­მაც ექ­სპრე­ზი­დენ­ტი გარ­დაც­ვა­ლე­ბა ჩვენ­გან შე­ი­ტყო და ძა­ლი­ან შე­წუხ­და. სა­ნამ ბა­ტონ ედუ­არ­დზე და­ი­წყებ­და ლა­პა­რაკს, რამ­დენ­ჯერ­მე გვი­თხრა, - ვინ თქვა, მარ­თა­ლია? ისევ მო­რი­გი ჭორი ხომ არა არის? რამ­დენ­ჯერ მო­უ­გო­ნეს, რომ გა­და­იც­ვა­ლა.

ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი:

- თუ ჩემი სა­მო­ცი­ა­ნე­ლე­ბი­დან ვინ­მე გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო, ეს იქ­ნე­ბო­და ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი, ნო­დარ დუმ­ბა­ძე, ყვე­ლა დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი კაცი მისი მე­გო­ბა­რი გახ­ლდათ. სა­ო­ცა­რი პი­როვ­ნე­ბა გახ­ლდათ. ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ ის ვი­ღა­ცის მონა იყო, - არა ბა­ტო­ნო, მონა კი არა, ვაჟ­კა­ცი და რა­ინ­დი იყო. სა­ო­ცა­რი ერ­თგუ­ლე­ბის ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ. მას სა­ო­ცა­რი პა­ტი­ვი უნდა სცენ ქარ­თვე­ლებ­მა. გენ­შე­რის წე­რი­ლი მაქვს წა­კი­თხუ­ლი, სა­დაც ეწე­რა: მად­ლო­ბე­ლი ვარ, ჩემო ედ­ვარდ, რომ შენ მე გერ­მა­ნია გა­და­მირ­ჩი­ნე, ქვე­ყა­ნა გა­მიმ­თლი­ა­ნე...

სა­ო­ცა­რი ვი­ღაც იყო. მარ­ტო ის რად ღირს, რომ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ახა­ლი და­ნიშ­ნუ­ლი იყო, ადგა და თქვა, რა­ღაც უბე­დუ­რე­ბა მო­დის და ვტო­ვებ ჩემს თა­ნამ­დე­ბო­ბა­სო... ახლა ჯა­რე­ბი რომ შეჰ­ყავთ ავ­ღა­ნეთ­ში, ამ კა­ცის დამ­სხუ­რე­ბა გახ­ლდათ, რომ პირ­ვე­ლად ავ­ღა­ნე­თი­დან ჯა­რე­ბი მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­იყ­ვა­ნეს. ვი­მე­ო­რებ სა­ო­ცა­რი რა­ინ­დი იყო…

ბოლო დროს რა არ მო­უ­გო­ნეს, დრო­ზე ადრე კლავ­დნენ, არა­და, კარ­გად იყო და სა­ში­ნელ ჭო­რებს მა­ინც უგო­ნებ­დნენ.

- თუ ნა­ხუ­ლობ­დით და სტუმ­რობ­დით მას?

- თვე­ში ორ­ჯერ მივ­დი­ო­დი, რომ მე­ნა­ხა. ბო­ლოს ცოტა შე­უძ­ლოდ რომ იყო, აღარ მივ­დი­ო­დი, მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბო­და, მაგ­რამ თით­ქმის ორ დღე­ში ერთხელ ვრე­კავ­დი და მო­ვი­კი­თხავ­დი ხოლ­მე და ვამ­ხნე­ვებ­დი: აბა, შენ იცი და კარ­გად უნდა იყო-მეთ­ქი.

- თუ გახ­სოვთ ბოლო სტუმ­რო­ბი­სას რაზე ისა­უბ­რეთ?

- არა­ფე­რი ისე­თი, რა­ზეც სულ ვსა­უბ­რობ­დით ყო­ველ­თვის. რომ მი­ვი­დო­დი, პურ­მა­რილს გა­ა­წყობ­და და ვლა­პა­რა­კობ­დით სიყ­ვა­რულ­ზე, ერ­თგუ­ლე­ბა­ზე. რო­გო­რი კა­ციც თვი­თონ იყო და უყ­ვარ­და სა­ქარ­თვე­ლო, სურ­ვი­ლი მქონ­და, რომ ჩემს სა­ქარ­თვე­ლო­საც ისე ჰყვა­რე­ბო­და... მაგ­რამ იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, მე გი­თხა­რით: ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი, ნო­დარ დუმ­ბა­ძე, ოთარ ჭი­ლა­ძე, რეზო ინა­ნიშ­ვი­ლი, გუ­რამ ფან­ჯი­კი­ძე, რო­მე­ლებ­საც ერ­თმა­ნეთ­თან და ედუ­არ­დთა­ნაც ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ.

