პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკანში, სადაც გიგი უგულავა იმყოფება, უსაფთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ვიდეოკონტროლი ხორციელდება
საკანში, სადაც გიგი უგულავა იმყოფება, უსაფთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ვიდეოკონტროლი ხორციელდება

სა­კან­ში, სა­დაც გიგი უგუ­ლა­ვა იმ­ყო­ფე­ბა, უსაფ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, ვი­დე­ო­კონ­ტრო­ლი ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პი­რო­ბე­ბი და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია და ამ მხრივ უგუ­ლა­ვას რა­ი­მე პრე­ტენ­ზია არ გა­მო­უთ­ქვამს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტის მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლებ­მა უგუ­ლა­ვა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის N9 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ მო­ი­ნა­ხუ­ლეს.

"გიგი უგუ­ლა­ვა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის N8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან N9 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გამ­თე­ნი­ი­სას გა­და­იყ­ვა­ნეს. დღის წეს­რიგ­ში იდგა მისი გა­დაყ­ვა­ნის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა და რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ის დი­ლის სა­ა­თებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ის სა­კა­რან­ტი­ნო ნა­წილ­ში არ იმ­ყო­ფე­ბა, მო­თავ­სე­ბუ­ლია სა­კან­ში მარ­ტო და მას­ზე ვი­დე­ო­კონ­ტრო­ლი ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ვი­დე­ო­კონ­ტროლ­თან და­კავ­ში­რე­ბით ოქმი შედ­გა და მას ბა­ტონ­მა გი­გი­მაც მო­ა­წე­რა ხელი. მას გა­ნე­მარ­ტა, რომ ეს მისი უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და და ხელი მო­ა­წე­რა, თუმ­ცა სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ თუ მისი უსაფ­თხო­ე­ბის დაც­ვის მი­ზა­ნი სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით იქ­ნე­ბა მიღ­წე­უ­ლი, ურ­ჩევ­ნია კა­მე­რის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ არ იყოს. გიგი უგუ­ლა­ვა აღარ შიმ­ში­ლობს, საკ­ვებს იღებს, რად­გან დაკ­მა­ყო­ფილ­და მისი მო­თხოვ­ნა გა­დაყ­ვა­ნის თა­ო­ბა­ზე", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ამ.

მან გუ­შინ­დელ შემ­თხვე­ვა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მა­შინ, როცა უგუ­ლა­ვა გლ­და­ნის N8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის კა­ნა­ტი­ნის ნა­წი­ლი­დან სა­პა­ტიმ­როს იმ ნა­წილ­ში უნდა გა­და­ეყ­ვა­ნათ, სა­დაც პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან მო­თავ­სე­ბუ­ლი, პა­ტიმ­რებ­მა ის და­ი­ნა­ხეს. ამას მოჰ­ყვა ერ­თგვა­რი პრო­ტეს­ტი და ხმა­უ­რი პა­ტიმ­რე­ბის მხრი­დან, რაც მთელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას გა­და­ე­დო. მი­სი­ვე თქმით, ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცია სი­ტუ­ა­ცი­ის და­ძაბ­ვას მო­ე­რი­და და ისევ სა­კა­რან­ტი­ნო ნა­წილ­ში და­აბ­რუ­ნეს. გამ­თე­ნი­ი­სას კი, ე.წ. "მატ­რო­სოვ­ზე" გა­და­იყ­ვა­ნეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom

საკანში, სადაც გიგი უგულავა იმყოფება, უსაფთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ვიდეოკონტროლი ხორციელდება

საკანში, სადაც გიგი უგულავა იმყოფება, უსაფთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ვიდეოკონტროლი ხორციელდება

საკანში, სადაც გიგი უგულავა იმყოფება, უსაფთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ვიდეოკონტროლი ხორციელდება. პირობები დამაკმაყოფილებელია და ამ მხრივ უგულავას რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ომბუდსმენის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნიკა კვარაცხელიამ განუცხადა.

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა უგულავა სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში რამდენიმე საათის წინ მოინახულეს.

"გიგი უგულავა სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებიდან N9 დაწესებულებაში გამთენიისას გადაიყვანეს. დღის წესრიგში იდგა მისი გადაყვანის მიზანშეწონილობა და როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ის დილის საათებში გადაიყვანეს. ის საკარანტინო ნაწილში არ იმყოფება, მოთავსებულია საკანში მარტო და მასზე ვიდეოკონტროლი ხორციელდება. ვიდეოკონტროლთან დაკავშირებით ოქმი შედგა და მას ბატონმა გიგიმაც მოაწერა ხელი. მას განემარტა, რომ ეს მისი უსაფრთხოების მიზნით ხორციელდებოდა და ხელი მოაწერა, თუმცა საუბარში აცხადებს, რომ თუ მისი უსაფთხოების დაცვის მიზანი სხვა საშუალებებით იქნება მიღწეული, ურჩევნია კამერის მეთვალყურეობის ქვეშ არ იყოს. გიგი უგულავა აღარ შიმშილობს, საკვებს იღებს, რადგან დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა გადაყვანის თაობაზე", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ნიკა კვარაცხელიამ.

მან გუშინდელ შემთხვევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინ, როცა უგულავა გლდანის N8 დაწესებულების კანატინის ნაწილიდან საპატიმროს იმ ნაწილში უნდა გადაეყვანათ, სადაც პოლიციის ყოფილი თანამშრომლები არიან მოთავსებული, პატიმრებმა ის დაინახეს. ამას მოჰყვა ერთგვარი პროტესტი და ხმაური პატიმრების მხრიდან, რაც მთელ დაწესებულებას გადაედო. მისივე თქმით, ციხის ადმინისტრაცია სიტუაციის დაძაბვას მოერიდა და ისევ საკარანტინო ნაწილში დააბრუნეს. გამთენიისას კი, ე.წ. "მატროსოვზე" გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