სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავტოვოთ თუ არა ბავშვი ძიძასთან: მორიგი სასტიკი შემთხვევა და გასამართლებული ძიძა
დავტოვოთ თუ არა ბავშვი ძიძასთან: მორიგი სასტიკი შემთხვევა და გასამართლებული ძიძა

რუ­სეთ­ში მო­რი­გი სას­ტი­კი შემ­თხვე­ვა მოხ­და – ძიძა, რო­მე­ლიც ბავ­შვს არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად ექ­ცე­ო­და, ფა­რულ­მა კა­მე­რამ გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა, და­ა­პა­ტიმ­რეს და ახლა ცი­ხის კედ­ლე­ბის ხეხ­ვა მო­უ­წევს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი კი­დევ ერთხელ და­ფიქ­რდა იმა­ზე, რომ მშობ­ლებ­მა კი­დევ მეტი ყუ­რა­დღე­ბით უნდა შე­არ­ჩი­ონ ძი­ძე­ბი – ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სა­კუ­თარ შვი­ლებს ან­დო­ბენ.

ამ­გვა­რი შემ­თხვე­ვე­ბი სულ უფრო ხშირ­დე­ბა. არა­ერ­თხელ ძი­ძე­ბის სი­სას­ტი­კე ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­თაც კი დას­რუ­ლე­ბუ­ლა. ვინც იეჭ­ვებს და ფა­რულ კა­მე­რას აყე­ნებს სახ­ლში, ამ­ხელს კი­დეც ამ­გვარ ნამ­დვილ "დამ­ნა­შა­ვე­ებს", თუმ­ცა ბევ­რია ისე­თი, რო­მე­ლიც აზ­რზეც არაა, ვის ან­დობს შვილს.

• დე­დამ და მა­მამ ბავ­შვს შე­ნიშ­ნეს, რომ უც­ნა­უ­რად იქ­ცე­ო­და – აგ­რე­სი­ას ავ­ლენ­და, კაპ­რი­ზობ­და, ძი­ძის და­ნახ­ვა არ სი­ა­მოვ­ნებ­და. გა­და­წყვი­ტეს, კა­მე­რა და­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. სწო­რედ მან გა­მო­ავ­ლი­ნა ქალი, რო­მე­ლიც ბავ­შვს ჭა­მის დროს ცემ­და, თავ­ში ურტყამ­და ხე­ლებს, საჭ­მლით სავ­სე ფი­ა­ლა­ში აყო­ფი­ნებ­და თავს... რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს საკ­მა­რი­სი სამ­ხი­ლი იყო, რომ 50 წლის ძიძა მა­შინ­ვე და­ე­პა­ტიმ­რე­ბი­ნათ და სა­თა­ნა­დოდ გა­ე­სა­მარ­თლე­ბი­ნათ.

• დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა 18 წლის ლე­ნას ამ­ბავს, რო­მე­ლიც 9 თვის ბავ­შვს კბენ­და და ჩქმეტ­და. მშობ­ლებ­მა მა­შინ ატე­ხეს გან­გა­ში, როცა ბავ­შვის სხე­ულ­ზე ნა­კაწ­რე­ბი და სი­ლურ­ჯე­ე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. სა­სა­მარ­თლო­ზე გო­გო­ნამ გა­მო­ა­ცხა­და, რომ ასე ცდი­ლობ­და ბავ­შვის "და­წყნა­რე­ბას", რო­მე­ლიც არ წყნარ­დე­ბო­და.

• ერ­თმა 26 წლის ძი­ძამ კი 11 თვის პა­ტა­რას დი­მედ­რო­ლი და­ა­ლე­ვი­ნა, რომ მალე და­ე­ძი­ნა. ბავ­შვმა ვე­ღარ გა­იღ­ვი­ძა... სხვა­თა შო­რის, დი­მედ­როლს და არაყს რუ­სეთ­სა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ ბავ­შვე­ბის და­სა­ძი­ნებ­ლად. ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სა­ბავ­შვო ბა­ღებ­შიც გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვეს, ხოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ქალს შვი­ლე­ბი "შე­მო­აკ­ვდა" მას მერე, რაც ამ მე­თო­დით ცდი­ლობ­და ბავ­შვე­ბის და­წყნა­რე­ბას (იხი­ლეთ სტა­ტია).

• 55 წლის კი­დევ ერთი სას­ტი­კი ძი­ძის ამ­ბე­ბიც მშობ­ლებ­მა გა­მო­არ­კვი­ეს მას მერე, რაც ბავ­შვს სა­ში­ნე­ლი ტი­რი­ლი დას­ჩემ­და. 9 თვის პა­ტა­რას ჯენი მარი კემ­პბე­ლი მარ­თლაც სა­შინ­ლად ექ­ცე­ო­და – სცემ­და, ეს­რო­და, რაც ხელთ მოხ­ვდე­ბო­და, ძა­ლა­დობ­და მას­ზე...

იხი­ლეთ სრუ­ლი ვერ­სია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დავტოვოთ თუ არა ბავშვი ძიძასთან: მორიგი სასტიკი შემთხვევა და გასამართლებული ძიძა

დავტოვოთ თუ არა ბავშვი ძიძასთან: მორიგი სასტიკი შემთხვევა და გასამართლებული ძიძა

რუსეთში მორიგი სასტიკი შემთხვევა მოხდა – ძიძა, რომელიც ბავშვს არაადამიანურად ექცეოდა, ფარულმა კამერამ გამოააშკარავა, დააპატიმრეს და ახლა ციხის კედლების ხეხვა მოუწევს. საზოგადოება კი კიდევ ერთხელ დაფიქრდა იმაზე, რომ მშობლებმა კიდევ მეტი ყურადღებით უნდა შეარჩიონ ძიძები – ადამიანები, რომლებსაც საკუთარ შვილებს ანდობენ.

ამგვარი შემთხვევები სულ უფრო ხშირდება. არაერთხელ ძიძების სისასტიკე ბავშვის გარდაცვალებითაც კი დასრულებულა. ვინც იეჭვებს და ფარულ კამერას აყენებს სახლში, ამხელს კიდეც ამგვარ ნამდვილ "დამნაშავეებს", თუმცა ბევრია ისეთი, რომელიც აზრზეც არაა, ვის ანდობს შვილს.

• დედამ და მამამ ბავშვს შენიშნეს, რომ უცნაურად იქცეოდა – აგრესიას ავლენდა, კაპრიზობდა, ძიძის დანახვა არ სიამოვნებდა. გადაწყვიტეს, კამერა დაეყენებინათ. სწორედ მან გამოავლინა ქალი, რომელიც ბავშვს ჭამის დროს ცემდა, თავში ურტყამდა ხელებს, საჭმლით სავსე ფიალაში აყოფინებდა თავს... რასაკვირველია, ეს საკმარისი სამხილი იყო, რომ 50 წლის ძიძა მაშინვე დაეპატიმრებინათ და სათანადოდ გაესამართლებინათ.

• დიდი გამოხმაურება მოჰყვა 18 წლის ლენას ამბავს, რომელიც 9 თვის ბავშვს კბენდა და ჩქმეტდა. მშობლებმა მაშინ ატეხეს განგაში, როცა ბავშვის სხეულზე ნაკაწრები და სილურჯეები აღმოაჩინეს. სასამართლოზე გოგონამ გამოაცხადა, რომ ასე ცდილობდა ბავშვის "დაწყნარებას", რომელიც არ წყნარდებოდა.

• ერთმა 26 წლის ძიძამ კი 11 თვის პატარას დიმედროლი დაალევინა, რომ მალე დაეძინა. ბავშვმა ვეღარ გაიღვიძა... სხვათა შორის, დიმედროლს და არაყს რუსეთსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში აქტიურად იყენებენ ბავშვების დასაძინებლად. ასეთი შემთხვევები სამართალდამცველებმა საბავშვო ბაღებშიც გამოააშკარავეს, ხოლო რამდენიმე კვირის წინ ქალს შვილები "შემოაკვდა" მას მერე, რაც ამ მეთოდით ცდილობდა ბავშვების დაწყნარებას (იხილეთ სტატია).

• 55 წლის კიდევ ერთი სასტიკი ძიძის ამბებიც მშობლებმა გამოარკვიეს მას მერე, რაც ბავშვს საშინელი ტირილი დასჩემდა. 9 თვის პატარას ჯენი მარი კემპბელი მართლაც საშინლად ექცეოდა – სცემდა, ესროდა, რაც ხელთ მოხვდებოდა, ძალადობდა მასზე...

იხილეთ სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია