12-13 ივლისს, საქართველოში მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის პიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსი სვეტლანა ნიორაძე აცხადებს, საქართველოს უმეტეს რაიონებში დღეს ღამით ძლიერი წვიმაა კვლავ მოსალოდნელი. 10 ივლისამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ცვალებადი ამინდი იქნება.
10 ივლისამდე დასავლეთ საქართველოში, ჰაერის საშუალო ტემპერატურა 24-29 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - 31 გრადუსი იქნება.
10 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მზიანი ამინდებია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები 12-13 ივლისს მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ, კერძოდ, საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 36 გრადუსი იქნება.
14 ივლისის შემდეგ კი კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.