ერთხელ მახ­სოვს და­სა­ბეჭ­დად გამ­ზა­დე­ბუ­ლი ჩემი წიგ­ნი ცენ­ზუ­რამ გა­ა­ჩე­რა, ეს რომ გა­ი­გო ედუ­არ­დმა, ჯან­სუ­ღის წიგ­ნი ახ­ლა­ვე გა­უშ­ვი­თო... უყ­ვარ­და თა­ვი­სი ხალ­ხი და ის, როცა ხალ­ხი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, ერ­თგუ­ლე­ბის­თვის იბ­რძო­და. ამას ამ შე­სა­ნიშ­ნავ კაცს ვე­რა­სო­დეს და­ვუ­კარ­გავ. ძა­ლი­ან სა­წყე­ნია მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი...

ლალი ფა­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"სანახავად რომ მივდიოდი, პურმარილს გამიშლიდა ხოლმე" - როგორ ატარებდა ედუარდ შევარდნაძე ცხოვრების ბოლო წუთებს ჯანსუღ ჩარკვიანთან ერთად

"სანახავად რომ მივდიოდი, პურმარილს გამიშლიდა ხოლმე" - როგორ ატარებდა ედუარდ შევარდნაძე ცხოვრების ბოლო წუთებს ჯანსუღ ჩარკვიანთან ერთად

დღეს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. ჩვენ მის მეგობარს, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს დავუკავშირდით, რომელმაც ექსპრეზიდენტი გარდაცვალება ჩვენგან შეიტყო და ძალიან შეწუხდა. სანამ ბატონ ედუარდზე დაიწყებდა ლაპარაკს, რამდენჯერმე გვითხრა, - ვინ თქვა, მართალია? ისევ მორიგი ჭორი ხომ არა არის? რამდენჯერ მოუგონეს, რომ გადაიცვალა.

ჯანსუღ ჩარკვიანი:

- თუ ჩემი სამოციანელებიდან ვინმე გამორჩეული იყო, ეს იქნებოდა ჭაბუა ამირეჯიბი, ნოდარ დუმბაძე, ყველა დამსახურებული კაცი მისი მეგობარი გახლდათ. საოცარი პიროვნება გახლდათ. ხშირად ამბობენ, რომ ის ვიღაცის მონა იყო, - არა ბატონო, მონა კი არა, ვაჟკაცი და რაინდი იყო. საოცარი ერთგულების ადამიანი გახლდათ. მას საოცარი პატივი უნდა სცენ ქართველებმა. გენშერის წერილი მაქვს წაკითხული, სადაც ეწერა: მადლობელი ვარ, ჩემო ედვარდ, რომ შენ მე გერმანია გადამირჩინე, ქვეყანა გამიმთლიანე...

საოცარი ვიღაც იყო. მარტო ის რად ღირს, რომ მაღალ თანამდებობაზე, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ახალი დანიშნული იყო, ადგა და თქვა, რაღაც უბედურება მოდის და ვტოვებ ჩემს თანამდებობასო... ახლა ჯარები რომ შეჰყავთ ავღანეთში, ამ კაცის დამსხურება გახლდათ, რომ პირველად ავღანეთიდან ჯარები მისი ინიციატივით გამოიყვანეს. ვიმეორებ საოცარი რაინდი იყო…

ბოლო დროს რა არ მოუგონეს, დროზე ადრე კლავდნენ, არადა, კარგად იყო და საშინელ ჭორებს მაინც უგონებდნენ.

- თუ ნახულობდით და სტუმრობდით მას?

- თვეში ორჯერ მივდიოდი, რომ მენახა. ბოლოს ცოტა შეუძლოდ რომ იყო, აღარ მივდიოდი, მეუხერხულებოდა, მაგრამ თითქმის ორ დღეში ერთხელ ვრეკავდი და მოვიკითხავდი ხოლმე და ვამხნევებდი: აბა, შენ იცი და კარგად უნდა იყო-მეთქი.

- თუ გახსოვთ ბოლო სტუმრობისას რაზე ისაუბრეთ?

- არაფერი ისეთი, რაზეც სულ ვსაუბრობდით ყოველთვის. რომ მივიდოდი, პურმარილს გააწყობდა და ვლაპარაკობდით სიყვარულზე, ერთგულებაზე. როგორი კაციც თვითონ იყო და უყვარდა საქართველო, სურვილი მქონდა, რომ ჩემს საქართველოსაც ისე ჰყვარებოდა... მაგრამ იყვნენ ადამიანები, მე გითხარით: ჭაბუა ამირეჯიბი, ნოდარ დუმბაძე, ოთარ ჭილაძე, რეზო ინანიშვილი, გურამ ფანჯიკიძე, რომელებსაც ერთმანეთთან და ედუარდთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.

ერთხელ მახსოვს დასაბეჭდად გამზადებული ჩემი წიგნი ცენზურამ გააჩერა, ეს რომ გაიგო ედუარდმა, ჯანსუღის წიგნი ახლავე გაუშვითო... უყვარდა თავისი ხალხი და ის, როცა ხალხი საქართველოსთვის, სიყვარულისთვის, ერთგულებისთვის იბრძოდა. ამას ამ შესანიშნავ კაცს ვერასოდეს დავუკარგავ. ძალიან საწყენია მისი გარდაცვალების ამბავი...

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია