ბოლო დროს ინტერნეტში ონლაინ სესხების გამცემი კომპანიების ბუმია. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი აქტიურ სარეკლამო კამპანიას ეწევა და საუკეთესო პირობებს გვთავაზობს - "პირველი სესხი უპროცენტოდ, ყოველი შემდეგი ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით" და ა.შ. მეგობრებო, სულაც არ აღმოჩნდა მარტივი იმის გაგება, თუ რომელიმ ათგანია მართლა საუკეთესო და რომელი იყენებს ცბიერი რეკლამის ხერხებს. ამ საკითხით დავინტერესდი, ინტერნეტი გავქექე-გამოვქექე და აღმოვაჩინე ერთი ახალი კომპანია, რომელიც უფასო ონლაინ შედარების სერვისს გვთავაზობს. SESXEBI.GE ჩვენთვის, მომხმარებლებისთვის წმინდა საინფორმაციო საიტია. ბევრი ვუტრიალე თუ ცოტა, დავრწმუნდი, რომ ისინი ფულს ჩვენზე არ აკეთებენ, მომსახურება უფასოა, სესხებს არ გასცემენ, მაგრამ უზარმაზარ სამსახურს კი გვიწევენ.
ტურისტული სააგენტოების არ იყოს, ტურს რომ დადებენ თურქეთის ფანტასტიური ზღვის პეიზაჟებით, სასტუმროს ფოტოებით და ფასი მაგალითად 300$-დან. აღფრთოვანდები, მოგინდება, მიდიხარ კომპანიაში და აღმოჩნდება, რომ იმ ფასად კი არსებობს ტური თურქეთში, მაგრამ არა იმ სანაპიროზე და იმ სასტუმროში, რომლითაც კომპანიამ მიგიზიდა. იგივე რომ არ დაგვემართოს სესხის შემთხვევაში, ეს საიტი გვეხმარება.
SESXEBI.GE-ს კეთილ საქმანობაში მაშინვე დავრწმუნდი, როგორც კი გავეცანი. დაზოგილი დრო, შესაბამისად ფული, ამათ ავტომატურად მოყვება ნერვები და რეალური შედეგი! სწორად მოწოდებული ინფორმაცია და რჩევა პროფესიონალი ადამიანებისგან, რომლებიც საერთოდ არ არიან დაინტერესებულები სარგებელი შენით ნახონ. ისინი ალბათ იმ კომპანიებით ისარგებლებენ, რომლებსაც სესხის საუკეთესო პირობებზე და მომსახურებაზე პრეტენზია აქვთ. ჩვენ კი ყველა შემთხვევაში სრულად ინფორმირებულები და შესაბამისად მოგებულები ვრჩებით.
P.S. SESXEBI.GE-ს მომსახურებამ დიდი შანსია ონლაინ სესხის კომპანიებს, ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის კონკურენციაც გაზარდოს, რაც უკეთეს შემოთავაზებებში აისახება და ჩვენს ჯიბეს აშკარად წაადგება.
R