სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფო ნიჟარაძე გიგი უგულავას იცავს - "ოცნების პრიორიტეტი ადამიანის ნაცვლად რევანშია!"
სოფო ნიჟარაძე გიგი უგულავას იცავს - "ოცნების პრიორიტეტი ადამიანის ნაცვლად რევანშია!"

გიგი უგუ­ლა­ვა 3 ივ­ლისს თბი­ლი­სის სა­ერ­თშო­რი­სო აერ­პორ­ტში, კი­ევ­ში გამ­გზავ­რე­ბის წინ და­ა­კა­ვეს. მას უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი. 4 ივ­ლისს კი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გიგი უგუ­ლა­ვას აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ყო­ფი­ლი მე­რის და­კა­ვე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მათ შო­რის მე­დი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ამ ფაქ­ტის გამო აღ­შფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტა არა­ერ­თმა ცნო­ბილ­მა სა­ხემ, რომ­ლებ­მაც უგუ­ლა­ვას ოჯახს ღია მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­დეს. მათ რი­გებ­ში არი­ან მსა­ხი­ო­ბე­ბი და მომ­ღერ­ლე­ბი, ასე­ვე სხვა პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

უგუ­ლა­ვას და­კევ­ბას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა მომ­ღე­რა­ლი სოფო ნი­ჟა­რა­ძე. მან ყო­ფი­ლი მე­რის მხარ­და­ჭე­რის ნიშ­ნად "პრო­ფილ­ზე" გი­გის­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო და­ა­ყე­ნა და რი­ყი­სა და ძვე­ლი თბი­ლი­სის ფოტო გა­მოქ­ვეყ­ნა, მი­ნა­წე­რით: "უკა­ნო­ნოდ გას­ხვი­სე­ბუ­ლი რიყე და და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ძვე­ლი თბი­ლი­სი!".

ფო­ტოს სო­ფოს "ფე­ის­ბუქ-მე­გობ­რე­ბის" აქ­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. მათ შო­რის აღ­მოჩ­დნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­საც მომ­ღერ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვთ.

"ყვე­ლას თა­ვი­სი აზრი აქვს. თბი­ლი­სი ლა­მა­ზი ქა­ლა­ქი ნამ­დვი­ლად არ არის და რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი. დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის გაფ­ლან­გვა­ზე და­ი­ჭი­რეს ყო­ფი­ლი მერი. არა­ვის და­ჭე­რა არ მი­ხა­რია სი­მარ­თლე რომ გი­თხრა უბ­რა­ლოდ თვალ­ში ნა­ცარს ვერ შე­ვიყ­რი...", - და­წე­რა სო­ფოს ერთ-ერ­თმა მე­გო­ბარ­მა.

"მოდი მა­გას და­ად­გენს გა­მო­ძი­ე­ბა და სა­სა­მარ­თლო, იმე­დია, სა­მარ­თლი­ა­ნად! დრო­ის ფლან­გვა უაზ­როდ და წარ­სულ­ში ქექ­ვა ხალ­ხის­თვის არაფ­რის მომ­ცე­მია, ეგეც და­ნა­შა­უ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე, უკან მივ­დი­ვართ, არა­ვინ არ არის სა­მუ­და­მო მმარ­თვე­ლი და ყვე­ლას მო­უ­წევს კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა!

ესე­ნი მხო­ლოდ მა­გას აკე­თე­ბენ და დროს ფლან­გა­ვენ, სად მი­დის ჩვე­ნი დრო, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას უნდა მოხ­მარ­დეს? ნუ გა­მოგ­ყავს ესე­ნი ან­გე­ლო­ზე­ბად და მხსნე­ლე­ბად! მარ­თლა გჯე­რა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბაა?

იმედს და ოც­ნე­ბას კაცი არ მო­უკ­ლავს, და­ი­ჯე­რე, შენი ნე­ბაა, თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ მარ­ტო ოც­ნე­ბას დრო გა­ყავს და წინ ვე­ღარ მი­დი­ხარ, მოქ­მე­დე­ბაა სა­ჭი­რო, რომ ხალ­ხმა თავი კარ­გად იგ­რძნოს! მხო­ლოდ "თა­ვი­სუფ­ლად სუნ­თქვა" არ კმა­რა.

