პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეჭვიანობს თუ არა ქმრის სასიყვარულო სცენებზე გიორგი ბახუტაშვილის მეუღლე
ეჭვიანობს თუ არა ქმრის სასიყვარულო სცენებზე გიორგი ბახუტაშვილის მეუღლე

სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" პო­ლი­ტი­კო­სი ცოტ­ნე ცო­ტაშ­ვი­ლი, იგი­ვე გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი, და­ო­ჯახ­და. მისი მე­უღ­ლე თაკო შო­ში­აშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტს ახლა ამ­თავ­რებს, ოპე­რა­ტო­რი და იმავდრო­უ­ლად მო­დე­ლია, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ ეს უკა­ნას­კნე­ლი მის­თვის ჰო­ბია. წყვილს ინ­ტერ­ვი­უს­თვის შინ ვეს­ტუმ­რეთ.

- რო­გორც ვიცი, ერ­თმა­ნე­თი თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ გა­გიც­ნი­ათ, სად შეხ­ვდით?

თაკო:

- ოპე­რა­ტო­რე­ბი და რე­ჟი­სო­რე­ბი თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ო­რე კორ­პუს­ში, ვო­რონ­ცოვ­ზე ვართ, მსა­ხი­ო­ბე­ბი კი პირ­ველ კორ­პუს­ში სწავ­ლო­ბენ, ამი­ტო­მაც შეხ­ვედ­რა არ გვი­წევ­და. ერ­თმა­ნე­თი სა­ერ­თო მე­გობ­რის სა­ლო­მეს სახ­ლში გა­ვი­ცა­ნით.

გი­ორ­გი:

- იქ მი­სულს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი დამ­ხვდა, თაკო უმ­რავ­ლე­სო­ბას იც­ნობ­და, მე კი - მხო­ლოდ სა­ლო­მეს, შე­სა­ბა­მი­სად, სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მა­შინ­ვე შევ­ნიშ­ნე თა­კოს გულ­წრფე­ლო­ბა, რა­მაც მო­მა­ჯა­დო­ვა, ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ ამ თვი­სე­ბას ადა­მი­ან­ში.

- რო­გორც ვიცი, საკ­მა­ოდ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში შექ­მე­ნით ოჯა­ხი. რო­გორ მიხ­ვე­დით ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე?

თაკო:

- ეს პე­რი­ო­დი უფრო მოკ­ლე იქ­ნე­ბო­და, მარ­ხვა რომ არ დაგ­ვმთხვე­ო­და,… ჩვე­ნი შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბა, რო­მე­ლიც 5 თვეს გაგ­რძელ­და, უცხო თვა­ლი­დან მოკ­ლედ ჩანს, ჩვენ­თვის კი ძა­ლი­ან გა­ი­წე­ლა (იღი­მის). მოვ­ლე­ნე­ბი თა­ვი­დან­ვე ისე სწრა­ფად გან­ვი­თარ­და, შეგ­რძნე­ბა მქონ­და, თით­ქოს გი­ორ­გის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვიც­ნობ­დი.

გი­ორ­გი:

- ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გაპ­რან­ჭვის პე­რი­ო­დი სულ რა­ღაც ერთ კვი­რას გაგ­რძელ­და, მა­ლე­ვე მივ­ხვდი, რომ თაკო იშ­ვი­ა­თი თვი­სე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია, ჩავ­თვა­ლე, რომ დრო­ის და­კარ­გვას აზრი არ ჰქონ­და და ოჯა­ხის შექ­მნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე. ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად რაც ფა­სობს, გულ­წრფე­ლო­ბაა, ალ­ბათ ამი­ტომ მაქვს ამა­ზე "გარ­თუ­ლე­ბა".

- რო­გორც ვიცი, ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­ულ­ში ჯვრის­წე­რა არ ხდე­ბა, მაგ­რამ თქვენ ეს მო­ა­ხერ­ხეთ, რო­გორ?

თაკო:

- მარ­თა­ლია, ამ პე­რი­ოდ­ში არ წე­რენ, მაგ­რამ პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვით გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვეს.

გი­ორ­გი:

- ჯვრის­წე­რა რომ გა­დავ­წყვი­ტეთ, აღ­დგო­მის მარ­ხვა იყო, 20 აპ­რილს ხსნილ­დე­ბო­და, 21 მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის დღე იყო და ამი­ტომ 22 დავ­ნიშ­ნეთ ჯვრის­წე­რის თა­რი­ღად, თან ჩვენ­თვის ეს რი­ცხვი სიმ­ბო­ლუ­რი იყო, 22 ნო­ემ­ბერს გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი და 22 აპ­რილს გვინ­დო­და და­ქორ­წი­ნე­ბა. იმ მო­მენ­ტში ვერ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზეთ, რომ ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­ულ­ში ჯვრის­წე­რა არ შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ ბო­ლოს პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვით დაგ­ვწე­რეს ჯვა­რი.

- ვისი და­გეგ­მი­ლი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო ჯვრის­წე­რა?

- თაკო ჯვრის­წე­რამ­დე ერთი კვი­რით ადრე გაქ­რა. კოშ­მა­რუ­ლი ერთი კვი­რა იყო.

თაკო:

- ფლო­რენ­ცი­ა­ში მო­მიხ­და ჩვე­ნე­ბა­ზე წას­ვლა და ძა­ლი­ან აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. საქ­მეს რომ ვრჩე­ბო­დი, სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში ვი­ჯე­ქი გა­მო­კე­ტი­ლი და ვე­ლო­დი, რო­დის მო­იც­ლი­და გი­ორ­გი, რომ ინ­ტერ­ნე­ტით დავ­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. სა­ში­ნე­ლე­ბა იყო! პირ­ვე­ლად რომ და­ვი­ნა­ხე "სკა­ი­პით", მა­შინ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ერ­თმა­ნე­თის­გან ძა­ლი­ან შორს ვი­ყა­ვით. წი­ნას­წარ გვქონ­და და­გეგ­მი­ლი ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ იყო ისე­თი დე­ტა­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც უჩე­მოდ ვერ მოგ­ვარ­დე­ბო­და, თუნ­დაც კა­ბის სა­კი­თხი, სხვა ხომ ვერ მო­ი­ზო­მებ­და?! სა­ბო­ლოო ჯამ­ში, თბი­ლის­ში ორი დღით ადრე ჩა­მო­ვე­დი, მაგ­რამ მა­ინც ყვე­ლა­ფე­რი მო­ვას­წა­რით.

- თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ რა ახა­ლი თვი­სე­ბე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეთ ერ­თმა­ნეთ­ში?

- ერ­თა­დერ­თი დის­კომ­ფორ­ტი, რაც გი­ორ­გის­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მქონ­და, ის გახ­ლდათ, რომ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად ვერ ვი­ყა­ვით, თა­ნა­ცხოვ­რე­ბამ კი ეს შეც­ვა­ლა და სრულ­ყო­ფი­ლი გავ­ხდი. მგო­ნია, ჩემი ნა­წი­ლი ვი­პო­ვე და უფრო ბედ­ნი­ე­რი ვარ, ვიდ­რე ვი­ყა­ვი.

- გი­ორ­გი, თა­კოს კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ნიჭი თუ აქვს?

- კი, ძა­ლი­ან კარ­გად ამ­ზა­დებს - გუფ­თა, ჩა­ხოხ­ბი­ლი... ყვე­ლა­ფე­რი ეხერ­ხე­ბა და ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი გა­მოს­დის. რამ­დე­ნი­მე დღის წინ სტუმ­რებს ვე­ლო­დით, ვე­რაფ­რის მომ­ზა­დე­ბას ვერ ვას­წრებ­დით, ამი­ტომ წა­ვე­დით და მზა საჭ­მე­ლე­ბი ვი­ყი­დეთ, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი ვჭა­მე, ისე მი­ვეჩ­ვიე თა­კოს მომ­ზა­დე­ბულ გემ­რი­ელ კერ­ძებს, სხვა აღარ მომ­წონს. კარგ კუ­ლი­ნა­რად დად­გო­მა­ში თა­კოს იმა­ნაც შე­უ­წყო ხელი, რომ ჩვენს ჯვრის­წე­რამ­დე ერთი თვით ადრე თა­კოს დე­დას ხელი მოს­ტყდა და სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­მა მას­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა. თა­ვი­დან ძა­ლი­ან წუ­წუ­ნებ­და ამის გამო, მაგ­რამ მერე მი­ეჩ­ვია ყვე­ლა­ფერს და დღეს კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სია.

- ძა­ლი­ან შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლი წყვი­ლი ხართ, მაგ­რამ ალ­ბათ არის სა­კი­თხე­ბი, რა­ზეც კა­მა­თობთ..

- გვი­ჩხუ­ბია, რო­გორ არა, მაგ­რამ იმის გამო არა, რომ რო­მე­ლი­მე სა­კი­თხზე ჩვე­ნი აზრი არ და­ემ­თხვა. მი­ზე­ზი, ძი­რი­თა­დად, თა­კოს დაგ­ვი­ა­ნე­ბაა.

თაკო:

- ძა­ლი­ან ნელი ვარ (იცი­ნის).

გი­ორ­გი:

- რო­გორც უნდა გავ­ბრაზ­დე, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის ტალ­ღა გა­და­ივ­ლის თუ არა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვართ, რო­გორც მა­ნამ­დე ვი­ყა­ვით. ჩემ­თვის დავ­ფიქ­რდე­ბი ხოლ­მე, ამა­ზე ძვირ­ფა­სი არა­ვინ მყავს, ამის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­მიძ­ლია და რის გამო ვე­კა­მა­თე­ბი-მეთ­ქი...

თაკო:

- ცოლ­ქმრო­ბა სხვა­ნა­ი­რად წარ­მო­მედ­გი­ნა, მე­გო­ნა, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა ანაც­ვლებ­და ბევრ რა­მეს, მაგ­რამ ჩვენ­თან ეს არ მომ­ხდა­რა, პი­რი­ქით, მგო­ნია, ისევ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვართ, უბ­რა­ლოდ, ერ­თად ვცხოვ­რობთ.

- თაკო, რამ­დე­ნად რთუ­ლია უყუ­რო საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს სა­სიყ­ვა­რუ­ლო სცე­ნებ­ში?

- სი­მარ­თლე გი­თხრა, არ მა­ღი­ზი­ა­ნებს ეს და არ მი­ჭირს, რად­გან მაგ სფე­რო­ში ვარ და ვიცი, რაც ხდე­ბა გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე. ამ ყვე­ლა­ფერს პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხით ვუ­ყუ­რებ და არა რო­გორც გი­ორ­გის ცოლი, რომ­ლის ქმა­რიც სხვას ეკოც­ნა­ვე­ბა (იცი­ნის). ბუ­ნე­ბი­თაც არ ვარ ეჭ­ვი­ა­ნი, თან ძა­ლი­ან ვენ­დო­ბით ერ­თმა­ნეთს და ეს ყვე­ლა­ფერს მი­ად­ვი­ლებს.

იხი­ლეთ სრუ­ლად

ეჭვიანობს თუ არა ქმრის სასიყვარულო სცენებზე გიორგი ბახუტაშვილის მეუღლე

ეჭვიანობს თუ არა ქმრის სასიყვარულო სცენებზე გიორგი ბახუტაშვილის მეუღლე

სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალების'' პოლიტიკოსი ცოტნე ცოტაშვილი, იგივე გიორგი ბახუტაშვილი, დაოჯახდა. მისი მეუღლე თაკო შოშიაშვილია, რომელიც თეატრალურ უნივერსიტეტს ახლა ამთავრებს, ოპერატორი და იმავდროულად მოდელია, თუმცა ამბობს, რომ ეს უკანასკნელი მისთვის ჰობია. წყვილს ინტერვიუსთვის შინ ვესტუმრეთ.

- როგორც ვიცი, ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში არ გაგიცნიათ, სად შეხვდით?

თაკო:

- ოპერატორები და რეჟისორები თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, ვორონცოვზე ვართ, მსახიობები კი პირველ კორპუსში სწავლობენ, ამიტომაც შეხვედრა არ გვიწევდა. ერთმანეთი საერთო მეგობრის სალომეს სახლში გავიცანით.

გიორგი:

- იქ მისულს უამრავი ადამიანი დამხვდა, თაკო უმრავლესობას იცნობდა, მე კი - მხოლოდ სალომეს, შესაბამისად, სიტუაციიდან გამომდინარე, თავშეკავებული ვიყავი. მაშინვე შევნიშნე თაკოს გულწრფელობა, რამაც მომაჯადოვა, ძალიან ვაფასებ ამ თვისებას ადამიანში.

- როგორც ვიცი, საკმაოდ მოკლე პერიოდში შექმენით ოჯახი. როგორ მიხვედით ამ გადაწყვეტილებამდე?

თაკო:

- ეს პერიოდი უფრო მოკლე იქნებოდა, მარხვა რომ არ დაგვმთხვეოდა,… ჩვენი შეყვარებულობა, რომელიც 5 თვეს გაგრძელდა, უცხო თვალიდან მოკლედ ჩანს, ჩვენთვის კი ძალიან გაიწელა (იღიმის). მოვლენები თავიდანვე ისე სწრაფად განვითარდა, შეგრძნება მქონდა, თითქოს გიორგის მთელი ცხოვრება ვიცნობდი.

გიორგი:

- ჩვენს ურთიერთობაში გაპრანჭვის პერიოდი სულ რაღაც ერთ კვირას გაგრძელდა, მალევე მივხვდი, რომ თაკო იშვიათი თვისებების მატარებელია, ჩავთვალე, რომ დროის დაკარგვას აზრი არ ჰქონდა და ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება მივიღე. ჩემს პროფესიაში ყველაზე მეტად რაც ფასობს, გულწრფელობაა, ალბათ ამიტომ მაქვს ამაზე ''გართულება''.

- როგორც ვიცი, ბრწყინვალე შვიდეულში ჯვრისწერა არ ხდება, მაგრამ თქვენ ეს მოახერხეთ, როგორ?

თაკო:

- მართალია, ამ პერიოდში არ წერენ, მაგრამ პატრიარქის კურთხევით გამონაკლისი დაუშვეს.

გიორგი:

- ჯვრისწერა რომ გადავწყვიტეთ, აღდგომის მარხვა იყო, 20 აპრილს ხსნილდებოდა, 21 მიცვალებულების დღე იყო და ამიტომ 22 დავნიშნეთ ჯვრისწერის თარიღად, თან ჩვენთვის ეს რიცხვი სიმბოლური იყო, 22 ნოემბერს გავიცანით ერთმანეთი და 22 აპრილს გვინდოდა დაქორწინება. იმ მომენტში ვერ გავაანალიზეთ, რომ ბრწყინვალე შვიდეულში ჯვრისწერა არ შეიძლებოდა, მაგრამ ბოლოს პატრიარქის კურთხევით დაგვწერეს ჯვარი.

- ვისი დაგეგმილი და ორგანიზებული იყო ჯვრისწერა?

- თაკო ჯვრისწერამდე ერთი კვირით ადრე გაქრა. კოშმარული ერთი კვირა იყო.

თაკო:

- ფლორენციაში მომიხდა ჩვენებაზე წასვლა და ძალიან აფორიაქებული ვიყავი. საქმეს რომ ვრჩებოდი, სასტუმროს ნომერში ვიჯექი გამოკეტილი და ველოდი, როდის მოიცლიდა გიორგი, რომ ინტერნეტით დავლაპარაკებოდი. საშინელება იყო! პირველად რომ დავინახე ''სკაიპით'', მაშინ გავაცნობიერე, რომ ერთმანეთისგან ძალიან შორს ვიყავით. წინასწარ გვქონდა დაგეგმილი ყველაფერი, მაგრამ იყო ისეთი დეტალებიც, რომლებიც უჩემოდ ვერ მოგვარდებოდა, თუნდაც კაბის საკითხი, სხვა ხომ ვერ მოიზომებდა?! საბოლოო ჯამში, თბილისში ორი დღით ადრე ჩამოვედი, მაგრამ მაინც ყველაფერი მოვასწარით.

- თანაცხოვრების შემდეგ რა ახალი თვისებები აღმოაჩინეთ ერთმანეთში?

- ერთადერთი დისკომფორტი, რაც გიორგისთან ურთიერთობაში მქონდა, ის გახლდათ, რომ 24 საათის განმავლობაში ერთად ვერ ვიყავით, თანაცხოვრებამ კი ეს შეცვალა და სრულყოფილი გავხდი. მგონია, ჩემი ნაწილი ვიპოვე და უფრო ბედნიერი ვარ, ვიდრე ვიყავი.

- გიორგი, თაკოს კულინარიული ნიჭი თუ აქვს?

- კი, ძალიან კარგად ამზადებს - გუფთა, ჩახოხბილი... ყველაფერი ეხერხება და ძალიან გემრიელი გამოსდის. რამდენიმე დღის წინ სტუმრებს ველოდით, ვერაფრის მომზადებას ვერ ვასწრებდით, ამიტომ წავედით და მზა საჭმელები ვიყიდეთ, მაგრამ ვერაფერი ვჭამე, ისე მივეჩვიე თაკოს მომზადებულ გემრიელ კერძებს, სხვა აღარ მომწონს. კარგ კულინარად დადგომაში თაკოს იმანაც შეუწყო ხელი, რომ ჩვენს ჯვრისწერამდე ერთი თვით ადრე თაკოს დედას ხელი მოსტყდა და საოჯახო საქმეებმა მასზე გადაინაცვლა. თავიდან ძალიან წუწუნებდა ამის გამო, მაგრამ მერე მიეჩვია ყველაფერს და დღეს კარგი დიასახლისია.

- ძალიან შეხმატკბილებული წყვილი ხართ, მაგრამ ალბათ არის საკითხები, რაზეც კამათობთ..

- გვიჩხუბია, როგორ არა, მაგრამ იმის გამო არა, რომ რომელიმე საკითხზე ჩვენი აზრი არ დაემთხვა. მიზეზი, ძირითადად, თაკოს დაგვიანებაა.

თაკო:

- ძალიან ნელი ვარ (იცინის).

გიორგი:

- როგორც უნდა გავბრაზდე, გაღიზიანების ტალღა გადაივლის თუ არა, ჩვეულებრივად ვართ, როგორც მანამდე ვიყავით. ჩემთვის დავფიქრდები ხოლმე, ამაზე ძვირფასი არავინ მყავს, ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია და რის გამო ვეკამათები-მეთქი...

თაკო:

- ცოლქმრობა სხვანაირად წარმომედგინა, მეგონა, ყოველდღიურობა ანაცვლებდა ბევრ რამეს, მაგრამ ჩვენთან ეს არ მომხდარა, პირიქით, მგონია, ისევ შეყვარებულები ვართ, უბრალოდ, ერთად ვცხოვრობთ.

- თაკო, რამდენად რთულია უყურო საყვარელ ადამიანს სასიყვარულო სცენებში?

- სიმართლე გითხრა, არ მაღიზიანებს ეს და არ მიჭირს, რადგან მაგ სფეროში ვარ და ვიცი, რაც ხდება გადასაღებ მოედანზე. ამ ყველაფერს პროფესიული კუთხით ვუყურებ და არა როგორც გიორგის ცოლი, რომლის ქმარიც სხვას ეკოცნავება (იცინის). ბუნებითაც არ ვარ ეჭვიანი, თან ძალიან ვენდობით ერთმანეთს და ეს ყველაფერს მიადვილებს.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება