სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაგიჯდებათ კაზანტიპზე დასწრება და რა უნდა იცოდეთ, რომ ფესტივალიდან არ გამოგაგდონ
რა დაგიჯდებათ კაზანტიპზე დასწრება და რა უნდა იცოდეთ, რომ ფესტივალიდან არ გამოგაგდონ

დიდი ხნის ჭოჭ­მა­ნის, ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ვერ­სი­ე­ბი­სა და ეჭ­ვის შემ­დეგ, 20 აგ­ვის­ტოს­თვის, 160-მდე ქვეყ­ნი­დან, ანაკ­ლი­ას ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი ეწ­ვე­ვი­ან. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­სას­წრე­ბად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ვი­ზის შე­ძე­ნა...

ფეს­ტი­ვალ­ზე მოხ­ვედ­რის გზე­ბი და ფა­სე­ბი ასე­თია - კა­ზან­ტი­პის ვიზა- ეს შტრი­ხკო­დი­ა­ნი პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თია ზო­ნარ­ზე, რომ­ლის აღე­ბაც სა­იტ­ზე­ვეა შე­საძ­ლე­ბე­ლი და მისი სა­ფა­სუ­რი 200-250$-მდე ღირს. თუმ­ცა, ფა­სის ოდე­ნო­ბა ბი­ლე­თის შე­ძე­ნის დრო­ზეც იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, 29 მა­ი­სის შემ­დეგ, ფეს­ტი­ვა­ლის ბი­ლე­თის ანუ ვი­ზის ფასი 403 ლარი (233 $) იქ­ნე­ბა + საშ­ვის ფასი, 2-3 ლარი. ხოლო თუ ფეს­ტი­ვა­ლის მსვლე­ლო­ბი­სას მო­გინ­დათ ბი­ლე­თის შე­ძე­ნა სა­ვი­ზო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ბევ­რად მე­ტის, 655 ლა­რის გა­დახ­და მო­გი­წევთ, - ასე რომ, თა­და­რი­გის და­ჭე­რა ჯო­ბია...

რო­გორც სა­იტ­ზეა აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში უვი­ზო რე­ჟი­მი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, სომ­ხე­თის, ბე­ლო­რუ­სის, ტა­ჯი­კე­თის, ყა­ზა­ხე­თის, მოლ­დო­ვის, უზ­ბე­კე­თის, ყირ­გი­ზე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მოქ­მე­დებს. ყა­ზა­ხე­თის, რუ­სე­თი­სა და თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში უვი­ზოდ ყოფ­ნა მხო­ლოდ 90 დღის ვა­დით შე­უძ­ლი­ათ. "მათ­თვის, კი ვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს­თან უვი­ზო რე­ჟი­მი არ აქვს, ვი­ზის აღე­ბა 50 დო­ლა­რად შე­ეძ­ლე­ბათ", -წერს ად­მი­ნის­ტრა­ცია.

"კა­ზან­ტი­პის" ტე­რი­ტო­რი­ის სი­ახ­ლო­ვეს დრო­ე­ბი­თი კომ­ფორ­ტუ­ლი სა­ცხოვ­რებ­ლე­ბი მო­ე­წყო­ბა, რო­მელ­თა­გან თი­თო­ე­უ­ლი 20-30 კაც­ზე იქ­ნე­ბა გათ­ვლი­ლი. 1 კა­ცის­თვის დღე-ღამე, კვე­ბით 15-20 დო­ლა­რი ეღი­რე­ბა. სტუმ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად მზად არი­ან ანაკ­ლი­ის სას­ტუმ­რო­ე­ბიც. ყვე­ლა სას­ტურ­მოს ყვე­ლა ნო­მე­რი და­ჯავ­შნუ­ლია. კა­ზან­ტი­პის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კარ­ვე­ბის ქა­ლა­ქიც გა­შენ­დე­ბა, ყვე­ლა სა­ჭი­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რით (სე­ი­ფე­ბის კა­მე­რე­ბი, საშ­ხა­პე­ე­ბი, სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი და კვე­ბის პუნ­ქტე­ბი). ფეს­ტი­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ზუგ­დიდ­ში ბი­ნე­ბის ქი­რის ფას­მა უპ­რე­ცენ­დენ­ტოდ მო­ი­მა­ტა.

სა­იტ­ზე და­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, უკ­რა­ი­ნელ და ყი­რი­მელ გო­გო­ნებს, უკვე გა­და­ე­ცათ სა­ჩუქ­რად უფა­სო ვი­ზე­ბი... რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­იტ­ზე უპ­რობ­ლე­მოდ და­რე­გის­ტრირ­დნენ ქარ­თვე­ლი გო­გო­ნე­ბიც, რაც ნიშ­ნავს, ისი­ნი ფეს­ტი­ვალ­ზე დას­წრე­ბას უფა­სოდ შეძ­ლე­ბენ.

"რეს­პუბ­ლი­კა­ში, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა არ­სე­ბობს - კაფე-ბა­რე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, ინ­ტერ­ნე­ტი, სა­პირ­ფა­რე­შო, ვი­ზე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, სას­ცე­ნო და სა­ცეკ­ვაო ად­გი­ლი. აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­მო­სია შორ­ტი და მა­ი­სუ­რი, აქ­სე­სუ­ა­რი - სათ­ვა­ლე. ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ატ­რი­ბუ­ტი - ყვი­თე­ლი, ძველ­მო­დუ­რი ჩე­მო­და­ნი" -გვამ­ცნო­ბენ კა­ზან­ტი­პის რეს­პუბ­ლი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი. ცნო­ბი­ლია, რომ ყვი­თე­ლი ჩე­მო­და­ნი "კა­ზან­ტი­პის" ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიმ­ბო­ლოა და მის მფლო­ბე­ლებს, ფეს­ტი­ვა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უვი­ზოდ გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა აქვთ. ამის­თვის ყვი­თე­ლი ჩან­თე­ბის მფლო­ბე­ლებ­მა, ად­გილ­ზე, სა­ვი­ზო დე­პარ­ტა­მენ­ტში შტრი­ხკო­დი­ა­ნი იარ­ლი­ყი უნდა მი­ი­ღონ. ფეს­ტი­ვა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლა მხო­ლოდ მო­ქა­ლა­ქის ნამ­დვი­ლი ვი­ზით ან შტრი­ხკო­დი­ა­ნი ყვი­თე­ლი ჩე­მოდ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ყვი­თე­ლი ჩე­მოდ­ნის ან ვი­ზის ტა­რე­ბა ფეს­ტი­ვა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან მის გა­რე­შე შე­საძ­ლოა და­ჯა­რიმ­დეთ ან გა­მო­გაგ­დონ...

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ | კა­ზან­ტი­პის ლა­ი­ნა­პი უკვე ცნო­ბი­ლია! - რა ელის ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლებს გრან­დი­ო­ზულ ფეს­ტი­ვალ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რა დაგიჯდებათ კაზანტიპზე დასწრება და რა უნდა იცოდეთ, რომ ფესტივალიდან არ გამოგაგდონ

რა დაგიჯდებათ კაზანტიპზე დასწრება და რა უნდა იცოდეთ, რომ ფესტივალიდან არ გამოგაგდონ

დიდი ხნის ჭოჭმანის, ურთიერთგამომრიცხავი ვერსიებისა და ეჭვის შემდეგ, 20 აგვისტოსთვის, 160-მდე ქვეყნიდან, ანაკლიას ელექტრონული მუსიკის შემსრულებლები ეწვევიან. ღონისძიებაზე დასასწრებად, აუცილებელია, ვიზის შეძენა...

ფესტივალზე მოხვედრის გზები და ფასები ასეთია - კაზანტიპის ვიზა- ეს შტრიხკოდიანი პლასტიკური ბარათია ზონარზე, რომლის აღებაც საიტზევეა შესაძლებელი და მისი საფასური 200-250$-მდე ღირს. თუმცა, ფასის ოდენობა ბილეთის შეძენის დროზეც იქნება დამოკიდებული, 29 მაისის შემდეგ, ფესტივალის ბილეთის ანუ ვიზის ფასი 403 ლარი (233 $) იქნება + საშვის ფასი, 2-3 ლარი. ხოლო თუ ფესტივალის მსვლელობისას მოგინდათ ბილეთის შეძენა სავიზო განყოფილებაში, ასეთ შემთხვევაში ბევრად მეტის, 655 ლარის გადახდა მოგიწევთ, - ასე რომ, თადარიგის დაჭერა ჯობია...

როგორც საიტზეა აღნიშნული, საქართველოში უვიზო რეჟიმი აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, მოლდოვის, უზბეკეთის, ყირგიზეთისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის მოქმედებს. ყაზახეთის, რუსეთისა და თურქეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა მხოლოდ 90 დღის ვადით შეუძლიათ. "მათთვის, კი ვისაც საქართველოსთან უვიზო რეჟიმი არ აქვს, ვიზის აღება 50 დოლარად შეეძლებათ", -წერს ადმინისტრაცია.

"კაზანტიპის" ტერიტორიის სიახლოვეს დროებითი კომფორტული საცხოვრებლები მოეწყობა, რომელთაგან თითოეული 20-30 კაცზე იქნება გათვლილი. 1 კაცისთვის დღე-ღამე, კვებით 15-20 დოლარი ეღირება. სტუმრების მისაღებად მზად არიან ანაკლიის სასტუმროებიც. ყველა სასტურმოს ყველა ნომერი დაჯავშნულია. კაზანტიპის ტერიტორიაზე კარვების ქალაქიც გაშენდება, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით (სეიფების კამერები, საშხაპეები, საპირფარეშოები და კვების პუნქტები). ფესტივალთან დაკავშირებით, ზუგდიდში ბინების ქირის ფასმა უპრეცენდენტოდ მოიმატა.

საიტზე დადებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელ და ყირიმელ გოგონებს, უკვე გადაეცათ საჩუქრად უფასო ვიზები... როგორც ცნობილია, საიტზე უპრობლემოდ დარეგისტრირდნენ ქართველი გოგონებიც, რაც ნიშნავს, ისინი ფესტივალზე დასწრებას უფასოდ შეძლებენ.

"რესპუბლიკაში, ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხოვრების ყველანაირი პირობა არსებობს - კაფე-ბარები, რესტორნები, ინტერნეტი, საპირფარეშო, ვიზების განყოფილება და ყველაზე მთავარი, სასცენო და საცეკვაო ადგილი. აუცილებელი სამოსია შორტი და მაისური, აქსესუარი - სათვალე. ნაციონალური ატრიბუტი - ყვითელი, ძველმოდური ჩემოდანი" -გვამცნობენ კაზანტიპის რესპუბლიკის ხელმძღვანელები. ცნობილია, რომ ყვითელი ჩემოდანი "კაზანტიპის" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოა და მის მფლობელებს, ფესტივალის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილების უფლება აქვთ. ამისთვის ყვითელი ჩანთების მფლობელებმა, ადგილზე, სავიზო დეპარტამენტში შტრიხკოდიანი იარლიყი უნდა მიიღონ. ფესტივალის ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ მოქალაქის ნამდვილი ვიზით ან შტრიხკოდიანი ყვითელი ჩემოდნის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ყვითელი ჩემოდნის ან ვიზის ტარება ფესტივალის ტერიტორიაზეც აუცილებელია, რადგან მის გარეშე შესაძლოა დაჯარიმდეთ ან გამოგაგდონ...

იხილეთ სტატია სრულად

ასევე დაგაინტერესებთ | კაზანტიპის ლაინაპი უკვე ცნობილია! - რა ელის ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს გრანდიოზულ ფესტივალზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია