პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობს გუკა რჩეულიშვილის მეუღლე - ლელა კილაძის შემოსავლები და სკანდალები
რა ქონებას ფლობს გუკა რჩეულიშვილის მეუღლე - ლელა კილაძის შემოსავლები და სკანდალები

ლელა კი­ლა­ძის სა­ხელს არა­ერ­თი სკან­და­ლი უკავ­შირ­დე­ბა, ერთ-ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც მის გარ­შე­მო გავ­რცელ­და, ლელა კი­ლა­ძის და­ბა­დე­ბის დღის სა­ჩუ­ქა­რია. ამ­ბო­ბენ, რომ 2009 წელს ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ, გიგი უგუ­ლა­ვამ კი­ლა­ძეს გრან­დი­ო­ზუ­ლი და­ბა­დე­ბის დღე გა­და­უ­ხა­და და ლე­გენ­და­რუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რის, ვი­ვი­ენ ვესტვუ­დის ქუდი აჩუ­ქა, რომ­ლის ფა­სიც 50 000 ევ­როა. მე­ო­რე სკან­და­ლი ლელა კი­ლა­ძის მშო­ბი­ა­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ლელა კი­ლა­ძემ ვაჟი, ალექ­სან­დრე ვე­ნა­ში გა­ა­ჩი­ნა, სა­დაც უგუ­ლა­ვე­ბის ოჯა­ხი მე­გობ­რებ­თან ერ­თად იყ­ვნენ ჩა­სუ­ლი, ქარ­თვე­ლე­ბი ვე­ნა­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ სას­ტუმ­რო­ში "ზა­ჰი­რი" 5 დღით და­ბი­ნავ­დნენ. ავ­სტრი­ა­ში გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს ვო­ი­ა­ჟი და უგუ­ლა­ვას მემ­კვიდ­რის და­ბა­დე­ბა 22 000 ევრო დაჯ­და. უგუ­ლა­ვამ 2011 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ხარ­ჯე­ბი 12 000 ლა­რად გა­ა­ტა­რა.

ქა­ლა­ქის ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლე­დის, ლელა კი­ლა­ძის კა­რი­ე­რა "რუს­თა­ვი 2"-ში და­ი­წყო, სა­დაც ვი­ზა­ჟის­ტად მუ­შა­ობ­და. შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი ვი­ზა­ჟის­ტი გახ­და, ამის შემ­დეგ კი მე­რი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა. მისი და გიგი უგუ­ლა­ვას რო­მა­ნიც სწო­რედ მე­რი­ა­ში და­ი­წყო. ამის გამო კი­ლა­ძე მე­რი­ი­დან პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­და­ვი­და სა­მუ­შა­ოდ. ლე­ლას და გი­გის წინა ქორ­წი­ნე­ბე­ბი­დან 2 შვი­ლი ჰყავ­დათ, უგუ­ლა­ვას - გო­გო­ნე­ბი, ლე­ლას კი ვა­ჟე­ბი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლა­ქის კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბას და გა­ფორ­მე­ბას სწო­რედ ლელა კი­ლა­ძე გა­ნა­გებ­და.

გაქ­ცე­უ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ბესო მარ­გი­ა­ნი დღემ­დე ცდი­ლობს სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ის ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცი­ის ფაქ­ტებს ამ­ხელს და ამ­ბობს, რომ გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­დან გიგი უგუ­ლა­ვას მე­უღ­ლე ლელა კი­ლა­ძე ე.წ. "ატ­კა­ტებს" იღებ­და. მარ­გი­ა­ნი თბი­ლი­სის მე­რი­ის ერთ-ერთი მსხვი­ლი კონ­ტრაქ­ტო­რი იყო, მას ევა­ლე­ბო­და ქა­ლა­ქის გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა. მარ­გი­ა­ნი და­ყა­და­ღე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას და იმ პი­რე­ბის დას­ჯას მო­ი­თხოვს, ვინც ქვე­ყა­ნა და­ა­ტო­ვე­ბი­ნა. მარ­გი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ურ­თი­ერ­თო­ბა მე­რი­ას­თან მა­შინ და­ე­ძა­ბა, როცა იმ თან­ხე­ბის ბუ­ღალ­ტრუ­ლად გა­ტა­რე­ბა მო­ი­თხო­ვა, რო­მელ­საც ლელა კი­ლა­ძეს ე.წ. "ატ­კა­ტის" სა­ხით აძ­ლევ­დნენ. მარ­გი­ა­ნის ბრალ­დე­ბებს მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გიგი უგუ­ლა­ვამ სი­სუ­ლე­ლე უწო­და და გა­ნა­ცხა­და: "ახლა იმ­დე­ნი "დეტი ლე­ი­ტე­ნან­ტა შმი­ტა" გა­მოჩ­ნდე­ბა, რო­მე­ლიც ათას რა­ღა­ცას ჩი­ვის. სი­სუ­ლე­ლეა, რომ ჩემი მე­უღ­ლე აკონ­ტრო­ლებ­და ქა­ლაქ­ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს".

Ambebi.ge შე­ე­ცა­და გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის ცო­ლის, ლელა კი­ლა­ძის ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნა ინ­ფორ­მა­ცია. თუ მისი დეკ­ლა­რა­ცი­ით ვიმ­სჯე­ლებთ, უგუ­ლა­ვე­ბის ოჯა­ხი მდი­და­რი არ არის. უფრო მე­ტიც, თუ მხო­ლოდ დეკ­ლა­რა­ცი­ით ვიმ­სჯე­ლებთ, ლელა კი­ლა­ძე მა­შინ უფრო მეტი ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლი იყო, რო­დე­საც ნი­კო­ლოზ მა­ჭა­რა­ძე­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. 2007 წელს ის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლდათ, მისი შე­მო­სა­ვა­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 11740 ლა­რით არის გან­სა­ზღვრუ­ლი. იმა­ვე დროს მუ­შა­ობ­და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, სა­დაც მისი შე­მო­სა­ვა­ლი შე­ად­გენ­და 10450 ლარს. ლელა კი­ლა­ძის სა­ხელ­ზე მა­შინ ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი, ერთი ML-ის მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, ნომ­რით SAK 002 და რენო ტვინ­გო GSG 222, ორი­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლის მა­შინ­დე­ლი სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა შე­ად­გენ­და 22 000 დო­ლარს. ლელა კი­ლა­ძის სა­ხელ­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი წყნე­თის გზატ­კე­ცილ­ზე მდე­ბა­რე 50 კვ.მ სახ­ლი.

2008 წლის 29 აპ­რილს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ ლელა კი­ლა­ძემ სამ­სა­ხუ­რი შე­იც­ვა­ლა და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სად და­ი­ნიშ­ნა. ML-ის მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი 8 000 დო­ლა­რად გა­ყი­და და მის ნაც­ვლად 20 000 დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი რო­ვერ მინი კუ­პე­რი შე­ი­ძი­ნა.

2010 წლის დეკ­ლა­რა­ცია ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სოა. ლელა კი­ლა­ძე პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი იყო. მე­უღ­ლეს და­შო­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ. მა­შინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, მისი ქო­ნე­ბა მხო­ლოდ ბი­ნით და რო­ვერ მინი კუ­პე­რით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და. დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს, რომ ახალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მის­მა შე­მო­სა­ვალ­მა 50915 ლარი შე­ად­გი­ნა.

2011 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ლელა კი­ლა­ძის დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ მისი ოჯა­ხის არ­ცერ­თი წევ­რი არ არის ჩარ­თუ­ლი სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ნო­ბა­ში.

ლელა კი­ლა­ძეს, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში" მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 14000 ლარი ერი­ცხე­ბო­და. ოჯახს სხვა ქვეყ­ნის სა­ბან­კო ან სხვა საკ­რე­დი­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ან­გა­რი­ში არ აქვს გახ­სნი­ლი.

გრა­ფა­ში: თქვე­ნი, თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ნაღ­დი ფუ­ლა­დი თან­ხა, რომ­ლის ოდე­ნო­ბა აღე­მა­ტე­ბა 4 000 ლარს, მხო­ლოდ ლელა კი­ლა­ძე ფიქ­სირ­დე­ბა 5000 ლა­რით. 2012 წელს კი აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა 6 ათას ლარს შე­ად­გენს. შეს­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ო­ში კი ლელა კი­ლა­ძეს 2011 წელს - 40023, 2012 წელს კი 41770 ლარი აქვს აღე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ლელა კი­ლა­ძის 2013 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ას, მის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა წყნე­თის გზატ­კე­ცილ­ზე მდე­ბა­რე სახ­ლია. ავ­ტო­მო­ბი­ლის გრა­ფა­ში კი "რო­ვერ მინი კუ­პე­რი" აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე ერი­ცხე­ბო­და 2000 ლარი. მის სა­კუთ­რე­ბა­ში იყო ნაღ­დი ფული 4000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის მრჩე­ვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბი­დან კი ხელ­ფა­სის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი აქვს 49450 ლარი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ | რამ­დე­ნი­მე სუ­რა­თი ანუ ეპი­ზო­დი ყა­ჩა­ღის...უკაც­რა­ვად, გი­გის ცხოვ­რე­ბი­დან - რა მო­ე­ნატ­რე­ბა "სვა­ბო­და­ზე" მო­გუ­ლა­ვე უგუ­ლა­ვას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა ქონებას ფლობს გუკა რჩეულიშვილის მეუღლე - ლელა კილაძის შემოსავლები და სკანდალები

რა ქონებას ფლობს გუკა რჩეულიშვილის მეუღლე - ლელა კილაძის შემოსავლები და სკანდალები

ლელა კილაძის სახელს არაერთი სკანდალი უკავშირდება, ერთ-ერთი გახმაურებული ამბავი, რომელიც მის გარშემო გავრცელდა, ლელა კილაძის დაბადების დღის საჩუქარია. ამბობენ, რომ 2009 წელს ყოფილმა მეუღლემ, გიგი უგულავამ კილაძეს გრანდიოზული დაბადების დღე გადაუხადა და ლეგენდარული დიზაინერის, ვივიენ ვესტვუდის ქუდი აჩუქა, რომლის ფასიც 50 000 ევროა. მეორე სკანდალი ლელა კილაძის მშობიარობას უკავშირდება. ლელა კილაძემ ვაჟი, ალექსანდრე ვენაში გააჩინა, სადაც უგულავების ოჯახი მეგობრებთან ერთად იყვნენ ჩასული, ქართველები ვენაში ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში "ზაჰირი" 5 დღით დაბინავდნენ. ავსტრიაში გადამოწმებული ინფორმაციით, ეს ვოიაჟი და უგულავას მემკვიდრის დაბადება 22 000 ევრო დაჯდა. უგულავამ 2011 წლის დეკლარაციაში აღნიშნული ხარჯები 12 000 ლარად გაატარა.

ქალაქის ყოფილი პირველი ლედის, ლელა კილაძის კარიერა "რუსთავი 2"-ში დაიწყო, სადაც ვიზაჟისტად მუშაობდა. შემდეგ სააკაშვილის პირადი ვიზაჟისტი გახდა, ამის შემდეგ კი მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. მისი და გიგი უგულავას რომანიც სწორედ მერიაში დაიწყო. ამის გამო კილაძე მერიიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადავიდა სამუშაოდ. ლელას და გიგის წინა ქორწინებებიდან 2 შვილი ჰყავდათ, უგულავას - გოგონები, ლელას კი ვაჟები.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის კულტურულ ცხოვრებას და გაფორმებას სწორედ ლელა კილაძე განაგებდა.

გაქცეული ბიზნესმენი ბესო მარგიანი დღემდე ცდილობს საკუთარი უფლებების დაცვას პროკურატურაში, ის ელიტური კორუფციის ფაქტებს ამხელს და ამბობს, რომ გასართობი ღონისძიებებიდან გიგი უგულავას მეუღლე ლელა კილაძე ე.წ. "ატკატებს" იღებდა. მარგიანი თბილისის მერიის ერთ-ერთი მსხვილი კონტრაქტორი იყო, მას ევალებოდა ქალაქის გასართობი ღონისძიებების ორგანიზება. მარგიანი დაყადაღებული ქონების დაბრუნებას და იმ პირების დასჯას მოითხოვს, ვინც ქვეყანა დაატოვებინა. მარგიანის განცხადებით, ურთიერთობა მერიასთან მაშინ დაეძაბა, როცა იმ თანხების ბუღალტრულად გატარება მოითხოვა, რომელსაც ლელა კილაძეს ე.წ. "ატკატის" სახით აძლევდნენ. მარგიანის ბრალდებებს მოგვიანებით, გიგი უგულავამ სისულელე უწოდა და განაცხადა: "ახლა იმდენი "დეტი ლეიტენანტა შმიტა" გამოჩნდება, რომელიც ათას რაღაცას ჩივის. სისულელეა, რომ ჩემი მეუღლე აკონტროლებდა ქალაქში გამართულ ღონისძიებებს".

Ambebi.ge შეეცადა გუკა რჩეულიშვილის ცოლის, ლელა კილაძის ქონების შესახებ შეეგროვებინა ინფორმაცია. თუ მისი დეკლარაციით ვიმსჯელებთ, უგულავების ოჯახი მდიდარი არ არის. უფრო მეტიც, თუ მხოლოდ დეკლარაციით ვიმსჯელებთ, ლელა კილაძე მაშინ უფრო მეტი ქონების მფლობელი იყო, როდესაც ნიკოლოზ მაჭარაძეზე იყო დაქორწინებული. 2007 წელს ის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახლდათ, მისი შემოსავალი დეკლარაციის მიხედვით, 11740 ლარით არის განსაზღვრული. იმავე დროს მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სადაც მისი შემოსავალი შეადგენდა 10450 ლარს. ლელა კილაძის სახელზე მაშინ ორი ავტომობილი იყო გაფორმებული, ერთი ML-ის მარკის ავტომობილი, ნომრით SAK 002 და რენო ტვინგო GSG 222, ორივე ავტომობილის მაშინდელი საბაზრო ღირებულება შეადგენდა 22 000 დოლარს. ლელა კილაძის სახელზეა გაფორმებული წყნეთის გზატკეცილზე მდებარე 50 კვ.მ სახლი.

2008 წლის 29 აპრილს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ლელა კილაძემ სამსახური შეიცვალა და კულტურის სამინისტროში კულტურული ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. ML-ის მარკის ავტომობილი 8 000 დოლარად გაყიდა და მის ნაცვლად 20 000 დოლარად შეფასებული როვერ მინი კუპერი შეიძინა.

2010 წლის დეკლარაცია ნაკლებად საინტერესოა. ლელა კილაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, კულტურულ ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი იყო. მეუღლეს დაშორებული გახლდათ. მაშინდელი მონაცემებით, მისი ქონება მხოლოდ ბინით და როვერ მინი კუპერით შემოიფარგლებოდა. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ ახალ თანამდებობაზე მისმა შემოსავალმა 50915 ლარი შეადგინა.

2011 წელს გამოქვეყნებული ლელა კილაძის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მისი ოჯახის არცერთი წევრი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმინობაში.

ლელა კილაძეს, "საქართველოს ბანკში" მიმდინარე ანგარიშზე 14000 ლარი ერიცხებოდა. ოჯახს სხვა ქვეყნის საბანკო ან სხვა საკრედიტო დაწესებულებაში ანგარიში არ აქვს გახსნილი.

გრაფაში: თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა აღემატება 4 000 ლარს, მხოლოდ ლელა კილაძე ფიქსირდება 5000 ლარით. 2012 წელს კი აღნიშნული თანხა 6 ათას ლარს შეადგენს. შესრულებულ სამუშაოში კი ლელა კილაძეს 2011 წელს - 40023, 2012 წელს კი 41770 ლარი აქვს აღებული.

რაც შეეხება ლელა კილაძის 2013 წლის დეკლარაციას, მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება წყნეთის გზატკეცილზე მდებარე სახლია. ავტომობილის გრაფაში კი "როვერ მინი კუპერი" აქვს მითითებული. საქართველოს ბანკში მიმდინარე ანგარიშზე ერიცხებოდა 2000 ლარი. მის საკუთრებაში იყო ნაღდი ფული 4000 ლარის ოდენობით. კულტურულ ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველის პოზიციაზე მუშაობიდან კი ხელფასის სახით მიღებული აქვს 49450 ლარი.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ | რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის...უკაცრავად, გიგის ცხოვრებიდან - რა მოენატრება "სვაბოდაზე" მოგულავე უგულავას

"ბუნიათიშვილს მამსგავსებენ, ხატიათიც მოუმართავთ" - გაიცანით "დიდი სცენის" კონკურსანტი, რომელსაც ცნობილი პიანისტის ორეულს უწოდებენ

"მის მრევლს მინდა გითხრათ: თქვენ ხართ ბედნიერი, რადგან ამ მამაოსთან გაქვთ საქმე" - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი, რომლის შვილმა ლეიკემია დაამარცხა

"ინტერპრესნიუსმა" 20 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა - ფოტოები წვეულებიდან