მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალი საქართველოს ისტორიაში
ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალი საქართველოს ისტორიაში

კა­ხე­თის "მხედ­რი­ო­ნის" ყო­ფილ უფ­როსს მად­ლე­ნა ზვო­რი­კი­ნა-ბერ­ძე­ნიშ­ვილს (რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ და­ა­კა­ვეს) რამ­დე­ნი­მე კა­ცის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რო­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი. მარ­თა­ლია, მას შემ­დეგ 20 წელ­ზე მეტი გა­ვი­და, მაგ­რამ გურ­ჯა­ან­ში ყვე­ლას ახ­სოვს უშიშ­რო­ე­ბის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, ვა­სილ იმერ­ლიშ­ვი­ლის, სახ­ლში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დია - და­ნა­შა­უ­ლებ­რივ­მა ჯგუფ­მა ოჯა­ხის ხუთი წევ­რი მოკ­ლა და შემ­დეგ ცხედ­რე­ბი გა­აქ­რო. ჩვენ იმერ­ლიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ერთ-ერთ გა­დარ­ჩე­ნილ წევ­რს, და­ვით იმერ­ლიშ­ვილს მი­ვაკ­ვლი­ეთ. როცა ჩვე­ნი მის­ვლის მი­ზე­ზი გა­ი­გო, ინ­ტერ­ვი­უ­ზე უარი არ უთ­ქვამს და შო­კის მომ­გვრე­ლი და­ნა­შა­უ­ლის დე­ტა­ლე­ბი ექ­სკლუ­ზი­უ­რად გვი­ამ­ბო.

და­ვით იმერ­ლიშ­ვი­ლი: - მად­ლე­ნამ ჩემი ოჯა­ხი ამო­წყვი­ტა. ჩემი უფ­რო­სი ბი­ძაშ­ვი­ლი, ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი ვა­სი­კო იმერ­ლიშ­ვი­ლი, უშიშ­რო­ე­ბის მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტრის, იგორ გი­ორ­გა­ძის, მო­ად­გი­ლე იყო. 1993 წლის 9 აგ­ვის­ტოს მო­მიკ­ლეს ბიძა, ბი­ცო­ლა, ბი­ძაშ­ვი­ლი ვა­სი­კო და მო­ხუ­ცი ბე­ბია, მა­ნამ­დე კი მე­ო­რე ბი­ძაშ­ვი­ლი გია მოს­კოვ­ში მოკ­ლეს.

ობ­ლად გა­ვი­ზარ­დე, მშობ­ლე­ბი რომ და­მე­ხო­ცა, 9 წლის ვი­ყა­ვი და ბი­ძამ ჩემს ბი­ძაშ­ვი­ლებ­თან ერ­თად შვი­ლი­ვით გამ­ზარ­და. ეს ტრა­გე­დია რომ დატ­რი­ალ­და, აფხა­ზე­თის ომში ვიბ­რძო­დი. თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი თვე-ნა­ხევ­რის შემ­დეგ, ომი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა გა­ვი­გე. სოფ­ლის ცენ­ტრში მე­ზობ­ლის ბიჭ­მა რომ და­მი­ნა­ხა, გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა მკი­თხა, ცო­ცხა­ლი ხარო? მერე და­ა­მა­ტა, სახ­ლში არ შეხ­ვი­დე, და­ნაღ­მუ­ლი­აო. ენა ჩა­მი­ვარ­და, რომ უნდა მე­კი­თხა, რას მე­უბ­ნე­ბი, ერთი კარ­გად ამიხ­სე­ნი-მეთ­ქი, სწრა­ფად გამ­შორ­და.

სახ­ლის­კენ წა­ვე­დი. ბი­ძა­ჩემს ძაღ­ლე­ბი ჰყავ­და, რო­გორც კი და­მი­ნა­ხავ­დნენ, სიყ­ვა­რუ­ლით მე­გე­ბე­ბოდ­ნენ. სა­წყლე­ბი გა­თი­შუ­ლი ეყარ­ნენ, ურე­აქ­ცი­ოდ, ეტყო­ბა, რა­ღაც გა­უ­კე­თეს. მე­ო­რე სარ­თულ­ზე რომ ავე­დი, გა­ვოგნ­დი, მარ­ტო კედ­ლე­ბი იყო დარ­ჩე­ნი­ლი, ყვე­ლა­ფე­რი გა­ე­ტა­ნათ... მერე გა­ვი­გე, რომ ჩე­მი­ა­ნე­ბი და­უ­ხო­ცავთ.

- რას საქ­მი­ა­ნობ­დნენ ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი?

- უმ­ცროს ბი­ძაშ­ვილს, გიას, ან­ტიკ­ვა­რუ­ლი ია­რა­ღის კო­ლექ­ცია ჰქონ­და, ყვე­ლა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ნა­წი­ლი ჩემ­თან ინა­ხე­ბო­და, ნა­წი­ლი - ბი­ძა­ჩემ­თან. 1993 წელს მე და გიამ რუ­სეთ­ში პორტვე­ი­ნი, ღვი­ნო და არა­ყი წა­ვი­ღეთ, მაგ­რამ ვერ გავ­ყი­დეთ. მა­შინ საქ­მე­ში მად­ლე­ნა ჩა­ე­რია, მო­გე­ბა სა­მად უნდა გაგ­ვე­ყო. და­ვუ­ტო­ვეთ პრო­დუქ­ცია და წა­მო­ვე­დით. მერე მად­ლე­ნამ აღარ მო­ინ­დო­მა თან­ხის გა­ნა­წი­ლე­ბა, არა­და, მა­ნამ­დე გიას აც­ნო­ბა, ყვე­ლა­ფე­რი გორ­კის ავ­ტო­ქარ­ხა­ნას ჩა­ვა­ბა­რე და სა­ნაც­ვლოდ ახა­ლი 15 "ვოლ­გა" უნდა მოგ­ვცე­ნო. აქე­დან 5 მად­ლე­ნა­სი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, 10 - ჩვე­ნი.

- არ მოგ­ცათ მან­ქა­ნე­ბი?

- მად­ლე­ნა რომ აღარ გა­მოჩ­ნდა, გია წა­ვი­და მოს­კოვ­ში, მას მერე აღარც გვი­ნა­ხავს. სა­მა­გი­ე­როდ, მად­ლე­ნამ ვა­სი­კოს­თან გა­მოგ­ზავ­ნა კუ­რი­ე­რი, გია მო­სუ­ლია ლარ­სის სა­ზღვარ­თან, ახა­ლი მან­ქა­ნე­ბი მოჰ­ყავს, პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბა მე­სა­ზღვრე­ებ­თან და და­ეხ­მა­რე ძმას მან­ქა­ნე­ბის გად­მოყ­ვა­ნა­შიო. ვა­სი­კო თა­ვი­სი წი­თე­ლი "ნი­ვით" წა­ვი­და და ერთ სა­ათ­ში გურ­ჯა­ან­ში და­უ­ნა­ხავთ, რომ ვა­სი­კოს უკვე უნომ­რო მან­ქა­ნის სა­ჭეს ვი­ღაც უც­ნო­ბი ეჯდა, მას მერე ვა­სი­კოც გაქ­რა. იმ სა­ღა­მოს ჩვენს სახ­ლში მო­სუ­ლან სამ­ხედრო­ფორ­მი­ა­ნი რუ­სე­ბი და უთ­ქვამთ ბი­ძა­ჩე­მის­თვის, კარ­გად არის საქ­მე, ვა­სი­კოს ვე­ლა­პა­რა­კეთ რა­ცი­ით, სა­ზღვა­რი გად­მოკ­ვე­თეს და ცოტა ხან­ში მო­ვაო. ბი­ძა­ჩემ­მაც საკ­ლა­ვი დაკ­ლა, შვი­ლე­ბის მო­ლო­დინ­ში სახ­ლში დიდი სუფ­რა გა­შა­ლა, ამის მერე რა მოხ­და, ეს უკვე მად­ლე­ნამ იცის.

ბი­ძია გივი, ბი­ცო­ლა ლა­მა­რა და ბე­ბი­ა­ჩე­მი გაქ­რნენ, არც მათი საფ­ლა­ვე­ბი მაქვს.

გა­ვი­გე, რუ­სებ­თან ერ­თად გურ­ჯა­ა­ნე­ლე­ბიც ყო­ფი­ლან გა­რე­უ­ლი მათ სიკ­ვდილ­ში. არა­ვის უფიქ­რია მათი მო­ძებ­ნა, თით­ქოს არც ყო­ფი­ლიყ­ვნენ, მე კი წლე­ბია, დე­ტა­ლებს ვიკ­ვლევ.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ | "სიკ­ვდი­ლის ან­გე­ლო­ზე­ბი" - ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი ქარ­თვე­ლი მკვლე­ლი ქა­ლე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალი საქართველოს ისტორიაში

ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალი საქართველოს ისტორიაში

კახეთის "მხედრიონის" ყოფილ უფროსს მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილს (რომელიც ცოტა ხნის წინ დააკავეს) რამდენიმე კაცის განზრახ მკვლელობის ორგანიზატორობაში ედება ბრალი. მართალია, მას შემდეგ 20 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ გურჯაანში ყველას ახსოვს უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსნის, ვასილ იმერლიშვილის, სახლში დატრიალებული ტრაგედია - დანაშაულებრივმა ჯგუფმა ოჯახის ხუთი წევრი მოკლა და შემდეგ ცხედრები გააქრო. ჩვენ იმერლიშვილების ოჯახის ერთ-ერთ გადარჩენილ წევრს, დავით იმერლიშვილს მივაკვლიეთ. როცა ჩვენი მისვლის მიზეზი გაიგო, ინტერვიუზე უარი არ უთქვამს და შოკის მომგვრელი დანაშაულის დეტალები ექსკლუზიურად გვიამბო.

დავით იმერლიშვილი: - მადლენამ ჩემი ოჯახი ამოწყვიტა. ჩემი უფროსი ბიძაშვილი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასიკო იმერლიშვილი, უშიშროების მაშინდელი მინისტრის, იგორ გიორგაძის, მოადგილე იყო. 1993 წლის 9 აგვისტოს მომიკლეს ბიძა, ბიცოლა, ბიძაშვილი ვასიკო და მოხუცი ბებია, მანამდე კი მეორე ბიძაშვილი გია მოსკოვში მოკლეს.

ობლად გავიზარდე, მშობლები რომ დამეხოცა, 9 წლის ვიყავი და ბიძამ ჩემს ბიძაშვილებთან ერთად შვილივით გამზარდა. ეს ტრაგედია რომ დატრიალდა, აფხაზეთის ომში ვიბრძოდი. თავზარდამცემი ამბავი თვე-ნახევრის შემდეგ, ომიდან დაბრუნებულმა გავიგე. სოფლის ცენტრში მეზობლის ბიჭმა რომ დამინახა, გაკვირვებულმა მკითხა, ცოცხალი ხარო? მერე დაამატა, სახლში არ შეხვიდე, დანაღმულიაო. ენა ჩამივარდა, რომ უნდა მეკითხა, რას მეუბნები, ერთი კარგად ამიხსენი-მეთქი, სწრაფად გამშორდა.

სახლისკენ წავედი. ბიძაჩემს ძაღლები ჰყავდა, როგორც კი დამინახავდნენ, სიყვარულით მეგებებოდნენ. საწყლები გათიშული ეყარნენ, ურეაქციოდ, ეტყობა, რაღაც გაუკეთეს. მეორე სართულზე რომ ავედი, გავოგნდი, მარტო კედლები იყო დარჩენილი, ყველაფერი გაეტანათ... მერე გავიგე, რომ ჩემიანები დაუხოცავთ.

- რას საქმიანობდნენ ოჯახის სხვა წევრები?

- უმცროს ბიძაშვილს, გიას, ანტიკვარული იარაღის კოლექცია ჰქონდა, ყველა რეგისტრირებული. ნაწილი ჩემთან ინახებოდა, ნაწილი - ბიძაჩემთან. 1993 წელს მე და გიამ რუსეთში პორტვეინი, ღვინო და არაყი წავიღეთ, მაგრამ ვერ გავყიდეთ. მაშინ საქმეში მადლენა ჩაერია, მოგება სამად უნდა გაგვეყო. დავუტოვეთ პროდუქცია და წამოვედით. მერე მადლენამ აღარ მოინდომა თანხის განაწილება, არადა, მანამდე გიას აცნობა, ყველაფერი გორკის ავტოქარხანას ჩავაბარე და სანაცვლოდ ახალი 15 "ვოლგა" უნდა მოგვცენო. აქედან 5 მადლენასი უნდა ყოფილიყო, 10 - ჩვენი.

- არ მოგცათ მანქანები?

- მადლენა რომ აღარ გამოჩნდა, გია წავიდა მოსკოვში, მას მერე აღარც გვინახავს. სამაგიეროდ, მადლენამ ვასიკოსთან გამოგზავნა კურიერი, გია მოსულია ლარსის საზღვართან, ახალი მანქანები მოჰყავს, პრობლემები ექმნება მესაზღვრეებთან და დაეხმარე ძმას მანქანების გადმოყვანაშიო. ვასიკო თავისი წითელი "ნივით" წავიდა და ერთ საათში გურჯაანში დაუნახავთ, რომ ვასიკოს უკვე უნომრო მანქანის საჭეს ვიღაც უცნობი ეჯდა, მას მერე ვასიკოც გაქრა. იმ საღამოს ჩვენს სახლში მოსულან სამხედროფორმიანი რუსები და უთქვამთ ბიძაჩემისთვის, კარგად არის საქმე, ვასიკოს ველაპარაკეთ რაციით, საზღვარი გადმოკვეთეს და ცოტა ხანში მოვაო. ბიძაჩემმაც საკლავი დაკლა, შვილების მოლოდინში სახლში დიდი სუფრა გაშალა, ამის მერე რა მოხდა, ეს უკვე მადლენამ იცის.

ბიძია გივი, ბიცოლა ლამარა და ბებიაჩემი გაქრნენ, არც მათი საფლავები მაქვს.

გავიგე, რუსებთან ერთად გურჯაანელებიც ყოფილან გარეული მათ სიკვდილში. არავის უფიქრია მათი მოძებნა, თითქოს არც ყოფილიყვნენ, მე კი წლებია, დეტალებს ვიკვლევ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ასევე დაგაინტერესებთ | ''სიკვდილის ანგელოზები'' - ყველაზე სასტიკი ქართველი მკვლელი ქალები