ასე ქვეყ­ნებ­ში, რომ­ლის ოჯახ­ში ჩვენ მი­ვილ­ტვით და ასე სა­ზე­ი­მოდ აღ­ვნიშ­ნავთ ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე ხე­ლის მო­წე­რას და თავი უკვე ევ­რო­პე­ლე­ბი გვგო­ნია, არ ხდე­ბა!", - წერს მომ­ღე­რა­ლი.

სო­ფოს ამ კო­მენ­ტარ­ზე უპა­სუ­ხეს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტი ადა­მი­ა­ნის ნაც­ვლად ას­ფალ­ტი იყო!".

"ოც­ნე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტი ადა­მი­ა­ნის ნაც­ვლად კი რე­ვან­შია!", - უპა­სუ­ხა სოფო ნი­ჟა­რა­ძემ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სოფო ნიჟარაძე გიგი უგულავას იცავს - "ოცნების პრიორიტეტი ადამიანის ნაცვლად რევანშია!"

სოფო ნიჟარაძე გიგი უგულავას იცავს - "ოცნების პრიორიტეტი ადამიანის ნაცვლად რევანშია!"

გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის საერთშორისო აერპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს. მას უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დასდეს ბრალი. 4 ივლისს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ყოფილი მერის დაკავებას საზოგადოებაში, მათ შორის მედიასა და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ფაქტის გამო აღშფოთება გამოხატა არაერთმა ცნობილმა სახემ, რომლებმაც უგულავას ოჯახს ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათ რიგებში არიან მსახიობები და მომღერლები, ასევე სხვა პროფესიის წარმომადგენლები.

უგულავას დაკევბას "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოეხმაურა მომღერალი სოფო ნიჟარაძე. მან ყოფილი მერის მხარდაჭერის ნიშნად "პროფილზე" გიგისთან ერთად გადაღებული ფოტო დააყენა და რიყისა და ძველი თბილისის ფოტო გამოქვეყნა, მინაწერით: "უკანონოდ გასხვისებული რიყე და დამახინჯებული ძველი თბილისი!".

ფოტოს სოფოს "ფეისბუქ-მეგობრების" აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის აღმოჩდნენ ისეთებიც, რომლებსაც მომღერლისგან განსხვავებული შეხედულებები აქვთ.

"ყველას თავისი აზრი აქვს. თბილისი ლამაზი ქალაქი ნამდვილად არ არის და როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაზე დაიჭირეს ყოფილი მერი. არავის დაჭერა არ მიხარია სიმართლე რომ გითხრა უბრალოდ თვალში ნაცარს ვერ შევიყრი...", - დაწერა სოფოს ერთ-ერთმა მეგობარმა.

"მოდი მაგას დაადგენს გამოძიება და სასამართლო, იმედია, სამართლიანად! დროის ფლანგვა უაზროდ და წარსულში ქექვა ხალხისთვის არაფრის მომცემია, ეგეც დანაშაულია საზოგადოების წინაშე, უკან მივდივართ, არავინ არ არის სამუდამო მმართველი და ყველას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა!

ესენი მხოლოდ მაგას აკეთებენ და დროს ფლანგავენ, სად მიდის ჩვენი დრო, რომელიც ქვეყნის განვითარებას უნდა მოხმარდეს? ნუ გამოგყავს ესენი ანგელოზებად და მხსნელებად! მართლა გჯერა, რომ ეს ყველაფერი სამართლიანობაა?

იმედს და ოცნებას კაცი არ მოუკლავს, დაიჯერე, შენი ნებაა, თუმცა ვფიქრობ, რომ მარტო ოცნებას დრო გაყავს და წინ ვეღარ მიდიხარ, მოქმედებაა საჭირო, რომ ხალხმა თავი კარგად იგრძნოს! მხოლოდ "თავისუფლად სუნთქვა" არ კმარა.

ასე ქვეყნებში, რომლის ოჯახში ჩვენ მივილტვით და ასე საზეიმოდ აღვნიშნავთ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას და თავი უკვე ევროპელები გვგონია, არ ხდება!", - წერს მომღერალი.

სოფოს ამ კომენტარზე უპასუხეს, რომ "ნაციონალების პრიორიტეტი ადამიანის ნაცვლად ასფალტი იყო!".

"ოცნების პრიორიტეტი ადამიანის ნაცვლად კი რევანშია!", - უპასუხა სოფო ნიჟარაძემ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს