Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა: ექს-პრეზიდენტის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები
ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა: ექს-პრეზიდენტის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ახ­ლობ­ლებ­მა და­უ­დას­ტუ­რეს.

შე­ვარ­დნა­ძე 87 წლის ასაკ­ში დღეს გარ­და­იც­ვა­ლა.

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე და­ი­ბა­და 1928 წლის 25 იან­ვარს, ლან­ჩხუ­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მა­მათ­ში, პე­და­გო­გის ოჯახ­ში. ჰყავ­და და და სამი ძმა. მისი მამა და­ა­პა­ტიმ­რეს სტა­ლი­ნუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბის დროს 1937 წელს, მაგ­რამ გა­თა­ვი­სუფ­ლდა მისი მოს­წავ­ლის დახ­მა­რე­ბით, რო­მე­ლიც შინ­სა­ხკომ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და.

შე­ვარ­დნა­ძემ და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­მე­დი­ცი­ნო ტექ­ნი­კუ­მი, შემ­დეგ სწავ­ლობ­და თბი­ლი­სის პარ­ტი­ულ სკო­ლა­ში, ხოლო 1959 წელს და­ამ­თავ­რა ა. წუ­ლუ­კი­ძის სა­ხე­ლო­ბის ქუ­თა­ი­სის პე­და­გო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტი და­უს­წრებ­ლად.

1946 წელს შე­ვი­და კომ­კავ­შირ­ში, 1948 წელს, 20 წლის ასაკ­ში კი კომ­პარ­ტი­ა­ში. 1957-1961 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს სსრ-ის კომ­კავ­ში­რის პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი. 1961-1964 წლებ­ში კომ­პარ­ტი­ის მცხე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტის პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი, ხოლო შემ­დეგ თბი­ლი­სის პირ­ვე­ლი მა­ი­სის რა­ი­ო­ნის რა­ი­კო­მის მდი­ვა­ნი. 1958 წლი­დან იყო კომ­პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის წევ­რი.

1964-1965 წლებ­ში იყო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე. 1965-1972 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს სსრ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი. ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის­თა­ნა­ვე და­ი­წყო კამ­პა­ნია ჩრდი­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კი­სა და კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. კამ­პა­ნია კარ­გად იყო რეკ­ლა­მი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გე­ბი არ მოჰ­ყო­ლია.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ | ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი: "არ მინ­და ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­დე, რო­გორც სის­ხლისმღვრე­ლი"

1972 წელს აირ­ჩი­ეს სა­ქარ­თვე­ლოს კომ­პარ­ტი­ის ცკ-ის პირ­ველ მდივ­ნად და ამ პოსტზე მუ­შა­ობ­და 1985 წლამ­დე. მან შეც­ვა­ლა კო­რუფ­ცი­ა­ში მხი­ლე­ბუ­ლი ვა­სილ მჟა­ვა­ნა­ძე. პარ­ტი­ა­ში მუ­შა­ო­ბი­სას და­ჯილ­დოვ­და სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი შრო­მის გმი­რის ოქ­როს ვარ­სკვლა­ვით.

1976 წლი­დან შე­ვარ­დნა­ძე კომ­პარ­ტი­ის სა­კავ­ში­რო ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის წევ­რი იყო. 1985 წელს საბ­ჭო­თა "გარ­დაქ­მნის" წა­მომ­წყე­ბის, მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­ვარ­დნა­ძე მი­იწ­ვი­ეს მოს­კოვ­ში და მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ნიშ­ნეს სსრკ-ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრად. იმავდრო­უ­ლად აირ­ჩი­ეს სა­კავ­ში­რო კომ­პარ­ტი­ის ცკ-ის პო­ლიტ­ბი­უ­როს წევ­რად. ის მო­ნა­წი­ლე­ობ­და გერ­მა­ნი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში. 1990 წელს ვა­შინგტონ­ში აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­თან, ჯე­იმზ ბე­ი­კერ­თან ერ­თად ხელი მო­ა­წე­რა აშშ-სათ­ვის ბე­რინ­გის ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ის გა­და­ცე­მას შე­ვარ­დნა­ძე-ბე­ი­კე­რის გამ­ყო­ფი ხა­ზის მი­ხედ­ვით.

1990 წელს გა­დად­გა, "მო­სა­ლოდ­ნე­ლი დიქ­ტა­ტუ­რი­სად­მი" პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, იმა­ვე წელს და­ტო­ვა პარ­ტია. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე, 1991 წელს, გორ­ბა­ჩო­ვის მიწ­ვე­ვით კვლავ და­უბ­რუნ­და მი­ნის­ტრის პოსტს. იმა­ვე წლის ბო­ლოს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ფორმ­და ბე­ლო­ვე­ჟის შე­თან­ხმე­ბა­ში, ხოლო მისი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოს­ტი გა­უქ­მდა.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ | რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ წლებ­ში (+6 ფოტო)

1992 წელს სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია პუტ­ჩის შე­დე­გად თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ჩა­მო­აგ­დო ეროვ­ნულ­მა გვარ­დი­ამ. პუტ­ჩის­ტებ­მა შე­ვარ­დნა­ძე მო­ის­წვი­ეს მათ მიერ შექ­მნი­ლი ორ­გა­ნოს — სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭოს — ხელ­მძღვა­ნე­ლად. სა­ვა­რა­უ­დოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლა ამ პრო­ცე­სებ­ში მხედ­რი­ო­ნის ლი­დერ­მა, ჯაბა იო­სე­ლი­ან­მა. მან თა­ნამ­დე­ბო­ბა 1992 წლის 7 მარტს და­ი­კა­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ვარ­დნა­ძემ გა­ნა­ცხა­და: "მე ვი­ცო­დი, რომ არ ვი­ყა­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი, და­მე­კა­ვე­ბი­ნა სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის პოს­ტი, მაგ­რამ ვი­ყა­ვი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ მხო­ლოდ მე შე­მეძ­ლო სა­ქარ­თვე­ლოს ამოთ­რე­ვა ქა­ო­სი­სა და კრი­ზი­სი­დან და გა­ძღო­ლა დე­მოკ­რა­ტი­ის­კენ."[სა­ჭი­რო­ებს წყა­როს მი­თი­თე­ბას]1992 წელს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბით მოხ­და შე­ვარ­დნა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ლე­გი­ტი­მა­ცია. ის აირ­ჩი­ეს სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის პარ­ლა­მენ­ტის თავ­ჯდო­მა­რედ. შე­ვარ­დნა­ძე პარ­ლა­მენტს თავ­მჯდო­მა­რე­ობ­და 1995 წლამ­დე. ამა­ვე წლებ­ში ის იყო თავ­დაც­ვის სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, ხოლო 1993-1995 წლებ­ში თავ­მჯდო­მა­რე­ობ­და სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ას, რო­მელ­მაც მო­ამ­ზა­და სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი კონ­სტი­ტუ­ცი­ის პრო­ექ­ტი. მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით სა­ქარ­თვე­ლო შე­ვი­და და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­თა თა­ნა­მე­გობ­რო­ბა­ში (დსთ) 1993 წელს. 1995 წელს შექ­მნა პარ­ტია — "სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რი", რო­მე­ლიც წამ­ყვა­ნი პარ­ტია გახ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში 1995-2002 წლებ­ში.

შე­ვარ­დნა­ძე­ზე სამ­ჯერ მო­ა­წყვეს თავ­დას­ხმა:

1992 წლის 3 ოქ­ტომ­ბერს რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა აფხა­ზეთ­ში;

1995 წლის 29 აგ­ვის­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის პარ­ლა­მენ­ტის იმ­დრო­ინ­დე­ლი შე­ნო­ბის ეზო­ში;

1998 წლის 9 თე­ბერ­ვალს რე­ზი­დენ­ცი­ის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე.

1995 წლის ნო­ემ­ბერ­ში აირ­ჩი­ეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად ხმა­თა 74%-ით. 2000 წლის 9 აპ­რილს ხმა­თა 82%-ით ხელ­მე­ო­რედ აირ­ჩი­ეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად.

2002 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბოს არ­ჩევ­ნებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რი და­მარ­ცხდა. იმა­ვე წლის სექ­ტემ­ბერ­ში შე­ვარ­დნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ 2005 წელს, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის შემ­დეგ, აპი­რებს პენ­სი­ა­ზე გას­ვლას და მე­მუ­ა­რე­ბის და­წე­რას.2003 წელს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად გა­მო­ცხად­და შე­ვარ­დნა­ძის ბლო­კი "ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ხმა­თა 21.32 %-ით, ხოლო მე­ო­რე ად­გილ­ზე პრო­სამ­თავ­რო­ბოდ გან­წყო­ბი­ლი "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი აღორ­ძი­ნე­ბის კავ­ში­რი" ხმა­თა 18.84 %-ით.[1] სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა არ­ჩევ­ნებ­ში დარ­ღვე­ვე­ბი და­ა­ფიქ­სი­რეს. ოპო­ზი­ცი­ამ შე­ვარ­დნა­ძეს არ­ჩევ­ნე­ბის ბა­თი­ლად ცნო­ბის­კენ მო­უ­წო­და, მისი შე­დე­გე­ბის გა­ყალ­ბე­ბის გამო. პრე­ზი­დენ­ტმა უარი გა­ნა­ცხა­და არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­უქ­მე­ბა­ზე. რის გა­მოც ზო­გი­ერ­თი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­ი­წყეს საპ­რო­ტეს­ტო კამ­პა­ნია და სა­მო­ქა­ლა­ქო და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­დეს. დე­მონ­სტრა­ცი­ებს შე­დე­გად 2003 წლის 22 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი­სა და სა­ხელ­მწი­ფო კან­ცე­ლა­რი­ის შე­ნო­ბებ­ში მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა შეჭ­რა მოჰ­ყვა. შე­ვარ­დნა­ძემ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, მაგ­რამ უარი გა­ნა­ცხა­და არ­მი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე და 23 ნო­ემ­ბერს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა.

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს ჰყავ­და მე­უღ­ლე - ნა­ნუ­ლი ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი-შე­ვარ­დნა­ძე, რო­მე­ლიც 2004 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. შე­ვარ­დნა­ძეს ჰყავს ვა­ჟიშ­ვი­ლი, პა­ა­ტა, იუ­ნეს­კოს თბი­ლი­სის ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნე­ლი და ქა­ლიშ­ვი­ლი, მა­ნა­ნა, სა­ტე­ლე­ვი­ზიო ფილ­მე­ბის სტუ­დი­ის დი­რექ­ტო­რი.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა: ექს-პრეზიდენტის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები

ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა: ექს-პრეზიდენტის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ Ambebi.ge-ს ყოფილი პრეზიდენტის ახლობლებმა დაუდასტურეს.

შევარდნაძე 87 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.

ედუარდ შევარდნაძე დაიბადა 1928 წლის 25 იანვარს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში, პედაგოგის ოჯახში. ჰყავდა და და სამი ძმა. მისი მამა დააპატიმრეს სტალინური რეპრესიების დროს 1937 წელს, მაგრამ გათავისუფლდა მისი მოსწავლის დახმარებით, რომელიც შინსახკომთან თანამშრომლობდა.

შევარდნაძემ დაამთავრა თბილისის სამედიცინო ტექნიკუმი, შემდეგ სწავლობდა თბილისის პარტიულ სკოლაში, ხოლო 1959 წელს დაამთავრა ა. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი დაუსწრებლად.

1946 წელს შევიდა კომკავშირში, 1948 წელს, 20 წლის ასაკში კი კომპარტიაში. 1957-1961 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის კომკავშირის პირველი მდივანი. 1961-1964 წლებში კომპარტიის მცხეთის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, ხოლო შემდეგ თბილისის პირველი მაისის რაიონის რაიკომის მდივანი. 1958 წლიდან იყო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი.

1964-1965 წლებში იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრის მოადგილე. 1965-1972 წლებში იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. ამ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე დაიწყო კამპანია ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კორუფციის წინააღმდეგ. კამპანია კარგად იყო რეკლამირებული, თუმცა მნიშვნელოვანი შედეგები არ მოჰყოლია.

ასევე დაგაინტერესებთ | ედუარდ შევარდნაძის ცნობილი გამონათქვამები: "არ მინდა ისტორიაში შევიდე, როგორც სისხლისმღვრელი"

1972 წელს აირჩიეს საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველ მდივნად და ამ პოსტზე მუშაობდა 1985 წლამდე. მან შეცვალა კორუფციაში მხილებული ვასილ მჟავანაძე. პარტიაში მუშაობისას დაჯილდოვდა სოციალისტური შრომის გმირის ოქროს ვარსკვლავით.

1976 წლიდან შევარდნაძე კომპარტიის საკავშირო ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო. 1985 წელს საბჭოთა „გარდაქმნის“ წამომწყების, მიხეილ გორბაჩოვის ინიციატივით შევარდნაძე მიიწვიეს მოსკოვში და მოულოდნელად დანიშნეს სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრად. იმავდროულად აირჩიეს საკავშირო კომპარტიის ცკ-ის პოლიტბიუროს წევრად. ის მონაწილეობდა გერმანიის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებში. 1990 წელს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჯეიმზ ბეიკერთან ერთად ხელი მოაწერა აშშ-სათვის ბერინგის ზღვის აკვატორიის გადაცემას შევარდნაძე-ბეიკერის გამყოფი ხაზის მიხედვით.

1990 წელს გადადგა, „მოსალოდნელი დიქტატურისადმი“ პროტესტის ნიშნად, იმავე წელს დატოვა პარტია. საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე თვით ადრე, 1991 წელს, გორბაჩოვის მიწვევით კვლავ დაუბრუნდა მინისტრის პოსტს. იმავე წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის დაშლა ოფიციალურად გაფორმდა ბელოვეჟის შეთანხმებაში, ხოლო მისი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი გაუქმდა.

ასევე დაგაინტერესებთ | როგორ გამოიყურებოდა ედუარდ შევარდნაძე სიცოცხლის უკანასკნელ წლებში (+6 ფოტო)

1992 წელს საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია პუტჩის შედეგად თანამდებობიდან ჩამოაგდო ეროვნულმა გვარდიამ. პუტჩისტებმა შევარდნაძე მოისწვიეს მათ მიერ შექმნილი ორგანოს — სახელმწიფო საბჭოს — ხელმძღვანელად. სავარაუდოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ პროცესებში მხედრიონის ლიდერმა, ჯაბა იოსელიანმა. მან თანამდებობა 1992 წლის 7 მარტს დაიკავა. მოგვიანებით შევარდნაძემ განაცხადა: ”მე ვიცოდი, რომ არ ვიყავი უფლებამოსილი, დამეკავებინა სახელმწიფოს მეთაურის პოსტი, მაგრამ ვიყავი დარწმუნებული, რომ მხოლოდ მე შემეძლო საქართველოს ამოთრევა ქაოსისა და კრიზისიდან და გაძღოლა დემოკრატიისკენ.”[საჭიროებს წყაროს მითითებას]1992 წელს საპარლამენტო არჩევნებით მოხდა შევარდნაძის ხელმძღვანელობის ლეგიტიმაცია. ის აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავჯდომარედ. შევარდნაძე პარლამენტს თავმჯდომარეობდა 1995 წლამდე. ამავე წლებში ის იყო თავდაცვის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო 1993-1995 წლებში თავმჯდომარეობდა საკონსტიტუციო კომისიას, რომელმაც მოამზადა საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის პროექტი. მისი ინიციატივით საქართველო შევიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) 1993 წელს. 1995 წელს შექმნა პარტია — "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", რომელიც წამყვანი პარტია გახდა საქართველოში 1995-2002 წლებში.

შევარდნაძეზე სამჯერ მოაწყვეს თავდასხმა:

1992 წლის 3 ოქტომბერს რუსმა სამხედროებმა აფხაზეთში;

1995 წლის 29 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის იმდროინდელი შენობის ეზოში;

1998 წლის 9 თებერვალს რეზიდენციისკენ მიმავალ გზაზე.

1995 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად ხმათა 74%-ით. 2000 წლის 9 აპრილს ხმათა 82%-ით ხელმეორედ აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად.

2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობოს არჩევნებში საქართველოს მოქალაქეთა კავშირი დამარცხდა. იმავე წლის სექტემბერში შევარდნაძემ განაცხადა, რომ 2005 წელს, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, აპირებს პენსიაზე გასვლას და მემუარების დაწერას.2003 წელს საპარლამენტო არჩევნებში ოფიციალურად გამარჯვებულად გამოცხადდა შევარდნაძის ბლოკი ”ახალი საქართველოსთვის” ხმათა 21.32 %-ით, ხოლო მეორე ადგილზე პროსამთავრობოდ განწყობილი "დემოკრატიული აღორძინების კავშირი” ხმათა 18.84 %-ით.[1] საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნებში დარღვევები დააფიქსირეს. ოპოზიციამ შევარდნაძეს არჩევნების ბათილად ცნობისკენ მოუწოდა, მისი შედეგების გაყალბების გამო. პრეზიდენტმა უარი განაცხადა არჩევნების შედეგების გაუქმებაზე. რის გამოც ზოგიერთი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაიწყეს საპროტესტო კამპანია და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. დემონსტრაციებს შედეგად 2003 წლის 22 ნოემბერს საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის შენობებში მოწინააღმდეგეთა შეჭრა მოჰყვა. შევარდნაძემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მაგრამ უარი განაცხადა არმიის გამოყენებაზე და 23 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა.

ედუარდ შევარდნაძეს ჰყავდა მეუღლე - ნანული ცაგარეიშვილი-შევარდნაძე, რომელიც 2004 წელს გარდაიცვალა. შევარდნაძეს ჰყავს ვაჟიშვილი, პაატა, იუნესკოს თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი და ქალიშვილი, მანანა, სატელევიზიო ფილმების სტუდიის დირექტორი.

იხილეთ ფოტოგალერეა

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა